მეც გილოცავ

ყველაფერი კარგი შემთხვევით ხდებაო, ისევე, როგორც ჩემი მოხვედრა შენს ბლოგზე: ) კარგა ხანი ვკითხულობდი ჩუმად შენს პოსტებს და კომენტარს ვერ ვტოვებდი, ვერ ვხდებოდი, როგორ გამომეხატა ის, რა გრძნობაც მეუფლებოდა ჩანაწერების კითხვისას – ძალიან ახლობელი, თითქოს ჩემს თავზე დაწერილი…
მერე გაუბედავად წერილიც მოგწერე, მახსოვს, როგორ გაგიხარდა…
ჩვენი პირველი საუბარიც მახსოვს ფბ-ს ჩათში, მაშინვე ვიგრძენი, გამიმართლა შენ რომ გაგიცანი. იმდენად გულწრფელად ვისაუბრეთ, სახელიც კი გამიმხილე. იცი… მაშინ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი.
მერე ჩემი დაბადების დღე მოახლოვდა… შენი ერთგული მკითხველის მოპატიჟებას უარი ვერ უთხარი და ყველაზე გამორჩეულ დღედ უქციე. ჩემი პირველი რეაქცია გახსოვს? ბავშვივით ავხტი-დავხტი და გადაგეხვიე. ძალიან სასიამოვნო ემოცია მოდიოდა შენგან, თბილი და მსუბუქი… დაახლოებით ისეთი, როგორი თვალებიც გაქვს: ))
მერე ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად იქეცი. მართალია, ახლა რობოტს ვგავარ და ვეღარ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს დროებითია და გამოცდებთან ერთად გაივლის. მერე ისევ ის ნინიკო გავხდები: )
იცი… მიჭირს წერა… იმდენად ბევრს ნიშნავ ჩემთვის, რომ თავდაპირველი განცდა მეუფლება – სიტყვები შეუფერებლად მეჩვენება. სამწუხაროდ, არ მაქვს უნარი, გავარღვიო ჩარჩოები და ზუსტად გადმოვცე ჩემი აზრები.
ხატი, ახლა შენი დაბადების დღეა, უზომოდ ლამაზი დღე… დღე, რომელიც მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცო, გისურვო არ დაგეკარგოს ბედნიერება, რომელთანაც ახლა ძალიან ახლოს ხარ.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ძააალიან მიყვარხარ…

შენი მეგობარი ნინიტო….

About niniTo

იქ, სადღაც, ჩემი ყვავილი ხარობს...

Posted on 2012/03/17, in გესტ-პოსტი. Bookmark the permalink. 15 Comments.

  1. უჰ რა გრძნობა ჩაახვია!😉 თბილები :*🙂

  2. აუჰ❤ კარგი პოსტი იყო ნინიტო❤

  3. ნინიკო, ზუსტად ის დამემართა ახლა მეც, რაზეც შენ ამბობ – ვერ გადმოვცემ სიტყვებით რაღაცეებს. კონკრეტულად იმას, როგორ გამიხარდა ეს პოსტი და შენი ეს სიტყვები. ძალიან მიყვარხარ. აუცილებლად გნახავ მალე, თუნდაც რამდენიმე წუთით :*

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ნინიტოოო❤ უთბილესობაა გოგო❤ ნეტავ როდის დაბრუნდები..

    • madloba didi❤ me rodis davbrundebi? postebs ki vwer xolme, magram tu dzvel ninitos gulisxmob, imedia seqtembridan mainc shevdzleb: )

  5. ra tbili postia:):) gilocavvvv gvirilaaa:*:*yvelafers sheni postebivit lamazs, tbils da mxiaruls gisurveb):):)

  6. შენ გაიხარე ნინ, ყველაფერი რაც მინდოდა მეთქვა, შენთან წავიკითხე. რა კარგები ხართ … როგორ მიხარია, რომ გიპოვეთ… ისე რომელ რიცხვში გქონდა დაბადების დღე გვირილა? (დაგვიანებული და სირცხვილით სახეალეწილი შეკითხვა…)

  7. ნინიტო როგორც ყოველთვის ძალიან ემოციური და თბილია, გვირილიკო როგორც ყოველთვის – გვირილიკო. ძალიან მაგარია, როდესაც ადამიანები, ზოგიც ნაცნობი და ზოგიც უცნობი, დაბადების დღეს ასეთი მშვენიერი პოსტებით გილოცავენ. გული გამითბა, ძააალიან, ძაალიან..❤❤❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: