ფეხები კედელზე

დილით მისი კოცნა მაღვიძებს… როგორც ყოველთვის, ჯერ ფრთხილად მკოცნის ლოყაზე და მერე მთელ სახეს მიკოცნის…

მე ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე მოვხვევ ხელებს და გულთან მივიხუტებ… ისე მიყურებს ხოლმე, თვალებში რომ ჩანს რას გრძნობს… მერე თბილად მიღიმის და მეუბნება რომ ყველაზე ლამაზი ვარ. მე კი ვიცი რომ ასე არაა, მარა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ ასე ფიქრობს და მე მისი ყველაზე ლამაზი ვარ… მიხარია და კიდევ უფრო მაგრად ვეხუტები…

ხოდა, ახლა ისევ ასე მინდა… მინდა სადმე ვიყოთ, სულ ერთია ფანჯარაში ზღვის ხედს დავინახავ თუ მთის, თუნდაც ისევ თბილისის იყოს, ოღონდ ისევ ასე… იმდენად ბევრია 10 დღე ჩახუტების გარეშე…

ისევ კოცნით მაღვიძებს ყოველ დილით, ოღონდ ვირტუალურად. მინდა ჩვენ ორნი, სადმე ყველასგან შორს და ისევ ისე…

ფეხებს კედელზე ავაწყობდი და ათას სისულელეზე ველაპარაკებოდი… მერე თავისი ხელით მაჭმევდა თავისსავე მომზადებულ გემრიელობას… საღამოს მივეხუტებოდი და რამე ფილმს ვუყურებდით ერთად, დროდადრო უფრო მაგრად მიმიხუტებდა და თბილად მაკოცებდა… მერე სადმე გავისერნებდით, თბილად ჩამკიდება ხელს და ალბათ სულ აღარ ვილაპარაკებდით ეკონომიურ გაათებაზე🙂 ხელში ამიტაცებდა და მე ისევ ვიკივლებდი, ის ისევ იფიქრებდა რომ მგონია დავუვარდები და მაგიტომ მეშინია და გაიბუტებოდა. მე კისერზე, ყურთან ახლოს ვაკოცები, მერე სახეს დავუკოცნიდი და ვეტყოდი როგორ ძალიან მიყვარს… მერე ისევ ამიტაცებდა ხელში და მასწავლიდა როგორ უნდა დავიჭირო თავი ისე, რომ ნაკლებად მქონდეს ვარდნის შიში🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2013/08/05, in მე ვხედავ მზეს, ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. აუ❤ აი მე კიდე 1 თვეა ვძლებ და კიდევ 1 უნდა გავძლო ჩახუტების გარეშე…

  2. rogor mesmis sheni, ubralod ragac uceb shewyda txroba..

    • ხო, შეიძლება მართალი ხარ. მაგრამ მე არაფრის თხრობას არც ვაპირები, უბრალოდ უცებ დავწერე ის, რასაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი. თუმცა არის რაღაცები, რაც დასაწერად უბრალოდ არ მემეტება, მხოლოდ ჩემი და მისია…🙂

      • ხო, აი ჩემი და მისი მაკლდა ზუსტად..

        • ვიცი🙂 მაგრამ ეს უბრალო ნაჯღაბნია, უცებ რომ მომინდა დაწერა ისეთი. ოდესმე თუ მექნება პრეტენზია ან ამბიცია რომ ჩემი ნაწერით სხვამაც მიიღოს სიამოვება, უფრო ღიად დავწერ რაღაცებს ალბათ. ახლა უბრალოდ ვწერ იმიტომ, რომ მისწორდება.

          პ.ს. დამავიწყდა მეთქვა რომ გამიხარდა შენი კომენტარი, მართლა…

  3. გვირილიკო!❤
    როგორც ყოველთვის სითბოს, სიყვარულს და დიდ ბედნიერებას ასხივებ… გამაჟრიალა!❤
    გკოცნი. :*

    • მაცო დაბრუნდა ^^ გამიხარდა შენი კომენტარი და მომენატრე. მომწერე როცა გეცლება, მომოყევი რაღაცები🙂

  4. ჯერ ჰაი, მერე კიდე ახლა ისე ვარ რო ცოტაც და ავტირდები, ჩემი თავი გამახსენდა, თან იმიტომ რომ უკვე 20 დღეა არ ჩავხუტებივარ… ცოტაც და მოვკვდები

  5. მმმმმმმმმ❤
    დამბურძლა❤

  6. რა მაგარია ^_^ კარგია

    • შენი კომენტარის მერე პოსტი გადავიკითხე და მიხარია რომ ისევ ასე ვარ. მგონი დღეს დავწერ რაღაცას ^_^ ხო,გამიხარდა შენი ნახვა ამ ბლოგზე ამდენი ხნის შემდეგ ♥

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: