Okay

We'll be okay :)

We'll be okay🙂

ვერასდროს ვხვდებოდი რატომ იყო სანთლის შუქზე სადილობა რომანტიკული.

ვერც ახლა.

თუმცა, ზოგადად, ოდნავ განათებული სიბნელე რომანტიკასთან ახლოსაა.

ხოდა, მეც ვზივარ ოდნავ განათებულ სიბნელეში და სანთლის შუქს წარმოსახვაში ათასგვარ ლამაზ ფორმას ვაძლევ. მერე თვალებს ოდნავ ვხუჭავ და ნაწილებად დაშლილ სინათლეს ვაკვირდები.

ოთახი წამში დაცარიელდა. უშუქობა იმდენად უცხოა, ყველა ფანჯარას მივარდა. ალბათ ფანჯარასთან ატუზულები გადადიან სულ სხვა სამყაროში, წამოსახვითში და ირეალურში. ისე, რომ რეალურს წყდებიან კიდეც.

რომელიღაც სართულიდან ბეთჰოვენი აჟღერდა. ვერაფერს იტყვი, კარგად უკრავს. ისე უხდება სიბნელეს “მთვარის სონატა”, გადმოცემა რომ შეუძლებელია.

სანთელს მოვეშვი და კედელზე მოსიარულე ჩრდილებს დავუწყე თვალიერება. აივნის მოაჯირის გამოსახულება კედელზე ხან იზრდება, ხანაც მცირდება, გამვლელი მანქანის შუქის მიხედვით.

ვაკვირდები როგორ უცვლის ფერს ფანჯრიდან შემოსული შუქი უცნაური ფორმის, რომელიღაც ძვირფასი მინისგან დამზადებულ ლარნაკს.

მახსოვს, ბავშვობაში, უშუქობისას, ვერ ვიტანდი ნახევრად განათებულ ოთახებს. მაშინ მივეჩვიე თვალდახუჭული სიარულს. დღემდე არავს სჯერა, მაგრამ ძირითად საღამოებს თვალდახუჭული ვატარებდი. ოთახიდან ოთახშიც ასე დავდიოდი, მომწონდა რატომღაც სიბნელეში სიარული.

ერთი უცნაური ჩვევა მაქვს ბავშვობიდან – თითქმის ყოველთვის თავს მარტო ვგრძნობ. სინელეშიც ამიტომ ვიჯექი ალბათ, მარტო და შეუმჩნევლად. მარტო, მაგრამ ჩემს სამყაროში.

ახლაც ვხუჭავ თვალებს, ოღონდ ნელა, თან სანთლის შუქს ვშლი ნაწილებად. ჯერ კიდევ ციმციმებენ სიბნელეში მოძრავი წერტილები.

ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი… – ვითვლი დარჩენილ ვარსკვლავებს და ვემზადები ჩემს სამყაროში გადასასვლელად.

… მერე შენ მოდიხარ. მიყურებ ისე, თითქოს იმ ლარნაკივით ძვირფასი და მოსაფრთხილებელი ვიყო, წეღან ფერებს რომ იცვლიდა. მერე თბილად მიკრავ გულში და ვხვდები, რომ მარტო არ ვარ…

ვიღაც მეზობელი კი ისევ “მთვარის სონატას” უკრავს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/01/23, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 44 Comments.

  1. 1572349823094815 ჯერ

  2. “ერთი უცნაური ჩვევა მაქვს ბავშვობიდან – თითქმის ყოველთვის თავს მარტო ვგრძნობ”–ეი გვირილ,მეც …

    • ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყინი ნენსი.
      ხოდა, მალე შეიცვლება ყველაფერი, ნახე თუ არა😉

  3. კარგ განწყობაზე დავდექი რაღაცნაირად, ჩავრთე მთვარის სონატა და აქედან გასვლა აღარ მინდა🙂

  4. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გოგო ხარ.ვინც კი ბოლო წლებში გამიცნია.”კარგი”რას ნიშნავს,არ ვიცი,ძალიან ზოგადია,მაგრამ აი,ახლა,ყველაზე დარწმუნებული ვამბობ ამას:კარგი გოგო!

    • არ იცი როგორ გამახარე ^_^
      ჯერ მხოლოდ კომენტარი გამიხარდა და მერე თბილი სიტყვები. თან რეალური ადამიანისგან ამის მოსმენა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ვირტუალურისგან🙂

  5. რომ შემცივდება აქ შემოვალ ხოლმე❤

  6. timetobeyourself

    “მარტო, მაგრამ ჩემს სამყაროში.”– მთავარი ხომ ესაა….

  7. სიბნელე მეც მიყვარს, თვალების დახუჭვაც.. საერთოდ კარგია საკუთარ თავთან განმარტოება
    პ.ს
    მთვარის სონატა ჩემი უსაყვარლესი მუსიკალური ნაწარმოებია. ^^

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ყოველთვის მათბობს შენი პოსტები🙂 ეს ძალიან მომეწონა,აღსაფშთოვანებელია🙂❤

  9. გამაჟრჟოლა.. სასიამოვნოდ და თბილად.. ჭკვიანმა გოგომ, “მთვარის სონატა” დავადე “ფონად” პოსტის კითხვას.. ძალიან, ძალიან ვისიამოვნე!!!❤

  10. ვერ ვიტან უშუქობას( და კიდევ რამდენ რამეში გეთანხმები რომ იცოდე…

    • დაგეწერა მერე, მელანი გეხარჯებოდა?😛
      უშუქობას ხანდახან აქვს მუღამი, ოღონდ მაშინ, როცა საქმე ბევრი არაფერი გაქვს და შუქის აუცილებლობაც არაა უახლოესი ერთი საათის განმავლობაში🙂

  11. მე მიყვარს სიბნელეში ყოფნა. ნუ, უდროო დროს შუქის გათიშვა მაცოფებს, მაგრამ ზოგჯერ სიბნელეშიც მშვენივრად ვარ.. მიზეზი მაქვს, რომ არაფერი ვაკეთო და წარმოსახვას გავუშტერო თვალი.

    • მეც მასე🙂 თავიდან ვბრაზდები ხოლმე შუქი როცა ითიშება, მაგრამ მერე ვხვდები, რომ საშინლად კომფორტულად ვარ სიბნელეშიც🙂

  12. ძალიან მომეწონა… ^^ ცოტაც და შემიყვარდებოდი :))

  13. გამაჟრჟოლა.. სასიამოვნოდ და თბილად.
    კარგი ხარ ^_^
    გაყინულს გაათბობ❤

  14. მეც მაგ მდგომარეობაში ვიყავი რამდენიმე დღის წინ რო ჩავბნელდით ^^

    ოღონდ მე ვკითხულობდი…
    უნდა ცადო, არაფერი სჯობს სანთლის შუქზე კითხვას, უსასრულობაში ზიხარ და მარტო ფურცლებია გამოკვთილი…
    აი მაშინ იძირები რეალურად წიგნში ^^

    • მიცდია, ოღონდ კაი ხნის წინ. ახლა იშვიათდ ვკითხულობ, ისიც შაბათ-კვირას და დღისით. ან იძულებული ვარ მონიტორზე.

      ხო, შენი პირველი კომენტარია ჩემთან და მიხარია ^_^ კვლავ დაგელოდები😉

      • მეორეა, უბრალოდ პირველი ნეგატიური იყო xD

        • ეგ არაფერი კაცო, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს კონკრეტულ საკითხზე.
          მარა დავინტრიგდი ახლა რომელ პოსტზე იყო.

          • “ბედნიეროფობია” (?)_ზე
            უბრალოდ ჩემგან შორს იდგა და ^^

            • ხო, მერე ვიპოვე. სახელმა დამაბნია და ვერ მივხვდი🙂
              მერე რა, ყველაფერი ახლოს ხომ არ იქნება, განსხვავებული ადამიანები ვართ😉

  15. “ვერასდროს ვხვდებოდი რატომ იყო სანთლის შუქზე სადილობა რომანტიკული.”
    ახლა დავფიქრდი ამაზე. საინტერესოა. იმასაც ვხვდები რატომ, და იმასაც რატომ არა. გააჩნია ალბათ ადამიანს.
    როცა შედარებით ბნელა, ადამიანი უფრო გახსნილია და მაშინ მისი თვალებიც მართლა იმას ირეკლავენ, რაც მის შიგნითაა. მერე შუქი ინთება და ადამიანი კვლავ ცდილობს თვალზე ის აპკი გადაიკრას, რომელიც სურს რომ სხვამ დაინახოს.

    თუმცა მეორე მომენტიცაა. როცა ადამიანს ენდობი, როცა მასთან ვახშმობ, თვალებზე ნიღბის აფარება აღარ გჭირდება. თუმცა რავიცი. ალბათ მაინც კარგია სანთლების შუქი

    • ალბათ ვინც პირველად მოიფიქრა, რომ სანთლის შუქი რომანტიკულია, ის ყველაფერში რომანტიკას ხედავდა🙂
      ანუ როცა გინდა, სანთლის შუქიც, სრული სიბნელეც კაშკაშა სინათლეც და ეკონომიური განათებაც კი რომანტიკულია🙂

      გამიხარდა შენი კომენტარი :*

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: