“ბედნიეროფობია” (?)

ადამიანებს ბედნიერების გვეშინია. უფრო ზუსტად, იმის აღიარების, რომ ბედნიერები ვართ.

ფსიქოლოგიურ დასკვნებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, არ ვარ კომპეტენტური🙂 მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც გვიდგას წინ, გვეღობება.

აბა რა, მაგარია, როცა ყველას ჰგონია, რომ უბედური ხარ, ეცოდები. თან არავის შურს შენი🙂

მიხარია, რომ მე არ დამიკარგავს ბედნიერების შეგრძნება. და მიხარია, რომ მარტო მე არ ვარ ასე.

ადამიანები ძალიან ცოტას ვცხოვრობთ იმისთვის, რომ თუნდაც წამები დავუთმოთ უბედურებას. ცხადია, არის მომენტები, როცა რაღაცის შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რომ ადამიანები მიდიან. და ეს ყველაზე დაუძლევენ წინაღობად მიმაჩნია ცხოვრებაში. სამაგიეროდ ახლები იბადებიან, ეს კანონზომიერებაა და ამას ვერ შევცვლით.

მაგრამ სხვა დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს ცხოვრებას ჩვენვე ვქმნით. მე თუ რაღაც არ მომწონს ჩემს ყოველდღიურობაში, ეს ჩემი ბრალია. შემეძლო რაღაცეები უკეთესად გამეკეთებინა და სხვაგვარად იქნებოდა.

იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, ჯერ უნდა იცოდე როგორია შენთვის ბედნიერება. გინდა ბედნიერებით სავსე დიდი ყუთი ცხოვრების ბოლოს თუ ყოველდღიური პატარ-პატარა ბედნიერებები?

ყველა ვიბრძვით რაღაცისთვის, მთავარია ვიცოდეთ რაა ბოლოსდაბოლოს ეს რაღაცა. მე ვიცი რაა ჩემი ბედნიერების ყუთი, ოღონდ ცხოვრების ბოლოს არაფერში მჭირდება. რამდენმე ნაწილად დავყოფდი იმ ყუთს და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მექნებოდა საკმაოდ დიდი ბედნიერება. მინდა ვიცხოვრო ამ ბედნიერებით, ისე, როგორც ზღაპრებშია – მოთხრობა მთავრდება, მაგრამ ცხოვრება არა.

ვიცი, რომ ის დიდი ყუთი აუცილებლად დაიყოფა რამდენიმე მოზრდილ ნაწილად და მეც რამდენჯერმე ვიქნები სულის შეხუთვამდე ბედნიერი. თუმცა მანამდე მე პატარ-პატარა ბედნიერებებიც მაქვს, ყოველდღიური.

ძალიან მინდა მსოფლიოში ყველა ადამიანს შეეძლოს ბედნიერება და იმის აღიარებაც, რომ სინამდვილეში ბედნიერია. ბედნიერება ინდივიდუალურია და მე თუ ხელიხელჩაკიდებული სიარული მაბედნიერებს, ვიღაც შეიძლება პურის ერთი ნაჭერით უფრო გაბედნიერდეს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რომ ორივე ბედნიერებაა.

მიხარია, რომ ვგრძნობ ყოველდღიურ ბედნიერებებს.

მე ყოველ დღე ვარ ცოტათი ბედნიერი.

შენ ხარ ბედნიერი?

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/01/13, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 31 Comments.

  1. სანდრო

    არასდროს არ ვთვლი თავს უბედურად, პირიქით ყოველთვის ყველაფერში რაღაც დადებითს ვეძებ და ვპოულობ🙂

  2. ნეტავ ბევრი იყვნენ შენნაირი ადამიანები, რომლებიც არ ელოდებიან მაინცდამაინც რაღაც გრანდიოზულს და მასშტაბურს იმისათვის რომ ბედნიერები იყვნენ:):)ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა მართლაც ყოველი წუთით უნდა დავტკბეთ.

    • ხო, მარა ყოველ წუთს თუ არ გვემახსოვრება რომ ცხოვრება ხანმოკლეა, უფრო დავტკბებით😀 ეს ისე, სულელური გადახვევა😀
      მართალი ხარ, სხვას ვერაფერს გეტყვი.

  3. ძალიან კარგი დამოკიდებულება გაქვს. დღევანდელობით ტკბობა კიდევ ნიჭია მე თუ მკითხავთ:)

  4. გვირილური პოსტი❤
    მე მართლა დიდი ხანია ბედნიერი არ ვყოფილვარ,სამწუხაროდ.

  5. მე ტოლსტოის სიტყვებით გიპასუხებ შეკითხვაზე:” ბედნიერება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისი ციაგი, იცხოვრეთ ამით, დააფასეთ ის”

    • ხოდა, მე დუმილით დაგეთანხმები🙂
      ტერმინს რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, ბედნიერება იქნება თუ მისი ციაგი, შეგრძნება უნდა შეგეძლოს.

  6. სგ სგ კიდე იყავი ბედნიერი ^^

    აი ნახე საკუთარ თავზე ვიმუშავებთ და უკან მოგყვებით xD

    • გამასწარით თუ გინდა, მომყევით ოღონდ და..🙂
      შენი პირველი კომენტარია ჩემთან ხო? კიდევ დაგელოდები მე ^_^

  7. მე პესიმისტი ვარ ხოლმე, მომავალიც მუქ ფერებში მესახება, მაგრამ მაქვს ხსირად ბედნიერების მიზეზი, უფრო ხშირად კი კმაყოფილი ვარ ვიდრე ბედნიერი. ცუდია არა?

    • არა, რატომ? კმაყოფილი გგონია ბევრია? ჯერ კმაყოფილი იქნები, მერე გახარებული და მერე ბედნიერიც😉

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ადამიანები რომ მიდიან და არც თუ ისე იშვიათად,ეს ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის. მიუხედავად ბევრი ,,წასული ადამიანისა”,ბევრი ცრემლისა და ტკივილისა,თავისუფლად შემიძლია ვთქვა,რომ ბედნიერი ვარ.. რატომ? მყავს ოჯახი (მოსიყვარულე),ძმა,მიუხედავად მისი იდიოტობის,ჩემი ორი უსაყვარლესი, უუუმეგობრესი მარი,ბევრი,ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი,მათ შორის 70% ბლოგერი.. და ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს,რომ მე მაქვს ნიჭი მიყვარდეს,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ის ჩემს არსებობას ვერ გრძნობს.

  9. ♥ Miss.Catalan.. ♥

    შეუდარებელი გვირილური პოსტია,ოდესმე მეც დავწერ ბედნიერებაზე.. :***❤

    • “ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს,რომ მე მაქვს ნიჭი მიყვარდეს,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ის ჩემს არსებობას ვერ გრძნობს” – ამის მერე მე რაღა ვთქვა🙂
      მიხარია რომ ასეა, ძალიან თან.
      აუცილებლად უნდა დაწერო ბედნიერებაზე. მაგრამ დაწერა არაა მთავარი. მთავარია იგრძნო.

      • ♥ Miss.Catalan.. ♥

        ❤ ჰო,რომ ვიგრძნობ ბედნიერებას,ისეთ ბედნიერებას,რომელსაც დასაწერად გავიმეტებ,აუცილებლად დავწერ.

  10. უფ… ყურებამდე ბედნიერი🙂

  11. don’t worry be happy!!!
    პაპაპაპპაპაპაპა პაპაპაპა პაპაპა don’t worry პაპაპაპაპპაპაპაპა be happy ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაა
    don’t worry be happy!!!

  12. უუუხ❤ მეე ვარ ბედნიერი🙂 თან ძააალიან🙂

  13. მე ბედნიერი ვარ )))))))
    და ჩემს ბედნიერებას ისიც უწყობს ხელს ,რომ მე შემიძლია ვიყო ბედნიერი იმით ,რომ შენც ბედნიერი ხარ ..
    შემომიარა😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: