Blog Archives

ერთი წელი

ზუსტად ერთი წლის წინ, დაახლოებით დღის ამავე მონაკვეთში, სამსახურში ვიჯექი და რამდენიმე დღის წინანდელი ბანკეტის ამბები მიტრიალებდა თავში. გასახსენებელი კი არც ისე ბევრი იყო და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯგუფელებს მეორე დღის აღსანიშნავად “ჩანჩქერზე” წასვლა გადაეწყვიტათ. დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ამის მიზეზი მხოლოდ “ჩანჩქერი” არ ყოფილა. ხოდა, სწორედ ამაზე ვწერდი 2010 წლის 26 ივლისს, ბლოგის პირველ პოსტში.

ამ პირველი, მართლაც რომ სულელური პოსტით დავიწყე ე.წ. “ბლოგინგი” და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო “სამყარო” აღმოვაჩინე.  გარდა იმისა, რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე, ძველი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წერაც სკმაოდ დავხვეწე.

ფაქტია, რომ ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ყველაფერს ბლოგს ვერ “დავაბრალებ”. “გვირილა” ჩემთვის არასდროს  ყოფილა სერიოზული საქმე და როგორც ერთი წლის წინ, დღესაც ვფიქრობ, რომ ბლოგი უპირველესად არის ჩემი და შემდეგ მკითხველის. შესაბამისად, ვწერ ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ მკითხველისთვის. ვაღიარებ, რომ ხშირად ისეთ დროს დამხმარებია “გვირილა”, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდი. უბრალოდ ვწერდი და ვთავისუფლდებოდი რაღაცისგან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვწერ საკუთარი თავისთვის. თუმცა, მხატვრულ წერაზე აქცენტი არასადროს გამიკეთებია, ვწერ ისე, როგორც ვგრძნობ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მიხარია თითოეული ახალი მკითხველი და მათი შეფასება, თუნდაც კრიტიკული. მაგრამ ვცდილობ ეს არასდროს გახდეს მკითხველის აზრზე ფიქრის საფუძველი, რადგან, როგორც კი ამაზე ვფიქრობ, საშინლად ვიკეტები და ვიზღუდები. ამიტომაც, ვცდილობ არ ვიფიქრო მკითხველზე და ვწერო ისე, როგორც მე მინდა.

გარდა იმისა, რომ ბლოგს “ვეუბნებოდი” იმას, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, რამდენიმე თვის წინ სწორედ ის დამეხმარა გადამელახა არც ისე მარტივი პერიოდი, როცა სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო აღმოვჩნდი. აქ ვამბობდი იმას და ისე, როგორც ვფიქრობდი. აქვე ვნახე რამდენიმე ბლოგი, რომელთა ავტორებთან ურთიერთობას ჰქვია ვირტუალური, მაგრამ უფრო მეტია. აქსიომა, შიო, თეა, ფინიკი, heart1ess, სანდრო, ნინიკო, მაცო, ჯესი, ნიკა და სხვები დღეს ჩემთვის სწორედ ასეთი მეგობრები არიან  და მათთვის მე დავთმე (ზოგ შემთხვევაში ჩემდაუნებურად :-)) ყველაზე ძვირფასი, რაც ბლოგზე მქონდა – საკუთარი ანონიმურობა. თუმცა, რამდენიმე მათგანიც ანონიმი იყო და საკუთარი თავის “გამჟღავნებით” ქვეცნობიერად მიბიძგეს ამისკენ. სხვა რამდენიმე ბლოგის ავტორთან ურთიერთობაშიც გავცდებოდი ალბათ ვირტუალურ სამყაროს, თუმცა თანაბარ პირობებში და ეს სწორედ მათი მხრიდან ანონიმურობის დათმობას გულისხმობს.

ხო, რაც შეეხება ანონიმურობას – ამაზე იმდენად ხშირად მეკითხებიან, მგონია გასაგებად ვერ ვხსნი. ანონიმურობის მიზეზი ორია: 1. ვარ ჟურნალისტი და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც,. საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ. ანონიმურობა კი ამის საშუალებას მაძლევს. 2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის.

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ის, რომ ბლოგმა ბოლო პერიოდში საკმაო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, თუმცა მე, როგორც ერთი წლის წინ, არც ახლა ვარ “ბლოგერი” და არ მივეკუთვნები “ქართველი ბლოგერების” ლამისაა კასტას 🙂 ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან არ ვმეგობრობ. რამდენიმე ბლოგის ავტორმა დამარწმუნა, რომ სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება იყოს შენს მიმართ არანაკლებ ყურადღებიანი, ვიდრე რეალური მეგობრები. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ვანის ნახატები, აქსიომას პოსტი (და კიდევ უამრავი საყვარელი საჩუქარი, რომლებსაც არ ჩამოვთვლი), გიგოლის ფოტო-კოლაჟი, ნიკსოლოგის ყავა და შოკოლადი კომენტარებში, გრიოს ღია წერილი… გამაოცა მაცოს სურვილებმა და ნინიკოს წერილმა…

მოკლედ, მიხარია, რომ ერთი წლის წინ ნერვი მომიშალეს, მივვარდი ბლოგსპოტს (მერე გადმოვვორდპრესდი) და “გვირილა” დავარეგისტრირე.

ხოდა, ერთი წლისაა უკვე ჩემი ბლოგი და რავიცი, მომილოცეთ ახლა თუ გინდათ 😀

Advertisements

ამბავი ერთი უცნაური დღისა ანუ ”ჩიპზე” წაშლილი საკუთარი მეხსიერება


თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, არადა წინა დღით უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტი გვქონდა, შესაბამისად მინიმუმ ცოტათი თავი უნდა მტკიებოდა. მაგრამ არაფერიც!.. არ დავლიე და თავს რა ჯანდაბა ამატკიებდა დილით 🙂 ხოდა, ბანკეტზე ყველაზე პასუხისმგებლიანის ტიტულმიღებულმა, არც ამჯერად დავიზარე და დილის 7 საათზე სავარჯშოდ სტარტი ავიღე. ჩემს ნაცვლად,რატომღაც ჩემს ”უბანკეტო” ჩემს მეგობრებს ჩაეძინათ და პირველად, მარტო წავედი სავარჯიშოდ…
ვივარჯშე და სასიამოვნოდ ვიბანავე კიდეც, ხოდა დავბრუნდი სახლში ბედნიერი. მაგრამ ვინ გაცალა, ჩამოკრა სამსახურში წასვლის საათმა და მეც გავვარდი… თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ რაც იქ მოხდა, დღემდე მწარედ მახსოვს…
ორი სტატია უნდა დამეწერა, უკვე ვიცოდი რაზეც, მაგრამ მუზა თუ რაღაც მაგდაგვარი არადა არ მოდიოდა. დიქტოფნის უქონლობის გამო (არადა, მთავაზობდნენ) საყვარელი და მრავალი დანიშნულების მქონე ტელეფონის (უბრალო არ გეგონოთ, ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე! :-)) დიქტოფონიდან ჩანაწერის კომპ-ში გადაგდება გადავწყვიტე, ხოდა დაინსტალირების ნაცვლად დავაფორმატე… აი, სხვადასხვა ნაწარმოებებში ხომ წაგიკითხიათ ფრაზა ”ნემსი რომ შეგერჭო სისხლი არ გადმოდინდებოდაო” თუ რაღაც ამდაგვარი, ხოდა მეც სწორედ ეს დამემართა იმ წამს…
რატომღაც ვერ მოვიშორე ეს ჩვევა, ყველა ტელეფონს ისე ვეჩვევი, რომ ყველაფერს იქ ვწერ და აი შედეგიც!.. ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ ფაილებს არაფერი ეშველება, სამუდამოდ დაკარგულია… სიმღერებს და ფოტოებს (რა თქმა უნდა იმას, რაც ჩემი დაგაღებული არაა, არადა საკმაოდ კარგი ხარისხის მობილური მაქვს და ბევრი საინტერესო მომენტი აღვბეჭდე ფოტოთი…) რა თქმა უნდა ვიპოვი სადმე და გადმოვწერ, მაგრამ…
ეეეჰ!.. ახლაც მტკივა გული… გადავწყვიტე კომპ-ში დავაკოპირო ტელეფონის ყველა ფაილი…მარა შემეზარება ალბათ, თან გულში იმედი მაქვს რომ ასეთი ”რამე” აღარ განმეორდება… ამასწინათ კიდე draft-ებში შენახული მლიონი სტატიის იდეა წამეშალა და ნახევარიც ვერ აღვიდგინე გონებაში… ჭკვინი ადამინი სხვის შეცდომებზე სწავლობს, დებილი კი საკუთრზეც ვერაო… ეეეჰ!..
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო… ჩემმა კურსელებმა რატომღაც ბანკეტის მეორე დღეს ე.წ. ჩანჩქეერზე (”ე.წ.” რატომაა ამას ქცვევით მოგიყვებით) გადაწყვიტეს წასვლა, მაგრად კი მეზარებოდა და თან საყვარელი კურსელების ნახვის პერსპექტივა არც ისე მახარებდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი… ჩემმა მეგობარმა კი (კურსზე ერთადერთი და საერთოდაც ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამინი) უარი განაცხადა წამოსვლაზე. ანუ წაშლილი მეხსიერებით და აშლილი ნერვებით უნდა წავსულიყავი ”საყვარელ” კურსელებთან, თანაც მარტო…
ჩემს სიცოცხლეში სხარტად და სწრაფად იშვიათად თუ გამიკეთებია რამე და მაინცდამაინც ახლა მოვინდომე სწრაფად წამოდგომა სამუშაო მაგიდიდან, და ჰოი საოცრებავ!.. 🙂 ამ დროს როგორღაც საყვარელი ფეხსაცმელიც კი გავაფუჭე,თან ისე, რომ იმით აღარსად წაისვლებოდა. ატირებას ცოტა მაკლდა, უფრო სწორად აღრიალებას… მაგრამ ახლაც შევიკავე თავი, მე ხომ დიდი და საამაყო მოთმინების გრძნობა მაქვს!!! (სწორედ მისი დამსახურებაა ბევრი ცუდი და ცოტა კარგი რამ ჩემს ცხოვრებაში).
მოკლედ,როგორც იქნა, მივაღწიეთ ე.წ. ჩანჩქერამდე და რას ხედავ, სადაა ჩანჩქერი. ჯერ შემეშინდა სიცხის გამო ხომ არ დაშრა მეთქი, არაო, სულ ასე იყოო… კინაღამ გავიგუდე სიცილით, რა ჩანჩქერი, რის ჩანჩქერი, ოდნავ დამრეც ქვებზე ცოოოოტა წყალი გადმოდიოდა… საინტერესოა, აგენმა ნიაგარა რომ ნახონ,რას დაარქმევენ?! რუ თუ ჩანჩქერია, ჩანჩქერი წარმოგიდგენიათ რა იქნება მათთვის?
მოკლედ, ამ გაოცებულ და მხიარულ ნოტაზე დავიწყეთ ქეიფი, იმასაც თუ ქეიფი ერქვა… აღმოჩნდა, რომ ”პლავკა” ყველას წამოეღო, ჩემს და კიდე რამდენიმე ჩემსავით ”ჭკვინი”გოგოებისა… ხოდა, ვიჯექით და ვუყურებდით გუბეში მობანავე ჩვენს ტიტველ კურსელებს… მაგარი სანახაობა კი იყო 🙂
სახლში დაღლილ-დაქანცულ-განადგურებული დავბრუნდი და მაშინვე დავიძინე, იმ იმედით რომ ასეთი დებილი დღეები უახლოეს მომავალში აღარ იქნება…
პ.ს. საინტერესოა, ადამიანი ყველაფერში დადებითს უნდა ეძებდესო ამბობენ და თუ ვერ იპოვა რა ჯანდაბა უნდა ქნას?!

%d bloggers like this: