Blog Archives

ცოცხალი კადრი

ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…

ვხედავ შენს სახეს ცის ფონზე, ბედნიერ ღიმილს და მინდა დავაფიქსირო.

და მერე ეს ფოტო სულ თან მქონდეს…

ვიღებ ბევრ ფოტოს და შენ გგონია ვმაიმუნობ. არადა არც ერთი არ გამომდის ისეთი, როგორიც მინდა…

მზე, ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…

თბილი ღიმილი ცის ფონზე…

მინდა ეს კადრი გადავიღო, მაგრამ სხვანაირი გამოდის…

გეხუტები და ვხვდები, რომ არაფერია თუ ასეთი ფოტო არ მექნება. სამაგიეროდ, ვეცდები ასეთი კადრი მქონდეს სულ, ცოცხალი კადრი…

ჩვენი ჩრდილი ქვიშაზე და ზღვის ხმა…

მე ის კადრი მაქვს…

უნიღბოდ :)

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ეს მაინც გამეკეთებინა. საქმე იმაშია, რომ ნათამაშევი და მოჩვენებითი არაფერი მხიბლავს. მაქსიმალისტი ვარ და თუ რამე მაქვს, გამონაკლისები მირჩევნია არ დავუშვა.

მქონდა ანონიმობა. ახლა ფაქტიურად აღარ მაქვს. ათი ადამიანი უნდა ყოფილიყო ყველაზე მაქსიმუმი, ვინც ჩემს ვინაობას გაიგებდა. გადაცდა, ბევრად თან… ზოგი თავისით მიხვდა, ზოგს თვითონ ვუთხარი და ა.შ. მთავარი ისაა, რომ იციან ვინ ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ანონიმი არ ვარ. უბრალოდ თავს ვიტყუებ. მე კიდე არ მიყვარს თავის მოტყუება.

როგორც ადრე, ახლაც მირჩევნია ვიყო ანონიმი და არავინ მიცნობდეს, მაგრამ ასე არაა და თამაში არ მომწონს. ამიტომ, უკეთესია ვიფიქრო პოზიტივზე და ვაღიარო, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი “შევიძინე” მათთან ანონიმურობის დათმობით. გარდა ამისა, მივხვდი, რომ ხანდახან პრინციპების დათმობა შეიძლება, თუ ის, რის გამოც დათმობ, უფრო მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩემი ანონიმობის მიზეზებს, იმ პოსტებს დავბლოკავ, რომლებიც ჟურნალისტურ ეთიკას არ მიესადაგება. პირადი პოსტები კი არ მანაღვლებს. ისინი მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როცა ვწერდი.

კი, ამ პოსტით რაღაცეები შეიცვლება. თუმცა გვირილა ბლოგს არ აუქმებს და კვლავ დაწერს მაშინ, როცა იქნება შესაბამისი ემოცია, პოზიტიური თუ ნეგატიური. ოდესღაც ახალ ბლოგსაც გააკეთებს, ოგონდ გვირილა არა, ხატია 🙂 (ხო, ხატია მქვია 🙂 ). იმ ბლოგზე ალბათ დაწერს იმას, რაზეც უნდოდა წერა სულ თავიდან, ანუ ბლოგი იქნება “ჟურნალისტური”.

ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ ანონიმობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბევრი ცუდი ადამიანი არსებობს ქვეყანაზე, მაგრამ გაცილებით მეტი კარგი. მაგარია, როცა ადამიანმა არ იცის ვინ ხარ და გრძნობ, რომ ის თბილი სიტყვები, რასაც გეუბნება, მაინც გულიდან მოდის და არაა თამაში. შეიძლება სულ არ იცნობდე ადამიანს და გიყვარდეს, ისე, ადამიანურად. შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ასე რამდენიმე ანონიმი ბლოგერი და სულ არ მიქმნის დისკომფორტს მათი ანონიმობა. ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს და მე პატივს ვცემ ამას.

… ახლა ალბათ კითხულობ ამას და გეჩქარება ფოტოს ნახვა. არადა, დაფიქრდი, რეალურად გაინტერესებს ვინაა გვირილა? არა. უბრალოდ, ვერ იტან, როცა არსებობს რაღაც, რაც შენთვის “დამალულია”. ან იქნებ შენ ის ხარ, ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ავტორის ანონიმურობას. როცა ანონიმ ბლოგერებს ვკითხულობ, წიგნის პერსონაჟებივით წარმოვიდგენ მათ ვიზუალურ მხარეს. ალბათ სხვებიც ასე არიან. ხოდა, თუ გინდა დავრჩე ისეთი, როგორიც წარმოგიდგენივარ, ნუ გახსნი პოსტს ბოლომდე.  თუ არადა, მიდი 😉  Read the rest of this entry

ეს ისე (ან რატომღაც :-D)

ხანდახან იმისთანა კადრს წააწყდები, რომ არ გადაიღო საკუთარ თავს ვერ აპატიებ. ხანდახან კიდე უბრალოდ გინდა რამე გადაიღო, მერე რა, რომ არც ისე “იმისთანა” კადრია და თან ფოტოაპარატის ნაცვლად გაწამებული მრავალფუნქციური მობილურით ხარ შეიარაღებული. მე ასეთი ამბავი ძირითადად ბათუმში მემართება, მით უმეტეს, თუ მონატრებულია.

ხოდა, რამდენიმე არც ისე “იმისთანა” ფოტოს დავდებ აქ, ბათუმიდან რომ ჩამოვიტანე ახლახანს. რატომღაც გამიჩნდა ამის სურვილი, არ ვიცი 🙂

აღწერა თუ რაღაც ამდაგვარი მოყვება თითოეულს 😉

რა თქმა უნდა, ზღვა და პლიაჟი. ამ ფოტოს ხარისხზე არ ვკამათობ, ამ შემთხვევაში მხოლოდ გამოსახულებაც მაკმაყოფილებს. ეს პირველი ფოტოა ქრონოლოგიურადაც. სხვათაშორის, მალე პოსტიც იქნება ზღვაზე, მეორე ფოტოს (ის უფრო მომწონს) მაგ პოსტისთვის ვინახავ 😛

ამ ყვავილს დიდი ისტორია აქვს 😀 ვინც იცის ბათუმი და არამხოლოდ ზაფხულში, ეცოდინება იცის, რომ გაზაფხულის ბოლოსკენ პარკში, კოლონადების გასწვრივ სულ ამ ყვავილის ბუჩქებია. ულამაზესია ამ ყვავილებით გადაპენტილი ბუჩქები, ღეროები რომ არ უჩანს. ყვავილის სახელი არ ვიცი, მარა ერთი ნახვით შემიყვარდა და მას მერე, უნივერსიტეტისკენ მიმავალ ყოველ დილას, ერთ-ერთ ბუჩქს პააატარა ყვავილი აკლდებოდა და ჩემს თმაზე ინაცვლებდა. ხო, ახლა ყვავილი ჩემ ჩანთაზე აგდია, რომელსაც ჩემი მეგობრის მიერ დამზადებული საყვარელი აქსესუარი ამშვენებს. თვითონ გამოიგონა 😛

ესეც ჩემი ბათუმი ❤ ამინდი იყო შესანიშნავი, ცა ფოტოშოპში დამუშავებულს ჰგავდა 😀

ეს ისევ ჩემი ყვავილი, რომლის სახელი არ ვიცი სხვათაშორის. ტბაც ლამაზია ბათუმში, მარტო ზღვა კი არა 🙂 ე, იქით, ეშმაკის ბორბალი რომ მოჩანს, მაქ არ ვყოფილვარ არასდროს, არ ვიცი რატომ.

რატომღაც ეს ფოტოც მომწონს. როგორია იცი? იქ გაგრძნობინებს თავს. ან იქნებ მე მომენატრა უკვე და მეჩვენება, არაა გამორიცხული 😀 ხო, ეს ბათუმი არაა, ეს ჩემი სოფლის “შარაგზაა” 😀

ვსიო 😀

P.S. ისა, არ მინდოდა ისედაც დაბალი ხარისხის ფოტოს უფრო დამახინჯება და ავტორი არ მივაწერე. ხოდა, თუ რომელიმე ფოტო მოგეწონა შემთხვევით, მთლად ნუ მომთხრი, საცხა მიმაწერე 😀

%d bloggers like this: