“თბილი”სამდე…

ზღვა და ცა თითქოს გაერთიანდა, გაერთფერდა. ზღვის ჰორიზონტის ხაზი სადღაც გამქრალა და მანქანის მინიდან გაშლილი სივრცე ჩანს, თითქოს უკიდეგანო, რომელსაც კოპლებივით ამჩნევია თოლიები. მოძრავი, თეთრი კოპლებივით.

ასფალტზე ხეების და შენობების ჩრდილები არც სიმაღლის მიხედვითაა ჩალაგებული და არც ფორმის. ისე, უბრალოდ.

მანქანაში რომელიღაც რადიოს რომელიღაც წამყვანის მონოტონური ხმა ისმის, მინის იქით კი ხეები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბიან. მგზავრობა და ეს ყველაფერი თვლემას იწვევს…

… რომ გამეღვიძა, სიზმარში მეგონა თავი. ფანჯრის მინის მიღმა დათოვლილი ნაძვები ჩანდა, ტყისკენ მიმავალი ბილიკი კი ჯერ კიდევ გაუკვალავი თოვლით იყო დაფარული.

“სიზმარი” მალევე ცხადად იქცა, რადგან ეს ყველაფერი გზის განაპირა მხარეს იყო და თვალების კარგად მოფშვნეტის გარეშეც კი ცხადი იყო, რომ მანქანა ასე კომფორტულად მხოლოდ გაწმენდილ ასფალტზე ივლიდა.

ხოდა, მე და ჩემი თანამგზავრები მინაზე ცხვირმიჭყლეტილები ვიყურებოდით ტყისკენ და ფიქრებით ვმოგზაურობდით საკმაოდ ახლო ტერიტორიაზე🙂

სადღაც სურამთან თოვლი უფრო ახლოს იყო გზასთან და ჩვენც იმდენი ვიწუწუნეთ, მანქანა გააჩერეს და საგუნდაოდ ჩავედით. ის-ის იყო სუფთა და ხელ-ფეხ შეუხებელ თოვლში გადავედით და გუნდების გამზადება დავიწყეთ, რომ ფრაზა ავისმომასწავლებელი ფრაზა გავიგეთ – “ხომ გინდოდათ გუნდაობა?” და რამდენიმე წამში თოვლში ჩაფლულები აღმოვჩნდით😀 გუნდაობაც დაწყებული არ იყო, ისე მორჩა, რადგან როგორც კი ფეხზე წამოვდექით, წივილ-კივილით შევცვივდით მანქანაში. საოცარია, მარა თოვლი ცივი იყო😀

ვერც ერთი დელიკატესი ვერ შეედრება გაყინული ხელებით დაგლეჯილ თბილ ნაზუქებს😀 ასე გემრიელად არასდროს მიჭამია, მით უმეტეს ნაზუქები.

შიმშილ და სიცივე დაძლეულებს სიმღერა და ცეკვაც მოგვინდა, იმ იგავ-არაკის არ იყოს. ხოდა, უბედური “ოპელის” (თურმე :D) სკამებზევე დავიწყეთ ცეკვა, მერე კი გაგვიმართლა (!) – მანქანაში ბენზინი გათავდა. ამ დროს ვართ სადღაც წეროვანის ტერიტორიაზე, მაგისტრალთან. ბენზინგასამართი სადგური ახლოს არ არსებობს. მძღოლი ბუზღუნით დაეშვა ბენზინის საძებნელად, ჩვენ კი უკვე მანქანასთან გავაგრძელეთ ცეკვა.

ზოგადად, გამოვტყდები და, მსგავსი რაღაცეებით ვერ ვერთობი🙂 და არამარტო ვერ ვერთობი, სხვას დავცინებდი კიდეც. მაგრამ განწყობის ამბავია ალბათ და იმ მომენტში სულ არ მიქმნიდა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ შუა მაგიტრალზე ვცეკვავდით და გამვლელი მანქანის ფანჯრებიდან ისევე გვაკვირდებოდნენ, როგორც ჩვენ სურამის თოვლს ცოტა ხნის წინ😀

სამაგიეროდ, ნახევარი საათის განმავლობაში ვისწავლეთ და დავხვეწეთ რამდენიმე ახალი ჰიტი (აქამდე მხოლოდ ერთ მათგანს ვიცნობდი თან :D) და ჯგუფი “კენზოს” მოძრაობები😀 რუსულები და ჩქარები არ იყო რეპერტუარში სამწუხაროდ😀

ბოლოს ბენზინიც მოიტანეს, მაგრამ ახალი გასართობი გაგვიჩნდა – მანქანა არ იქოქებოდა. რატომ გვიხაროდა ასე არ ვიცი, მარა კი ჩავცვივდით ბიჭებზე სწრაფად და მანქანას ვაწვებოდით😀 არ ვიცი რამდენ ხანს ვათრიეთ, მაგრამ ბოლოს დაღლილი და ბედნიერი სახეებით ჩავეყარეთ მანქანაში, თითქოს საოცრება მოგვეხდინოს.

მერე გამოჩნდა თბილისის მონაცრისფრო ცა და გამიხარდა კიდეც. მერე რა, რომ ცასთან ახლოს ზღვა არ ჩანს. სამაგიეროდ, “თბილი”სშიც თბილა უკვე. ან მე მგონია ასე😀 რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ თბილად ვარ ^_^

 

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/01/10, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. მთავარია რომ თბილად ხარ🙂 აბა რა :*❤

  2. გვირილა, ბავშვობა გამახსენე… 5 წლის ვიყავი თუ 6ის დაახლოებით ესეთი მგზავრობა მქონდა ქუთაისიდან თბილისამდე❤ კარგად იყო პოსტში გადმოცემული❤

    • ბავშვობა ჯერ სადაა, სოფლის ამბები მაქვს მოსაყოლი😛 ბავშვობის გახსენება მერე ნახე😀
      უბრალოდ ეს ყველაზე ახალია და უცებ შემომეწერა😀

  3. ახალი პოსტიიიი🙂 რა მაგარია. მიყვარს ასეთი წუთები, უზრუნველი უდარდელი და გემრიელად გასახსენებელი🙂

    • ვივიენ, როგორ გამახარე🙂
      მეგონა პირველად იყავი ჩემთან, მარა ძველი პოსტები გცოდნია აშკარად🙂
      მიხარია რომ აქ ხარ, მართლა :* კიდევ დაგელოდები :*

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    კარგად ვიხალისე გვირილ :დ

  5. “მერე გამოჩნდა თბილისის მონაცრისფრო ცა”– არა და ეხლა დავფიქრდი, რომ თბილისს მართლა ნაცრისფერი ცა აქვს.🙂 მაგარია.

    • კი, აქ ძირითადად ცა ნაცრისფერია. ბათუმში სულ თავისი ფერი აქვს ცას😛
      კიდევ ვარსკვლავებია აქ ცოტა, მარა ეს ჩემი აღმოჩენა არაა🙂

  6. ამ ნაცრისფერ ამინდში ზღვა, მზე და აჭარის ცისფერი ცა გამახსენე მადლობა:):)თბილისს თითქოს ცივი ცა აქვს:დ ყოველშემთხვევაში ჩემთვის

    • კი, უფრო ცივია, ვიდრე ბათუმის ცა🙂
      მაგრამ, თუ თბილი ადამიანები გეყოლება გვერდით, ცაც თბილად მოგეჩვენება. მით უმეტეს ქალაქს “თბილი”სი როცა ჰქვია…😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: