ორი

<3ბოლომდე ვარ მისით გაჟღენთილი, მთელ სხეულში ვგრძნობ მის არსებობას და ბედნიერებას, რომელსაც მისი ყოფნა მანიჭებს. მთელი სხეულით მიყვარს მისი ყველა უჯრედი, მისი სუნი, რომელსაც ყელზე კოცნისას ყველაზე მეტად ვგრძნობ…

ხანდახან იმდენი ემოცია მიგროვდება ხოლმე, უაზროდ ვიღიმი და თან ვტირი…

მაბედნიერებს… ორი წლის შემდეგაც საკმარისია მისი ერთი ჩახუტება, რომ კვლავ დამიბრუნდეს იმედი, ენერგია, ძალა, პოზიტივი, რომელიც რთულმა დღემ წამართვა. არ ვიცი როგორ ახერხებს ჩამეხუტოს ისე, რომ მთლიანად შთანმთქოს ამ ჩახუტებით, არავინ და არაფერი მოუშვას ჩემამდე, რისიც მეშინია და გარშემო ყველაფერმა აზრი დაკარგოს.

მიყვარს ჩუმად რომ ვუთვალთვალებ. ჭამს, მანქანას აკეთებს, მეცადინეობს, ლაპარაკობს – ვუყურებ და მიხარია რომ არსებობს, მიხარია რომ ჩემია…

დილა… ცხელი ტუჩები ლოყაზე … თვალებში მიყურებს, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ ისე… ლამაზია… ვუთხარი და დამცინა. არადა ლამაზია, დილით ყველაზე მეტად.

ოდესმე წასვლის წინ თუ არ ჩამეხუტება, ალბათ ვიფიქრებ რომ რაღაც შეიცვალა… მეხუტება… მერე ფანჯრიდან ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში, ვხედავ მხოლოდ ერთ მხარეს და ხელს, რომელიც ყოველ დღე ერთი და იგივე მოძრაობებს აკეთებს – რადიოს რთავს, ტელეფონს იღებს ჯიბიდან, მანქანის დამტენზე აერთებს და მერე იმ სკამზე დებს, სადაც მე ვზივარ ხოლმე. მანქანაც ხურდება და ზუსტად იგივე მოძრაობით გადის ეზოდან, როგორც ყოველ დღე… და მე ისევე ვარ ბედნიერი, როგორც ყოველ დღე…

ორი წელი… ორი წლის წინ პირველ თოვლთან ერთად სითბო… პირველი სითბო უეჭველად, ახლა დარწმუნებული ვარ… პირველი ხელის ჩაკიდება, პირველი ჩახუტება და პირველი კოცნა… საშინლად ცივი ზამთარი და საშინლად თბილი ჩემთვის…

იმ დღეს რომ თოვდა, ისე ლამაზად ალბათ არასდროს უთოვია თბილისში. გარეთ გამოსულს მოულოდნელი და დიდი ფიფქები დამხვდა… საშინლად მომინდა მისი ნახვა და საშინლად გამიხარდა მესიჯი. თითქმის ცარიელ ქუჩებზე, დაბალ, ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლზე ვიარეთ ალბათ რამდენიმე კილომეტრი, ფეხები საშინლად გამეყინა, მაგრამ ხელები მქონდა ისე თბილად, როგორც არასდროს… ალბათ ნახევარ საათზე მეტხანს ვიდექით ჩახუტებულები, ყინვაში და სითბოში ერთდროულად. მივხვდი, რომ წასვლა არ მინდოდა, რომ საშინლად მომწონს მისი თბილი ჩახუტება და სულ ფეხებზე მკიდია ის ავტონომია, რომელსაც ვებღაუჭებოდი…

გუშინ თბილისში ამ წლის პირველი თოვლი მოვიდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ჩვენც გავიზარდეთ და ჩვენი გრძნობაც, ურთიერთობაც… მაგრამ ყოველი ჩახუტებისას ისევ ისე ვგრძნობ მის გულისცემას, სუნთქვას და ისევ ისე ბედნიერი ვარ… არა, უფრო მეტადაც…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2013/12/04, in მე ვხედავ მზეს and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. ყელში კოცნა როგორ მიყვარს :დდ❤❤❤

  2. ra kargia rom bednieri xar ^_^

    • მინდა შენც იყო ასე და საერთოდ ყველა. წარმოიდგინე რა მაგარი იქნება ^_^

      • ჰო❤ ძალიან აკრგი იქნება, ბედნიერება რთულიცაა და თითქოს მარტივიც. შეიძლება ყველაფერი გქონდეს ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც ეძებდე და ვერ პოულობდე..შენ გაგიმართლა რომმ იპოვე. მეც ალბათ ვიპოვი..და ყველა ვინც ეძებს.

  3. მიხარია ბედნიერი რომ ხარ… სულ ესეთი ბედნიერი ყოფილიყავი…

  4. Xmertma yoveltvis bednierad gamyofot!!!

  5. გვირიკო, თქვენ ორნი!!!!!!!❤
    შენ ისეთი ლამაზი და კარგი ხარ, სხვანაირად კარგად არც შეიძლება იყო!!!!!!!!❤

  6. ძალიან რომანტიკოსი ხარ გვრილივა ჩემსავით :დ მეც მიყვარს რომანტიკა
    ისე რამდენი წლის ხარ?

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: