ზღაპარი…

…გავჩერდი, ჩაკიდებული ხელი გავუშვი, მისკენ მივტრიალდი, ცერებზე დავდექი და კისერზე ვაკოცე… ვაკოცე ბევრჯერ, ისე, თითქოს ის წყალი იყო და მე მოწყურებული მგზავრი…

ძალიან მომენატრა, სულის შეხუთვამდე…

მივეწებე და ვეღარ მოვშორდი, ეს უბრალოდ აღემატებოდა ჩემს ძალებს…

მერე იყო ზღაპარი, მთელი სამი დღე…

მეოთხე დღეს არ მჯეროდა რომ ზღაპარი დროებით შეწყდა… არც შემწყდარა, ვირტუალურად გაგრძელდა უბრალოდ…

ორი დღე დაგროვილი ემოციით ვუმკლავდებოდი მონატრებას, მესამე დღეს ისევ ისე შემეკუმშა გული…

მერე არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ასე… ერთხელაც მივტრიალდი და ჩემს უკან იდგა, რეალური… წარმოგიდგენია?

ისე მაგრად მოვეხვიე, შემეშინდა არ დამეხრჩო…

ისევ ზღაპარი… ყველაზე ლამაზი დღე, ყველაზე დიდი სითბო…

ვსხედვართ ზღვასთან და მზესთან სულ ახლოს… მე ვირუჯები, ის მეხუტება და მიკვირს რატომ არ მაწუხებს ზაფხულის სიცხე… ძალიან რომ გცივა და ჩახუტება გათბობს ისე ვარ…

საღამოა და ისევ ზღვასთან ვართ… ისევ გულში მიკრავს და მე პატარა ბავშვი მგონია თავი, რომელსაც უვლიან და ცდილობენ სითბო არ მოაკლონ…

ტირილი მინდა… ამჯერად ბედნიერებისგან…

მიყვარს… ისე მიყვარს რომ… რომ ვერ ვამბობ, არ ვიცი როგორ ვთქვა…

მიხარია რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში…

მე არ ვიცი რა არის სიყვარული… მე ვიცი როგორია ჩემი სიყვარული…

მე არ ვიცი რა არის ბედნიერება… მე ვიცი როგორია ჩემი ბედნიერება და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერება მის გარეშე არ არსებობს…

მაბედნიერებს და ვიცი, ყველანაირად ვეცდები მეც რომ გავაბედნიერო…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/09/02, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 19 Comments.

  1. ბედნიერება სუბიექტურია და წამიერი, ალბათ უნდა მოებღაუჭო ამ წამებს და დატკბე.

  2. დაე არასოდეს დასრულდეს თქვენი ზღაპარი:):)

  3. უზომოდ ლამაზია ესყველაფერი!🙂

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    პარამპარამპარააამ ^^ ჰჰჰჰჰჰა❤ მეც მიყვარს გვირილ,შენ რომ გაბედნიერებს ის.იმიტომ რომ შენ ხარ ასე გაცისკროვნებული❤

  5. იცი, რა კარგია, როცა ასეთ ბედნიერს ხედავ ადამიანს? ხედავ რა, გრძნობ…
    მერე ყოველ ჯერზე ფეხაკრეფით შედიხარ მის სამფლობელოში, და ნატრობ – კიდევ უფრო მეტი ბედნიერება და სიხარული დაგხვდეს . მერე, გახარებული შვებით, რომ ამოისუნთქავ, გვირილებიან მინდორზე გაწვები და (შენი) სხივებით გათბები…სიყვარულით გაჯერებული სხივებით.
    თვალებს დახუჭავ და ზღაპარში შეხვალ…( შენს ,,ზღაპარში”… )
    ეს სითბო, რომ ყველა ყინულს დაადნობს და ბავშვობის სიმსუბუქეს მოგიტანს…
    რომ გიხარია გვირილას არსებობა…
    რომ გინდა ეს უცნობი, მაგრამ ძალიან ახლობელი ყვავილი ძალიან დიდხანს იყოს, ძალიან ბედნიერი…
    იცი, რა კარგია?!

    • აი, ახლა რა გიპასუხო? ვერაფერი მოვიფიქრე…
      ძალიან დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის მარი…

  6. შენ გმადლობ ძვირფასო. შენგან მიღებულს გიბრუნებ… და ცოტას ჩემთვისაც ვიტოვებ.

  7. უჰ.. რა სიგემრიელეა, ღმერთო ჩემო!❤

  8. ჰმმმ ♥
    გამთბა ♥

  9. აუ მაგარი რამეა. ძააან მომეწონა…..

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: