უნიღბოდ :)

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ეს მაინც გამეკეთებინა. საქმე იმაშია, რომ ნათამაშევი და მოჩვენებითი არაფერი მხიბლავს. მაქსიმალისტი ვარ და თუ რამე მაქვს, გამონაკლისები მირჩევნია არ დავუშვა.

მქონდა ანონიმობა. ახლა ფაქტიურად აღარ მაქვს. ათი ადამიანი უნდა ყოფილიყო ყველაზე მაქსიმუმი, ვინც ჩემს ვინაობას გაიგებდა. გადაცდა, ბევრად თან… ზოგი თავისით მიხვდა, ზოგს თვითონ ვუთხარი და ა.შ. მთავარი ისაა, რომ იციან ვინ ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ანონიმი არ ვარ. უბრალოდ თავს ვიტყუებ. მე კიდე არ მიყვარს თავის მოტყუება.

როგორც ადრე, ახლაც მირჩევნია ვიყო ანონიმი და არავინ მიცნობდეს, მაგრამ ასე არაა და თამაში არ მომწონს. ამიტომ, უკეთესია ვიფიქრო პოზიტივზე და ვაღიარო, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი “შევიძინე” მათთან ანონიმურობის დათმობით. გარდა ამისა, მივხვდი, რომ ხანდახან პრინციპების დათმობა შეიძლება, თუ ის, რის გამოც დათმობ, უფრო მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩემი ანონიმობის მიზეზებს, იმ პოსტებს დავბლოკავ, რომლებიც ჟურნალისტურ ეთიკას არ მიესადაგება. პირადი პოსტები კი არ მანაღვლებს. ისინი მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როცა ვწერდი.

კი, ამ პოსტით რაღაცეები შეიცვლება. თუმცა გვირილა ბლოგს არ აუქმებს და კვლავ დაწერს მაშინ, როცა იქნება შესაბამისი ემოცია, პოზიტიური თუ ნეგატიური. ოდესღაც ახალ ბლოგსაც გააკეთებს, ოგონდ გვირილა არა, ხატია🙂 (ხო, ხატია მქვია🙂 ). იმ ბლოგზე ალბათ დაწერს იმას, რაზეც უნდოდა წერა სულ თავიდან, ანუ ბლოგი იქნება “ჟურნალისტური”.

ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ ანონიმობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბევრი ცუდი ადამიანი არსებობს ქვეყანაზე, მაგრამ გაცილებით მეტი კარგი. მაგარია, როცა ადამიანმა არ იცის ვინ ხარ და გრძნობ, რომ ის თბილი სიტყვები, რასაც გეუბნება, მაინც გულიდან მოდის და არაა თამაში. შეიძლება სულ არ იცნობდე ადამიანს და გიყვარდეს, ისე, ადამიანურად. შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ასე რამდენიმე ანონიმი ბლოგერი და სულ არ მიქმნის დისკომფორტს მათი ანონიმობა. ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს და მე პატივს ვცემ ამას.

… ახლა ალბათ კითხულობ ამას და გეჩქარება ფოტოს ნახვა. არადა, დაფიქრდი, რეალურად გაინტერესებს ვინაა გვირილა? არა. უბრალოდ, ვერ იტან, როცა არსებობს რაღაც, რაც შენთვის “დამალულია”. ან იქნებ შენ ის ხარ, ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ავტორის ანონიმურობას. როცა ანონიმ ბლოგერებს ვკითხულობ, წიგნის პერსონაჟებივით წარმოვიდგენ მათ ვიზუალურ მხარეს. ალბათ სხვებიც ასე არიან. ხოდა, თუ გინდა დავრჩე ისეთი, როგორიც წარმოგიდგენივარ, ნუ გახსნი პოსტს ბოლომდე.  თუ არადა, მიდი ;) 

 

P.S. ახლა ყველაზე მეტად რა მაინტერესებს იცი? ბლოგს რამდენი ვიზიტორი ეყოლება დღეს😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/12/28, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 89 Comments.

  1. სხვათაშორის მეც ეგ გავიფიქრე დავხედოთ ტრაფიკს აბა რა მოხდება. გილოცავ დაბადებას აქეთ მხარეს! :*

  2. რა კარგი ხარ ორივენაირად : ))

  3. ხატიააა (აუ რა მაგარია ბლოგზე სახელით მომართვა)
    გამიხარდა ეს პოსტი: )
    პს. როგორც ყოველთვის, ამ ფოტოზეც მშვენივრად გამოიყურები😀

  4. აუ ფოტო გამოჩნდა ,არადა არ მინდოდა ნახვა არა არა არა!
    უცნაური შეგრძნება მაქვს :დ
    გვირილა არის ხატია.ჰმმ.არა გვირილას გვირილად დავტოვებ ^^
    და მე შენი პოზიტიური პოსტები მიყვარს ხომიცი,გვირილურები და არ დაიკარგო

  5. მე ანონიმიც მომწონდი🙂

  6. ძალიან გამიხარდა. აი , რაღაცნაირ, ძვირფას და გახსნილ საჩუქარს გავხარ, ისეთს – ულამაზეს შესაფუთს რომ დაგავიწყებს და კიდევ უფრო მეტად გიხარია ამის მერე მისი დანახვა . წარმატებები და ეს კარგი ამბავი მომავალი სიხარულების დასაწყისად ქცეულიყოს! გილოცავ დამდეგს ხატია –გვირილა! :****❤

  7. მართლა სასიამოვნო სიურპრიზი იყო. :)) ძალიან კარგი და საყვარელი ხარ რეალურადაც.🙂 ხო, რაც მთავარია, იმის თქმა მინდოდა რომ ეს ანიმაციებიც საოცრად გგავდნენ, არ ვიცი რითი, ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ამ ანიმაციების წყალობით ზუსტად ისეთი წარმომედგინე როგორიც ხარ. :)) წარმატებები!🙂

    • ნინაკა, დიდი მადლობა :*
      ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ რეალობა და წარმოსახვა არ აცდა :*

  8. ამ საახალწლოდ რამდენი ახალი კარგი ამბავი უნდა გავიგო ღმერთო!!
    გამიხარდა (შედარებით) უკეთ გვირილა❤
    პ.ს რატომღაც ასეთი წარმომედგინე :*:*:*

    • მიხარია კახი ასეთი თუ წარმოგედგინე, მაგრამ ორჯერ რომ შემხვდი რატომ ვერ მიცანი?😛

  9. რა ლამაზი ყოფილხარ, ამას გვიმალავდი?))) მე პირიქით, ახლა გავანონიმდი)))) უფრო სწორად დავუბრუნდი ანონიმიურობას )))) აბა, თუ მიცნობ)))) მომენატრა შენი ბლოგი *******************************************

    • მადლობა :*
      კი, გიცანი😉 ადრე რომ გკითხე შენი ძველი ბლოგი და არ მითხარი, მერე გავიგე თვითონ, მაგრამ არ მითქვამს🙂
      მაგრამ, ეს, ანონიმური ბლოგი საკმაოდ მძიმე პერიოდს ეხებოდა შენთვის, როგორც მახსოვს და რაღაცნაირად არ მომეწონა აქ რომ დაბრუნდი. ხომ კარგადაა ყველაფერი?

      • მე მაშნვე ვთქვი, რომ წერას მხოლოდ აქ გავაგრძელებდი… უბრალოდ დრო იყო საჭირო გასაგრძელებლად… ეს ჩემი სახლია… აქ გავიარე კარგიც და ცუდიც… ეს მე ვარ… და დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ახალი ისტორიები მაქვს მოსაყოლი, ახალი აზრები გასაზიარებელი… იქ ვერ ვახერხებდი…

  10. ააა❤
    მე ჩემითაც მივხვდი რადიოს კონკურსის ამბავში🙂
    მაგრამ აღარც შენ გითხარი და ხმამაღლაც აღარ ვთქვი🙂
    :*:*
    ძალიან ლამაზი ხარ, გვირილასავით გოგო ხარ :*:*:*:*:*:*

    • ჭიამაია, იქ შენი კომეტარით მივხვდი რომ მიხვდი😀 ამიტომ გავისუსე😀
      ხოდა, ორმაგი მადლობა :*

  11. ვააააა…… ხატი??? შენგან არ ველოდი🙂 ინწერესოე ატკრავენიე🙂 მე ისევ ანონიმად დავრჩები და გავიყუსები ჩემთვის, იმედია არ დაინტერესდებიან ჩემი პიროვნების დადგენით :დ :დ

  12. აი, სულ სხვანაირი წარმომედგინე… იცი, სიმართლე გითხრა და გული დამწყდა :((
    მაპატიე, მაგრამ ხატიას ვერ დაგიძახებ, ჩემთვის ყოველთვის გვირილად დარჩები❤

    • რას ამბობ, მე არც მითხოვია ხატია დამიძახეთ თქო. როგორც მოსახერხებელი იქნება შენთვის :*
      არ მიკვირს წარმოსახვა და რეალობა რომ აცდა ერთმანეთს, მეც ხშირად მემართება ასე. ალბათ მაგის შემეშინდა ერთხელ პავლოვზე რომ შემხვდი და არ გამოგეცნაურე🙂

      • რააა? :(( მე რა შენ ნანახი მყავდი და არ ვიცოდი? :დ
        გვირილას დაგიძახებ ისევ❤ ამის შემდეგ რომ შეგხვდები 2–ჯერ მოგესალმები :დ 1 ვალი გაქვს :დ❤

  13. ჩემი ლამაზი ყვავილი❤❤❤

  14. გვირილა..გვირილა..გვირილაა…მართლა გვირილასავით საყვარელი ხარ:):)

  15. აუ, მე რაღაცნაირად გული დამწყდა ^^ ,როგორ გითხრა, აი ძალიან პატივს ვცემ ანონიმურობას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოიყურება ან რა ქვია ადამიანს(თან შენი სახელი ხომ დიდი ხანია ვიცი),მაგრამ ანონიმურობის ფაქტი მხიბლავდა,თუმცა ანონიმურობას დიდი მინუსი რომ აქვს ესეც ფაქტია.
    სიმართლე გითხრა ჩემ მიერ წარმოსახვაში დახატულ გვირილასგან დიდად არ განსხვავდები ,ძალიან საყვარელი ხარ, თუმცა სულ რომ მახინჯი და ბრუციანი ყოფილიყავი, მაინც ისევ ისე მეყვარებოდი :*
    მე მაინც გვირილას დაგიძახებ,ვოტ!

    • ქეთუსი, შენ არადა ხვდებოდი ჩემს ვინაობას ისედაც🙂
      ხოდა, მაგისთვისაც და ამ ძალიან თბილი კომენტარისთვისაც დიდზე დიდი მადლობა :* სხვა რა ვთქვა უბრალოდ არ ვიცი🙂

  16. კი გიცნობდი მაგრამ შენი სახელი არ ვიცოდი :დდდ

  17. საყვარელი გვირილა❤

  18. გვირილა🙂 ანონიმი არა ის. :)))

    • ცდისპირელი, პოსტში რომ მეწერა ანონიმი ბლგერები მიყვარს ადამიანურად თქო, შენ იგულისხმები იქ და ერთ-ერთი პირველი ხარ.
      საშინლად გამიხარდა შენი კომენტარი, ვერ გადმოვცემ როგორ.
      შემომიარე ხოლმე რა🙂

  19. შენ ეს მაინც გააკეთე :))) კარგია გვირილ რეალობაში ცხოვრება კარგი :* *:*

  20. მაგრამ გული დამწყდა ჩემს შემოთავაზებას რომ არ დათანხმდი😀 რა ფულს ვიშოვიდით😀

    • გიორგი, ასეც ვიცოდი, რომ ეს შენ იყავი😀
      ეს შემთხვევით მოგივიდა ახლა თუ გინდოდა გამეგო ვინაა “შინაური”?😀

      პ.ს. ფული არაა მთავარი😉

  21. ასე რა🙂
    პირველად წავიკითხე შენი პოსტი ბოლომდე. აწი მკითხველად მიგულე. ასე სჯობს, უნიღბოდ.

    • ადო, პრინციპი იყო ანონიმის პოსტების არ წაკითხვა?😀
      კაი, დაგელოდები ხოლმე🙂

  22. მე უფრო დიდი მეგონე ^_^ ვიდრე სურათზე ჩანხარ ^_^ გავხარ ჩემ წარმოსახულ გვირილას უბრალოდ თავზე ყვავილების გვირგვინი გაკლია))))))))))❤

    • 22 წლის ვარ, თუმცა უფრო პატარა ვგონივარ ხალხს🙂
      ნუ, იმ ასაკში არ ვარ, რომ ეს მიხაროდეს, მარა არც მწყინს😀
      ხოდა, მიხარია თუ ვგავარ შენს წარმოსახულ გვირილას.
      გვირილების გვირგვინიანი ფოტოც მაქვს სადღაც ისე😀

  23. ♥ Miss.Catalan.. ♥

    რავიცი,მე არ მიქმნიდა დისკომფორტს შენი ანონიმობა🙂 თუმცა მაინტერესებდა ვინ იყავი,მაგრამ არა იმდენად რომ მხოლოდ ვინაობის გასაგებად მეკითხა შენი ბლოგი. რავიცი,მე როგორც გვირილა ისე მიყვარხარ ძალიან და როგორც ხატია,ისეც შეგიყვარებ :დ :*❤

    • გვირილა ვიქნები თუ ხატია არ აქვს მნიშვნელობა. მიხარია შენი თბილი სიტყვები და დამოკიდებულება მთლიანად. ისიც მიხარია, თუ ანონიმობას არ აქვს მნიშვნელობა შენთვის :*

      • ♥ Miss.Catalan.. ♥

        :*** მაინც გვირილური ხარ გვირილიკო :დ🙂❤ არასდროს მდომებია გამეგო ვინ ხარ,ისე კარგი და თბილი პოსტები გაქვს,რომ სულ მავიწყებდა იმას რო ანონიმი იყავი :დ :***

  24. მე ვიცოდი..
    ყველაზე ლამაზი და ყველაზე თბილი ხარ..
    ისე ძალიან მიყვარხარ, ისე ძალიან..❤
    რამდენჯერ გადავდეთ შეხვედრა.. იმედია, ახლა მაინც მოვახერხებთ..
    გვიირლიკო, ძალიან მიხარია, რომ გიცნობ..❤

  25. მგონი ჩემ გარდა ყველამ იცოდა შენი ვიანობა :)) გამიხარდა რომ დაგინახე და მოვისვენე კიდევაც.. რატომ მალავდი შენს მშვენიერ თავს?

  26. აუ რა ვქნა😦 ჩემთვის მაინც გვირილიკო იქნები სულ🙂 მარა მაინც რაღაცნაირად მეუცხოება ის გოგო სურათში:) არ ვიცნობ🙂 გვირილიკო მირჩვენია🙂

  27. ხშირად მიფიქრია ანონიმი ბლოგერი,რომ ვყოფილიყავი რა იქნებოდა გასხვავებული ჩემს ბლოგზე ან საერთოდ ჩემს წერის სტილში და მივხვდი,რომ არც არაფერი.🙂
    დარწმუნებული ვარ შენც სწორედ ამიტომ გადაწყვიტე გამჟღავნება,ალბათ გვირილა იქნები თუ ხატია მაინც ერთი ხარ და ეგ არის. :*

  28. ხატია!
    არა, გვირილკო!
    გუშინ ვანხე ეს პოსტი პირველად და რა დამემართა, იცი?
    რომ მივხვდი, ფოტო უნდა ყოფილიყო შენი, შიშით ვკითხულობდი, ერთხელ თვალებიც კი დავხუჭე, არ მინდოდა ფოტოს საბოლოოდ დაერღვია შენი ანონიმურობა…
    ისევ ჩემმა უნელესმა ნეტმა გადამარჩინა და არ გახსნა ფოტო…
    დღეს შემთხვევით გახსნა და ბავშვს რომ ეტყვიან, თოვლის ბაბუ არ არსებობსო, რაღაც მასეთი მომივიდა…
    ძაან საყვარელი კი ხარ, მაგრამ მაინც გვირილიკო იყავი, რა!
    (ჯიუტიბავშვისსახე)

  29. აუუუუ :რა ძალიან გვიან გავიგე ეს ამბავიიიიიიიიიიი :/:/
    გვირილიკოოოოოოოოოოოოო(დეიდას ამოვაგდებ დღეიდან ლექსიკონიდან:დ) <3<3<3<3
    ხატიაა,რა კარგიი ხაარ❤ :*

    • 😀😀 დეიდას რატომ აღარ, აქამდე ნამეტანი დიდი გეგონე?😀
      მადლობა თბილი და საყვარელი სიტყვებისთვის :*

  30. Sunny.. ♥

    მართლა გვირილიკოო ხააააარ <3<3 :*:* გამიხარდიი ძალიაან : )))

  31. რა საყვარელი ყოფილხარ ხატია.. :* სწორი არცევანი გააკეთე….🙂

  32. მე ვიცოდი, რომ შენ შენ იყავი🙂 ამიტომ შენს პოსტებს ზუსტად ისე აღვიქმადი როგორც ხატია ყვება ხოლმე რეალურად :*

  33. სხვანაირი არც წარმომედგინეე ხატ,, ღიმილიანი და დადებითი იყავი სუულ და ფოტოზეც ასეთი ხარ:*:*:* ♥♥♥

  34. ჩემი გვირილააააააააააააააა❤ ვიცოდი, ვიცი, გავიგებდი ! xD

    • შენ თავიდანვე უნდა გცოდნოდა, რადგან ფრენდებშიც იყავი ჩემს ნამდვილ პროფაილში🙂 მაგრამ ვერ მიხვდი🙂
      მომენატრე ისე :*

  35. ra kargi da lamazi xar ::* vicodi rom aseti iqnebodi😀 adre vnaxe s foto magram ratomgac axla davakomentare😀

  1. Pingback: STIV & STOK – BNG « გეი ბიჭის დღიური

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: