Category Archives: (თეგ) თამაშები :-)

BNG

რამდენიმე თვის წინ თეასთან და აქსიომასთან საუბარს ტრადიციულად, გვიანობამდე შემოვრჩი. ამიტომ დილითაც ტრადიციულად ჩამეძინა და ფეისბუქში მხოლოდ სამსახურში მისვლის შემდეგ შევიხედე.  ნოტიფიკაციებმა შემაშფოთა! აღმოჩნდა, რომ მოუსვენარ აქსიომას რაღაც ჯგუფი გაუკეთებია, სადაც ერთ-ერთი ადმინი ვარ.

ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა გვირილას პროფაილი, ჩემი ვინაობა კი სულ რამდენიმე ადამიანმა (ბლოგერმა ანუ) იცოდა. მათ შორის აქსიომამაც და პირადი პროფაილით გავხდი ჯგუფის ადმინი. აღარ მოვყვები იმაზე, კინაღამ ყველამ რომ გაიგო ვინ იყო გვირილა 🙂 ამიტომაც გადაწყდა ახალი პროფაილის გაკეთება, სპეციალურად BNG-სთვის. კ სტაწე, ჯგუფს თავიდან NEO ბლოგე(რე)ბი ერქვა.

ადრე ჯგუფში სულ ცოტანი ვიყავით, რამდენიმე ადამიანი. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვკამათობდით, ფილოსოფიური მსჯელობებიც გვქონდა.  დროის გასვლას ვერ ვგრძნობდით და ბევრჯერ განთიადს შევხვედრივართ ერთად.

ჯგუფს ნელა, მაგრამ ახალი წევრები ემატებოდა. წამოვიდა ახალი იდეეები, შეიქმნა საერთო ბლოგიც. მერე პიარ-პროექტები გავაკეთეთ, გადავინაწილეთ ათ-ათი ბლოგი და დღის განმავლობაში ვაშეარებდით. რაღაცნაირი, შინაურული განწყობა იყო.

დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ თურმე სრულიად უცხო ადამიანებთან კარგად ვგრძნობ თავს, რომ არაა აუცილებელი საუკუნოვანი ნაცნობობა სითბოს გამოსახატავად, რომ შეიძლება ენდო და არც ინანო… და კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი – მაშინ მე ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი სრულიად მარტო უცხო გარემოში და უცხო ხალხში, ძალიან გამიჭირდა. ვთვლი, რომ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ რომ გადავიტანე, BNG-ის დამსახურებაცაა.

მერე მოვიდა ზაფხული და ყველა მიმოიფანტა. თითქოს გაცივდა აქაურობა. მაგრამ მოვიდნენ ახალი წევრებიც, მათ შორის ბევრი სკოლის მოსწავლე. მათ თავისებური მხიარულება შემოიტანეს ჯგუფში. რომ არ მოვიტყუო, თავიდან ცოტა გამიჭირდა შევგუებოდი რაღაც ცვლილებებს, ბევრი ახალი წევრი ერთგვარ გაუცხოებას ნიშნავდა თითქოს…

მაგრამ მოხდა საპირისპიროდ. ნელ-ნელა ყველა შეეგუა ერთმანეთს და ჯგუფში კვლავ დაბრუნდა ერთგვარი ოჯახური გარემო. ოღონდ ამჯერად ადმინის უფლება-მოვალეობების გამოყენებაც გახდა საჭირო რამდენჯერმე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს რამდენიმე ადმინი ჰყავს, თავიდანვე ყველა ერთნაირად გრძნობდა თავს და ასეც უნდა იყოს. BNG ყველა წევრისაა და არა ადმინების, ჩვენ უბრალოდ რაღაც მოვალეობები გვაკისრია. ეს აუცილებელია ჯგუფში სიმშვიდისთვის.

ძალიან მიხარია, როცა ვგრძნობ, რომ ახალ წევრს ჯგუფში მოსწონს. რაღაცნაირად, მასპინძელივით ვგრძნობ თავს იქ და როგორც კაი დიასახლისს უხარია კმაყოფილი სტუმარი, ისე ვარ მეც.

ყველაზე მთავარი, რაც აქ მომწონს, სითბოა. ვეხმარებით ერთმანეთს, ვუზიარებთ რაღაც შთაბეჭდილებებს, ვერთობით, ვკამათობთ ან უბრალოდ ვსაუბრობთ… რამდენჯერმე ითქვა, რომ ჯგუფში ზედმეტი სითბოა,  ყველას “უყვარს” ერთმანეთი და ა.შ. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს სიყვარულები მართლაც შეიძლება ყოფილიყო თამაში, მაგრამ მერე რას მივხვდი იცი? თუ მე შემიძლია მიყვარდეს ჯგუფის წევრები, მართლაც კარგად ვგრძნობდე აქ თავს, რატომ არ უნდა დავიჯერო, რომ სხვაც ანალოგიურადაა?

მომწონს, რომ ჯგუფში ბევრი ახალბედა ბლოგერია, მომწონს, რომ მათ ეხმარებიან. მომწონს დილით ბევრი ნოტიფიკაცია რომ მხვდება და მომწონს კიდევ რომ ათენებენ ჯგუფში საუბრისას. მომწონს ჯგუფში ბევრი მკითხველიც რომაა. კიდევ რა მომწონს იცი? აქ ყველა რაღაცნაირად, თავისუფლადაა, არ თამაშობს “ძაან ბლოგერს” და თუ ვინმეზე მეტი იცის, უზიარებს ამ ცოდნას.

ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ სრულიად ექსპრომტად მოფიქრებული ფრაზა – “თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ ვოლზე”, ამართლებს.

ფაქტია, რომ გვირილას პროფაილი BNG-სთვის შეიქმნა და ამ ჯგუფის გარეშე წარმოუდგენელია პროფაილის არსებობაც.

მიხარია, რომ ეს თეგ-თამაშია და ჯგუფის ერთ-ერთმა ახალმა წევრმა, მელომოჰოლიკმა დაიწყო. არავის დავთაგავდი, ჯგუფის შექმნის იდეის ავტორის, აქსიომას აზრი რომ არ მაინტერესებდეს. ხოდა, აქსიომ, გისმენ 😉

შენ კი, თუ ამას კითხულობ და არ ხარ BNG-ში, გეპატიჟები: welcome!

ბილწსიტყვაობა

ძველი ბათუმი. საღამო. სიგრილე. მუსიკა ყურში და სეირნობა სიამოვნებით, სამსახურის შემდეგ განსაკუთრებული ხიბლი რომ აქვს. მუსიკის ხმის წყალობით ყურში მხოლოდ სუსტად ჩაგესმის გულიანი გინება, აი ისეთი, გაბრაზების გამო კიარა, ისე რომ იგინებიან და ფრაზაც აზრიანია, უცებ გავარდნილი არა.

მიდიხარ ქუჩაში, ორი ბიჭი მოდის საპირისპირო მიმართულებით, ნორმალურები. ერთი ამრეზით იყურება გარშემო, იფურთხება და კბილებში ცრის გინებას საკუთარ დედაზე.

ბულვარი. სეირნობა. ერთი წყვილი კამათობს. გოგოს სახე ალეწილი აქვს, ბიჭს ბრაზი ახრჩობს, ზედმეტად გაწითლებულია და კივის: ხომ გითხარი არ წახვიდე მეთქი, შენი დედა …………………!

ტროტუარი. რამდენიმე გოგო “მარშუტკას” ელოდება. ამ დროს გზას ორი სხვა გოგო კვეთს, ერთ-ერთმა მხარი გაკრა ტროტუარზე მყოფს და გზა გააგრძელა.

– ფრთხილად! – შეუღრინა “დაზარალებულმა”.

– რა გაყვირებს, შენი დედა ……………………..! – მოტრიალდა და გაიჭიმა ადრესატი.

შუქნიშანი. მწვანე. გოგო გადადის გზაზე, უცებ მანქანა უხვევს ყოველგვარი “პავაროტნიკის” გარეშე. გოგო უკან იხევს და იგინება.

იგინება კაცი, იგინება ქალი, ბავშვი, მოხუცი. იგინება სტუდენტი, მასწავლებელი, ინტელიგენტი, მძღოლი. იგინებიან ერთმანეთის თანდასწრებით და აგინებენ ერთმანეთს.

ერთია, როცა იგინები ისე, სხვათაშორის (თუმცა, არც ესაა სასმიამოვნო მოსასმენი) და მეორე, როცა კარგად, გამოთქმით ამბობ სათქმელს, შინაარსის გათვალისწინებით.

ბილწსიტყვაობა ჩემთვის გაუნათლებლობის სინონიმია. ხო, უხეშად ჟღერს და რადიკალურად, მაგრამ ასეა. არა, მე ბილწსიტყვაობას უბრალოდ, ჰაერში ნათქვამ სიტყვებს არ ვეძახი. ბილწსიტყვაობა ისაა, როცა აზრს გადმოსცემ გინებით, სხვაგვარად რომ არ შეგიძლია დააფიქსირო.

და დიახ, ვარ რადიკალური – ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ამ სიტყვების გარეშე მეტყველება, ჩემს თვალში უფასურდება. ეს ნიშნავს, რომ მას არ ყოფნის განათლება იმისთვის, რომ ადამიანური ენით გადმოსცეს სათქმელი და არა გინებით. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – მე ქალი ვარ და დიახ, არ მსიამოვნებს, როცა ჩემი თანდასწრებით იგინებიან. გარდა ამისა, ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია ჩემს მიმართ არანაირი პატივისცემა და გონიერებაზე და დაფიქრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არაა ეს დრომოჭმული სტერეოტიპი, აქ ვგულისხმობ წმინდაწყლის ბილწსიტყვაობას და არა უბრალოდ, თუნდაც ემოციისგან ნათქვამ მეტ-ნაკლებად ცივილურ ფრაზას.

რაც არ უნდა ძლიერი და “ძაან როჟა” იყოს ქალი, მას არ სიამოვნებს ამ საზიზღრობის მოსმენა. ალბათ მამაკაცები ვერც წარმოიდგენენ რაოდენ ცუდად ჟღერს ეს ფარზები და რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მათ რეალურად. ელემენტარული მაგალითი რომ ავიღოთ – როცა საუბრისას შეგიძლია თქვა სექსი, რატომ უნდა გამოიყენო უამრავი ბინძური სიტყვა?!

რაც შეეხება ბილწსიტყვაობას მანდილოსნების მხრიდან,  არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა მე არასდროს დამცდენია მსგავსი რამ-მეთქი. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ქალს დედაზე გინება ნამდვილად არ შვენის.

და თუნდაც ვიყო არა თანამედროვედ მოაზროვნე და ყოველ ნაბიჯზე არ ვიგინებოდე, არ მანაღვლებს. ეს ჩემი აზრია და მორჩა.

 

 

P.S. ხო, ამ თემაზე ჩემი აზრით დაინტერესდა ნიკა.

ანაბეჭდი (?)

  • რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს? – ბოლოსდაბოლოს, რა გინდა?
  • რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს? – ცოტას ვხარჯავ საერთოდ, ყოველდღიურად მეხარჯება ცოტა. არ ვიცი ყველაზე მეთ ფულს რაში ვხარჯავ…
  • რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს? – მუსიკის, ფიქრის, სიცილის…
  • როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში? – მრრრრ ^_^ ვითომ ფისო? არა… ყველა და ყველაფერი, ოღონდ არა გველი. მოჩვენება ვიქნებოდი, გამჭვირვალე თითქმის 🙂
  • ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე? – კონკრეტულად არავინ. ზოგადად გარშემომყოფები ახდენენ ალბათ გავლენას, ისინი, ვინც მიყვარს და ვისაც შემიძლია უსიტყვოდ მივყვე.
  • რომ გქონდეს საშუალება, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?– არ ვიცი, ოღონდ მართლა… ალბათ… არ ვიცი მოკლედ 🙂
  • 50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ?– ამ ასაკშიც რა მაგარი ჟურნალისტიაო 😛 (მეჩტატ ნე ვრედნა :-))
  • რა არის შენი ცხოვრების საუნდტრეკი?– ემოცია, სითბო და სიყვარული, ოღონდ არა ის, ყველას რომ ჰგონია 🙂 ზოგადად სიყვარულს ვგულისხმობ.
  • ყველაზე შტერული კითხვა?– სხვა? – ეს ნიშნავს, რომ სალაპარაკო აღარაფერია და როცა ახლობელი ადამიანი მეკითხება ამას, მწყინს კიდეც.  და მეორე, შორეული ნათესავები რომ სვამენ ძირითადად – რამდენი გაქვს ხელფასი?
  • ხალხი გაოცდება როდესაც შეიტყობს,რომ მე.. – ჰეჰ, ბლოგი რომ მაქვს და თან ანონიმური, მაგას თუ გაიგებენ ნაცნობები, მგონი გაოცდებიან 🙂
  • ხალხი თვლის რომ მე..– ჭკვიანი ვარ, მარა ცივი და უხეში.
  • ვერ ვიტან როცა…– მატყუებენ და მეთამაშებიან. ყოველთვის მირჩევნია მწარე სიმართლე ტკბილ ტყუილს.
  • ჩემი ასარჩევი რომ იყოს მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი… – არ ვიცი…

P.S. ესეც მორიგი თეგ თამაში, რომელშიც კახიმ ჩამრთო. მე ცინიკოსს ვიწვევ 😉

facebook-ი რომ არა…

ვაპირებდი პოსტი დამეწყო ფრაზით – “დიდი ამბავი!..”, მაგრამ დაახლოებით ერთი საათის წინ პირადი პროფაილი მეუბნებოდა უცნაურობებს და მივხვდი, რომ არც მთლად მასეა საქმე.

ჯერ ერთი, სოციალური ქსელი მეხმარება სამსახურში. ხო, რთული წარმოსადგენია იქნებ, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ სამსახურისთვის ვიყენებ. გარდა იმისა, რომ უამრავი რესპოდენტი მიპოვია აქ და სხვაგვარად თუ შეუძლებელია, ფეისბუქით დავკავშირებივარ, ხშირად ამიღია ფოტოებიც. ხდება ისე, რომ სასწრაფო თემაა და ვერაფრით გადადებ, არადა ის ადამიანი, ვინც უნდა გელაპარაკოს, ქალაქში არაა. რას აკეთებ ამ შემთხვევაში? ურეკავ და წერ ტელეფონით, ფოტოზე კიდე გეუბნება – “ფეისბუქიდან აიღე”.

გარდა ამისა, პირად ფოტოებს იშვიათად ვინახავ და ვერასდროს ვერ ვპოულობ, რატომღაც მავიწყდება ფოტოაპარატიდან კომპიუტერში დაბინავება. ამიტომ, თუ ერთხელაც გამახსენდა, ფეისბუქზე ვყრი და მერე ძებნა აღარ დამჭირდება, აქ მაქვს 🙂 მოკლედ, არქივის ფუნქციაც აქვს ფეისბუქს 🙂

რაც შეეხება მეგობრებს, პირად პროფაილში სულ 80 მეგობარი მყავს, თითოეულ მათგანს ვიცნობ და მათთან კონტაქტის სხვა საშუალებებიც გამაჩნია შესაბამისად. ხშირად ამბობენ, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს აქ ეკონტაქტებიან. ჩემს შემთხვევაში ესეც იშვიათადაა, რადგან ბოლო დროს ონლაინ იშვიათად ვარ და ვისაც ვწერ, იმათ ტელეფონითაც ვეკონტაქტები. ასე რომ, მეგობრების დაკარგვის საფრთხე არ მემუქრება. საერთოდაც, ალბათ უფრო პასიური მომხმარებელი ვარ.

თუმცა, არის მეორე პროფაილიც, გვირილა. აქ განსხვავებული სიტუაციაა. ჯერ ერთი, რომ აქაური მეგობრებიდან სულ ცოტას ვიცნობ და თუ გამიუქმდა ექაუნთი, მათი დაკარგვის საფრთხე რეალურია.  არადა, რამდენიმე ძალიან, ძალიან კაი ადამიანი მყავს აქ და საშინლად დამწყდება გული მათი დაკარგვის გამო.

ასე რომ, ბატონო მარკ, შეეშვით გვირილას!..

ისადა, მე, როგორც ამ თემით ნაკლებად დაინტერესებულმა ადამიანმა, არ გადავხედე რაღაცეებს და თუ საფრთხე არი ვთქვათ რეალური, მეორედ მაინც ხომ გავაკეთებ პროფაილს კაცო? თუ ქსელი უქმდება სულ?

P.S. ნაბჟუტურები წარმოადგენს თეგ თამაშს, რომელიც ადომ წამოიწყო და მე ცინიკოსმა და ცოტნემ ჩამითრიეს.  მე კიდე ვახოს გადავცემ ესტაფეტას 😉

★ იხუსაპ-ავხთიკ ★

თეგ-თამაშების დედოფალმა კიდევ ერთ თამაშში ჩამრთო და სანამ ცოტა ხანში პლაჟზე, ქვიშაში თამაშს დავიწყებ, მანამ თეგ-თამაშებით “გავერთობი”.

კითხვარი საყვარლად სასაცილოა, თუმცა გართობა “მოჟნა” და რას ვკარგავ, წავედი 😉

* ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე? – მოკლე შორტით და “მაიკით”. ტანსაცმელია ეს თუ “მის გარეშე”? 😀

* შავი თუ ლურჯი კალამი? – კლავიატურა 😀 თუ მაინცდამაინც კალამი გახდა საჭირო, ფერი ამ დროს კარგავს მნიშნელობას.

* მოგწონთ მოგზაურობა? – არც ისე სხვათაშორის. უფრო სწორად, მოგზაურობის თანმხლები დისკომფორტები არ მიყვარს, თორემ ახალ-ახალი ადგილები, მით უმეტეს ჩემს ხალხთან ერთად ვარ, ნამეტანი მხიბლავს. “დაჟე” დიიიდი ჩანთის ჩალაგებაც მიყვარს, ვერაფერს რომ ვერ ვატევ შიგნით ერთი დღით თუ გავდივარ მაშინაც კი.

* მოგწონს ვინმე? – ამ ეტაპზე მხოლოდ ჯუდ ლოუ მესიმპათიურება ცოტა 😀 “ადნალიუბი” ვარ 😛 😀

* იცის? – ჯუდ ლოუმ? ნუ, ახლა, მე მაგის გიჟი ფანატი არ ვარ და “სიყვარულს” გულში ვიმარხავ, ცოცხალი თავით არ ვამჟღავნებ, პირველ ნაბიჯს ველოდები მისგან 😀

* ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ? – უf, არ იკითხო, ყველა გიჟს და გადარეულს ვიზიდავ 😀

* გინდა დაქორწილდე? – “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* ვისზე? – რა ვისზე? ჯერ მითხარი უნდა “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* კარგი სტუდენტი ხარ? – ნუ, არ მიყვარს ახლა თავის ქება, მარა… 😀

* ახლა ბედნიერი ხარ? – ახლა საცხა ზღვარზე ვარ მგონი 😀 “უბედური” და რაცხა ამდაგვარი არ ვარ ყოველ შემთხვევაში.

* მოგიტყუებია როდესმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? – გაბედონ!.. ჩემი და ყოფილი კარატისტია!

* დაბადების ადგილი – ბათუმი.

* შობა თუ ჰელოვინი? – ორივე არა? არ დამცხო ახლა, არ ვარ ათეისტი!..

* ფერადი თუ შავ–თეთრი ფოტო? – საიდან მოათრიე ეს დებილი კითხვები? “თუ”, “ან” და ჯანდაბა!.. ორივე არ იქნება?

* შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? – დიახთ ბატონო, ძლებს.

* ასტროლოგიის გჯერა? – კი, იმდენად, რომ ცაგარელის “პადიეზდთან” ვარ ყოველ დილით 😀

* გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? – კი, წეღან ჩამირბინა ვიღაცამ და ბედითი ბნედა მჭირს 😀

* სვამ? – კი, მთვრალი ვარ ახლაც და ამ კითხვების ავტორი გავხიო უნდა ცემაში!..

* ხალხს ამხიარულებ? – ე, ახლა გავიხადე კლოუნის სამოსი.

* ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? – სად წავა აბა 😉

* საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი – ეს როგორ? პერსონაჟი ყველა გამოგონილია იდეაში, ნუ მაინცდამაინც დოკუმენტურ მასალებზე თუ არაა საუბარი. რაცხა ვერ ხარ შენ 😀

* მოგიპარავს ოდესმე რამე? – კი, წეღან გამოვათრიე ბანკიდან ოქროს ზოდები და მერე ლეპტოპში გადავცვალე უკლებლივ ყველა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კითხვებისთვის მეპასუხა.

* როგორი ამინდია ახლა? – რავიცი მე! სად მცალია მაგისთვის, კითხვებს ვპასუხობ ფრიად საინტერესოს 😀

* ბოლოს როდის შეიჭერით თმები? – ეეე ^_^ გაპატიე ყველა სულელური კითხვა, რახან ჩემს თმაზეც მკითხე. ორი წლის წინ შევიჭერი ბოლოს მგონი და ახლა ხელს არ ვაკარებ ^_^

* ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? – მამაჩემს. რაზე ველაპარაკე ისიც უნდა გითხრა?

* როდის იბანავე ბოლოს? – საახალწლოდ ვბანაობ მხოლოდ 😀 გამოთვალე ახლა რამდენი თვე გავიდა მას მერე და მიპასუხე – როდის ვიბანავე ბოლოს?

* წყნარი თუ მშვიდი მუსიკა? – მდააა… დავიჯერო პახმელია მაქვს კიდე?!

* Mcdonalds თუ Burger King? – დედაჩემის გამზადებული ღომი, ხაჭაპური და ა.შ. ეს ქუჩის ნაგავი შენი იყოს თუ კაია 😀

* ღამე თუ დღე? – დღე-ღამე.

* ბალიშების რაოდენობა? – ორი ცალი დიიიდი ფუმფულა ბალიში.

* პიანინო თუ გიტარა? – ვერც ერთი… შენ “მოგზავნილი” ხარ? ორივე მიყვარს ძალიან და სწავლაც მინდოდა, მარა არც ერთი არ ვიცი. მომწყდი ახლა თავიდან!..

* მომავალი სამსახური – მოიცა, ლელა კაკულიას ვკითხავ და გეტყვი 😉

* ახლანდელი სამსახური – ჯანდაბა 😀

* ახლანდელი სიყვარული – არა რა, მაინცდამაინც უნდა გამოვტყდე, სხვა გზა არაა. “ის” შენ ხარ!.. მგონი ისე შევყევით საუბარს მე და შენ, ისე გავუგეთ და შევეჩვიეთ ერთმანეთს, გულში ჩამივარდი 😀

* ახლანდელი იმედგაცრუება – კითხვებს გადავხედე ჯერ კიდევ პასუხგაუცმელს და… 😀

* ახლანდელი გაბრაზება – მგონი მალე იქნება…

* ბოლო რაღაც რაც ჭამე – ოოო ^_^ საზამთრო, მართალია, არც ისე წითელი, მარა მაინც საზამთრო 😀 კიდე ნაყინი მომითრიეს წეღან, შოკოლადის თან ^_^ მანამდე კიდე ახალი ტყემალი ვჭამე ამ წელში პირველად. იცი როგორ მიყვარს? თან სოფელში აკეთებდა დედაჩემი და რაღაცნაირად ბავშვობასთანაც ასოცირდება თითქოს…

* ბოლო რაღაც რაც შეიძინე – გუშინ ვიყიდე ულამაზესი “მაიკა”. მწვანე ფერის ერთ-ერთი ტონალობაა და საყვარელი პატარა გოგო ახატია ^_^

* რა გესმით ახლა?ვინის ერთ-ერთი მელოდია, დღეს მილიონჯერ ვუსმინე მგონი, მარა საშინლად მომწონს და ვერ მოვშორდი.

* გაქვს გეგმები weekend-ისთვის? – კი, მშვენიერი გეგმები მაქვს. ამ შაბათ-კვირას ავიხდენ დიდი ხნის სურვილს და ვიყიდი ბილეთს თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ხოდა, ორშაბათ დილით ბათუმში უნდა ვიყო ლოგიკურად.

* რა ქენი დღეს? – ვიყავი ინგლისურზე, ცოტა წავიბოდიალე გზაში. მერე შევუარე ჯგუფელს, ბალი ვჭამე ბევრი 😀 საღამოსკენ ვნახე “ძველი” მეგობარი ერთ-ერთ შეკრებაზე. მერე მოვბოდიალდი სახლში, ცოტა დავისვენე, უფრო მეტი ვიმეცადინე, მერე წავიკითხე და ახლა თეგ-თამაშის გაგრძელება გადავწყვიტე, რომელსაც ბოლო არ უჩანს 😀

* გაიხედე უკან, რა არის? – ჩემი საწოლი მასზე მოთავსებული დიდი ჩანთით (“სტოპ! რა გაიგონეთ ამ წუთში” რატომ არ მკითხე? “მეგობრობის დღიურებში” კი იყო და… :-D).

* მინდა? – ლონდონში ვისეირნო წვიმიან დღეს.

* ვისურვებდი – დავიწყო ჩამოთვლა? 😛

* მაინტერესებს – რა მიზნით დაიწერა ეს კითხვები საერთოდ, ოღონდ მართლა. ვერც ერთ “მიზანში” ვერ გავაერთიანე.

* ახლა მაცვია – “ჩუსტები”, “მაიკა”, ჯინსი.

დავიჯერო მიცნობ? ^_^

(“ქუჩაში რომ შემოგხვდეთ, ვერ მიცნობთ!” – მინდოდა დამეწყო მე, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოდ მეტყველებენ. თუმცა, წერეთლის მეტროს და პეკინის შემთხვევაში ალბათ მასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ფოტოები ნანახი ჰქონდათ (არადა, რავა გამიცრუა იმედი სანდრომ :-D). ხოდა, სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ მკითხველის უმრავლესობა მართლა ვერ მიცნობს და შესაბამისად, პოსტსაც ისე დავიწყებ, როგორც მინდოდა.)

ქუჩაში რომ შემოგხვდე, სავარაუდოდ (და იმედია :-P) ვერ მიცნობ.

ალბათ ქუჩაში მოსიარულე მასისგან ბევრი არაფრით განვსხვავდები, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ერთადერთია და განუმეორებელი. კი ჟღერს ცოტა ქედმაღლურად, მარა ფაქტია. და მიუხედავად ამისა, მეც იმ ერთი შეხედვით ერთგვაროვანი მასის ნაწილი ვარ, ქუჩაში რომ დაიარება.

თუ ხედავ, რომ მოდის გოგო ალადინის შარვლით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კოხტად გადაწეული თმით, მაკიაჟით, სამკაულებით და გვერდით რომ ჩაგივლის ტკბილი სუნამოს სურნელს გრძნობ – ეს მე არ ვარ.

შავი კედები, ჯინსი და “მაიკა” (მაისური არ ჟღერს კარგად) რამე საყვარელი ნახატით – დაახლოებით ასე მაცვია ყოველ დღე. ამასთან, “მაიკა” ხშირად მწვანე ფერის რომელიმე ტონალობაშია, ჯინსი კი შეიძლება ჩაანაცვლოს მუხლამდე შორტმა. შავი კედები თითქმის უცვლელია, როცა ძველდება, ზუსტად იდენტურს ვყიდულობ 😀 ნუ, თუ მაინცდამაინც იმ დღეს დამინახავ, როცა საცოდავი ორი კაბიდან ერთ-ერთი მეცმევა, შესაბამისად, შავი კედებიც აღარ იქნება. თუმცა, ეს ამბავი ფრიად იშვიათად ხდება, კაბის ჩაცმის სურვილი მთლიანად დამოკიდებულია განწყობაზე და ამინდზე.

რაც შეეხება ჩანთას, უსაშველოდ გრძელია, ხანდახან მუხლამდე და ზოგჯერ უფრო ქვევით იწევს. ბრელოკად საყვარელი დათუნია მყავს და კიდევ ჩემი მეგობრის დამზადებული აქსესუარი ამშვენებს. ჩანთები სულ ამოჩემებული მაქვს და რთულია გადავწყვიტო იმ ათასი სისულელის სხვა ჩანთაში გადალაგება. ამიტომ, რამდენიმე თვე ერთი და იგივე ჩანთით დავდივარ, რომელიც ყოველთვის მარჯვენა მხარზეა თავისთვის და მაქსიმუმ “ნაუშნიკებში” გადაიხლართოს. ამ დროს სასაცილო რაღაცეები მემართება თუ მაინცდამაინც მაშინ დამინახავ, დამეხმარე, გთხოვ 😀

თმა აუცილებლად გაშლილი მექნება და ე.წ. “ჩოლკა” თითქმის ფარავს თვალებს, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ მქუბუქადაა შეღებილი, ანუ ტუში და შავი ფანქარი (თვალის ფერს კვეთს :-P). მაინცდამაინც გვერდით თუ ჩამივლი, სუნამოს სურნელსაც იგრძნობ, მაგრამ იქნება გრილი და ჰაეროვანი, ტკბილ სუნამოს ვერ ვიტან!

“ნაუშნიკები” ჩემთვის ისეთივე განუყრელი აქსესუარია, როგორც რამდენიმე “სამაჯური”. ეს ვითომ სამაჯურები სქელი ძაფებისგანაა დამზადებული და პლასტმასის პატარა თევზი, გასაღები და რკინის ექვსქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს. მარცხენა ხელზე მხოლოდ ვერცხლის რგოლის ბეჭედი მიკეთია და სხვა სამკაულებიდან ისევ მცირე ზომის ვერცხლის საყურეს თუ შენიშნავ, ზოგჯერ კი პატარა ობობას ან დაახლოებით გვირილას ფორმის თექის ულამაზეს ყვავილს, მთლიანად მუქი მწვანეა და მაჩუქეს, განსაკუთრებულად მიყვარს.

დიდი შანსია მე ვერ შეგნიშნო, რადგან მუსიკას როცა ვუსმენ (და ქუჩაში ყოველთვის მუსიკას ვუსმენ) ცას ვათვალიერებ 😀 სხვა შემთხვევაში ვიყურები ვიტრინაში ან მესიჯს ვწერ. იმასაც გააჩნია რას მწერენ, შეიძლება შუა ქუჩაში უაზროდ ვიცინოდე. არ გვიკვირს და ვაგრძელებთ გზას 😀 არც ისაა გამორიცხული, დაგინახო, გიცნო და ჩაგიარო. ეს არ ეხება იმ ხალხს, ვინც თვითონაც მიცნობს, ანუ ფოტო ნანახი აქვს. სხვებმა კი მაპატიონ 🙂

P.S. თეგ თამაშია ეს და მაცუნიამ დამთაგა. მეც ტრადიციულად, ვაგრძელებ თამაშს და ვთაგავ: თეას, ჯესის. აქსიომას, შიოს. გამიხარდება ფინიკი და heart1ess-ი თუ დაწერენ.

ვსიო ^_^

8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი

მაცომ დამთაგა ფრიად საინტერესო თამაშში, სახელად “8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი”.
ხოდა, ახალ ბლოგზე პირველი პოსტის სწორედ ეს იქნება.

აბა დავიწყე:
1. მარცხენა და მარჯვენა მეშლება. არა, ოროსანა ბავშვებს რომ ეშლებათ ფიზ.კულტურის გაკვეთილზე, ისე არა. დაფიქრება მჭირდება რომ მივხვდე რომელია სინამდვილეში, ერთი აპრობირებული მეთოდიც მაქვს – უცებ წარმოვიდგენ რომელი ხელით ვწერ. შველის 😀

2. ისტერიულად მეშინია გველების. ფობია მაქვს სერიოზული და როგორც ფინიკმა მითხრა (თუ არ ვცდები), ამას ოფიდიოფობია ჰქვია. ამ საშინელი არსებებს დასანახად ვერ ვიტან ვერც ფოტოზე, ვერც ვიდეოზე, ცოცხლად ხომ აღარაფერს ვამბობ. და რაც მთავარია, კბენის ყველაზე ნაკლებად მეშინია.

3. არასდროს ვყოფილვარ სერიოზულად შეყვარებული. ნუ, ახლანდელი გადასახედიდან ასე ჩანს. სერიოზული სიმპათიები ყოფილა, მარა მე სიყვარული სხვა რამე მგონია 🙂

4. ვერ ვიტან ხინკალს! მხოლოდ ერთხელ მაქვს გასინჯული და მეორედ არც ვაპირებ. მარტო სუნზეც ცუდად ვხდები და მაგიდასთან რომ მოათრევენ, გავრბივარ სასწრაფოდ.

5. ინგლისური არ ვიცი ნორმალურად, “საცხა” საშუალოზე ვარ გაჩხერილი და ვერა და ვერ წავწიე წინ.

6. თითქმის არ ვატარებ სამკაულებს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ამოჩემებულ და უსაყვარლეს საყურეს “პა პრაზდნიკამ”. ყოველდღიურად ვატარებ ვერცხლის რგოლს მარცხება ხელზე (არ მეშლება :-D) – სამივე მეგობარს გვაქვს ერთნაირები და იმიტომ. მარჯვენა ხელზე კი ვითომ სამაჯურები მიკეთია, რომლებიც მე თვითონ დავამზადე ძაფებისგან, პატარა თევზი, გასაღები და ვარკვლავი აქვს ჩამოკიდული ერთ-ერთს.

7. პრობლემური თემა – ხშირად მღალატობს ორიენტაციის უნარი. უცხო სახლში თუ მოვხვდი, გასასვლელს თვითონ ვეღარ ვაგნებ, თუნდაც 2 წუთის შემოსული ვიყო. მარტივად ვიმახსოვრებ მისამართებს, მაგრამ მეშლება სადარბაზოები. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცი ლიფტის წარწერები და ერთ ძველ მეგობართან ვიზიტისას ვიღაც “ლაშა” ძალიან მეხმარებოდა :-D, გულწრფელად მადლობელი ვარ მისი, რომ ერთ დღესაც გადაწყვიტა სახელი ლიფტზე მიეწერა.

8. ძალიან მიყვარს ჩემი თმა, ვცდილობ განსაკუთრებულად მოვუარო და სწორედ საფრთხეების გამო ვერ ვრისკავ შეღებვას, არადა ბოლო დროს ნამეტანი მეჯღანება ეს სურვილი. არ მინდა დავაზიანო თმები. ისე, უნდა ვაღიარო, ნამეტანი ლამაზი თმა მაქ, ფერიც მშვენიერია და მზის სხივი რომ ხვდება, მაშინ ხომ საერთოდ 😀
სულ ეს იყო. მგონი ჩამონათვალიდან ბევრ რამეს გაიგებდით. ძალიან კი არ მინდოდა დათმობა, მარა მაინც 🙂 თან პატარა დეტალები გავამხილე, მაგრამ მგონი არც ისე უმნიშვნელო.

ხოდა, ვთაგავ შიოს, თეას, სანდროს (აუ, ეს კიდე დამაყვედრის :-D), ჯესის და ფინიკი რა თქმა უნდა.

აბა, გაგვიმხილეთ თქვენი 8 ცალი საიდუმლოც (თვალებმოჭუტულივითომმზაკვრულჩანაფიქრიანისმაილი) 😀

“რა გინდა გამოხვიდე?”


ბავშვობა მაგარი რამეა. რას არ გაფიქრებინებს ადამიანს 🙂

მე ახლაც ბავშვი მგონია თავი და თოჯინებით თუ ვეღარ, თეგ თამაშებს მაინც ვთამაშობ. ესეც მორიგი მათგანია, ჯერ სამნი ვართ, მე, თეა და შიო.

ბავშვობა ის დროა, როცა ხშირად დასმულ შეკითხვებში მართალია პირველი ადგილი “დედიკო უფრო გიყვარს თუ მამიკო”-ს უჭირავს, მარა რატომღაც “რა გინდა გამოხვიდე?”-ც საკმაოდ აქტუალურია.
არადა, მაგ დროს პროფესიები მარტო ის გგონია, რუსულის წიგნში რაცაა ჩამოთვლილი და მასწავლებელი გაკვეთილზე გარჩევენებს – აბა, შენ აქედან რა გინდა გამოხვიდეო.

არჩევანი იმ წიგნში არც ისე დიდი იყო. კოსმონავტობა მე არ მინდოდა და მუშაც არ ჟღერდა კარგად ბავშვის გონებაში. იმ დროს სტომატოლოგია კი იყო მოდაში, მარა ვერ გავრისკე ცხოვრების სხვის პირში გატარება (არადა, ამასწინათ, სტომატოლოგთან ვიზიტისას, დავფიქრდი, რომ საკმაოდ საინტერესო სპეციალობაა.)

ზედმეტად რეალისტი ბავშვი ვიყავი და მსახიობობაზეც არ მიოცნებია რატომღაც, სულ მიკვირდა რატომ უნდოდათ ბავშვებს მსახიობობა. სამაგიეროდ, იმისთანა სერიოზულ თემებში ჩავერთვებოდი და რაღაცას დავაბრეხვებდი, დამცინოდნენ შენ რა იციო, არადა მერე ისე ხდებოდა, როგორც მე ვთქვი, ოღონდ მართლა. რატომღაც, არ სჯერათ ახლა რომ ვახსენებ 😦

და დარჩა რა? დიიიიახ!.. მასწავლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ალგებრა-გეომეტრიის სპეციალისტია და ვხედავდი სახლში ნახევრად მკვდარი რომ მოდიოდა, მაინც მინდოდა მასწავლებლობა. ალბათ, ამან პირიქით იმოქმედა და ერთგვარი მიბაძვა გამოიწვია.

რამდენიმე ბავშვი თუ შეიყრებოდა ეზოში, ურააა!.. გარბოდა ქალბატონი გვირილა (მაგ დროს სხვა სახელი ერქვა) წითელი “პასტით” და ძველისძველი სქელტანიანი რვეულით, სხვადასხვა ფერის ყდა რომ ჰქონდა და “საერთო რვეული” ეწერა ზედ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი.

იმ შემთხვევისთვის საუბედუროდ, სწავლა მიყვარდა და “მოსწავლეებსაც” სისხლს ვუშრობდი. რვეულებს წითლად “ვუფერადებდი” და არც ორებს ვიშურებდი, ორები და ხუთები იყო მაშინ.

ერთ დღეს მამაჩემმა დიიიიდი რვეული მოიტანა, დიდზე დიიიდი, ცისხელა, ჟურნალზე დიდიც. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, სულ სიის მიხედვით მეწერა “მოსწავლეები” და ორებიც შესაბამისად. ჟურნალს მშვენივრად ვავსებდი სხვათაშორის, დედაჩემისგან ვისწავლე.

გარდა ამისა, ერთხელ წამცდა ფეხი და მომღერლობაზეც წავიოცნებე. ყველაფერი კი ჩემი გადარეული ბიძაშვილის ბრალი იყო, რომელსაც ტელევიზორი ძალიან უყვარდა.

ეს ის პერიოდია, “ქალს, მშვენიერ ქალს” რომ მღეროდა ყველა. ამ ჩემი ბიძაშვილს გაუჩნდა იდეა გაგვემართა კონცერტი, თან უბრალო კიარა, ბილეთები “დავწერეთ” ქაღალდზე და სადარბაზოებში გავყიდეთ. მერე ფანჯარაზე ფარდებიც გავაქრეთ და აივანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გადავიტანეთ. გარდა სიმღერებისა, მოვამზადეთ “პაკაზიც”, უცებ გავაქრეთ სამოსი დეიდაჩემის კარადიდან, პომადებიც წავიცხეთ და დავიწყეთ!.. სტუმარი ბევრი მოვიდა და კონცერტიც მშვენიერი იყო, თუ არ ჩავთვლით ფარდის ჩამოვარდნას, 10 ზომით დიდი ფეხსაცმელი რომ წამოსდო პოდიუმზე გამოსვლისას ჩემმა ბიძაშვილმა.

კონცერტიდან შემოსული “თანხით” ლიმონათები, “სემიჩკა” და “ტურბო ზუაჩკები” მოგვივიდა. ამ დროს გამკრა წამით გულში, ხომ არ მეღალატა მასწავლებლობისთვის. კინაღამ გავიყიდე პროფესია ლიმონათზე 😀

ეს იყო და ეს, მერე სადღაციდან ამოვიჩემე, რომ ჟურნალისტიკაა ჩემი, რომ სულ გადარბენებზე უნდა ვიყო და ახალი ამბები ვუთხრა ხალხს. ტელევიზორში ყოფნაზე არ მიფიქრია ოღონდ 🙂 ხოდა, ბოლო ამოჩემება კი გახდა ჩემი პროფესია. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

P.S. ვთაგავ მაცოს 🙂

>"კიდე კაი ბიჭი არ ვარ!.." :-)

>
მუზებმა მითხრეს დაგვანებე თავი, ისედაც ამდენი ხანი გვაწვალე, არაფერი არ გამოვა შენგანო.

თურმე, ცოტა ხნით კიდევ ერთი ადამიანი მიუტოვებიათ ამ მოღალატეებს. იმას რას ერჩოდნენ ვერ გავიგე. ხოდა, მე და შიომ შევქმენით გაერთიანება სახელად “მუზების ჯიბრზე”. ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ თემებზე და ბოლოს შევთანხმდით, რომ დავწერდით პოსტს “კიდე კაი ბიჭი/გოგო არ ვარ!”

მართლაც, კიდე კაი ბიჭი არ ვარ!..

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, დაბადების დღეზე აუცილებლად სუნამოს ან ოდეკოლონს მომართმევდნენ. სახლში იაფფასიანი სუნამოების კოლექცია მექნებოდა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მუდმივად მე უნდა გადამედგა. სარკის წინ დამელაგებინა სიტყვები, რომლებითაც საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოვუტყდებოდი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი და თან სიმპათიური, უამრავი შტერი გოგო ამეკიდებოდა, თან იფიქრებდნენ, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად მომწონს. ამ დროს თითოეული საკუთარ თავს მოიაზრებდა ამ “აუცილებლად მოსაწონში”.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, 8 მარტი ალბათ ყველაზე ცუდი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში – იაფფასიანი ყვავილები ხომ უნდა მიმერთმია კოლეგებისთვის, ამხანაგებისთვის, დედისთვის და შეყვარებულისთვის რა თქმა უნდა, ამ უკანაკნელის არსებობის შემთხვევაში.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ყურადღებიანი და ცოტათი მაინც განსხვავებული უნდა ვყოფილიყავი სხვებისგან, ბოლო დროს ნამეტანი გაჭირდა ნორმალური გოგოს გულის მოგება.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, უნდა მხსომებოდა საყვარელი ადამიანის დაბადების დღე, ჩვენი სუუულ პირველი შეხვედრიდან ერთი წლის თავი, უამრავი წვრილმანი დღესასწაული და რა თქმა უნდა, პირველს უნდა მიმელოცა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, კარებში პირველად “ქალბატონები” უნდა გამეტარებინა, თან მორჩილად დავლოდებოდი, როდის მორჩებოდნენ საუბარს კარში გაჩხერილები.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, დაღლილ-დაქანცულსაც კი ტრანსპორტში ადგილი უნდა დამეთმო ქალისთვის, ბავშვისთვის, მოხუცისთვის და ა.შ.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, პაემანზე აუცილებლად ლოდინი მომიწევდა, ქალმა ხომ უნდა დაიგვიანოს…

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, სული ამომხდებოდა მეც და მამაჩემსაც ჩემს მიერ გოგოების კაფეში დაპატიჟების გამო.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ძმაკაცებთან გამიტყდებოდა იმის თქმა, რომ ვიღაც მართლა მიყვარს, “პროსტა” ვერთობი რა…

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგი ვიქნებოდი, მარა “არაქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან!”-დი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, თვეში ერთხელ მაინც გათხრეშილი მთვრალი ხომ უნდა მივსულიყავი სახლში?

და სუფრაზე განსხვავებულით მანდილოსნების სადღეგძელოც აუცილებლად უნდა დამელია.

“ბირჟაზე” ხომ უნდა ვყოფილიყავი ძმაკაცებთან ერთად, გამვლელი გოგოები შემეთვალიერებინა და თვალებით გამეშიშვლებინა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, “ბირჟაზე” მიმავალი ჯინსის ჯიბეებში ჩავიწყობდი ხელებს და შემხვედრ ადამიანებს “დასტოინი” სახით შევხედავდი. თუ გოგო იქნებიდა ეს შემხვედრი და თან სიმპათიური, პატივისცემის ნიშნად აუცილებლად გადავაფურთხებდი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ჯარში წასვლა მომიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მომწონს ეს, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, არ მომეწონებოდა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ერთ დღესაც “მამიკო” დამელაპარაკებოდა იმ მომენტისთვის ძალიან უხერხულ თემაზე – ინტიმური ურთიერთობაზე და თავისი ჭკუით ჭკუას დამარიგებდა.

მეგობრებთან მხოლოდ ფეხბურთზე და ქალებზე ვისაუბრებდი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ მეცოდინებოდა ნორმალურად.

რომელიმე “ბედნიერი” მეგობარი წამომაძახებდა სექსუალურ გამოუცდელობაზე. მეორე, უფრო “მზრუნველი” ამ გამოცდილების მიღებაში დამეხმარებოდა და იაფფასიან მეძავთან წამიყვანდა. მეორე დღეს მაგარი კაცი მეგონებოდა საკუთარი თავი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, სავარაუდოდ ტრადიციული ორიენტაცია მექნებოდა და როგორც ყველა “ვაჟკაცს”, მეც შემზიზღდებოდა არატრადიციული ორინტაციის ადამიანები.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ერთხელ მაინც მოვისმენდი თავიდან ბოლომდე “сижу я на травке”-ს და ალბათ ამ დროს ცხოვრების სირთულეებზე დავფიქრდებოდი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ფეხბურთი მეყვარებოდა, ერთ-ერთი გუნდის გადამკვდარი ქომაგი ვიქნებოდი და მათი გამარჯვების შემთხვევაში, ხმის ჩახლეჩამდე ვიღრიალებდი.

კიდე კაი, რომ სხვა არაფერი მახსენდება და კიდე კაი ბიჭი არ ვარ!..

>“სანამ ცოცხალი ვარ”

>
ჯესიმ დამთაგა თამაშში “სანამ ცოცხალი ვარ”, რომელიც ♥ Summer ♥ -ს დაუწყია.
სასაცილოა, მაგრამ ჩამონათვალი ალბათ გრძელი არ გამომივა, ისევ წერისას თუ მომაფიქრდება რამე, ეგაა. ან მეტისმეტად რეალისტი ვარ და შესაძლებლობების მიხედვით ვფიქრობ, ან ნამეტანი კმაყოფილი ვარ ცხოვრებით(?), ან “ვაფშე” ცუდად მაქ საქმე და სურვილები არ გამაჩნია 🙂

მოკლედ, სანამ ცოცხალი ვარ:

უნდა გადმოვხტე პარაშუტით! მიუხედავად უეცრად აღმოჩენილი სიმაღლის შიშისა, ძალიან მაინტერესებს ეს შეგრძნება და აუცილებლად გავუსინჯავ გემოს. არა, შეიძლება გულიც კი გამისკდეს, მარა მაინც 🙂

უნდა ვისრიალო თხილამურებით. ხო, არასდროს ვმდგარვარ თხილამურებზე. მინდა დავეშვა თვალუწვდენელი თეთრი მთებიდან, მთებიდან, რომლებიც სად მთავრდება და ცა სად იწყება, ვერ მიხვდები. უშიშრად მინდა დავეშვა და შევიგრძნო თავისუფლება თუ რაღაც…

უნდა ვიცხოვრო ლონდონში, ჩემს ვერტიკალურ ქალაქში (ასე მოვიხსენიებ ფიქრებში :-)), მეხუროს ბერეტი, მაგრამ არა წითელი! სხვა დროს მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ წელს ყველანაირი ეშხი დაკარგა 😦 ხოდა, მუქი ლურჯიც მშვენივრად წავა. გრძელი და ოდნავ ტალღოვანი თმა კი მაქვს და 🙂 მეცმევა გრძელი, ჩემზე სამი ზომით დიდი სვიტერი, აუცილებლად მსუბუქი ბალეტკები და ვიწრო შარვალი (ნუ, მანამდე დავიკლებ ერთ 5 კილოგრამს :-)). თხელ, მუქი ლურჯ ან ყავისფერ შარფსაც შემოვიხვევ მსუბუქად და ნისლიანი ალბიონის ულამაზესი ცის ქვეშ ხელიხელჩაკიდებული ვივლი იმ ადამიანთან ერთად, ვისაც უსიტყვოდ გავუგებ და ვინც უსიტყვოდ გამიგებს, თვალებით რომ ვილაპარაკებთ ერთად… ვივლით უსასრულოდ ლონდონის ქუჩებში და ვილაპარაკებთ არაფერზეც… ან ველოსიპედებით ვისეირნებთ, ისევ ხელიხელჩაკიდებულები…

ან ასე იყოს, რავიცი 🙂

ნამდვილი ლონდონელები უნდა გავიცნო, ისეთები, კონსერვატორები… ბარემ ბუკინგემის სასახლესაც ვნახავდი, იქ ვარ და 🙂

მინდა სტინგს მოვუსმინო ცოცხალი შესრულბით, ოღონდ ლონდონში უნდა იმღეროს აუცილებლად. თუ უნდა სულ ეს სიმღერა 🙂

პარიზი უნდა ვნახო, ყველაზე მაღლა ავიდე ეიფელზე და იქედან გადმოვიხედო, მინდა დავინახო პარიზი ეიფელის გარეშე, მაგრამ ეიფელიდან. სადღაც, კუთხეში, პატარა კაფეში მინდა დავჯდე და რამე სასიამოვნო წავიკითხო.

პეტერბურგს ვნახავ… თავისი თეთრი ღამეებით, “გასახსნელი” ხიდებით და მთლიანად არქიტექტურით.

ცხენზე მინდა დავჯდე და ვიჯირითო, კი მეშინია მაგრად, მარა მაინტერესებს.

აკვარიუმი მინდა მქონდეს… ვითომ ძალიან რთულია, მარა არ მაქვს რატომღაც…

აუცილებლად უნდა გავხდე დედა. სასურველია ტყუპები, ერთნაირები რა თქმა უნდა. მინდა შევიგრძნო, როგორია როცა სხეულით ცოცხალ არსებას ატარებ, პირველად შევეხო მას და დავაკვირდე, როგორ იზრდება ჩემი ნაწილი, იზრდება სწრაფად და ყოველ დღეს მიბედნიერებეს. მეჭიროს მისი პატარა ხელი და ვიაროთ უსასრულოდ…

ერთი თვით წავალ სადმე მიკარგულში, მაგრამ ულამაზეს ადგილას, წავიღებ ბევრ წიგნს, რომელთა წაკითხვა უკვე ოცნებად მექცა. ვიკითხავ მთელი დღე, შიგადაშიგ დავლევ მწარე ყავას და შავ, მწარე შოკოლადს მივაყოლებ.

მინდა მქონდეს პატარა სახლი, თავისი პატარა ეზოთი, სადაც გვირილები იქნება აუცილებლად. სახლის ყველა ოთახი იქნება სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა სტილში. სამზარეულოში დიდი კალათა უნდა დავდგა მწვანე და წითელი ვაშლებით სავსე. შაბათ-კვირას მეგობრები მივიღო სტუმრად და ფილმებს ვუყუროთ ხელოვნების ოთახში.

შემოდგომა უნდა ვნახო. ბევრი ჭადარი და ირგვლის სულ ყვითელი ფოთლები, ამ ფოთლების ხრაშუნი მინდა შევიგრძნო სიარულისას.

ეს იყო ჩემი სისულელეები, სავარაუდოდ რაღაცეები გამომრჩა, მაგრამ რაც დავწერე ის მქონდეს ჯერ და დანარჩენი მერე იყოს 🙂

ხო, თამაში გრძელდება და თუ რამე გამომრჩა, თეა დაამატებს 🙂 (ეს ხუმობით, ადრესატი მიხვდება :-D). ანუ, ვთაგავ თეას, ცდისპირელს, ფინიკი კიდევ რომ დავთაგო ხომ არ ეწყინება? თუ ეწყინება არ დაწეროს, გვირილას არ ეწყინება მგონი 🙂 არადა, აინტერესებს 🙂 ხოდა, კიდე აქსიომას, წინა თაგი რომ გამიტარე ვერ მივხვდი გგონია? (ბოროტისმაილი) 😀 დაა, კიდე მაცოს. კია ცოტა ბევრი, მაგრამ მაინტერესებს (ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა მაინც სხვაა 😀 და არამხოლოდ ჟურნალისტური) და რა ვქნა 🙂

%d bloggers like this: