იუბილარს

დაფანტავს ღრუბლებს ზღვისპირა ქარი,
არც გაზაფხულის რწმენა დავკარგეთ,
შენა ხარ ჩემთვის ის ერთი ქალი,
რომლის სინაზით უნდა დავკავდე.

შენი ღიმილით გამთბარი ბაგე,
შეხედულება სამივე დროზე,
იძულებულს მხდის გავცოცხლდე, ავგდე
და რეალურად მოვიდე გონზე.

თუმცა თვალების ასეთი მზერა
თითების თბილი შეხება, მწველი,
გონებას ბინდავს და ვფიქრობ: ,,ვერა,
როგორ ვატკინო, ხომ არ ვარ გველი..”

ეცდები მეც რომ გამიგო, ვიცი,
ეგ გული რომ ცემს, მიყვება ამბებს;
ჩვენ არ გვჭირდება ტყუილი ფიცი,
იმის გარეშეც გადარებ ამელს.

ოციოდ წლის წინ ჩვიდმეტი მარტი,
ყველაზე თბილი დღე იყო ალბათ,
ის დღე, როდესაც ამ ქვეყნად გაჩნდი
და სილამაზემ მიგიღო ხარბად.

ვხედავ, გაგზარდა თავის წესებით
რომ აფერადო მუდმივად მიწა,
დღეს შენი დღეა, შენ მზეს ვეხებით,
ბედნიერებად ჩვენთვის ეს იქცა!

Posted on 2012/03/17, in გესტ-პოსტი. Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. შიო!!!
    რა მაგარი ლექსია. ვუერთდები აქაც მილოცვებს და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ იუბილარს. ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში, კარიერულ წინსვლას და უზომოდ დიდ და წრფელ სიყვარულს, იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებს ეს ადამიანი :*

  2. შიო :*
    ძალიან გამახარე, არ ველოდი🙂
    :* :* :*

  3. გილოცავტ,მრავალს დაესწარით,უდიდეს სითბოს,ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებთ .. ^^ ისეთივე არაჩვეულებრივი ყოფილიყავით სულ,როგორიც ახლა ხართ .. ♥ ♥ ♥
    პ.ს ძალიან ლამაზი ლექსია ^^♥

  4. გვირილიკო, გილოცავ❤
    ამიერიდან სულ მემახსოვრება რომ შენი დაბ. დღეა : )

  5. ჩემს მეგობარსაც ეხლა აქ დაბ დღე (კიდე 2 წუთიც)

    Fuck, მე რა უემოციოდ მივულოცე😐

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: