გა-დაღლა…

დავიღალე… უბრალოდ კი არა, ძალიან დავიღალე…

ვხვდები, რომ თანდათან ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, რომ ნამდვილი ხატია ცოტაღა დარჩა ჩემში და საკუთარი თავის ნარჩენებიღა ვარ…

მთელი დღე სამსახურში და ერთი პოზიტიური ფიქრი – საღამოს ისევ ვნახავ, ისევ ისე თბილად ჩამეხუტება და ყველაფერი გამივლის.

არაფერი მინდა მასთან ყოფნის გარდა. მინდა ერთად გადავიკარგოთ სადმე ცოტა ხნით, მარტო ჩვენ.

კარგად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მასთან ვარ…

არ მინდა მინისტრობის კანდიდატები მესიზმრებოდეს. გემრიელი, ჩემებური ძილი მინდა, თუნდაც ძველებურად უსიზმრო…

ჩვენი შაბათი და კვირა მინდა…

სეირნობა მინდა საღამოს…

მინდა ამ სეირნობის ძალა მქონდეს და სამსახურის მერე უსულო საგანივით არ ვეგდო მანქანაში…

მინდა არ ვწუწუნებდე და არ ვბუზღუნებდე…

მინდა სამსახურში ისევ არ უკვირდეთ ჩემი ღიმილი, განსაკუთრებულ შემთხვევად არ თვლიდნენ. მინდა ისევ ისე ვიყო ღიმილის განწყობაზე, როგორც ადრე…

ბათუმი მინდა და სახლი, მაგრამ იქ მარტო ვიქნები, მის გარეშე და ვერ გავძლებ, ვერ შევძლებ…

სადმე ტყეში, მიკარგულში მინდა წასვლა მასთან ერთად…

ტყეში მასთან ერთად…

მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ…

მინდა ჩემს ხელში მის თბილ ხელს ვგრძნობდე, გული რომ მითბება ისე…

მარტო ჩვენ, ცოტა ხნით მაინც შორს ყველაფრისგან…

მინდა ორივემ დავისვენოთ და ადამიანების სახე დავიბრუნოთ.

მინდა მის ღიმილიან სახეს ვხედავდე და მეც არ მშორდებოდეს სახიდან ღიმილი, ღიმილი მისთვის…

ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა… ვიცი, რომ მასთან ერთად სულ კარგად ვიქნები…

უბრალოდ რესტარტი მჭირდება ყველაფრისგან… ყველაფრისგან მის გარდა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/10/24, in бывает и так... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. “უბრალოდ რესტარტი მჭირდება ყველაფრისგან… ყველაფრისგან მის გარდა…”- როგორი თბილი სიტყვებია:):)

  2. “არ მინდა მინისტრობის კანდიდატები მესიზმრებოდეს” – ამან ამახარხარა🙂

    • იხარხარე შენ და როგორია ამირან გამყრელიძე სიზმარში? თან რომ ფიქრობ ახალი თქვა რამე და ღირს ნიუსის დაწერა თუ ისევ იგივეს იმეორებს😀

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

  4. რესტარტს გისურვებ მალე–ერთი და ძირითადი უცვლელი კომპონენტით ^_^

  5. რესტარტი, რეფრეში,,. რავი ყველაფერი მესაჭიროება ისეთი დაღლილი ვარ, ოღნდ ემოციისგან(აბა სწავლით მე არ ვიკლავ თავს და),ხო და მე რა შუაშ ვარ ახლა აქ და რა საყვარლები ხართ ორივე🙂 :*

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: