Blog Archives

ფეხები კედელზე

დილით მისი კოცნა მაღვიძებს… როგორც ყოველთვის, ჯერ ფრთხილად მკოცნის ლოყაზე და მერე მთელ სახეს მიკოცნის…

მე ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე მოვხვევ ხელებს და გულთან მივიხუტებ… ისე მიყურებს ხოლმე, თვალებში რომ ჩანს რას გრძნობს… მერე თბილად მიღიმის და მეუბნება რომ ყველაზე ლამაზი ვარ. მე კი ვიცი რომ ასე არაა, მარა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ ასე ფიქრობს და მე მისი ყველაზე ლამაზი ვარ… მიხარია და კიდევ უფრო მაგრად ვეხუტები…

ხოდა, ახლა ისევ ასე მინდა… მინდა სადმე ვიყოთ, სულ ერთია ფანჯარაში ზღვის ხედს დავინახავ თუ მთის, თუნდაც ისევ თბილისის იყოს, ოღონდ ისევ ასე… იმდენად ბევრია 10 დღე ჩახუტების გარეშე…

ისევ კოცნით მაღვიძებს ყოველ დილით, ოღონდ ვირტუალურად. მინდა ჩვენ ორნი, სადმე ყველასგან შორს და ისევ ისე…

ფეხებს კედელზე ავაწყობდი და ათას სისულელეზე ველაპარაკებოდი… მერე თავისი ხელით მაჭმევდა თავისსავე მომზადებულ გემრიელობას… საღამოს მივეხუტებოდი და რამე ფილმს ვუყურებდით ერთად, დროდადრო უფრო მაგრად მიმიხუტებდა და თბილად მაკოცებდა… მერე სადმე გავისერნებდით, თბილად ჩამკიდება ხელს და ალბათ სულ აღარ ვილაპარაკებდით ეკონომიურ გაათებაზე 🙂 ხელში ამიტაცებდა და მე ისევ ვიკივლებდი, ის ისევ იფიქრებდა რომ მგონია დავუვარდები და მაგიტომ მეშინია და გაიბუტებოდა. მე კისერზე, ყურთან ახლოს ვაკოცები, მერე სახეს დავუკოცნიდი და ვეტყოდი როგორ ძალიან მიყვარს… მერე ისევ ამიტაცებდა ხელში და მასწავლიდა როგორ უნდა დავიჭირო თავი ისე, რომ ნაკლებად მქონდეს ვარდნის შიში 🙂

მომენატრა…

რა მომენატრა იცი? შებინდებისას ნაწვიმარ და შეშრობა დაწყებულ ასფალტზე სეირნობა. როცა უბრალოდ მიდიხარ ხელიხელჩაკიდებული და გრძნობებს საუბარი არ სჭირდება.

ჩახუტება მომენატრა და სითბო. ხო, სითბო. მომბეზრდა ცივი და კედელი ადამიანები.

როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი.

კაი ფილმი და მისგან მიღებული  შთაბეჭდილება – დამუნჯება მომენატრა.

ზღვაც მომენატრა, არა ტურისტული და მხოლოდ ჩემი. მოღრუბლულ ამინდში რომ უნდა გაისეირნო და სახე ქარს შეაგებო, ისეთი.

საღამო მომენატრა და ღამის ბათუმში სეირნობა უსიტყვოდ.

წვიმა მომენატრა, გიჟი და გადარეული, მხირული და განწყობის გადამდები.

სალოს სახლი მომენატრა, მეორე სართულის ბუნებრივი სიგრილე. გათიშული გონებით პირაღმა გდება საწოლზე და მერე ნადირობა ტყემალზე ან მანდარინზე, სეზონის მიხედვით.

მომენატრა შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სულ ერთი არაა ჩემი არსებობა. თეორიული ცოდნა ფეხებზე მკიდია ამ ეტაპზე, მინდა ვიგრძნო ეს.

მომენატრა ღამით პლიაჟზე პირაღმა წოლა, უსიტყვოდ ცქერა ცაში და ზღვის ხმაზე მიყურადება.

მომენატრა დილა, როცა მზის სხივი მაღვიძებს.

უსიტყვოდ საუბარი მომენატრა.

სარკეში საკუთარ გამოსახულებას რომ უღიმი ის შეგრძნება მომენატრა.

მომენატრა ვიყო სუსტი და ვიღაცის იმედი მქონდეს.

ყურადღება მომენატრა, მომაბეზრებელი კიარა, უბრალო, ადამიანური ყურადღება, შიგნიდან რომ გათბობს ისეთი.

გრძნობების გამოხატვა რომ შეუძლიათ ისეთი ადამიანები მომენატრა. მე არ შემიძლია იგივე, ამიტომ სხვებს მაინც უნდა შეეძლოთ. ადრე ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა აქვს.

კიდევ რა მომენატრა იცი? როცა გგონია, რომ ყველა წინაღობის დაძლევას შეძლებ. როცა შეგიძლია იარო წინ და წვრილმანები ფეხებზე დაიკიდო – ეს შეგრძნებები მომენატრა, თანაც იმდენად, რომ უკვე ახლოს ვარ მათთან.

>სეზონი – რა იყო ეს ჰა?! (შეძრწუნებული smile)

>
ვინაიდან და რადგანაც გადაწყვიტეს, რომ ბათუმში კინოთეტრი არ გვჭირდება (დროებით მაინც) და მე ზედმეტად გახმაურებული ქართული ფილმის, ”სეზონის” პრემიერისთვის თბილისში არ ჩავიდოდი, გადავწყვიტე არ გამეშვა შანსი და მართალია ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მენახა რუსთავი-2-ზე.
თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიით დიდად დაინტერესებული ვარ მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მარა თუ რამე ნორმალურს გადაიღებენ, კი გამიხარდება (რაც უცებ გამახსენდა, ”სამი სახლი” მომწონს მაგალითად…).
გარდა იმისა, რომ ”სეზონს” არცთუ ურიგო პიარი გაუკეთეს და კადრებიც დამაინტრიგებელი იყო, ფილმი ბათუმშია გადაღებული და ჩემი ინტერესი ამანაც გამოიწვია. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც მაინტერესებდა პასუხი კითხვებზე (უკვე რამდენი ხანია) – რა ჯანდაბისთვის გამაჩერეს მილიონჯერ სამსახურისკენ მიმავალი, შემაწყვეტინეს სეირნობა და ქუჩაში მინიმუმ 10 წუთი გამაჩერეს არაერთხელ, შედეგად კი დავაგვიანე სამსახურში… და ბოლოსდაბოლოს, რა ფილმია ამისთანა, ქუჩაში კაცის ჭაჭანება რომ არ უნდა იყოს?!
მოკლედ, ამ და სხვა მიზეზთა გამო, დავიწყე ფილმის ყურება…
ფილმისადმი თავიდანვე მეტ-ნაკლებად დადებითად განვეწყვე, რადგან კაია საერთოდ რომ გადაიღეს რამე… თუმცა, იყო ბევრი ხარვეზი… მე ამ სფეროში სპეციალისტი არ ვარ და შესაბამისად, ვერ დავიჩემებ რამეს მტკიცებას, მე მხოლოდ ჩემი, როგორც მაყურებლის აზრს ვამბობ…
ჯერ დასაწყისი, იგივე ქუდი და ტიტრები (რაც გინდა ის დაარქვი, მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაგას) რატომღაც ძალიან მივამსგავსე LOST-ს. სათაურის შრიფტიც კი… არ ვიცი, იქნებ ვცდები, მაგრამ აშკარად ჰგავს და.., ხოდა, ჩვენ რომ მოგვეფიქრებინა რამე და არ გადმოგვეკოპირებინა, არა?!
მსახიობებს რაც შეეხება, არაუშავდა რა. ნუ, კაი გამართული სამიანი, როგორც ჩემი ერთი მასწავლებელი იტყოდა 🙂

ზოგჯერ კამერის უჩვეულო ქანაობაზე არ გავამახვილებ ყურადღებას და გავატაროთ ეს 🙂

ფილმის სიუჟეტს რაც შეეხება, საერთო ჯამში არაა ურიგო, საინტერესოა და გითრევს კიდეც, ”უჟასტიკ/ფანტასტიკასაც” მიამსგავსებ თუ ძალიან მოინდომე, ან თუ შიშარა ხარ, როგორ ჩემი და 😀 მოკლედ, დაძაბული სიტუაციები არის მომენტებში და მომწონს. მაგრამ ფილმის დასასრული სრული აფსურდია. მანამდე მოვლნები საინტერესოდ ვითარდება და საინტერესოა რა ხდება სინამდვილეში, სად ჯანდაბაში წავიდა ხალხი 🙂 მოკლედ, ჩავერთე ფილში, გავაანალიზე, ხალხის გაქრობის რამდენიმე ჩემეული ვარიანტიც მოვიფიქრე და… და არაფერი, სიზმრების თემას მოვრჩით კინემატოგრაფიაში და ახლა ახალ საფეხურზე გადავსულვართ – კი არ გვესიამრება რაღაცეები, ავტოკატასტროფაში გონს ვკარგავთ და ”გველანდება”…
მთლიანი სიუჟეტი გააფუჭა ამ პრიმიტიულმა დასასრულმა, ფანტაზია არ ეყოთ ნეტა მოსაფიქრებლად? ცოტაც დაეძაბათ გონება, იქნებ გამოვიდოდა რამე…
არ ვიცი, არ ვიცი… მარა ასე თუ გავაგრძელეთ, სიზმრის და ავტოკატასტროფაში ”ბნედის” შემდეგი საფეხური ხანგრძლივი კომაა, მერე კი ალბათ ამნეზია. ასე ბრაზილიურ სერიალებამდეც ბევრი არ გვიკლია, ასე რომ გვიყვარს და ქართული არხებიც მათი ხილვის ბედნიერებას არ გვაკლებენ. ჩვენც ჩავკირკიტებთ მთელი დღე – ქრონიკა,სერიალი,ქრონიკა, სერიალი, სერიალი, სერიალი, სერიალი, ქრონიკა…..

%d bloggers like this: