Blog Archives

ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

Advertisements

შარშან და წელს

შარშან ამ დროს მზიან წვიმაში დავდიოდი, წელს ყოველდღიურ პრობლემებს ვებრძვი;

შარშან ამ დროს ვვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი, წელს დიეტაზე ერთ დღესაც ვერ ვძლებ;

შარშან ამ დროს ისევ მქონდა მოთმინების დიდი უნარი, წელს ყოველ დღე მგონია რომ ქრონიკული ნევროზი მაქვს;

შარშან ამ დროს უმიზეზოდ მეღიმებოდა, წელს სერიოზული მიზეზი მჭირდება;

შარშან ამ დროს გაზაფხულის სუნს ვგრძნობდი, წელს გაზაფხულსაც ვერ ვგრძნობ;

შარშან ამ დროს წვიმაში ვსეირნობდი, წელს მეშინია არ გავცივდე;

შარშან ამ დროს მყარად მჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნება, წელს მეშინია – ვაითუ ასე არ იყოს.

ადამიანები არ იცვლებიან, კონკრეტულ თვისებებს დროებით კარგავენ ან იძენენ. არ შევცვლილვარ არც მე. უბრალოდ ზედმეტი მომივიდა, ზედმეტი დატვირთვა და ნაკლები განტვირთვა.

მარა ერთი რამე ვიცი – სანამ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე სიყვარული წარმომედგინა, კარგად იქნები. და თუნდაც ყოველი დღე იყოს ბრძოლა და შეტაკება, მე კარგად ვიქნები.

მე ისევ შეყვარებული ვარ, ისევ ვიცი, რომ ამ გრძნობით ყველაფერს შევძლებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ხო, ახლა უკვე ფრაზა “რაც ჩვენზეა დამოკიდებული” გაჩნდა…

მარა ყველაზე მთავარი იცი რაა? შარშან ამ დროსაც კარგად ვიყავი და ახლაც კარგად ვარ.

ისევ ისე მივლის ჟრუანტელი მთელ სხეულში, როცა თვისებურად, რაღაცნაირად მეხუტება. ხანდახან პატარა ბავშვივით მომეხუტება და მგონია რომ უნდა ვიზრუნო მასზე, დავიცვა… ხანდახან კიდე მე მაგრძნობინებს თავს ბავშვად და თვითონ ზრუნავს ჩემზე.

love

იცი რა კარგად ვარ მასთან?

იცი რა ბედნიერებაა როცა დილით მისი კოცნა მაღვიძებს? მერე თვალებში მიყურებს ხოლმე ისე თბილად, მე ხმის ამოღების ძალა აღარ მაქვს…

ხოდა მეც ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მე ხატია ვარ და მე ვხედავ მზეს. მზეს და ჩემს სოსოიას… თუმცა ხშირად ეს ერთი და იგივეა…

 

 

პ.ს. მადლობა მარიამს.

მზიანი წვიმა

გამარჯობა გვირილა!

მე ხატია ვარ და მე დავბრუნდი, მგონი…

იცი? მომენატრე.

ცუდად ვიქცევი უყურადღებოდ რომ გტოვებ ხშირად, მაგარამ იცი რამდენი საქმე მაქვს? ხუთასი! 😀

ამბობენ კარგად როცა ხარ წერა არ გამოდისო, ცუდად ყოფნაა აუცილებელიო…

არადა, იცი რამდენი რამ დამიგროვდა და იცი რა კარგად ვარ?

ხოდა ახლა მოგიყვები 😉

ა, მოიცა, ჯერ ეს ჩართე და ისე 🙂

ახლა მელოდიას აყევი და იღიღინე, მერე რა, რომ შეიძლება ტექსტი არ იცოდე…

. . .

იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?

მთელი დღე რაღაც რომ გაკლია და საღამოს ხვდები რომ ეს ჩახუტებაა. და ჩახუტება იცი როგორია? არ ვიცი როგორ გითხრა… უცებ ყველაფერი რომ გავიწყდება და გრძნობ რომ კარგად ხარ, ძალიან კარგად!

სადღაც თბილისის ზემოთ, მზიან წვიმაში ყოფილხარ? თბილი წვიმა რომ მოდის, მზე ანათებს და ჩახუტებული გადმოყურებ თბილისს… მე ვყოფილვარ…

გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…

გქონია ბედნიერების ჟრუანტელი? მე კი…

დაღლილი დღის შემდეგ გქონია იმის ძალა რომ რამდენიმე კილომეტრი გესეირნა? მე კი…

ისე მოგნატრებია რომ ლაპარაკი არ შეგძლებია? მე მომნატრებია…

გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…

გახსოვს, მეგონა რომ სიყვარული ის ნიჭია, რომელიც მე არ გამაჩნია. ვცდებოდი. დიახ, სიყვარული ნიჭია, მაგრამ ის ყველას აქვს, უბრალოდ ზოგს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ზოგს მცირე.

ამიტომ არ დაიჯერო რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, რომ გული გატკინეს და მერე ვეღარ შეიყვარებ. არა! უნდა გიყვარდეს. ვალდებული ხარ გიყვარდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყო, ცუდად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გაქვს. ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს, დამიჯერე.

მე ვხედავ მზეს! და მინდა შენც დაინახო… ხო, შენ, რაღაც უცნაური მიზეზით რომ შემოდიხარ აქ ყოველ დღე და მე უნამუსოდ გექცევი – არაფერს ვწერ ახალს.

ხოდა, მე დავბრუნდი, უფრო ხატია, ვიდრე გვირილა. თუმცა ორივე 🙂

მინდა ერთად ვხედავდეთ მზეს…

მინდა ყველა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხედავდეს მზეს…

და მინდა ბედნიერებისგან ჟრუანტელი გივლიდეს…

არ ვიცი…

შემთხვევით ჩემთვის უცნობ ბლოგს გადავაწყდი. უცნობს, მაგრამ საინტერესოს. ვკითხულობდი უშუალო და ძალიან მარტივ პოსტებს, ადამიანურს და არა კუდაბზიკურს.

სხვისი მოსმენის შემდეგ შენც გინდება საუბარი.

მეც ასე ვარ ახლა. მინდა საუბარი… კარგა ხანია მინდა თან, მაგრამ არ თუ ვერ გამოდის. გავხსნი პოსტის ფანჯარას და ხან სხვა საქმე მიჩნდება, ხან არ მეწერინება, ხანაც უბრალოდ არ მინდა დავწერო.

არც ახლა ვიცი რა დავწერო, მაგრამ მჭირდება ეს.

არეული ვარ…

რეალური ადამიანები მჭირდება.

ხანდახან უბრალოდ მინდა ვიტირო, ხანდახან არ მინდა და თავისით მოდის ცრემლები.

სულ მგონია რომ მარტო ვარ, ბავშვობიდან…

ახლა არ ვიცი, იქნებ არც ვარ მარტო…

არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…

არ ვიცი რა მჭირს…

უბრალოდ… მჭირდები… მჭირდები და მაკლიხარ…

ალბათ ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან…

თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.

გაზაფხული მინდა და სითბო…

იები რომ აყვავდება ხომ წამიყვან მათ სანახავად?

 

წავალ, დავიძინებ…

ხვალ ახალი დღე იქნება და მზიანი. მერე რა რომ თოვს? თოვლში მზე არ გინახავს? იცი რა ლამაზია მზე და თოვლი? თოვლი ბრწყინავს და მზეც ისეთი თბილია, როგორიც შენი ჩახუტება.

მე ვხედავ მზეს. შენც დაინახე რა…

>”მე ვხედავ მზეს!” ♥

>
როგორც მახსოვს, ამ დღეებში Toma-ს მიერ წამოწყბული თამაშის, ”მე ვხედავ მზეს” შემაჯამებელი პოსტი უნდა დაგვეწერა.

რა ვთქვა? მე მოგვიანებით, ჩემი სურვილით ჩავერთე თამაშში…

ზოგჯერ ისე მიდის დღეები, არანაირი პოზიტივი არ იგრძნობა…
ხოდა, ზოგჯერ საჭიროა იქ დაინახო მზე, სადაც არ არის… თამაშიც წესებიც ამას ითვალისწინებდა და მე, როგორც წესების მოყვარულმა, შევეცადე ბოლომდე მივყოლოდი წესებს…

მგონი გამომივიდა, არ ვიცი…

რაც მთავარია, ჩემზე დადებითად იმოქმედა თამაშმა და დატვირთულ და უარაფრო დღეებშიც კი, შევძელი დამენახა პატარ-პატარა მზეები, ვაზროვნებდი ისე, რომ უნდა დამენახა მზე…

მე დღემდე მჯერა იმის, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და თუ რამეს მოვინდომებთ ძალიან, შევძლებთ კიდეც…

შევეცადე არც ისე ნორმალურ და დალაგებულ ყოველდღიურობაში, ზოგჯერ საშინელ დღეებშიც კი დამენახა პოზიტივი.

პატარ-პატარა პოზიტივები ჩვენს ცხოვრებაში ყოველ დღე ხდება, უბრალოდ ნეგატივი იმხელაა და იმდენად განვიცდით, რომ ვეღარ ვამჩნევთ პოზიტივებს…

ხოდა, თუ თავს ძალას დავატანთ, შევამჩნევთ და მერე მივეჩვევით კიდეც… სხვა თუ არაფერი, უბრალოდ დავიკიდებთ იმ ნეგატივს…

”ვსიო”, სულ ეს იყო 🙂

ბოლოს კი ერთი ”სიმღერა” (სიმღერა თუ ეთქმის ამას :-)) იმაზე, თუ ზოგჯერ რა მარტივია დავინახოთ დადებითი, იმ უაყოფითების ფონზე…

>უსათაუროდ… უბრალოდ…

>
წესების დაცვით ცხოვრება მომაბეზრებელიაო, წესები იმიტომ არსებობს, რომ უნდა დავარღვოთო…

დავარღვიოთ ბატონო, დავარღვიოთ, ოღონდ ხმამაღლა დავარღვოთ რა, ნუ გავჩუმდებით… წესების დარღვევა რომ შეგვიძლია, ამის გამხელაც უნდა შეგვეძლოს…

კი, სავალებულო არაფერი ვარგა, არც ურთიერთობა, არც ერთი მომადლებული კოცნა ყოველ დილით და არც შაბათი დღე, მთელი კვირა რომ ელოდები…

რატომღაც, რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო დიდია იმედგაცრუებაც…

რაც უფრო დიდია გრძნობა, მით უფრო დიდია წყენა…

უეცრად, ჩვენგან დამოუკიდებლად ვიცვლით სტატუსებს, განსაკუთრებულიდან მორიგი ვხდებით…

თურმე ზოგჯერ მართლა საჭიროა დასვენება, ერთმანეთისგანაც კი…

არ მიყვარს გაურკვევვლობა, არც აუცილებლობის გამო ნათქვამი ”გამარჯობა” მიმაჩნია რამედ და არც დამატება ”ც”, ასე რომ დამყვება მთელი ცხოვრება…

არც იმ სახელით მომართვა მსიამოვნებს, ურთიერთობის დასაწყისში რომ მომმართავენ ხოლმე…

არც სიტყვათა წყობას აქვს მნიშვნელობა, როცა წინადადების შინაარსი არ იცვლება… ლამაზი, მაგრამ ფუჭი სიტყვები არაფერია…

არც სხვის არარაობაზე ხაზგასმა მანიჭებს სიამოვნებას. თბილად და თამაშ-თამაშით ნათქვამი ცივი სიტყვებიც მკლავს…

ვერც უეცრად შეცვლილ გემოვნებასა და შეხედულებებს ვამუღამებ, ვერც თამაშით ნათქვამ თბილ სიტყვებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემსკენ იქნება მომართული თუ სხვისკენ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი არ უნდა თამაშობდეს…

ბევრი რამ შეიცვალა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ თამაში როგორც ადრე მეზიზღებოდა, ისევე მეზიზღება ახლაც…

ნაძალადევი არაფერი მჭირდება!..

არაუშავს, სულ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი დაკარგავს აზრს…

არა, მე წესების მიხედვით ცხოვრება მირჩევნია, როცა არ შეიძლება მომაბეზრებელი გახდეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

დიახ, მე უნდა ვხედავდე მზეს, მე თამაშის მონაწილე ვარ და წესებს ვერ დავარღვევ. არც ისე რთულია წესების დაცვით ცხოვრება, საინტერესოცაა…

ასეც რომ არა, მე უნდა ვხედავდე მზეს, ასე თქვა რამდენიმე წლის წინ ერთმა ადამიანმა და ასეც უნდა იყოს.

და მე ვხედავ მზეს, ზოგჯერ ჩემი მზეც მყოფნის და საკმარისად მათბობს, სხვებსაც შემიძლია გავუნაწილო, ნუ გადაეფარებით ოღონდ…

>დიახაც!..

>
დიდი ხანია მინდა დავწერო ამაზე რამე და ახლა საბაბიც გამომიჩნდა…

პატრულზე ვამბობ, იმაზე, რომ მე რატომღაც არ მჭირს პატრულთმოძულეობა… ყველგან მხოლოდ ლანძღვა ისმის ამ ხალხის, არადა, საფრთხეს რომ შევნიშნავთ, პირველად ისინი გვახსენდება. ე.ი., არის რაღაც ნდობა ხო?

არა, არც მე მომწონს ზოგჯერ ზედმეტად თავხედურად რომ იქცევიან, მაგრამ ეს ადამიანზეა დამოკიდებული და არა სამსახურზე. რაც არ უნდა ცუდი სამსახური იყოს და ცუდი მაგალითის მომცემი თანამშრომლები, თუ არ ზის ადამიანში ცუდი, ვერ იქნება და მორჩა!..

ხშირად მინახია მიკარგულ ქუჩაზე პარტული გაფუჭებული მანქანის მძღოლს რომ ეხმარება, ან მოხუცი გადაჰყავთ ქუჩაზე… ეს არ არის მხოლოდ სარეკლამო კომპანია, ეს ხალხი მართლა არსებობს და აკეთებს თავის საქმეს…

… და ძალიანაც კარგი, რომ აჯარიმებენ სიჩქარის გადამეტებისთვის, სიმთვრალისთვის და მოძრაობის წესების დარღვევისთვის. ასეც უნდა იყოს!.. საერთოდაც, მომხრე ვარ, ფეხით მოსიარულეც დაჯარიმდეს საგზაო წესების დარღვევისთვის!

ერთი სასაცილო შემთხვევა გამახსენდა, მეგობრებთან ერთად ქუჩაზე გადავდიოდი, იქ, სადაც ე.წ. ”ზებრაა”, ანუ გადასასვლელი ფეხით მოსიარულეთათვის. ბათუმში იშვიათად თუ აჩერებენ მანქანას ასეთ შემთხვევაში, ან არ იციან, ან ფეხებზე კიდიათ… ხოდა, გადავდივართ და მოქრიან მანქანები, მათ შორის პატრულიც… გავჩერდით… მანქანებიდან მხოლოდ პატრული გაჩერდა და გადადითო გვანიშნა, ჩვენც გაბრაზებულებმა მძღოლების დაუდევრობით, ვანიშნებთ, რომ ვერ გადავდივართ 🙂 და ისმის ხმა ”გააჩერა მანქანები, გაატარა გოგონები!” 😀 😀
და უცებ ყველა გაჩერდა, ფეხით მოსიარულე თუ მანქანით, იყურებიან ჩვენსკენ და ჩვენ ამ უაზრო ყურადღებით დაბნეულები, ძლივს მივაბიჯებთ ქუჩაზე 🙂 სასაცილო იყო… ამის მერე პატრულებს ვერიდები 🙂

და ამასწინათ, შუაღამისას ქალის ტირილმა გამაღვიძა, ჯერ მეზობლების მორიგი კამათი მეგონა, ასე რომ მივეჩვიე უკვე… მერე სხვა ხმებიც შეერია და მივხვდი, რომ მთლად მშვიდობა არ უნდა ყოფილიყო… პატრულიო, სახანძრიო და მოვიფშვნიტე თვალები, წამოვვარდი…

(რა უსუსურები და ეგოისტები ვართ ადამიანები ისე, ხომ მივხვდი რომ მეზობლად ხანძარი იყო, მაგრამ პირველად იმაზე შევწუხდი, ჩვენც ხომ არ გვემუქრება საფრთხე – მეთქი.)

ჩვენს მეზობლად ხანძარი იყო, პატრული უკვე იქ იყო და დაბნეული და შეშფოთებული სახეებით კი არ დარბოდნენ, უბრალოდ, საქმეზე რომ მიდის სპეციალისტი ისე, მშვიდად და ემოციის გარეშე.

ისე მომეწონა… რა მაფიქრებდა იმ ხანძარში ამაზე, მაგრამ სასიამოვნოა, როცა ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახური, ვისაც დაურეკავ გაჭირვების შემთხვევაში და იცი, რომ დაგეხმარება…

ესაა და ეს…

>გემრიელი არდადეგები…

>
გემრიელი არდადეგები იყო…

დაღლილი და შედეგიანი კვირის შემდეგ სოფელში წავედი, სულ რაღაც ერთი დღით, მაგრამ ხომ წავედი…

თოვლი იყო სოფელში, დიდი თოვლი…
ამიტომ მანქანა ბოლომდე ვერ ავიდა და სამი კილომეტრის გავლა ფეხით მომიხდა…

სასიამოვნოა ჯერ სულ ახალ, ფაფუკ თოვლში შევარდნა…

ბავშვობა გამახსენდა…

მეზობელი დაგვემგზავრა, ბავშვობაში სკოლაში რომ დამათრევდა ის 🙂
გავიხსენეთ ბავშვობის სისულელეები, როგორ ვეფლობოდით მუხლამდე თოვლში და ვსრიალებდით ჩანთებით 🙂

მე და ის გოგო დავწინაურდით და სეირნობა-სეირნობით გავყევით სოფლისკენ მიმავალ გზას… მამაჩემი და კიდევ ერთი მეზობელი უკან მოვიტოვეთ…

მე გზადაგზა ჩემი ”ყოვლისშემძლე” ტელეფონით ფოტოებს ვიღებდი, მონატრებული სოფლის და მონატრებული თოვლის…

ჩამობნელდა, დაღამებას ცოტა აკლდა… მზე ისე ლამაზად ჩაესვენააა (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით)…

თითქმის სახლთან მისულებმა, შორს უცნაური ცხოველი დავინახეთ… არ ვიცი ძაღლი იყო თუ ტურა, მაგრამ ის გოგო კი შეშინდა მაგრად 🙂 ჩემდა გასაკვირად, მე უფრო გაბედული აღმოვჩნდი და დავუყვირე, გაიქცა ის უბედური… მაგრამ თითქოს მეორეც დავინახეთ, იმას ყვირილმა არ უშველა და ფეხი არ მოიცვალა… სხვა გზა არ იყო, უნდა დავლოდებოდით მამაჩემს და იმ კაცს…
აღმოჩნდა, რომ ეს მეორე ჩვენი შიშნარევი ფანტაზიის ნაყოფი იყო 🙂 გვეცინებოდა ჩვენს სისულელეზე:-) იმ კაცმა გადაწყვიტა საინტერესო ისტორია მოეყოლა იმაზე, თუ როგორ მოკლა ერთხელ ტურა… ტყიდან ისმოდა ღამით ტურების ხმებიო, წავედი მეორე დილით მოსაძებნად და ბუნაგს მივაგენიო… მარა არ დამხვდნენო და ყოველ დღე დავდიოდიო. ერთხელაც, მძინარე ტურა დახვდა თურმე შიგნით და… აქ მამაჩემი აჩერებს და ეკითხება გაოცებულ-შეშფოთებული ტონით: მძინარე მოკალი კაცო?! და პასუხი: არა კაცო, გავაღვიძე და ისეო … გავიგუდე კინაღამ სიცილით 🙂

ასე, სიცილ სიცილით და სასაცილო ისტორიებით მივაღწიეთ სახლამდეც…

გამახსენდა როგორ გავდიოდი ბავშვობაში ყოველ დღე ამ გზას და არ ვიღლებოდი… ახლა კი ცოტა მაკლდა გმირულად დაცემამდე 🙂 ხოდა, ბავშვობისდროინდელი პროცედურა გავიმეორე სახლთან მისულმა – ახალ, ფაფუკ თოვლში პირქვე დავემხე… სასიამოვნო სიგრილე იყო…

დედაჩემის წვნიანიც სასიამოვნო იყო, კვირა დილის ძილიც და საუზმეზე ხაჭაპურიც… სასიამოვნო შაბათი და კვირა იყო, სასიამოვნო…

და ბოლოს, ჩემი სოფელი:

P.S. და გემრიელი შაბათ-კვირის შემდეგ მოსულ უღიმღამო ორშაბათს უეცრად გაგებული ამბავი იმის შესახებ, რომ სულ რაღაც 4-5 დღეში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრის საშუალება გექნება, (კიდევ გემრიელ საბათს ვგრძნობ…)თან ბათუმში და თან პრესკაფეში, ძალიან სასიამოვნოა… მაგრამ არის ერთი ”ნო” – არ შევხვედრივარ არასდროს დოჩანაშვილს და რომ არ მომეწონოს საუბარში, გაცამტვერდება ამდენი ხნის სიყვარული მგონი… ე, ამის მეშინაია რატომღაც…

>ბათუმი თოვლში… ♥

>

როგორც იქნა, შუაღამისას წვიმას თოვლმა სძლია და დილით ფანჯარაში რომ გავიხედე, გადათეთრებული დამხვდა ყველაფერი…

თოვლი მოვიდა ბათუმში, თოვლიიი…

ისე ლამაზად თოვდა… გზაში უამრავი ფოტო გადავიღე, ხელები გამეყინა, მაგრამ მაინც მიხარია…

აჰა!.. ახლაც არაა თოვლი?! (dance)

ფოტორეპორტაჟი თოვლიანი ბათუმიდან:

მემედ აბაშიძის, ყოფილი სტალინის ქუჩა

ზ.გამსასურდიას, ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა

ისევ ზ.გამსასურდიას, ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა

მემედ აბაშიძის და ზ.გამსახურდიას ქუჩების კვეთა…

მედეა გადამეჭრა, ტელეფონის ”ობიექტივში” არ ჩაეტიაა 🙂

ესეც თოვლიანი ნაძვი ჩემს სახლთან ახლოს 🙂

ეს ისე…

ესეც თოვლი და ლამაზი აივანი 🙂

უცნაური ბუჩქი 🙂

ეს უბრალოდ თოვლი, ბევრი თოვლი…

და ბოლოს, თოვლი ჩემს თმაზე 🙂

>სიურპრიზებიიიიი ♥

>
დილით წვიმის ხმა რომ გაგაღვიძებს, ცოტა არ იყოს უსიამოვნოა… გინდა სახლში ეგდო მთელი დღე და რამე საყვარლობას უყურო… თან გემრიელობები მიირთვა…
მაგრამ როცა სხვა გზა არაა, იცმევ, შეძლებისდაგვარად ”იპრანჭები” და ემზადები სამსახურში წასასვლელად…

სახლის კარი გავაღე თუ არა, დავინახე რომ ციდან უდიდესი და ულამაზესი ფანტელები ცვიოდა… ისე გამიხარდაააა… ერთი წელია არ მინახია თოვლი და მგონი ბავშვობაში არ გამხარებია თოვლის მოსვლა ისე, როგორც დღეს. სიხარულისგან ვერც გავაცნობიერე, რომ ჩემი ლამაზი ქოლგის ნაცვლად, დიდ შავ ქოლგას ვტაცე ხელი… მობრუნებას აზრი არ ჰქონდა, თან ქოლგის გამოყენებას არც ვაპირებდი… დებილივით დავდიოდი დათოვლილ ქუჩებზე და ვიღიმებოდი. მერე რა, რომ თოვლი იმდენად პატარა იყო, ასფალტი ჩანდა…

მერე წვიმამ მოუგო თოვლს და ქოლგის გამოყენება მაინც დამჭირდა…

ხო, დღეს მომავალი სწავლის საფასური გადავიხადე, ჩემი დანაზოგიდან… მიხარია…

რამდენიმე წუთით რესპოდენტის ჩასაწერად გასულს კი სეტყვა წამომეწია… თოვლს უფრო ჰგავდა, მსუბუქი იყო… გაწეწილ თმაში თეთრი ფანტელები მქონდააა…

დღე შედეგიანი იყო და ბევრი საქმე გავაკეთე…

ახლა მამაჩემმა დამირეკა- სადილი მოგიმზადეო… ინგრედიენტები ჩამომითვალა და ხომ მოგეწონებაო… შენ? -მეთქი, რა იყო, მე ვერ მოვამზადებდიო?!… დღეს მარტო ვართ სახლში, თვითონ სადღაც წავიდა და თბილი სადილი უნდა დამახვედროს… მიყვარს მამაჩემი… დედაჩემიც მიყვარს, ძმაც და დაც… კიდევ იაკო და სალუკა… და სხვა მეგობრები… მიყვარს, მიყვარს, მიყვარს… მიყვარს ყველა და ყველაფერი, მიუხედავად ყველაფრისა… ♥

მოკლედ, დღეს სიურპრიზების დღეა…

წავედი მე, ვნახო რა გაამზადა მამაჩემმა…

%d bloggers like this: