17

Imageშეყვარებული ვარ. 17 წლის შეყვარებული გოგო ვარ, 24 წლის ასაკში. ყურადღება მინდა, სიყვარული და სითბო. პრინციპში, არც ერთი არ მაკლია. მარა როგორც 17 წლის შეყვარებული გოგო, მეც ყველაფერზე ვბუზღუნებ და ვწუწუნებ, ვიბუტები და მერე ჩახუტება მინდა საშინლად.

შენი აზრით, რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეს ერთი და იგივე ადამიანი თავიდან? ოღონდ ისე, რომ შუალედში გა-დაყვარება საერთოდ არ იყოს… აი ასე, სულ გიყვარდებოდეს და გიყვარდებოდეს… გუშინ შემიყვარდა, იმის წინაც შემიყვარდა და დღესაც… მიყვარს ყველანაირი, მზრუნველიც და ზრუნვა რომ სჭირდება ისეთიც…

ხანდახან მინდა ამიტაცოს და მარბენინოს გიჟივით, მარა სიმაღლის მეშინია და მერე მთელ თბილისს ესმის ჩემი კივილი :))

შენ არ იცი რა გემრიელად მეხუტება  ხოლმე, ვერც წარმოიდგენ… სხვა დანარჩენზე დასაწერად ემოცია არ მყოფნის…

ისე, რატომ ითვლება რომ გულია სიყვარულის ორგანო? ადრე მქონია გულის აჩქარების მომენტები კონკრეტულად ადამიანებზე. ახლა მთელი არსებით მიყვარს, არ ვიცი როგორ ვთქვა… მთელი სხეული გრძნობს სიყვარულს, რაღაცნაირად…

ადრე მეგონა მე რომ მინდა ისეთი სიყვარული არ არსებობდა… როგორი სიყვარული მინდა მე? შეუზღუდავი, თავისუფალი, ნაკლებად კონფლიქტიანი, მზრუნველი, ყურადღებიანი… მოკლედ, დიდი და მოსაწყენი საკითხია :)) ხოდა, საქმე იმაშია, რომ ახლა ისეთი სიყვარული მაქვს, როგორიც მინდოდა… რა სისულელეა არა? როგორ შეიძლება სიყვარული იყოს ისეთი ან ასეთი? არადა შეიძლება, მართლა… ხოდა, ხანდახან ისევ გამკრავს ხოლმე ის ფიქრი, რომ “ისეთი” სიყვარული მართლა არ არსებობს. მერე ვიბუტები ისევ. მგონი იმიტომ ვიბუტები, რომ შერიგების პროცესმა დამარწმუნოს ჩემი ბოლო ფიქრის არამართებულობაში :))

ახლა გაბუტული არ ვარ, შესაბამისად, არც შერიგება მინდა. არც დარწმუნება იმაში, რომ ეს ისეთი სიყვარულია, მე რომ მინდა. ჩავალ, მოვეხვევი კისერზე და მთელ სახეს დავუკოცნი… მერე დამარწმუნოს ვინმემ რომ ეს ისეთი სიყვარული არაა, მე რომ მინდა!Image

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2013/07/04, in მე ვხედავ მზეს, ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 24 Comments.

  1. სიტყვები ვერ გადმოსცემს ისე მიხარია, რომ ასე ხარ:)
    აი, წავიკითხე და გაშტერებული ღიმილით ვუყურებ ეკრანს😀
    ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მინდა, რომ ორივე სუუულ ასეთი ბედნიერები იყოთ:*

  2. რა თბილი პოსტი იყო გვირილ :* შენ რომ შეგეფერება❤ ბედნიერები იყავით მუდამ ..

  3. რა კარგები ხართ❤ როგორ მახარებს ხოლმე შენი ამბები.

  4. ra kargi xar gogoniiiiiiiiiiiiiiiii

  5. საყვარლობა იყო ძაან გვირილუკავ

  6. როგორ მგავხარ🙂
    ვგიჟდები გაბუტვის შემდეგ შერიგებაზე :დ

  7. აე, რა მაგარია🙂 სულ გახარებული მენახე😉

  8. როგორ მომენტარე შენ და შენი თბილი პოსტები❤

  9. ^_^ მეც მომენატრე და შევიკრიბოთ რა…

  10. “ისე, რატომ ითვლება რომ გულია სიყვარულის ორგანო? ადრე მქონია გულის აჩქარების მომენტები კონკრეტულად ადამიანებზე. ახლა მთელი არსებით მიყვარს, არ ვიცი როგორ ვთქვა… მთელი სხეული გრძნობს სიყვარულს, რაღაცნაირად…”
    :))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: