კარგად…

კარგად ვარ მეთქი…

ასე მოკლედო?

ხო, ამ ყველაფერს კარგად ყოფნა ჰქვია თქო…

ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ მეთქვა დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის ჩემი ამბები.

ხოდა კარგად ვარ…

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა არ გჯერა ასე კარგად თუ ხარ…

და მაინც, მე კარგად ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ისე მენატრება, ვერ გადმოვცემ; მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად ცხელ თბილისში ყოფნა მინდა; მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოფნის ყოველი დღე უფრო და უფრო რთულდება…

კარგად ვარ…

გახსოვს? ადრე ვამბობდი სადმე რომ მიდიხარ რაღაცას ტოვებ ან რაღაც მიგაქვს თქო… ადრე ბათუმში ვტოვებდი ყველაფერს და თბილისიდან ამ ყველაფრისთვის მოვდოდი. თბილისში არაფერს ვტოვებდი, ყველაფერი ბათუმში მომყვებოდა…

ახლა დავტოვე… ყველაფერი…

ის სამი დღე… შენ არ იცი როგორი სამი დღე მქონდა… ყველაზე ლამაზი მთელს მსოფლიოში… ზაფხული ყველაზე ლამაზი სამი დღე… მთელი დღე ერთად, წყალში და ხმელეთზე…

სითბო… იმდენი სითბო რომ გეშინია გული არ გასკდეს…

შენ იცი რა ბედნიერებაა როცა ის, ვინც გიყვარს, სიგიჟემდე შეყვარებული თვალებით გიყურებს?

როცა უბრალოდ ვერ ახერხებ ხმის ამოღებას და უყურებ, რეალურს…

ისე მენატრება, ისე რომ…

მაგრამ იცი რა? კარგად ვარ…

კარგად ვარ… იმიტომ რომ შემიძლია ასე მიყვარდეს; იმიტომ რომ შემიძლია ასე მენატრებოდეს; იმიტომ რომ მყავს ადამიანი, ვინც მეიმედება; იმიტომ რომ მხოლოდ ეს ურთიერთობაც მაბედნიერებს; იმიტომ რომ მასთან რაღაცნაირად ვარ, სრულყოფილად და მის გარეშე კი თითქოს სხეულის ნაწილი მაკლია…

და იცი კიდევ რატომ ვარ კარგად? იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ისევ ვიგრძნობ მის თბილ ჩახუტებას და ბედნიერებისგან ვიტირებ… და არასდროს, არასდროს წავალ ამდენი ხნით…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/08/25, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 36 Comments.

  1. ვაიმე დამეწვა გულიი😦 კარგიაა რომ კარგადდ ხარრ🙂 ეცადე დიდხანს იყო….

  2. ნაცნობი ემოციაა!! სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი!! სულ ასე კარგად!!🙂

  3. ცრემლი მომადგა,სრული სერიოზულობით ვამბობ.
    ძალიან მიყვარს შენი პოსტები გვირილ ,თბილი,დადებითი და რავიცი..
    კარგია სიყვარული :*

    • მიხარია თუ ჩემს ნაჯღაბნს ემოციის გამოწვევა შეუძლია🙂
      მადლობა ნენსი. შენც ლამაზ სიყვარულს გისურვებ :*

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ჩემი გულისთვის მავნებელი ხარ :* არც კი იცი როგორ ამევსო გული შენი სითბოთი და როგორ ფეთქავს,მეშინია არ გაჩერდეს.. ))) როგორ მიხარია კარგად რომ ხარ ^^

  5. დაიმსახურე კარგად ყოფნა ♥ და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ბედნიერება და სიხარული გაქვს თვალებში ♥

  6. რა პოზიტიური პოსტია❤ მომენატრა აქაურობა

  7. სულ სულ სულ ასე კარგად ყოფილიყავი გვირილავ❤

    • მადლობა ჭიამაია :*
      შენც ასეთ და კიდევ უფრო მეტად კარგად ყოფნას გისურვებ.

  8. როგორ ძალიან მიყვარს შენი პოსტები<3

  9. ამ დილით ,,მზიანი ღამე” გადავიკითხე. როცა მიჭირს ყოველთვის ბატონ ნოდართან მივდივარ… დამამშვიდა. მერე შენთან შემოვედი და რა საოცარია…. შენთანაც საოცარი, თბილი, ,,სხვებისთვისაც” გამეტებული და განაწილებული სიხარული დამხვდა. მადლობა ძვირფასო ყველაფრისათვის.

    • მადლობა შენ ასეთი კომენტარისთვის. შენი ყველა კომანტარის მერე ცოტათი მჯერა კიდეც რომ მართლა შემიძლია მკითხველი “გავათბო”.
      დუმბაძე ჩემი საყვარელი მწერალია და “მზიანი ღამე” ერთ-ერთი უსაყვარლესი მისი ნაწარმოები. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე არ მიყვარს🙂

  10. გვირილიკო, როგორ გამიხარდი!
    შენი თითოეული პოსტი მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს რომ ბედნიერებას ასხივებ, ისინი განსაკუთრებით❤
    სულ-სულ ყოველთვის ასე ყურებამდე გაღიმებული ყოფილიყავი (შიგნით, გულში)❤

    • მადლობა მარიამ, მიხარია თუ ასე გახარებს ჩემი სითბოები ^^
      ამაზე დიდ ბედნიერებას და ღიმილებს გისურვებ :*

  11. ramdenime dgeshiooo?!😕 rame icodi?😀😛

  12. დედუუ, შეხედე შეყვარებულ გვირილიკო დეიდას ^.^🙂 :პ❤

  13. რა ნაცნობია.
    ტკივილნარევი ბედნიერება ყველაზე დიდი ემოციაა !!!♥♥

  14. <3<3<3<3<3<3<3<3<3<3
    <3<3<3<3<3<3<3<3<3<3
    <3<3<3<3<3<3<3<3<3<3
    <3<3<3<3<3<3<3<3<3<3

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: