რაცხა :)

ადრე ვამბობდი, როცა სადმე მიდიხარ, რაღაცას ტოვებ, ან რაღაც მიგაქვს თქო. მაშინ ყველაფერი მიმქონდა, ახლა ცოტას დავტოვებ🙂

ისე, ჩუმად და რაღაცნაირად გავიდა ერთი წელი, ძალიან დატვირთული და საინტერესოც. წლის შეჯამებას არ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც თბილი წელი გამოვიდა.

ხანდხან მციოდა, ნოემბრის თოვლში განსაკუთრებით. ზაფხულშიც მციოდა, გაზაფხულზე კინაღამ გავიყინე. ზამთარში გავთბი სამაგიეროდ. თოვლში და ყინვაში მე არ მციოდა.

ახლაც თბილად ვარ. არადა, ცა ისეთი ნაცრისფერია, ახალ წელს თოვლი უნდა მოვიდეს. უხდება ახალ წელს თოვლი და დიდი, თეთრი ფიფქებიც საშინლად ლამაზია.

თუმცა, მე ახლა ბათუმის თოვლზე უნდა ვფიქრობდე. რამდენიმე საათში გავა თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი მე ვიქნები.

ხვალ დილით უკვე ბათუმში გავიღვიძებ და სახეს იქაურ ქარს შევაგებებ, “თბილ”-ისის ქარზე უფრო თბილს.

ჯერ ზღვას დავინახავ, მანქანიდან კი ბათუმს დავაკვირდები და სადღაც გულში რაღაც გალღვება. მერე კვლავ სირბილით ავირბენ სამ სართულს, კარებთან ისევ დავისვენებ და შემდეგ დავაკაკუნებ.

ვიბოდიალებ მშვიდი ბათუმის თითქმის ცარიელ ქუჩებში, აივნებიდან ვიგრძნობ ახალი წლის სურნელს და მერე იაკოს და სალოს ჩავეხუტები გემრიელად.

საღამოს სოფელში წავალ. პირველად ბარსა შემომეგებება, ალბათ ვერც მიცნობს თავიდან, ერთი წუთის მერე კი აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს და მილიონჯერ დამეჯახება. ძლივს მოვახერხებ გასხლტომას და სახლში შევაბიჯებ. მოვივლი ყველა ოთახს და დავათვალიერებ. ახალი არც არაფერი დამხვდება, მაგრამ მაგისთვის არც შემოვსულვარ.

სამზარეულოდან ერთმანეთში არეული უამრავი გემრიელი სურნელი გამოვა. დედაჩემი და ჩემი და კვლავ იკამათებენ რომელიღაც კერძის რომელიღაც ინგრედიენტის თაობაზე. მე “ფეჩთან” დავჯდები და ჩემს ძმას ამბებს გამოვკითხავ. მერე ავდგებით და ახალ წლამდე ორი საათით ადრე ერთად მოვრთავთ ნაძვის ხეს.

მერე დავეხმარები მაგიდის გაწყობაში და ახალ წელს დაველოდები.

12-ს რამდენიმე წუთი რომ დააკლდება, ჩემი ძმა გაამზადებს შუშხუნას, რომლის ზომა და ფასი ჩემი ძმის ზრდის პარალელურად იკლებს. რომელიღაც მეზობელი აუცილებლად გაუშვებს შუშხუნებს უფრო ადრე, ვიდრე საჭიროა. 12 საათზე უკვე მთელი სოფელი ცეცხლისფერი გახდება. ფანჯარას გამოვაღებ და ცივი ჰაერი შემოვა, რომელსაც ახალი წლის სუნი მოყვება. როგორც ყოველ ახალ წელს, წელსაც გამკრავს გულში რაღაც უცნაური გრძნობა, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია და რომელიც ყოველი 31 დეკემბრის ღამეს განწყობას მიფუჭებს.

ფანჯარას დავხურავ და მაგიდას მივუჯდები. მამაჩემი ჭიქას აიღებს ხელში და სადღეგრძელოს არატრადიციულად იტყვის. მაშინ ვგრძნობ, რომ შეიძლება სადღეგრძელო იყოს გულწრფელი და არა დაზეპირებული. ღვინოს ოდნავ გაუსინჯავს გემოს, ყველას სათითაოდ მოგვილოცავს და სუფრას ჩემს ძმას მიანდობს. ისიც იტყვის პირველ სადღეგრძელოს, ოღონდ უფრო დახვეწილად, ვიდრე წინა წლებში. ჭიქას ბოლომდე დაცლის და აივნიდან გრუხუნის ხმასაც გავიგებთ. ყველამ ვიცით, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი, მეზებელი და თან ბიძაშვილი მოვიდა. ყოველ წელს პირველი სტუმარია. თუმცა შარშან შუშხუნის ხმამ ბარსა შეაშინა და პირველი ის შემოვარდა, თან კარის შემომტვრევით😀

პირველს მეორე და ა.შ. სტუმარი მოყვება, მერე ყველანი უკვე ჩემს ძმასთან ერთად გაყვებიან შემდეგი მეზობლისკენ. დედაჩემი და მამაჩემი რამდენიმე საათი დაელოდებიან სტუმრებს და მერე საძინებლისკენ გაიპარებიან. მე და ჩემი და რამე სისულელეს ვუყურებთ რომელიმე არხე და ერთმანეთს დაგროვილ ამბებს მოვუყვებით.

დილით მორიგი შუშხუნის ხმა გამაღვიძებს. გავბრაზდები და ბუზღუნს დავიწყებ. ჩემი და მეტყვის, რომ სტუმრებს თვითონ მიხედავს, ოღონდ მეც უნდა გამოვიდე. მე მაინც ვეწუწუნები, რომ ძილი მინდა, თორემ სუფრის გაშლა კი არ მეზარება😀 მერე შემრცხვება და გამოვძვრები თბილი საწოლიდან იმ იმედით, რომ ხვალ დილით დიდხანს და გემრიელად ვიძინებ.

სამი დღე სახლიდან არ გავალ, დავჯდები “ფეჩთან” და რამეს წავიკითხავ. დროდადრო ფანჯარაში გავიხედავ, სადაც იმედია თოვლის ფანტელებს შევნიშნავ. აუცილებლად გამახსენდება თბილისი და აქაური თოვლი. და არამარტო. მერე მომენატრება ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე. ტელეფონიც დროულად ახმაურდება და მესიჯის ტექსტის წაკითხვამდე გამეღიმება. მერე ალბათ პირველად ამ წლის მანძილზე, მომინდება მალე დავბრუნდე “თბილ”-ისში.

 

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/12/30, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 22 Comments.

  1. ისეთი პოსტია,ჩემნაირ არასაახალწლო განწყობაზე მყოფსაც რომ გაამხიარულებს ^^
    გვირილური რა :დ

    • იგივე უნდაქ დამეწერა მეც )) არასაახალწლო განწყობა მაქვს მეც და კარგი იყო❤

      • კაია თუ არასაახალწლო გაწყობას ეშველა ცოტათი მაინც. მოვიდა ბოლოს მაინც ეს საახალწლო განწყობა თუ არა?🙂

    • ნენსი, მე ახლა დავბრუნდი საახალწლო განწყობიდან და ახლა გამიხარდა, რომ გაგამხირულე, სულ ცოტათი მაინც :* ახალ წელს გილოცავ :*

  2. სანდრო

    ძალიან კარგია, თქვენ ჩემგან განსხვავებით გიმუშავიათ🙂 მე საღამოს დავწერ ალბათ ჩემ შეჯამებას სულ რაღაც 9 პოსტიანს🙂

    • სანდრო, ეს თქვენობითი ფორმა ხუმრობა იყო ხო?🙂
      ცოტა ვიმუშავე, ბევრი არა🙂 შენი კომენტარი ახლა ვნახე და ბლოგზეც შემოვიხედავ მერე. მიხარია რომ მესტუმრე და კიდევ დაგელოდები😉

  3. ახალ წელს გილოცავ გვირილა😛 იქით წელს საოცრად წარმატებული ბლოგის ქონას და უპირველეს ყოვლისა სურვილების ახდენას გისურვებ :*

  4. მაგარია❤
    სასიამოვნო ახალი წელი გელის და დამატებით კიდევ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, საყვარელი ადამიანების გარემპცვაში სხვანაირად არც შეიძლება❤

    პ.ს
    ნეტავ მართლა მოთოვოს ამაღამ. ყელაზე ლამაზი ახალი წელი გამოვა

    • მადლობა ჭიამაია. ცუდია, რომ კომენტარებს გვიან ვკითხულობ😦
      ახალ წელს არ მოთოვა ხო? თუმცა არაუშავს, დარწმუნებული ვარ, მაინც მაგრად შეხვდებოდი! ვცდები?😉

  5. რა კარგია, მეც მინდა კარგი ახალი წელი😦 სიმღერამ კი გამათბო❤

    • კარგი ახალი წელი გექნებოდა, დარწმუნებული ვარ. თუ არა, აწი გამოკეთდება, სად წავა😉 სიმღერამ რომ გაგათბო ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე ავტომატურად ჩართვა ჯობდა თუ არა, მაგრამ რახან ახალი წელია, ასე გადავწყვიტე, საახალწლო განწყობა მოიტანა მგონი.

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥

    :((((( კარგიააა😦 მეც მინდა მანდ ! :დ :** კარგია ხალი წელი გაქვს :*

  7. ფაქტიურად ერთნაირად შევხვედრილვართ ახალ წელს მე და შენ :დ :დ ხეფი ნიუ იარ :*

    • მასე გამოდის🙂 თუმცა მე ეს ვიწინასწარმეტყველე და ფაქტიურად სწორად😀 ს ნოვიმ გოდამ თუ კაია😛😀

  8. გილოცააავ გილოცაააავ❤

  9. გილოცააააააააავ! :* მეც მინდა მანდ😦

    • მადლობა მარი, მეც გილოცავ. ბათუმში მერე წახვალ, სასიამოვნო დღეები კიდე ყველგან შეიძლება გქონდეს😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: