სახლი

უკვე მერამდენე დღეა დილით სახლის ხმები მაღვიძებს.

სახლის ხმები როგორია იცი? ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამ ჩაიარა, მამამ, დამ თუ ძმამ.

სამზარეულოდან ხმები რომ მოდის და დარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ.

კარების ხმით რომ ხვდები ვინ გამოვიდა ოთახიდან.

ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში.

ტელევიზორი რომ ხმაურობს და ხვდები რომელ არხზეა გადართული, რა გადაცემაა იქ და ვინ უყურებს საქმესთან შეთავსებით.

რომ გგონია თვალს გაახელ, მხარს იცვლი და მეორე საწოლს დაინახავ, რომლიც ტრადიციულად ცარიელი იქნება, იმიტომ რომ სალომემ უკვე გაიღვიძა.

ოთახში ვიღაც რომ შემოდის და დარწმუნებული ხარ უნდა გაგაღვიძონ და ფრთხილად გაგახსენონ,  რომ გაგვიანდება.

ხო, ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე დღეა, გავიღვიძებ თუ არა მესმის. მერე ვახელ თვალს, ვხვდები რომ ჭერი ჩემი სახლის არაა და არც ხმებია იქაური.

სოფელში თოვლი დადოო, მანქანები ვერ დადიანო… ახლა ალბათ “ფეჩთან” სხედან და ყველა თავის საქმეს აკეთებს – კითხულობს, წერს ან კროსვორდს ჩაჰკირკიტებს. ტელევიზორი ჩართულია, მაგრამ არავინ უყურებს. ალბათ ბარსა მოწყენილი ზის თავის სახლში…

__________________________________________

რაც ძალიან მენატრება, იმაზე ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე. სადღაც დალექილია ეს მონატრება და დროდადრო წამოტივტივდება. მანამდე კი მთელი დღეები თითქოს არც არსებობს. ასე უფრო მარტივია…

მაგრამ ხანდახან ძალიან მინდა იქ, ჩემს სახლში… მერე რა, რომ თითქოს არასდროს მომნატრებია სახლი და ყოველთვის შემძლო სხვაგან კომფორტულად ვყოფილიყავი. მერე რა, რომ ერთ კვირაზე მეტხანს ვეღარ გავძლებ ალბათ იქ და ისევ წამოსვლა მომინდება. უბრალოდ, მომენატრა…

და არ მინდა ხვალ დილითაც სახლის ხმა გავიგო…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/03/11, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 48 Comments.

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ჩემი გოგოს პოსტი❤

  2. სახლი – დიდი და ლამაზი ფილოსოფიაა. ალბათ ის ყოველთვის უნდა გენატრებოდეს :*

  3. სახლის ხმები ^_^

  4. ღმერთო მთელი ბავშვობა თვალწინ გადამეშალა… როგო მენატრება ეს ყველაფერი ,მაგრამ სამწუხაროდ აღარ დაბრუნდება… ეხლა თავად ვარ დედა, მე უნდა მოვამზადო საუზმე, გავაღვიძო შვილი და ა.შ.
    მენატრები დეეეეეე და ჩემო უკან დარჩენილო ბავშვობავ!!!
    ჩემ დაიკოებთან ერთ საბანქვეშ გატარებულო მხიარულო ღამეებო…
    ჩემო ბავშვობის კერიავ, უკან ხომ აღარასდროს აღარ დავბრუნდები:(

    • ისე დაწერე გული დამწყდა. მიუხედავად იმისა რომ თავად ჯერ არ გადავსულვარ მაგ პოზიციაში. : )მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს ალბათ

      • კი ყველაფერს თავის დრო აქვს… ნამდვილად… თუმცა მაინც ძალიან მტკივნეულია…

    • თამი, ყველაფერს თავისი დრო აქვს ალბათ და მუდმივად ბავშვები რომ ვიყოთ, ხიბლსაც დაკარგავს ბავშვობა🙂 ახლა შენ დედა ხარ, რაც ქალისთვის დიდი ბედნიერებაა. შენ შეგიძლია ისეთივე თბილი ბავშვობა აჩუქო შენს შვილებს, როგორიც შენ გქონდა და ესეც გაგაბედნიერებს, დარწმუნებული ვარ.

      ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის :*

      • რა თქმა უნდა ეხლაც ძალიან ბედნიერი ვარ , მაგრამ შენი პოსტის წაკითხვისას საშინელი ნოსტალგია შემომაწვა, ძლიერ მომენატრა ის ხმები, შეგრძნებები და სიტუაციები, რომელსაც აღწერდი

        • მივხვდი და მიხარია კიდეც, ანუ ემოციას იწვევს კონკრეტულად ეს ნაწერი ერთ ადამიანში მაინც🙂
          მეც მაქვს ეს ნოსტალგია (მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დედა არ ვარ🙂 ), ამიტომ შევეცადე ხაზი გამესვა აწმყოს ბედნიერებებზეც, უბრალოდ გამეხსენებინა ის, რაც უჩემოდაც კარგად იცი :*

  5. “ვიზუალური” პოსტია… ♥

    p.s. სად ხარ, გვირილა, ისე?

    • მიხარია თუ “ვიზუალური” პოსტია😛

      P.S. თბილისში ვარ და სახლი ბათუმში მაქვს🙂

  6. ოდა🙂 ყველაზე თბილი სახელია სახლისთვის

    • აჰა, გეთანხმები😉
      კიდე რომ დავწერ სახლზე (და ვიცი რომ დავწერ🙂 ), ოდას დავარქმევ პოსტს😛

  7. მეც მიყვარს ჩემი “სახლის ხმები”.
    ზუსტად ასეა ხოლმე ჩემთანაც :))

    • ხოდა წარმოიდგინე სხვაგან რომ იყო და ყოველ დღე “სახლის ხმები” გაღვიძებდეს🙂 ჯერ სასიამოვნოა, მერე კი უფრო და უფრო გენატრება…

      • და უფრო გიძნელდება გაძლება. ასეა🙂

        • ხო. ამიტომაც ვცდილობ არ ვიფიქრო ხოლმე. თან ისე ვცდილობ, ბათუმში არც ვრეკავ. თუ თვითონ მირეკავენ ეგაა. მე არ ვრეკავ. იქნებ ეს ცუდიცაა, მარა ხმის გაგონების მერე უფრო მენატრებიან🙂

  8. როცა სახლში ხარ მსგავსი შეგრძნებები სადღაც ქრება, ამას მაშინ ხვდები მონატრება რომ გაიღვიძებს😛

  9. მოეშვი სენტიმენტებს და ღიმილით გააგრძელე ცხოვრება, სახლები არსად გარბიან. რომ გაიზრდები გაალამაზებ და ყოველთვის უფრო სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებენ ხოლმე.🙂

    • არ მაპატიო ახლა ნახევარ საათიანი სენტიმენტი🙂
      თავისთავად ღიმილით შევხედავ ცხოვრებას და არამარტო სახლს, მთელ ცხოვრებას გავალამაზებ😉

  10. როგორ მესმის შენი😐
    მე მიყვარს ჩემი სახლი❤

  11. წადი გვირილ, აუცილებლად წადი… ბედნიერებაა, როცა ნატვრას შეგიძლია მატერიალურად შეეხო და განიცადო. დრო, ხომ ისე ულმობლად გვართმევს ამის შესაძლებლობას. ღმერთმა მრავალ წელს მოგმადლოს ეს ბედნიერება: გელოდნენ სახლში, რომელიც სავსეა ნაცნობი ხმებით.

  12. მმმ..
    ბათუმელი ხარ?

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: