მზიანი წვიმა

გამარჯობა გვირილა!

მე ხატია ვარ და მე დავბრუნდი, მგონი…

იცი? მომენატრე.

ცუდად ვიქცევი უყურადღებოდ რომ გტოვებ ხშირად, მაგარამ იცი რამდენი საქმე მაქვს? ხუთასი!😀

ამბობენ კარგად როცა ხარ წერა არ გამოდისო, ცუდად ყოფნაა აუცილებელიო…

არადა, იცი რამდენი რამ დამიგროვდა და იცი რა კარგად ვარ?

ხოდა ახლა მოგიყვები😉

ა, მოიცა, ჯერ ეს ჩართე და ისე🙂

ახლა მელოდიას აყევი და იღიღინე, მერე რა, რომ შეიძლება ტექსტი არ იცოდე…

. . .

იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?

მთელი დღე რაღაც რომ გაკლია და საღამოს ხვდები რომ ეს ჩახუტებაა. და ჩახუტება იცი როგორია? არ ვიცი როგორ გითხრა… უცებ ყველაფერი რომ გავიწყდება და გრძნობ რომ კარგად ხარ, ძალიან კარგად!

სადღაც თბილისის ზემოთ, მზიან წვიმაში ყოფილხარ? თბილი წვიმა რომ მოდის, მზე ანათებს და ჩახუტებული გადმოყურებ თბილისს… მე ვყოფილვარ…

გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…

გქონია ბედნიერების ჟრუანტელი? მე კი…

დაღლილი დღის შემდეგ გქონია იმის ძალა რომ რამდენიმე კილომეტრი გესეირნა? მე კი…

ისე მოგნატრებია რომ ლაპარაკი არ შეგძლებია? მე მომნატრებია…

გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…

გახსოვს, მეგონა რომ სიყვარული ის ნიჭია, რომელიც მე არ გამაჩნია. ვცდებოდი. დიახ, სიყვარული ნიჭია, მაგრამ ის ყველას აქვს, უბრალოდ ზოგს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ზოგს მცირე.

ამიტომ არ დაიჯერო რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, რომ გული გატკინეს და მერე ვეღარ შეიყვარებ. არა! უნდა გიყვარდეს. ვალდებული ხარ გიყვარდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყო, ცუდად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გაქვს. ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს, დამიჯერე.

მე ვხედავ მზეს! და მინდა შენც დაინახო… ხო, შენ, რაღაც უცნაური მიზეზით რომ შემოდიხარ აქ ყოველ დღე და მე უნამუსოდ გექცევი – არაფერს ვწერ ახალს.

ხოდა, მე დავბრუნდი, უფრო ხატია, ვიდრე გვირილა. თუმცა ორივე🙂

მინდა ერთად ვხედავდეთ მზეს…

მინდა ყველა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხედავდეს მზეს…

და მინდა ბედნიერებისგან ჟრუანტელი გივლიდეს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/06/08, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 41 Comments.

  1. გვირილა, არ იცი როგორ მიხარია, ბედნიერს რომ “გხედავ”❤
    მეც მომენატრე და იმედია ხშირად დაწერ❤

    • ვეცდები ხშირად ვწერო, მართლა :* მალე გამოცდები მორჩება და დროც მექნება ალბათ ამისთვის.

      მინდა შენც ბედნიერი იყო, იმაზე მეტად, ვიდრე მე ვარ :*

  2. აუუუუ გვირილლ ^^ მიყვარხარ! :*

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ,,იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

    იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…” ვიცი ვიციიი!!!!! და მიხარიაა!!!

    ,,გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…” მეეც ))))

    ,,გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…” ასევეე❤

    ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად მივლის ჟრუანტელი :* <3როგორ მომენატრეე :*❤

  4. ❤ კაი გოგო ხარ. პესიმისტობა საქს

  5. უჰ, რა კარგი ხარ, ხატია: ) ვოცნებობდი, ნეტა პოსტი არ დამთავრდეს-მეთქი, მაგრამ სადაა?🙂

    • ახლა რომანის დაწერას ნუ მომთხოვ😀 ისედაც სამსახურიდან ვწერდი ამ პოსტს და გადავრჩი რომ რედაქტორმა ვერ დამინახა😀

  6. ეს უზარმაზარი მზე რომ გაქვს პოსტის დასაწყისში მასივე თვალები გამინათა🙂 ცოტა სევდიან სიმღერას ვუსმენ ეხლა და მაშნვე გამომაცოცხლა. იშვიათად მინახავს ასეთი დადებითი ადამიანი როგორიც შენ ხარ. აი ამ მზესავით ხარ❤ უდიდეს ბედნიერებას გისურვებ გვირილავ!

    • აუ, ჭიამაია, იმდენი ხანია არ ვყოფილვარ ამ სამყაროში, რომ შენ უკვე ჯეინი ხარ🙂

      პოსტს რაც შეეხება და შენ თბილ სიტყვებს, რაღა ვთქვა აბა🙂 უბრალოდ, იმას დავამატებ, რომ მინდა შენც გქონდეს უდიდესი ბედნიერება, სევდიან სიმღერებს აღარ უსმენდე და მზეს ყოველთვის ხედავდე :*

  7. უუუჰ❤
    რაღაცნაირად დამთბა და კარგ ხასიათზე დავდექი❤
    ძალიან დადებითი ადამიანი ხარ და დიდი მადლობა იმისთვის ,რომ შენს სიხარულს,სიყვარულს და ბედნიერებას შენი ბლოგის მკითხველებსაც გვიზიარებ❤
    ძალიან კარგი ხარ❤
    შემომიარე მეც,იმედია მეც ისეთივე კარგი განწყობით გამოგიშვებ ჩემი ბლოგიდან ,როგორც შენ მიშვებს სულ ყოველთვის❤

    • სიამოვნებით შემოგივლი, დროის დეფიციტი მაქვს და მაგიტომ ვეღარ ვკითხულობ ახალ პოსტებს და ვერც ვწერ ხშირად. ზაფხულის იმედი მაქვს🙂

      თბილი სიტყვებისთვის დიდი მადლობა :*

  8. მე დამავიწყდა როგორ უნდა იყო ბედნიერი, და ზოგადად მაღიზიანებს კიდეც სხვისი ემოციების დანახვა, მაგრამ დღეს რაღაც ძაან საყვარლად წერ :)) აღტკინებული პოსტია :DD

    P.S. ვფიქრობ, ერთადერთი გზა სინამდვილისკენ ნაღვლიანობაა.

    მარტოობაში ამომხდება სული :yes:

    • პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები იმაზე მეტს ვითხოვთ ბედნიერებისთვის, ვიდრე ზოგადად საჭიროა. და ამ დროს ბედნიერება შეიძლება ისე გაგვიძვრეს ხელიდან, ვერც შევამჩნიოთ რომ ბედნიერები ვართ. დაფიქრდი აბა, რა იშვიათადაა შემთხვევა, როცა გრძნობ რომ ბედნიერი ხარ. არადა, იგივე მომენტი როცა წარსული გახდება, შეიძლება მიხვდე რომ იმ დროს ბედნიერი იყავი.

      რთულია, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ აწმყოშიც ვიპოვო ბედნიერება. და თუნდაც არც ერთი მიზეზი არ მქონდეს ამისთვის, უნდა ვიპოვო. იმიტომ რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი, ცოტათი მაინც.

      არ დაგეთანხმები იმაში, რომ ერთადერთი გზა სინამადვილისკენ დაღვლიანობაა. სწორედ რომ სიხარული შეიძლება იყოს გზა სინამდვილისკენ, იმიტომ რომ ემოცია ისეთია, სიყალბის ცოტა შანსია.

      რაც შეეხება მარტოობას, ოდესღაც მეც მასე ვფიქრობდი🙂 ხოდა, მინდა შენც მალე შეგეცვალოს ეს შეხედულება და თქვა, რომ ოდესღაც ფიქრობდი ასე :*

      ხოდა, მიხარია რომ მოხვედი და გამაჩერე ახლა, თორემ დავწერე მეორე პოსტი კომენტარად😀

      • ნწ, ამდენი ხანია იმას ვებრძვი, რომ ადამიენებს ასეთი ცოტა გყოფნით ბედნიერებისთვის და თავად გავხდე?

        არა, მაგაში ვერ დაგეთანხმები, არამგონია ემოციური ადამიანი ობიექტურად აფასებდეს სინამდვილეს ^^

        • არა კაცო, მე იმას კი არ ვამბობ რომ ცოტა ვიკმაროთ და გავჩერდეთ🙂 უბრალოდ, იმ დიდ ბედნიერებამდე სანამ მივალთ, მცირე ბედნიერებებიც უნდა გვქონდეს, ესაა და ეს🙂 თუმცა, ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს გზას და შესაბამისად, ამ საკითხში ვერ შეგეკამათები🙂

          რაც შეეხება ემოციურ ადამიანს, მე არ ვამბობ რომ ემოციური ადამიანი უფრო ობიექტურად აფასებს სინამდვილეს. უბრალოდ, ემოციები უფრო ნამდვილია და სანდო.

  9. იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

    იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?
    ჰო, ჰო ვიცი და ბედნიერი ვარ… ამის გამო და კიდევ იმის გამო რომ ასეთი კარგი პოსტი წავიკითხე ახლა😀

  10. მიყვარს.. მიყვარს.. და კიდევ მიყვარს… მართლა არ ვიცი რა თვისების გამოო.. უბრალოდ ვიცი რომ ჩემია და ულამაზეს წუთებს მჩუქნის… : )))))))))

    გვირილა თუ ახლა უფრო ხატია:), მიხარია შენი ბედნიერება და ამ სიყვარულის ხათრისთვის და შენი კარგად ყოფნისთვის ბლოგის მიტოვება გეპატიება.. : ) უბრალოდ გაგვაგებინე ხოლმე რომ კარგად ხარ და ბედნიერი ხარ..:* : )

  11. აუცილებლად გვანცი :*
    მიხარია შენი სითბო რომ გამიზიარე ^^

  12. gmertma sul aseti bednieri gamyofos:):):):*:*

  13. რა თბილი ხარ..:)შენი ბლოგიც თბილია…თბილი და საყვარელი:)*

  14. გულები
    ბევრი გულები
    აი, კიდევ უფრო ბევრი გულები❤

  15. ასეთი ლამაზი პოსტი ჯერ არ წამიკითხავს.. აი, გამაჟრჟოლა!
    ვაიმე, გვირილიკო, რა მაგარიააააა!❤

  16. როგორ მინდა ყოველთვის ბედნიერს ,,გხედავდე”. ძალიან საყვარელი ხარ და ახლობელი მიუხედავად სიშორისა

    • ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი სითბო მოდის შენგან ^^
      მინდა შენც ბედნიერი იყო, ყოველ წამს და წუთს გრძნობდე ბედნიერებას.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: