საწოლი

image

არეული საწოლი შემიყვარდა. მისი სუნი აქვს…

ერთი კვირა ძალიან ბევრია, ბევრი ერთი კვირა – უფრო. სამსახუროდან სახლში დაბრუნებულს მგონია, რომ დღეს კი არა, ძალიან დიდი ხნის წინ გაემგზავრა. ისე მენატრება, თითქოს წლებია არ მინახავს. მინდა მისი ჩახუტება, მოფერება, სუნი…

არ ვიცი რა ვაკეთო მის გარეშე. მივეჯაჭვე. როგორ ვარსებობდი აქამდე, რას ვაკეთებდი…

მივდივარ საწოლთან, რომელიც ისევ ისე მხვდება, როგორც დილით. მას სხვანაირად სძინავს, ისე, როგორც მხოლოდ მას სძინავს და საწოლიც ყოველთვის ერთნაირადაა არეული. ვწვები მის მხარეს, მის ბალიშში ჩავრგავ თავს და ვოცნებობ ერთი კვირა არ გამეღვიძოს.

არც მეღვიძება. მძინავს ერთი კვირა და ცუდი სიზმრები მესიზმრება – სამსახური, რუტინა, უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა, შური, ბოღმა…

მერე მეღვიძება… ვბრუნდები რეალობაში, სადაც უკვე ერთად ვართ და ადრე საბანზე შერჩენილ მის სუნს ახლა უკვე მძაფრად ვგრძნობ. ვკოცნი კისერზე და მერე მთელ სახეზე. ის ისევ ისე მიყურებს, როგორც 4 წლის წინ ამ დროს, მის თვალებში ისევ ვხედავ სიყვარულს და მიყვარს ეს სიყვარული.

ეს არ არის სიზმარი, ეს ჩემი რეალობაა. რეალობა, რომელიც ბოლო დროს პორციებად მომეწოდება. მაგრამ ეს რამდენიმე საათიანი პორციებიც კი ჯობია ლამაზ ზღაპრებს და ოცნებებს.

…ვიხდი ტანსაცმელს, რომელსაც ისევ მისი სუნი აქვს და ვწვები აშლილ საწოლში, ვიფარებ მისით გაჟღენთილ საბანს და ვიძინებ მორიგ გაღვიძებამდე…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2015/12/09, in Uncategorized. Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. კაი ახლა, ნუ შობი მასე🙂

  2. უიმე,ქალავ რა დამწვარ-დაფუფქული ხარ,რა უბედურებაა(თუმცა ზოგისთვის ბედნიერებაა) ;)))))

    მომენატრე,გოგო და შემოვიჭყიტე❤

  3. ჯიმი

    მაშინ სამსახური და რუტინა რომ არ იყოს, უნდა იცხოვრო სოფელში, მაგარია, ბუნება, ტყე, ხილი და რამე რა

  4. რა ბედნიერებაა! პორცია-პორციად❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: