ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2014/05/09, in მე ვხედავ მზეს and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. რა ლამაზია, რა ტკბილია და რა თბილი…❤ და როგორ მესმის შენი❤

  2. ბოლო პერიოდია,სიყვარული სუფევს შენს ბლოგზე..
    სიყვარულით დამუხტული მივდივარ აქედან … ადამიანს მოანდომებ,რომ მინუსები გაატაროს და თავდავიწყებით შეიყვაროს ვინმე ))) თუმცა ეს ყველას არ გამოგვდის, შენ გამოგივიდა და ბედნიერებას გისურვებ❤
    პ.ს გილოცავ :))))

    • მიხარია თუ ასე ფიქრობ :-* მე მინდა ყველა შეყვარებული იყოს, კაი რამეები მოხდება მერე და ბედნიერება იქნება ბევრი

  3. ბუნების შვილი

    მხოლოდ სიყვარულია მარადიული დედამიწაზე, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია, რა მაგარია ისე არა, საყვარელ ადამიანთან ერთად თივაზე რომ წამოწვები (სოფელში) და რომ უყურებთ მზის ჩასვლას. . . ან კიდევ ბუნებაში რომ გახვალთ ტყეში და ნელ-ნელა რომ ბინდდება, და მოკლედ ლამაზია ყველაფერი როცა ვინმე გიყვარს

  4. სიყვარული კარგია, მე ნებისმიერ ადგილას ვიცხოვრებ თუ საყვარელი ადამიანი მეყოლება, თუნდაც დაუსახლებელ ადგილას

  5. გვირილავ ამ სიმღერას შენ გიძღვნი, იმედია მოგეწონება :დ შენს ბლოგებს რომ ვკითხულობ, ვხვდები, შენნარი აზროვნების ადამიანი იშვიათია (დადებითი პიროვნება ხარ) ძალიან ცუდია რომ ცოტაა ასეთი ხალხი

  6. რა ბედნიერებაა❤ ^_^

  7. კიწი რა არის ბედნიერება? რაზე ამბობ ვერ გავიგე

  8. მამა გაბრიელი სწორს იძახდა: სიყვარული გადაარჩენს საქართველოსო

  9. ღიმილით წავიკითხე, რა კარგია, მიხარია როცა ადამიანები ასეთი ბედნიერები არიან❤

    P.S ცუდია ესე იშვიათად რო წერ ;(

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: