About-ის მაგიერ

გამარჯობა შენი!.. როგორ ხარ? მიხარია რომ აქ ხარ, მართლა.

მე ხატია ვარ და მე ვხედავ მზეს!😉

ეს ბლოგი ბლოგსპოტიდან გადმოვაექსპორტიმპორტე უკვე საკმაო ხანია, ვაპირებდი ებაუთიც იქედან გადმომეკოპირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ წელში ბევრი რამე შეცვლილა.

ადრე ანონიმი ბლოგერი ვიყავი, ახლა აღარ.

რატომღაც არ მინდოდაა ვინაობის გამჟღავნება (ამის მიზეზებზე ერთხელ უკვე ვისაუბრე, თუმცა ნამდვილად არაამომწურავად). ხოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (უფრო ცოტა), გადავწყვიტე ბლოგისთვის “გვირილა” მეწოდებინა. არ ვიცი რატომ გვირილა, უბრალოდ მომწონს და მორჩა. თავიდან სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო ბლოგი, უნდა მეწერა კონკრეტულ თემებზე ჩემი აზრი. მერე აღმოჩნდა, რომ ეს კონკრეტული თემები ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად მომბეზრდა, ცოტა პირადზე დაწერაც არ იქნებოდა ურიგო (ჩემთვის). თან ბლოგის სახელი ნამდვილად არ გულისხმობდა საზოგადოებრივი პრობლემატიკის ანალიზს.

ხო, ბლოგერობას ვაპირებ-მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ, უბრალოდ, წერით საკუთარ ჭიას ვახარებ და არ ვფიქრობ იმაზე, რომ პოპულარული ბლოგი მქონდეს, ყველა კითხულობდეს და “წარმატებული ბლოგერი” მერქვას. უბრალოდ, როგორც ყველას, მეც გამიხარდება და ფრიად ნასიამოვნები ვიქნები, თუკი ვინმე წაიკითხავს და მით უფრო, თუ მოეწონება ჩემი ნაწერი.

სხვა რაღაცეებს ბლოგიდან გაიგებ, მართალია ხანდახან ვერ ვიკავებ თავს კონკრეტულ “პრობლემატიკის” შესახებ წერისგან, მაგრამ ძირითადად მაინც პირადი ბლოგი ჰქვია ამას. ბოლო დროს გავბედე და ვითომ “ჩანახატებსაც” მივეცი სტატუსი Published.

სულ ესაა…

  1. ჰაააიი :)))

  2. გილოცავ ვორდპრესსზე გადასვლას😛

  3. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვორდპრეს სამყაროში ქალბატონო გვირილა😀

  4. ჰოი, დიდება!!!! როგორც იქნა!!!! ახალი ებაუთი :)) მაინც, ვერ ელევი პრობლემატიკებზე წერას ხო?? ვახ შე ჟურნალისტო!:D😀😀
    მიხარია რომ აქინე ხარ, უფრო ახლო მეზობლობაში :))))))))

    • აჰა, ჟურნალისტობის გამოც დამცინეს, ეს რაღაც ახალია😀
      მეც მიხარია რომ აქ ვარ, თქვენთან ახლოს :-*

      • მე კიდე ის მიხარია, ნორმალურად რომ დავწერ კომენტარს და არ მომიწევს ცხრაგვარი რიტუალის შდესრულება, რომ მეღირსოს აქ კომენტარი უფ!!!:D😀

        • არც ისე რთული ყოფილა ისე, მაცოსთან დავტოვე აქედან და ერთხელ შევიყვანე რაცხა, მაგისთვის იკლავდით თავს?😀

        • მეეეეეეეეეეეეეც!!!!

          • რა შენც შიო?😀

            • მე კიდე ის მიხარია, ნორმალურად რომ დავწერ კომენტარს და არ მომიწევს ცხრაგვარი რიტუალის შდესრულება, რომ მეღირსოს აქ კომენტარი უფ!!!:D

  5. მეც მიხარია, რომ აქ ხარ.. გილოცავ გილოცავ :)) :* რა კარგია..უფრო ახლოს ხარ❤❤ ბლოგროლში ამას ჩავწერ :)))

    • ხო, გამახარებ მასე თუ იზამ :-* მეც მიხარია რომ აქ ვარ და მიხარია, რომ შენც გიხარია❤

  6. გამარჯობა!
    მოგასალმები, დეიდიკო..
    გვირილა დეიდა..
    აი, გვირილასავით რაღაცნაირი ხარ..
    კიარაადა, მომწონს ძალიან აქაურობა..

  7. ვუი, შემი ნაბოძები სურათი? !🙂😀 :p მე რა მაგარი ვარ ეხლა რომ შევნიშნე, მაგრამ არ შეიმჩნიო :))):D

  8. აუ რა სხვანაირი და უფრ საყვარელი გახდა აქაურობაააააააა. ძალიან მომეწონა :))) ეს თემა ძალიან მაგარია

    • მართლა? ^_^ ძალიან მიხარია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ბლოგის ვიზუალურ მხარეს და შენი კომენტარი ნამეტანი მესიამოვნა🙂

  9. მზიანი ბლოგია🙂

  10. გვირიილ ვგიჟდები შენზე😀

  11. მიხარია, აქეთ რომ გადმოხვედი. ბლოგსპოტის ბლოგებს ვერ ვადევნებ ხოლმე თვალ-ყურს. შენი ბლოგი კი, ძალიან მომწონდა. ხოდა, კეთილი იყოს ჩემი ხელი შენი ახალი ბლოგის ელექტრონულ კედლებზე.🙂

    • ვუი, მადლობა ^_^
      ხო, გავიზიარე მეგობრების რჩევა და კმაყოფილი ვარ😉
      მიხარია რომ აქ ხარ და უფრო მეტად მიხარია, რომ თურმე მოგწონდა ჩემი ბლოგი, არ ვიცოდი😀
      მოკლედ, კარი ღიაა და მობრძანდი როცა გენებოს😉

      • კი. ნამდვილად მომწონდა. შენი ბლოგის შესახებ ციციკორესგან ვიცოდი. უბრალოდ ბლოსპოტზე კომენტარებს ვერ ვტოვებდი. რატომღაც მიჭედავდა.😦

        • უი, ციციკორე ^_^
          რამდენი ხანია არ ვყოფილვარ მის ბლოგეზე, შემრცხვა🙂
          კი, ბლოგსპოტი ქმნიდა პრობლემებს ნამდვილად და გადმოვორდპრესების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო.

  12. ra nateli blogi gaqvs :))

  13. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მომწონს ეს ბლოგი =)) ბექი რაღაც ძალიან საყვარლობაა =***

    • უი, მადლობა ^_^

      ყველა კომენტარი მახარებს, მაგრამ სულ ახალი ვინმე რომ შემოდის ეს განსაკუთრებულად მიხარია ^_^

      შეფასებისთვის მადლობა, ბექი ჩემი სუსტი წერტილია, დიდი მონდომებით ვარჩევ და მსიამოვნებს, როცა მოსწონთ. ხოდა, მადლობა და გელოდები უკვე პოსტებთანაც ^_^

  14. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აუცილებლად შემოგირბენ პოსტებთანაც =* =))))

  15. ინგლისურად უფრო ჟღერს :დ

    დეიზი :დ

    • ან ქრეიზი დეიზი😀😀

      გადი ქალო იქით, დაცინვა მინდა კიდე მე და ამ დებილ სახელს?😀😀

  16. არარეალური რეალურ სამყაროში ♥

    გვირილა,გვირილა ^^ შენი ძველი ბლოგი არ ვიცი ,ან შეიძლება ვიცი მაგრამ არ მახსოვს …. მომწონს აქაურობა და შენი ხშირი სტუმარი ვიქნები .ჩაგამატენ ბლოგროლში აუცილებლად : )) ….შენც მესტუმრე ვეცდები კარგად გაგიმაასპინძლდე ხოლმე ^^…

    • ეეე, ლინკი არ მოყვა კომენტარს და როგორ გესტუმრო?😦
      მადლობა რომ მოგწონს და მადლობა ბლოგროლზეც.მეც ჩაგამატებ ამ დღეებში, ახლა იმისთანა სასაცილო პრობლემა აქვს კომპს, არ ვთქვა ჯობია😀
      პრინციპში, ჯერ არც ვიცი შენი ბლოგი, ლინკი უნდა მომცე აუცილებლად😉

  17. საყვარელოო❤

  18. იცი, მომენატრე გვირილა❤
    მომენატრა შენი პოსტები❤
    მართლა მართლა❤
    ძალიან❤

  19. მომწონხააარ )))))))))))))))))))))) ********************

  20. გვირილა, ერთი სასწრაფო საქმე მაქვს შენთან. უფრო სწორად, თხოვნა. ფბ-ზე საღამომდე ვერ ვიქნები და იქნებ ფოსტით შევხმიანდეთ. mollybloom1606@yahoo.com – ეს ჩემი მისამართია.

  21. ბავშვებო, მეც გავთქვენნაირდი)))

    • 🙂 საოცარია, რას გულისხმობ?🙂
      მიხარია ჩემსკენ რომ შემოიხედე ისე, კვლავაც დაგელოდები😉

  22. ეს უკვე მეორე პოსტია რომელიც შენს ბლოგზე წავიკითხე, ძალიან მომწონს ^_^
    მე ხატია ვარ და მე ვხედავ მზეს! ეს ფრაზა მომეწონა ძალიან :დ გავსკდი სიცილით რამ მოგაფიქრებინა :დ ძალიან მაგარი იყო :დ

  23. საინტერესოა🙂 ადრე მსმენია შენზე… და შენს ანონიმურობაზეც :))) აუცილებლად შევუდგები პოსტების კითხვას!!!
    კეთილი იყოს ჩემი :მარჯვენითშემოდგმული: ფეხი :))

    • შეხედე შენ! ჩემზე ვინმე საუბრობს?🙂
      კაი მაშინ, გელოდები მე და შემომიარე ხოლმე😉

      • კი, როგორ არა :))) დღეს ყველა ბლოგი აჭრელებულია, ხო, მართლა გილოცავ!! შენც შემომიარე ხოლმე :*

  24. და აი, მეც ვიხილე შენი ბლოგი❤ აქ შემოსვლისას პირველი რაც თვალში მომხვდა, სითბოა და თბილი ფერები❤ ძალიან მიყვარს სახელი "ხატია". მერწმუნე, ამიერიდან შენი ხშირი სტუმარი ვიქნები❤

    • 😀 დიდი რამე იხილე რა🙂
      მაინც მიხარია რომ აქ ხარ და კიდევ უფრო მიხარია, რომ სითბოს გრძნობ აქ ^_^
      კიდე დაგელოდები მე😉

  25. MKVDARI SULI

    იცი ზოგჯერ არ ვიცი როგორ მოვიქე, ვფიქრობ უაზროდ ჩემს ცხოვრებაზე, და ფიქრის დროს არასოდეს არ მახსენდება ბედნიერი წუთები, განა იმიტომ რომ არ ვყოფილვარ ბედნიერი ?? ! არა ალბათ ვერ ვაფასებ ბედნიერებას…. როგორ მინდა თვალებს რომ დავხჭავ კარგ რაღაცეებზე ვიფიქრო, არა და რა მიშლის ხელს?… არც არაფერი!… ძალიან არეული ვარ, აღარ ვიცი რა მინდა ა ცხოვრებისგან, თითქოს ცხოვრების მიზანი დავკარგე, არც კარგი ამბები მიხარია, არც ცუდი ამბების მწყინს, ყინულივით ვარ, ვფიქრობ, ვფიქრობ გაუთავებლად და მერე ვათვითცნობიერებ რომ ეს ფიქრი არაფერს მომიტანს, იმიტომ რომ უაზრობებზე ვფიქრობ… და გული მწყდება. ხომ შეიძლება ბედნიერი ვიყო ?? რა მიშლის ბედნიერებაში ხელს??… არ ვიცი, იცით რომ ვიცოდე რა მინდა შეიძლება ბედნიერებაც ვიპოვო მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ ვერ ვხვდები რა გამხვდის ბედნიერს… კარგი სახელი ?? ადამიანების დაფასება ?? ფული ?? ჯანმრთელობა? სიყვარული ?? ეს ყველა მდგომარეობა რომ გავაანალიზო უნდა დავფიქრდე, ხო და მოდი დავფიქრდები და ყველა მდგომარეობის კარგ და ცუდ მხარეეებს ჩამოვთვლი…..
    კარგი სახელი: კარგი სახელი რომ მქონდესს პირველ რიგში უნდა შევიიცვალო აქტიური ადამიანი უნდა გავხვდე, ადამიანებსთის სასარებლო რაღაცეები უდა გავაკეთო… მაგრამ მე ეს არ შემიძლია, არა არ შემიძლია კი არა არ მინდა მეზარება,
    ადამიანების დაფასება: ადამიანებმა რომ დამაფასონ კარფი საელი უნდა მქონდეს, და რადგან მე მეზარება კარგი სახელის მოპოვება და ვთვლი რომ არ უნდა იყოს ადამიანი თვალთმაქცი აბსურდურდული იქნება ადამიანებმა დამაფასონ, ვიღაცა წაიკითავს დ იტყვის რატომ უნდა იყო თვალთმაქცი იყავი ის რაც ხარ და ისეთს დაფაგასებენო, მაგრამ ეგეც აბსურდად მიმაჩნია ადამიანები მხოლოდ თვალთმაქცებს აფასებენ… და ისიც დროის ფაქტორია რამდენ ხანს, ალბათ იქამდე სანამ თვალთმაქცს არ მობეზრდება….
    ფული: ფული რომ მოვიპოვო სამუშაო უნდა ვიშოვო, და ვინაიდან მე პატარა ვარ არ შემიძლა მუშაობა, ისე რომ ვუფიქრდები არც მინდა მუშაობაა, მეზარება კიდეც, არა ხანდახან რომ შევხედავ რაიმე პროფესიას როელიც მაინტერესებს გავიფიქრებ ხოლმე მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი თქო, მაგრამ ხომ ვიცი ჩემი ხასიათი დავღლები და ერთ თვესაც ვერ გავქაჩავ, ამიტომაც ამასაც გამოვრიცხავ… მითუმეტეს რად მინდა ფული რი ფულის ხარჯვის მუღამიც არ მაქვს…
    ჯანმრთელობა: ჯანმრთელობა მართლა მინდა, ჯანმრთელობა ყველაზე კარგი და დასაფასებელი რაღააცაა… მაგრამ ჯანმრთელობა რომ მოვიპოვო ჩემს მავნე ჩვევას უნდა შევეშვა (სიგარეტს) აღარ გაგიგრძელებთ თუ რატომ არ შევეშვი აქამდე და რაოდენ ძნელია ეს ჩემთვის უბრალოდ გეტყვით რომ ეს ჩემთვის ყველაზე რთული თემაა და ერთი სიტყვით სიგარეტს თავს ვერ დავანებებს… ასე რომ ჯანმრთელობასაც გამოვრიცხავ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის …. : (
    სიყვარული: იცით სიყვარულის საერთოდ არ მჯერა, კი მყვარებია ადამიანი, მაგრამ როგორც მიყვარდა ისე დამავიწყდა, ვიღაცა იტყვის ეს სიყვარული არ არისო, ხო ნუ რაც იყო გადარეული კი ვიყავი ჩემი გრძნობებით…. მაგრამ წავიდა….. მალევე მოვიდა გულის ტკენა… და იცით ალბათ მეშინია ამ გრძნობის… მენატრება ხოლმე სიყვარული, რომ ხედავ შენს საყვარელ ადამიანს და მუხლები გეკეცება, გული გიბჯუის, როცაა თავიდან ბოლომდე იმ ადამიანის შეცნობით ხარ დაკავებული, ყველა დეტალს იკვლევ მისი ცხოვრების, აანალიზებ მერე კი უაზროდ ოცნებობ, ღმერთს თხოვ რომ შენი გრძნობები დაიფაროს… მაგრამ რატომღაც არასდროს არ ესმის ღმერთს შენი… მერე ბრაზდებიი ფიქრობ არ მეხმარებაო… მმერე კი შენი ქვვეცნობიერის რაღაცა ნაწილაკი გეუბნება რომ არ გექერათ ერთად ყოფნა და იმიტომ არ დაგეხმარა ღმერთმაო. არა და უბრალოდ თავს იმშვიდებ….
    და რა გამოდის რომ მე ბედნიერება არ მიწერია? ? კი როგორ არ მიწერია უბრალოდ ისეთი არა როგორსაც აღვიქვავ, წუთიერი იქნება და წამიერი… მე კი ასეთი ბედნიერება სულ ფეხებზე მკიდია…. იმიტომ რომ არ გამახსენდება ეს წამები და წუთები, იმიტომ რომ გულმავიწყარა ვარ.. და რა გამოდის აქედან ჩამთვლილიდან თუ ვერაფერი მოვირგე უქნარა ვარ? ! კიი ყქნარა ვარ ნამდვილად უქნარა…. მერე და რა ვქნა თავი მოვიკლა ?? მერე რა მოხდება ??…. იცი ბევრჯერ მიფიქრია ჩემი სიკვდილის მერე რას იზამდნენ ჩემი ახლობლები, მტრები, ნათესავები, მეგობრები და რაც მთავარია დედაჩემი რას იზამდა… მაგრამ სულ პესიმისტურად ვამთავრებდი ფიქრებს…. ალბათ ყველა იტყვის საწყალიო… რა ლამაზი გოგო იყოო… ძალიან კეთილიო… ჭკვიანი და მართალი ადამიანი იყოო… მარგამ ეს პირველი რეაქცია იქნება მათი… ნაცნობების…. მტრები იტყვიიან რომ სიკვდილისთვის არ მემეტებოდაო…. არ უნდა მომკვდარიყოოო… ნათესავებისგან ერთი ორი იტირებს კიდეც ვისაც ყველაზე მეტი ჩვილი გული აქვს, და ვინც არ იტირებს საკუთარ თავს ეტყვის რა არამზადა ვარ არც კი ვნერვიულობო და ძალით დიწყებს ჩემზე ფიქრს რომ საკუთარ სინდისს თვალებში ჩახედოს… მაგრამ გონება მაინც გაეფანტებათ და მიხვდებიან რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ… მეგობრები კი ააჭრელებენ ინტერნეტ სივრცესს ჩემი ფოტოების გულისამაჩუყებელი სტატუსებით, ეტყვიან ნაცნობებს რომ ცუდად არიან იმიტომ რომ დაქალი დაეღუპათ…. მერე გამხიარულდებიან გადავავიწყდებით და ისინიც დაიწყებენ წუხილსს რომ დამივიწყეს… შეეცდებინ ყველა კარგი მომენტის გახსენებას რაც კი ოდესნე ერთად გაგვიტარებია ოდნავ დანაღვლიანდებიან და შეეშვებიან ფიქრს.. თავს დაიმშვიდებენ რომ ამით მაინც ვერაფრს მიაღწევენ… დედაჩემი კი…. დედაჩემი ერთადერთი არსება იქნება ვინ მთელი გულით დამიტირებს მთელი გულიტ მიგლოვებს და მთელი გულით ვემახსოვრები მუდამ… ყველა ამოსუნთქვისას…. მიყვარხარ დედიკო… მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ…
    ისე ადრე სიკვდილზე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობდი რომ რაღაც არ გამომივიდა შეყვრებულთან… ან საუკეთესო მეგობრებს ვეჩხუბე… ახლა კიდო იმიტომ რომ ავად ვარ!.. ბავშვობაში კრუპი გადავიტანე და იმის მერე ასთმა ჩამომიყალიბდა… ძალიან ბევრი დღე და უფრო ბევრი ღამე მაქვს გატარებული ლოცვაში ღმერთო მიშველე თქო… ვხრიალებდი… არც მაშინ არ ვიყავი ბედნიერი მაგრამ ცხოვრება მინდოდა… რომ არ მიჩერდებოდა შეტევა მერე ღმერთს ვთხოვდი ღმერთო მაშინ მომკალი და დაამსვეენე მეც და დედაჩემიც თქო… ისე ახლა ვხვდები რომ არცერთი სიტყვა არ იკარგება გალაკტიკაში… შემისმინა ღმერთმა და მკვდარი ვარ მართლა… უბრალოდ ვერ დავისვენე ვერც მე და ვერც დედაჩემმა… ამის მერე მივხვდი რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები ვერ ისვენებენ… ხო მეც ასე ვარ… მკვდარი ვარ! მოუსსვენარი მკვდარი…
    3 დღის წინ ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა უაზრო, ერტფეროვანი და მოსაწყენი… მაგრამ გავცივდი და ასტმამ ისეევ შემაწუხა, 3 დღის განმვლობაში იმდენი წამალი და ნემსი გავიკეთე ალბათ ხალხი წლების განმავლობაში ვერ ასწრებს ამდენს… იცით ახლა ამ მომენტში კარგად ვარ ნორმალურად ვსუნთქავ.. მაგრამ ასტმაზე მეტად ბოღმა მახრჩობს რადგან ვიცი ასეთი ცუდი კიდევ უამრავი დღე მელის წინ… და ეს ყველაფერი რატომმ?? იმიტომ რომ ცუდ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი ??… არა!! იმიტომ რომ ჩემს ავადმყოფობაში ჩემი ოჯახის წევრები არიან დამნაშავე.. ნუ არ მოვყვები ახლა რა და რატომ იყო… (იმედია არ იფიქრებთ რომ მოყვეს უფრო დავრმუნდებოდი რომ არ ბოდავს და დავადგენდი მართლა არიან თუ არა დამნაშავენი მისი ოჯახის წევრებიო…) უბრალოდ მთელი ცხოვრება უსამართლობას ვებრძვოდი…. ქუჩაში რომ დამენახა ჩემთვის უცნობ ადამიანებს უსამართლოდ ექცეოდნენ ეგრევეე ჩემს თავს გმირად წარმოვიდგენდი და ვეხმარებოდი… არ გეგონოთ რომ ვვცდილობდი უბრალოდ დახმარებას და ვსო… არ ვიცი რატომ მაგრამ მართლა ვუწევდი დიდ სამსახურს და ყოველთვის გამომყავდა სიტუაციიდან ეს დაჩაგრული ადამიანები…. მერე კი არავინ მიფასებდა…. ვერ ვიტყვი რომ იმიტო ვეხმარებოდი ხალხს რომ დაფასებას ვითხოვდი თქო, მაგრამ უბრალოდ გული მწყდება ნუთუ თუ არაფერი დაფასების ღირსიც არ ვიყავი მატან ?… კი ვიყავი… მაგრამ ანალოგიურ სიტუაციაში რომ ჩავაყენო თავი მაინც არ ვიციი ზუსთად შევაფასებდი თუ არა სიტუაციას… ალბათ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანებში… რომ ვერ აფასებენ კონკრეტულ სიტუაციბს ისე როგორც მისგან მოელოდებიან…. : ) ერთი სიტყვით ბევრი დავწერე მაგრაამ მე თვითონაც ვხვდებიი რომ უაზრო გამოვიდა და ვერ გადმოგეცით რა მინდოდა ამით მეთქვა… სიმართლე რომ გითხრათ არც მე არ ვიცი…. უბრალოდ მარტოსულად ვიგრძენი თავი და მინდოდა გადმომეცა რას ვგრძნობდი… და ხო…. კიდე მინდა გავაგრძელო სიკვდილზე რასაც ვამბობდი… ახლა კარგად ვარ.. მართლა კარგად ვარ… მაგრამ შეიძლებაა უცებ მოულოდნელად გადამეკეტოს სასულე… მოკვდეს ჩემი სხეულიც… და მეშინია ამის…. ახლა უცებ გავიფიქრე და მივხვდი რატო მეშინია…. იმიტომ რომ ახლა აქ რომ ვზივარრ შემიძლია გავაკეთო ის რაც მინდა… ავდგე და ვჭამო.. ან მოვწიო… მერე შემიძლია ჩემი დღის გრრაფიკი შევაკეთო.. დავგეგმო რომ ახლა დვიძინებ.. რომ გავიღვიძებ რაღაცას გავაკეთებ… ან უბრალოდ უაზროდ დავჯდები და ტელევიზორს ვუყურებ… მე ეს ყველაფერი შემიძლია გავაკეთო სანამ ჩემი სხეული ცოცხალია… და რომ მოვკვდები ?? არ ვიცი სად წავალ.. როგორ ვიქნები… შემეძლება თუ არა იმის კეთება რაც ახლა შემიძლია… ვფიქრობ და ვირჩევ რომელი ჯობია… სიცოცხლე თუ სიკვდილი… და ხოო მივხვდი.. სიცოცხლე ჯობია… იმიტომ რომ იცი რისი რაკეთებაც შეგიძლია… სიკვდილი კი არსერთმა ცოცხალმა სხეულმა არ იცის…. ხო და ცოდნა მაძლევს იმედს…. ცოდნას შეუძლია გაგხადოს ბედნიერი…. და იცით ამ მომენტში ბედნიერი ვარ!! იმიტომ რომ ვიცი რას გავაკეთებ… ბედნიერი ვარ იმით რომ ეს ბედნიერი მომენტი აღარ დამავიწყდება… იმიტომ რომ ყველაფერიი ჩავწერე… წავიკითხავ და ბედნერი გავხვდები ისევ…. წავიკითხავ და ბედნიერება გამახსენდება….

  26. MKVDARI SULI

    AR VICI SHEN RATO MOGWERE ES XATIA.. ALBAT IMITOM ROM SHENI BLOGEBIS SHEMDEG BEVRII CHEMEBURI VNAXE SHENSHI… UFALI GFARADES… NICHIERI XAR..

    • ძალიან მინდა შემეხმიანო. ფეისბუქში მომძებნე გვირილა გვირილა და დამამატე რა, გთხოვ.

      ახლა კი რაც შეეხება შენს კომენტარს – მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ საკუთარ თავს ფსიქოლოგიურ დახმარებას მაინც ვუწევ. ის, რასაც შენ ამბობ, მეც და კიდევ ბევრ სხვასაც უგრძვნია. მაგრამ უნდა იპოვო საკუთარ თავში ძალა და დაამარცხო.
      აბა დაფიქრდი – ბევრი დრო გვაქვს ადამიანებს სიცოცხლისთვის? და მთელი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ ვართ ბედნიერები? ღირს იცხოვრო საშუალოდ 60 წელი და ბედნიერება ვერ შეიგრძნო? მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ბედნიერება შენს ხელსშია… დიახ, შენს ხელშია!
      ყველაფერი შენს ირგვლივ ტრიალებს და დაიმახსოვრე რომ როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად მოხდება. მთავარია გინდოდეს. შენ ცოცხალი ხარ და უნდა იყო ბედნიერი. ეს ავადმყოფობაც არაფერია, უფრო ძლიერ არიან ავად და ბედნიერებისკენ ისწრაფვიან.

      შენ შეგიძლია შექმნა ის რეალობა, რომელიც გინდა. ნუ ფიქრობ საზოგადოებაში გავრცელებული კრიტერიუმებით. შეიძლება შენთვის სულაც არ იყოს სიყვარული ბედნიერება და ვთქვათ ხელოვნება უფრო ძვირფასი აღმოჩნდეს. დაფიქრდი – ახლა, ამ წუთს ყველაზე მეტად რა გინდა? შეიძლება არაფერიც არ გინდოდეს, მაგრამ მოინდომე. მერე ზოგადი სურვილი გაიჩინე და იმოძრავე, მიაღწიე, არც ისე რთულია.

      ახლა ჩართე ეს მელოდია http://www.youtube.com/watch?v=yHFDa9efCQU
      და ფეისბუქზე შემეხმიანე. ან მეილზე მომწერე: gvirilaa@yahoo.com
      გელოდები იცოდე და მაგრად მაწყენინებ თუ არ შემეხმიანები.

  27. gvirila mikvars,zedmetadac ki❤ rac sheexeba shen blogs dges pirvelad movxvdi da sakmaod momewona,warmatebebi :*:*:* mec shensavit var arasdros msurda blogeroba,arc warmatebulobaze mkonia pretenzia

  28. ბოლო დროს საშინლად ცუდი გრაფიკი მაქვს და სულ ვერ ვიცლი ბლოგისთვის. არადა, ისე მომენატრა აქაურობა…
    ანო, ძალიან მიხარია შენი სტუმრობა და კვლავ დაგელოდები. წარმატებები შენც :*

  29. პოეტესა

    გვირილა… სახელი მომეწონა და ფონითაც საშინლად მოვიხიბლე… ჩემი ყვავილი… ბავშობიდან ჩემი იყო,კარგად მახსოვს ბავშობაში ზეიმზეც კი გვიირილა ვიყავი.. ^_^ ჰმ სად წავედი… : ))) გვირილა მომეწონე… სახელით,ფერებით,სიტყვებით…❤ საერთოდ ყველაფრით და ჩემგან დიდი სიყვარული შენ…❤ :***

    • მადლობა პოეტესა, გამახარე ^^
      შემომიარე ხოლმე. ვერ მოგატყუებ და ვერ დაგპირდები რომ ბევრ ახალ პოსტს დაგახვედრებ (დროის საშინელ დეფიციტს განვიცდი :/), მაგრამ რამეს დავწერ, იმიტომ რომ მაქვს დასაწერი და მეწერინება😛

  30. ნინია

    უბრალოდ თუ ბრალიანად მინდოდა მომეწერა:),მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი მერე მაინც გადავწყვიტე და აი…..გამათბო და მეგემრიელა ეს ყველაფერი რაც აქ ხდება….გამეღიმა ისე ჩემთის,მაგრამ გამიხარდა რომ გემრიელად გამეღიმა და ეს შენი დამსახურებაა ამჯერად მადლობ!:)

    • აბა მე რაღა ვთქვა ნინია…
      ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა, გამათბო ^^
      მიხარია თუ ჩემმა ბლოგმა შენ რაიმე სახის პოზიტივი გაჩუქა, ეს უკვე პოზიტივია ჩემთვისაც.
      შემომიარე ხოლმე და მომწერე რაც გინდა, ძალიან გამახარებ.
      მადლობა თბილი სიტყვებისთვის.

  31. ნინია

    “მომწერე რაც გინდა” იცი ძალიან ბერი რამის მოწერა მინდა,მაგრამ რავიცი ცოტა მერთულება…..მოდი ნუ მკითხავ რატომ მერთულება….”ძალიან გაგახარებ?” ჰო მეც მინდა გამიხარდეს და კიდე გამეღიმოს…..შენს ჩნაწერებში დავბოდიალებ სადღაც ჩემი თავიც ვიპოვე რომელიღც სიტყვა ჩემთვის მივიღე…..აი ამიტომ მეგემრიელა..იცი?დადებითი მუხტი მოგაქვს და ეს მომწონს.მომწონს შენი წერის სტილი ორიგინალუი და უბრალოდ თბილი ხარ…..მე მიხარია რო გიპოვე….სრულიად შემთხვევით….. 🙂

    • შენი ეს სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მართლა…
      ოღონდ ფრაზა “მეც მინდა გამიხარდეს და კიდე გამეღიმოს”, საშინლად მომხვდა გულზე. აუცილებლად გაგიხარდება და გაგეღიმება, აუცილებლად იქნები ბედნიერი. მთავარია ისწავლო ბედნიერება, ამას სწავლა უნდა, მერწმუნე.
      და სანამ ნელ-ნელა, პატარა ნაბიჯებით მიიწევ ბედნიერებისკენ, არ დაგავიწყდეს რომ გზაშიც არსებობს პატარ-პატარა ბედნიერებები და შეჩერდი მათ აღსაქმელად.

      ახლა კი გაიღიმე… მასე არა, არ იღიმი ახლა შენ. აი, ბოლომდე გაიღიმე, გულიანად, ყველა კბილი რომ გამოგიჩნდეს ისე. სარკესთან დადექი და მითხარი რამდენი კბილი გიჩანს როცა გემრიელად იცინი😛. მე თითქმის ყველა😀

  32. ნინია

    ხო ხო აი გამეღიმა…….🙂 ჰო ვიცი რა არის ბედნიერება….უბრალოდ ეხლა მაქვს რთული რაღაც–რუღაცები……მაგრამ ვგიჟდები როცა მიხარია და მინდა რომ გამიხარდეს….კიდე კიდე ბევრი რამის თქმა მინდა…მაგრამ…..

    • რატომ ამდენი “მაგრამ”? მე რომ მქონდა ბევრი “მაგრამ”, მაგიტომაც გავაკეთე ანონიმური ბლოგი და რისი თქმაც მინდოდა ყველაფერი ვთქვი. შენ რატომ არ იზამ იგივეს? თუ გინდა ჩემთან თქვი, შემიძლია დაგითმო აქაურობა😉

  33. ნინია

    ალბათ იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ამ ეტაპზე ბევრი “მაგრამ” დამიგროვდა…….კიდე ბევრი კითხვისნიშნები…რთული ეტაპის გადასალახად ჯერ არცისე მზადვარ…….იცი კიდე ეგოისტი ვარ ცუდი თვისებაა აი კიდე ერთი “მაგრამ” სასაცილოა არა? თბილი ხარ სულაც არ ვინტერესდები როგორი ხარ საიდან და ასე შემდეგ უბრალოდ მინდონდა მომეწერა მეგემრიელე და იმიტომ….მადლობა რომ დამითმე🙂

    • მადლობა რომ რაღაც დათმე ჩემთან, თუნდაც ეს “მაგრამ”…
      იმედია მალე გაქრება კითხვის ნიშნები და ბევრი “მაგრამ” აღარ გექნება. რაც შეეხება რთულ ეტაპს, ის ყველას ცხოვრებაში დგება და თუ საკუთარ თავს თვითონ არ შემოუძახე, არაფერი გამოვა. რას ნიშნავს არ ხარ მზად? სირთულეების დასაძლევად აუცილებელი პირობა სწორედ თავდაჯერებულობაა. დაიჯერე რომ ყველაფერს შეძლებ და შეძლებ კიდეც, ნახე თუ არა😉
      წარმატებებს გისურვებ მთელი გულით :*

  34. ნინია

    მადლობ:)თავდაჯერებულობა უნდა ვიპოვო. ვიპოვი მჯერა,მხოლოდ უნდა შევეჩვიო რა ჯერ ამ ეტაპზე ვარ მიჭირს შევეგუო და შევეჩვიო…რომ ერთი წელი მალე გავიდეს,რომ ისევ ვიქნები ჩემს მეგობრებთაან,რომ თავი რომ ძალიან შემაყვარა იმ ქალაქში დავბრუნდე,ამ ყველაფრისთვის კი ერთი წელი უნდა გავიდეს….აი მზად იმისთვის არ ვარ რომ უფრო გავძლიერდე….ვიცი და მოვახერხებ უბრალოდ დრო მჭირდება….მარტოობას ვერ ვიტან და მოწყენილობას ეხლა კი ეგ მელის მე და წიგნები მხოლოდ რომ მიზანს მივაღწიო…ალბათ ხშირად შემოგივლი…..ჩემი ჩანაწერები დუმან იმიტომ რომ მუზები იმ ქალაქში დავტოვე სადაც მიმიწევს გული…..🙂

    • ძალიან კარგად მესმის შენი. როცა ბათუმიდან თბილისში მომიწია გადმობარგება, მეც ზუსტად მასე ვიყავი. ხოდა, მთავარია არ ჩაიკეტო. ისეირნე რაც შეიძლება მეტი და შეეცადე ახალ ადამიანებთანაც ააწყო ურთიერთობა. ვიცი რომ რთულია, მაგრამ უნდა სცადო. ყველაფერი გამოგივა, ნახე თუ არა.

      თუ რამე შემიძლია, მეც შენს გვერდით ვარ😉

  35. ნინია

    ანუ ბათუმელი ხარ?ჰო მეც იმის იმედით ვრჩები რომ ყველაფერი გამომივა,კი მერთულება მაგრამ ეგ არაფერი……ნუ საკმაოდ მოწერე ჩემზე….მადლობა….🙂

  36. ნინია

    დამეკარგე…….

  37. ნინია

    მიყვარს თბილისი:* იცი?გელოდი არა ვერ დავითვალე რადენჯერ შემოვედი ამ გვერდზე და მეგონა დამეკარგე…..

  38. ნინია

    ჰო მერე ფიქრებს გაგცეულმა ისევ დამიჭირა და უკვე ვხვდები რომ რთყლია ადამიანს დიდი დეპრესიის დროს გვერდით დაუდგე….აი ესე ვცდილობ გავამართლო ჩემს გვერდით მყოფნი…ესეთ ვერ მიმიღეს და უკვე თავს მარიდებენ……დროებითია ვიცი გამივლის მაგრამ ეხლა ვაფასებ და ვხვდები ჩემებს ჩემთის ჩემში მყოფთ…….
    ჰო გვირილა შენ უფლება მომეცი და ადმითმე ცოტა ადგილი აქ მერე რაა რომ აღამ მეპასუხები ასე მგონია გესმის…ან გავრბივარ ნუ მოკლედ ეს ვარ მე ხომ თამაში არ შემიძლია…….უბრალოდ ჩემს მეგობრებს პატიებას ვთხოვ რომ ესეთს მხედავენ დროებით მაგრამ მე გაგირბივარ ბავშვებო…..მერე რა თ ხანდახან ცრემლი ვეღარ შევიკავე….გიკვირთ ხო ჩემი ცრემლი ჰო მეც მიკვირს მაგრამ არაუშავს გამივლი და გპირდებით მომავალ ჭელ მოვიპოვებ უფლებას თქვენთნ ერთდ ისევ ვიარო დიდი ქალაქის უცნობ ქუჩებში…

    გ ვ ი რ ი ლ ა :)……..

  39. ნინია

    გონება არეულს წერისას საკმაო შეცდომები დამიშვია:D ჰო რაიყო ნუ გამკიცხავთ მაპატიეთ….

    • შეცდომებს არაუშავს კაცო🙂
      მთელი დღე გარეთ ვარ და იმიტომ ვერ გპასუხობ ხოლმე გვიანობამდე, მაგრამ არსად წავსულვარ, აქ ვარ.
      ხოდა, მომიყევი რაც გინდა, იტირე კიდეც თუ გინდა, ემოციებს გამოუშვებ და კაია.
      ოღონდ არ დაგავიწყდეს – ადრე თუ გვიან, ყველაფერი კარგად იქნება!

  40. ნინია

    ხო….:)

    • ხო კიარა, აუცილებლად! აუცილებლად კარგად იქნება ყველაფერი😉
      წარმატებებს გისურვებ ნინია :*

  41. ნინია

    მადლობ…..:*

  42. ნინია

    მერე სურვილი გაქრება…მერე შეგუებადი გადხდება ცოტა ხნით….ჰო წლები მიქრის და სანამ მიზანს არ მივაღწევ რამდენჯერც არუნდა წარუმატებელი იყოს იქნება დღე როდესაც მივაღწევ არვიცი რატომ მჯერა ამის მაგრამ ეხლა მონდომება არ მაკლია….
    –მერე მერე მე მჯერა ფერების…..
    გვირილა მიკვირს რომ ამდენს გწერ მართლა მიკვირს..

    • მე მიხარია რომ ამდენს მწერ, სასარგებლოა ზოგჯერ საუბარი და გულის გადაშლა.
      ხოდა, მოდი და წერე რამდენიც გინდა :*

  43. ნინია

    მგონი ნელნელა დალაგდა ყველაფერი ხო ეხლა მეღიმება გემრიელად….აი ესე დეპრესიას მოვრჩი….:D:D:D:D

  44. უჰ როგორ დავიღალე რაღაცეებისგან და დიდი პაუზის შემდეგ უბრალოდ მომინდა მომეწერა…..როგორ ხარ?

  45. ნინია

    —— მინდა თოვდეს….მინდა დავხატო და არა ვჩხაპნო ფურცლებზე…წაკითხვისას რომ ათასი დადემითებით იფარგლებია….მინდა ვხატავდე მდუმარედ ბევრი ფერით იმდენი ფერით რამდენიც იმ ნახატშია მხოლოდ ჩენთვის რომ არსებობს….ვიცი არსებობს და უნდა შემეძლოს ის ხატავს ხო ხატავს და მავსებს მაგრამ ეგ არაფერია…მინდა კიდე მეწერინებოდეს და არა ესეთი უაზრობები…..სიტყვა მინდა მინდაა მოვირო ჩემი ლექსიკონიდან მაგრამ ზუსტად ამით დავიწყეე…..აი ხოო კიდე რა მინდა მინდა ეს ერთი წელი მალე გავიდეს და გადავიდე ფსიქოლოგიაზე აი ეს მინდა ყვალზე მეტად….ხო ხო იძახიან წამივით მალე მაგრამ არა საშინლად იწელება….უკვე აცივდა აი ეხლა გარეთ ისე ისე წვიმს გასვლა არ მიდნება და ამიტომაც ვზივარ tsu-ს ბიბლიოთეკაში და ვიჩხაპნები….მე მაქვს უფლება ამის მე გვირლამ მომცა ამის უფლე რაც მინდა ის ვწერო აქ …….

    • კარგად ვარ, შენ?
      გელოდებოდი…
      არ დაგავიწყდეს, ყველაფერი კარგად იქნება😉

  46. ნინია

    მომენატრე………….

  47. თაკო

    ვაიმე რა საყვარლობა ხარ😀

  48. ლამაზი ვიზუალია ^_^ შემოგივლი ხოლმე😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: