თოვლი ^_^

თოვს. არა, კი არ თოვს, ჰაერში პატარა, თეთრი უცნაურობები ტრიალებს.

ცას მოძრავი და თეთრი ვარსკვლავები ფარავს.

ვარსკვლავები ჰაერში, ასფალტზე, ლამპიონის შუქის ირგვლივ და ჩემს თმაში.

ცივი ვარსკვლავები სახეზე და ხელში.

ფიფქის ფორმის ვარსკვლავები და ვარსკვლავის ფორმის ფიფქები.

როცა რაღაც ძალიან გინდა, მოხდება კიდეც. თუნდაც სულ არ იყოს შენზე დამოკიდებული.

სახე გამეყინა, მაგრამ მაინც ვუშვერ თოვლს და მაინც მსიამოვნებს თითოეული ფიფქის შეხება. ხელებიც სიცივისგან გაწითლდა უკვე, მაგრამ ცდუნებას – დეტალურად შევისწავლო ერთი ცალი ფიფქის ვიზუალი, ვერ ვუძლებ. ვაკვირდები ფიფქს და ვხვდები, რომ ის ისეთია, როგორიც ნახატზე.

და არც ისე ცივია, როგორც თავიდან გგონია. ან მე მეჩვენება ასე. სითბო მინდა და თოვლი…

თოვს. არა, კი არ თოვს, ჰაერში პატარა, თეთრი უცნაურობები ტრიალებს.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/01/19, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. ეე, სადაა თოვლი და კაი ცხოვრება !?

    • კაი ცხოვრების რა მოგახსენო, მარა თოვლი თბილისშია😀😀

      • თბილისში თოვლის რა მოგახსენო მარა.. კაი ცხოვრება კია.. ბათუმში კი თოვლიიი :)))

        • შენი ავატარი რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ თოვლს მახარებდი😛😀
          არც ისე კაი ცხოვრებაა თბილისში, ძირითადად ბათუმში უკეთესია🙂
          უბრალოდ, ახლა თბილისი მართლა “თბილი”სია, ესაა და ეს…🙂

          • ხოდა ბათუმში აბა … იფ იფ იფ.. რას თოვს!? :))))

            • თბილისში კიდე კაი ცხოვრებაა და თბილა😛😀 დიხაც😛

              p.s. შემინახეთ თოვლი რა🙂
              მარა ზღვაც მეყოფა.

  2. მაგრამ ცდუნებას – დეტალურად შევისწავლო ერთი ცალი ფიფქის ვიზუალი, ვერ ვუძლებ. ❤

  3. უმნ, უმნ..
    თოვს.. როგორ თბილად და ფანტელებისმსგავსად ჟღერს, არა?
    რამხელა სითბო ტრიალებს აააქ, გვირილიკო, რააამხელა..❤

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    საყვარლობაა აქ, გვირილუკური პოსტია❤ ვერ ვიტან თოვლს,ფუუ :&

  5. მეც ვერ ვიტანდი ადრე, იმიტომ რომ მციოდა…
    თბილად რომ გათოვდება შენთვისაც, მერე შეგიყვარდება თოვლი😉

  6. მიყვარს თოვლი, თუმცა დადნობის პროცესს ვერ ვიტან🙂

  7. არ მიყვარს თოვლი😐

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: