არ ვიცი…

შემთხვევით ჩემთვის უცნობ ბლოგს გადავაწყდი. უცნობს, მაგრამ საინტერესოს. ვკითხულობდი უშუალო და ძალიან მარტივ პოსტებს, ადამიანურს და არა კუდაბზიკურს.

სხვისი მოსმენის შემდეგ შენც გინდება საუბარი.

მეც ასე ვარ ახლა. მინდა საუბარი… კარგა ხანია მინდა თან, მაგრამ არ თუ ვერ გამოდის. გავხსნი პოსტის ფანჯარას და ხან სხვა საქმე მიჩნდება, ხან არ მეწერინება, ხანაც უბრალოდ არ მინდა დავწერო.

არც ახლა ვიცი რა დავწერო, მაგრამ მჭირდება ეს.

არეული ვარ…

რეალური ადამიანები მჭირდება.

ხანდახან უბრალოდ მინდა ვიტირო, ხანდახან არ მინდა და თავისით მოდის ცრემლები.

სულ მგონია რომ მარტო ვარ, ბავშვობიდან…

ახლა არ ვიცი, იქნებ არც ვარ მარტო…

არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…

არ ვიცი რა მჭირს…

უბრალოდ… მჭირდები… მჭირდები და მაკლიხარ…

ალბათ ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან…

თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.

გაზაფხული მინდა და სითბო…

იები რომ აყვავდება ხომ წამიყვან მათ სანახავად?

 

წავალ, დავიძინებ…

ხვალ ახალი დღე იქნება და მზიანი. მერე რა რომ თოვს? თოვლში მზე არ გინახავს? იცი რა ლამაზია მზე და თოვლი? თოვლი ბრწყინავს და მზეც ისეთი თბილია, როგორიც შენი ჩახუტება.

მე ვხედავ მზეს. შენც დაინახე რა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/02/05, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 32 Comments.

  1. მეც ვხედავ.ოღონდ ბევრი რამ მაკლია,შენი არ იყოს.უფროსწორად ბევრი ვიღაც.

  2. გვირილა… ჩემო გვირილა…
    თვალები ამიცრემლიანდა, ახლა მივხვდი, რომ ადამიანის გარდა ყველაფერს დავემსგავსე: რობოტს, ინფორმაციის ხროვას, ნერვოზულ არსებას და ა.შ.
    მომენატრე. იცი როგორ? მთელი გულით,მთლიანი გულით.
    მეც მინდა საუბარი, მაგრამ თავად მე არ გამომდის, იმდენად ვარ ჩაკეტილი ჩემ მიერ გამოგონილ ჩარჩოებში, რომ თავს ვერ ვაღწევ.
    პს. რაღაც ვიეჭვე?! სიგრილე?! თუმცა სიცივეს სითბო მოჰყვება ხოლმე, ამიტომ…
    : ))

    ადამიანურად (და არა ბლოგერულად) მიყვარხარ❤

    • საუბარი არც მე გამომდის ძირითადად და იმიტომაა ამ დებილ სამყაროში რომ ვარ ჩაკეტილი. საჭიროა საუბარი…
      მე(ც) მომენატრე და მე(ც) მიყვარხარ :*
      რომელიმე შაბათს ან კვირას შევხმიანდეთ :*

  3. მგონი ამ ბოლო დროს ყველა რაღაცას დანაკლულებული ვართ და ეგ გვაწერინებს პოსტებს ^^

    • ხშირად ამბობენ ხოლმე, როცა ცუდად ხარ, მაშინ უფრო გეწერინებაო. და ეს მართალია. თუმცა, მე კარგად ყოფნისასაც ვცდილობ ვწერო. ნუ, წერა თუ ქვია ამას🙂
      უბრალოდ, ცუდად როცა ხარ, წერა გშველის, კარგად ყოფნისას კიდე უბრალოდ გინდა გააზირო ემოცია.

  4. მერე? გათენდა!?🙂 სადაა ახალი, პოზიტიური ენერგიით დამუხტული პოსტი !?🙂

    • გუშინ მზემ რომ მომჭრა თვალი და ჯერ კიდევ დილიდან ვიგრძენი სითბო, კი უნდა დამეწერა, მარა სტატია მქონდა დასაწერი და…😀

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მეც სულ ბავშვობიდან მგონია რომ მარტო ვარ.. იცი გვირილ,მეც ვხედავ მზეს ! თან ისეთ კაშკაშას,რომ ასეთ სიცივეშიც ,,გრელკასავით” მათბობს! მე ჩემს მზე ვხედავ,პირადს.. დიდი,რეალური მზისგან ბევრად კაშკაშასა და თბილს..

  6. გვირილ . მეც ვხედავ მზეს!
    თან კაშკაშას!
    მალე მოვა თბილი მზეც და ყველა ბედნიერი და თბილი გახდება❤
    კარგობა ხარ !!!

    • მადლობა მარი :*
      მეც იმედი მაქვს, რომ მალე ისეთი მზე იქნება, ყველა რომ დაინახავს.
      წარმატებებს გისურვებ.

  7. ,,თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.” …

  8. თითქოს საკუთარ განცდებზე ვკითხულობდი…

  9. არ ვიცი ეს კაია თუ ცუდი… მარა ერთი კია – მაინც სასიამოვნოა, როცა ხვდებიან რას გრძნობ.

  10. გვირილასავით ბლოგია… გვირილა უბრალოა.. . და ლამაზი. ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ბევრისთვის ვარდზე ლამაზი ….

    • მეც ძალიან ლამაზი მგონია გვირილა ანნა🙂
      ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
      მიხარია რომ აქ ხარ და კვლავაც დაველოდები შენს მოსვლას😉

  11. 🙂 gushin gadavwyvite blogebistvis tvali gadamevlo da martlac momewona es blogi. internetsamyaro ar miyvars da ishviatad vstumrob , ar megona aset tbil da lamaz postebs tu wavawydebodi🙂

    • რა საყვარელი ხარ ^_^
      მადლობა, მადლობა და მადლობა :*
      აწი ორმაგად დაგელოდები😛

  12. ლიზიკუნა

    უფ ნაცნობი განცდაა ეს ჩემო გვირილა ყველასთვის. ასეთ ხასიათხე ერთხელ მაინც დგებ აადამიანი თუ ხშირად არა))) მეც გაზაფხულს ველოდები თან ძალიან. არ ვარ ზამტრის ადამიანი. მინდა ბევრი მზე და სითბო თავი ყველანაირად რომ კარგად ვიგრძნო. ხასიათიც კი მეცვლება ზამთარში.საზამთრო და საზაფხულო ხასიათები)))) მოკლედ გვირილა ტყუილად ხარ? შენი გვირილობს დროც მალე მოვა

    • ხო, იმედი მაქვს ლიზიკუნა🙂
      აი, ჯერ ბლოგზე მოვიყვან გაზაფხულს და მერე ეტაპობრივად ყოველდღიურობაშიც🙂

  13. სულ-სულ ცოტაც და გაზაფხულიც მოვა!
    ბევრისტვის გაზაფხული სასიამოვნოსკენ ცვლილებებს ნისნავს,იმედია ყველა ჩვენთაგანისთვის რარაც უკეთესის სადაწყისი იქნება

    • სასიამოვნო ცვლილება ყოველთვის შეიძლება, უბრალოდ გაზაფხული გამოცოცხლებაა😉
      ჩემს ბლოგზე უკვე მოვიდა გაზაფხული, ეტაპობრივად მომყავს სხვაგანაც🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: