. . .

Image

ბლოგმა მითხრა მომხედეო. მე ვუთხარი კაი მეთქი…

ხოდა უნდა მივხედო.

ჯერ მოვუყვები რაღაცებს, ჩუმად…

ვეტყვი, რომ სულაც არ დამვიწყებია და მასთან ურთიერთობა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე. თავს გავიმართლებ იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ბოლო დროს და ვეღარ ვიცლი მისთვის.

მერე ვეტყვი, რომ კარგად ვარ, რომ მიყვარს… ბლოგი კი არა… კიარადა, ბლოგიც🙂

ვეტყვი რომ გულწრფელად წერა მომენატრა და მინდა დავწერო რამე.

იმასაც ვეტყვი, რომ ტყუილია, როცა ამბობენ მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს წერა, როცა ცუდადააო. მე კარგად ვარ და შემიძლია წერა, თუ ჯღაბნა, რაცაა მოკლედ… მერე რა, რომ ბოლო დროს ვერ ვიცლი, როცა მოვიცლი ავანაზღაურებ😉

გაზაფხულია, ფერადი… წავალ ახლა და უნივერსიტეტისკენ წავსეირნდები.

ხო, რაღაც უცნაური მიზეზით ამ ბლოგს რომ კითხულობს ის ხალხიც მომენატრა.

იცი რა? მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი. ხოდა აუცილებლად ვიქნები ბედნიერი, პატარა-პატარა და დიდი ბედნიერებებით. და მინდა ბეეევრი ადამიანი იყოს ასე.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/04/21, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 28 Comments.

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მნა მნა მნა❤ შენ ბლოგს მეც რომ მიყვარს ისიც უთხარი რა❤ ხოდა ბლოგის პატრონსაც გაუმეორე იგივე❤

  2. გვირილა, პატარა პოსტი იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის სითბოთი სავსე❤
    ახლა, როცა უკვე ვიცი როგორი ხარ და შენს ბლოგს ვკითხულობ, მივხვდი, რომ ჩემთვის დიდი არაფერი შეცვლილა იმით, რომ ვინაობა გაამჟღავნე, და მაშინ ტყუილად მეწყინა ცოტათი ^^
    იმედია, ცოტა უფრო ხშირად დაწერ ხოლმე : ))

    • რა საყვარელი ხარ :*
      მე მაინც არ გამკვირვებია შენი წყენა, მეც მასე ვიქნებოდი ალბათ შენს ადგილას🙂
      ვეცდები ხშირად ვწერო, მეც მინდა ეს…

  3. დადებითი გვირილური ემოცია ^^

  4. ბლოგი-ც არა? :)))))))))) გვირილასთან გაზაფხულის პეპლები მიფრინდნენ ვატყობ

    აქაურებს ძალიან მოენატრე🙂

  5. დიდება შენ გამოჩენას :დ

  6. ხატია, ვგიჟდები შენზე : )

  7. ხოდა გაიხარეე !!!😉

  8. ძალიან გამიხარდა საკუთარი ნაფიქრალი, რომ ვიპოვე ამ სიტყვებში. კარგი ხარ.🙂

  9. რა კარგი ხარ …
    იმ ხალხსაც მოენატრე,რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო კითხულობენ შენს ბლოგს😉

  10. თუ გინდა, რომ იყო ბედნიერი… უბრალოდ იყავი ) სხვა დანარჩენი ბედნიერებისაგან თავის აცილებაა და თვის გამართლებაა :))) ^_^

    მომენატრა შენი პოსტები🙂

    • გეთანხმები😉

      მეც მომენატრა წერა, საყვარელი ბლოგერების კომენტარები და რა თქმა უნდა შენი და კიდე რამდენიმე საყვარელი ბლოგი :*

  11. ძალიან მომეწონა შემი ბლოგი🙂

  12. მადლობა, მიხარია ^^ დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ დღეს მოხდება მგონი სასწაული😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: