მცირე მონოლოგი

გახსოვს რამდენს ვსაუბრობდი აწმყოზე? იმაზე, რომ მთავარია აწმყო არ დაივიწყო და თუ თითოეული წამით იცხოვრებ, მომავალშიც შეძლებ გზის გაკვლევას…

იმაზე, რომ უნდა შეძლო ბედნიერი იყო ახლა და მხოლოდ მომავლის ბედნიერებით არ იცხოვრო…

იმაზე, რომ უნდა გადახედო შენს კრიტერიუმებს ბედნიერებისთვის, იქნებ შეიცვალა რამე და ახალი პუნქტებია ჩასამატებელი, რამდენიმე ძველი კი აღარაა საჭირო…

იმაზე, რომ იცოდე რა არის შენთვის ბედნიერება ამ კონკრეტულ მომენტში…

სრულყოფილება გიგრძვნია? მე კი… იცი როდის? როცა ერთად ვართ, როცა მის მკლავებში ვარ და სული მეხუთება ბედნიერებისგან…

ადრე მეშინოდა…

მეშინოდა გრძნობების…

მეშინოდა რომ მეტკინებოდა და უფრო მეტად იმის მეშინოდა რომ ვატკენდი…

მერე ბედნიერების მეშინოდა, მეგონა რომ არ არსებობს ასე კარგად ყოფნა, რომ ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება…

ერთ რამეს მივხვდი – ყველაფერი აუცილებელი, რაც მჭირდება, უკვე მაქვს.

სითბო მაქვს, ჯერ კიდევ ზამთრიდან მომყვება და გაყინულ ხელებს მითბობს…

გრძნობა მაქვს, რომელიც არ ვიცი საიდან, როდის, ან რატომ მოვიდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ადამიანი მყავს, ადამიანი რომელიც მაბედნიერებს…

ბედნიერი ვარ რომ ვიპოვე, რომ ზუსტად ის ვიპოვე და არა სხვა.

და მე ისევ იმ აზრზე ვარ – ჩემი სიყვარული არ იქნება მატერიალური.

მე მინდა ნულიდან დავიწყოთ და ჩვენი ხელით შევქმნათ ყველაფერი, ერთად…

მე არ ვგეგმავ მომავალს, არ ვიცი რა იქნება ხვალ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ჩემს მომავალში არსებობდეს, აუცილებლად…

მინდა ყოველი დღე მისი კოცნით იწყებოდეს და მთავრდებოდეს…

მინდა შემეძლოს მასზე ვიზრუნო, მინდა ჩემთან კარგად იყოს.

ხანდახან პატარა ბავშვივით მომეხუტება ხოლმე და მე მგონია რომ შემიძლია დავიცვა, გავაძლიერო…

და ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? მეც ასევე შემიძლია მივეხუტო, თავი პატარა ბავშვი მეგონოს, ვიბუზღუნო და ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნება…

მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ ძალიან მომწონს დღეს…

და ხვალ სრული სიცარიელეც რომ იყოს, ერთი რამ ნამდვილად ვიცი – დღეს იმდენად ლამაზია ყველაფერი, ეს ამად ღირს.

ვიცი რომ არ დავფრინავ ღრუბლებში და ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა მეჩვენება ლამაზად და მერე შეიძლება სხვაგვარად იყოს. არანაირად…

ისიც ვიცი, რომ დატვირთული დღის შემდეგ ფაქტიურად ერთადერთი პოზიტივი მაქვს და ეს პოზიტივი იმხელაა, ყველა ნეგატივს ამარცხებს.

კიდევ ის ვიცი, რომ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.

და მინდა შენც იყო ასე… ხო, შენ, რატომღაც რომ შემოდიხარ ჩემს ბლოგზე, ამ ნაბჟუტურებს კითხულობ, გესმის ან არ გესმის ჩემი… ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ მინდა შენც ასე იყო, ასე გიყვარდეს და ასე უყვარდე, იმიტომ რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მართლა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/10/14, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. რა კარგია. მე მესმის შენი და ისიც ვიცი რომ უზომოდ ბედნიერი ხარ. სულ ასე ყოფილიყავი, ამაზე უკეთესი არაფერია ცხოვრებაში..

  2. საინტერესო დროს ვცხოვრობ? არ ვიცი, რთულია ამის განსაზღვრა, შესაბამისად არც ის ვიცი მავანმა დამწყევლა თუ არა ძველი ჩინური წყევლით, თუმცა ამ უკანასკნელის ნაკლებობას თითქოს არ განვიცდი. არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც მოცლილი დადგა და მთელი რიგი რიტუალები ჩაატარა ჩემი ცხოვრების მოსაწამლად, იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავს წყევლას თვითონ ვუგონებ, უფრო კონკრეტულად კი განაჩენი გამომაქვს და შემდეგ ამას “წყევლის” სახელით მოვიხსენიებ. რატომ ვაკეთებ ამას? არ ვიცი, რა საჭიროა ადამიანს ყველა ქცევასა თუ ჩვევაზე გქონდეს არგუმენტი, ეს უბრალოდ გახასიათებს და მორჩა, საკუთარ თავში ხელების ფათური უმეტესად არც თუ ისე სასარგებლოა.

    • საინტერესო კომენტარია…
      ხშირად შემომიარე ხოლმე, შეგიძლია დაწერო რაც გინდა. თუ გინდა გადმომიგზავნე და პოსტად გამოვაქვეყნებ.

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    გვირილ❤ შენი პოსტები❤ ისე მგონია,ჩემთვის იწერება .. (( როგორ მიხარიხარ შენი სიყვარულიანად❤

  4. ისიც ვიცი, რომ დატვირთული დღის შემდეგ ფაქტიურად ერთადერთი პოზიტივი მაქვს და ეს პოზიტივი იმხელაა, ყველა ნეგატივს ამარცხებს.

  5. შენი ბედნიერებაა და სიყვარული მახარებს და მომწონს ასე შორიდან, გულეებით🙂 და საერთოდ ძალიან მიყვარს სიყვარული, აი თვითონ გრძნობა,რომ ვუყურებ სხვებში…შორიდან🙂

  6. რა კარგი ხარ!❤
    მომენატრა შენი ბლოგი!❤
    ჩემს ბლოგსაც მოენატრე❤
    გამომიარე რა :*

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: