ხმები

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ…

საათის ისრის მოძრაობის ბანალური გახმოვანება.

უჩვეულო სიჩუმეა, მხოლოდ საათისა და კლავიატურის ხმა.

ხმები…

. . .

ეს არის ჩვენი გამარჯვება…

დილით მაიასთან, მერე ჯვრის მონასტერს მიმიხედე…

დამელოდეთ, დამელოდეთ, ნუ იქნებით სააკაშვილის ჟურნალისტები…

თქვენ მეტად ნიჭიერი ბრძანდებით…

წარმოადგინეთ ბილეთები…

შემდეგი გაჩერება – დელისი…

სააანაქებო სუფრა და პურმაააარილი, გემრიელი შეხვედრების ააააადგილი…

გააჩერეეეთ…

გავარდი საგარეოში…

ხატი, კონტროლის პალატას მიმიხედეთ…

ითამაშე ევროპაბეთის ონლაინკაზინოში…

აბონენტი მიუწვდომელია…

უნიქარდი – თქვენი სურვილები ბარათი…

ამ საკითხზე დღეს კომენტარი არ იქნება…

საჭმელად გავდივარ, ვინმეს რამე წამოგიღოთ?

მასალას მოვრჩი, შეიძლება ლექციაზე წავიდე?

ოპერატორს დაურეკეთ!..

აბა, მობრძანდით თათბირზე…

თბილისის დროით 21:00 საათია და თქვენ უსმენთ რადიო…

. . .

(გა)დავიღალე…

ყოველდღიური უაზრო ხმები, ერთი და იგივე…

სამსახური, ლექცია, სახლი, მეცადინეობა, ძილი. ისევ სამსახური, ისევ ლექცია, ისევ მეცადინეობა, ისევ ძილი.

თავი ნაგავით და პოლიტიკით გაივსო, ან იქნებ ერთი და იგივეა…

როცა დაღლილი იღვიძებ, მთელი დღე დარბიხარ, წერ, კიდევ დარბიხარ, კიდევ წერ…

ძლივს ასწრებ მეცადინეობას, ძლივს გაკეთებული დავალებით ფლეშკაზე და ერთი საათის დაგვიანებით მიდიხარ ლექციაზე და ჯგუფელები და ლექტორი კიბეებზე გხვდებიან, უკვე ლექციიდან მომავალი…

როცა ინტერნეტი გეზიზღება…

როცა ფეხებს ვეღარ გრძნობ…

როცა კივილი გინდა…

როცა კვირა საღამოს მომდევნო კვირა დღეზე ოცნებობ…

და როცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაც გაძლიერებს, ყოველ დღეს გილამაზებს და გრძნობ რომ ბედნიერი ხარ…

ალბათ ესაა სიყვარული.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/05/02, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. ღიმილი დაგავიწყდა :*

  2. ისეთი მუხტი მოდის, უნებურად ყურებამდე რომ გაგაღიმებს :*
    მიყვარხარ(თ)🙂

    • არადა ისეთი დაღლილი ვიყავი და იმდენი ცუდი მუხტი გაოვუშვი…🙂
      ნუ, ბოლოს თუ არ ჩავთვლით🙂

      • ჰო ბოლო წინადადებით აანაზღაურე🙂
        მეც მასე ვარ ზუსტად, გადარბენაზე, გამოჭედილი მაქვს ტვინი და ყურები ….და კვირიდან კვირამდე კი არა, იცი რა პერიოდი მაქვს? ზაფხული რო არ დამდგარა, რო არ დაგისვენია მაგრამ მომდევნო ზაფხულზე რო ოცნებობ რა :))))

  3. გვირილა, რა კარგი პოსტი იყო, კარგია რომ იმედი გაქვს, ვიღაც გყავს, ვის გამოც ამ ყველაფერს იტან ^_^
    წარმატებები❤

  4. ჰო, ნამდვილად ეგ უნდა იყოს🙂🙂

  5. გვირილა შენ ჩემი გულის ორომტრიალი გადმოეცი ამ პოსტით :))) გუუუდ :*

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მართლაც რომ..

  7. მეღიმილებაა გვირილ რა ^.^🙂

  8. კიი ^^
    ეს არის სიყვარული❤❤
    ტკბილი გრძნობაა❤ არ დაკარგო❤ ძნელია შეგუება ^^^^^^^

  9. eh karga xania aq ar vyopilvar❤ momnatrebia aq shemosvla<3 saavaraudod shen arc ki ici vin var ,magram araushavs❤ inkognito mkitxveli shen chemtan albat arc yopilxar<3

    • ვყოფილვარ🙂 პირველად რომ დამიტოვე კომენტარი მაშინ გადმოვედი, თუმცა ჩემი საშინელი გრაფიკის გამო (რაზეც ვსაუბრობ კიდევ ამ პოსტში), მხოლოდ თვალის გადავლება მოვასწარი შენს პოსტებზე.
      მიხარია რომ კვლავ შემომიარე და მიხარია რომ ვიღაცას ენატრება აქ შემოსვლა. მინდა ისეთი გარემო დაგახვედრო ხოლმე, რომ ხშირად გინდოდეს აქ შემოსვლა :))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: