ისე…

გულისცემა მესმის, ჩემი არა ოღონდ. აჩქარებულია და არამონოტონური.

თავს უფრო კომფორტულად ვდებ და თან ისე, რომ გულისცემა უფრო კარგად გავიგო.

… აწმყო… რა მაგარია, როცა მას გრძნობ. გრძნობ, რომ ახლა, ამ წუთში კარგად ხარ და რაღაც გიხარია. გიხარია, რომ კარგად ხარ და გიხარია, რომ შეგიძლია სხვასაც დაეხმარო კარგად ყოფნაში.

ჩუმად, მაგრამ ისიც გიხარია, რომ გული ჩვეულებრივ არ ძგერს და აჩქარებულია🙂

შიში… იმის, რომ ასე არ ხდება, ასე კარგად ვერ იქნები, არ არსებობს. და მერე უცებ იმის გააზრება, რომ სისულელეა! რას ჰქვია არ არსებობს?! ხომ ხარ ახლა კარგად? ე.ი. არსებობს.

სითბო… სითბო, რომელსაც ყოველ წუთს გრძნობ. გულიც თითქოს აქამდე გაყინული იყო და ნელ-ნელა ლღვება. რაც ყველაზე საინტერესოა, ამას გრძნობ კიდეც. გრძნობ, როგორ რბილდება და თბება შიგნით რაღაც. თბება ისე, რომ დეკემბრის სუსხიც აღარ იგრძნობა და გაზაფხულიც მოდის თითქოს…

სადღაც უკან, ღიად დარჩენილი კარი ნელ-ნელა იხურება, თავისით და ბუნებრივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. სიცივეც აღარ შემოდის…

… სუნთქვაც მესმის. მერე თითქმის ჩურჩული:

–      რაზე ფიქრობ?

–      არაფერზე…😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/12/24, in Uncategorized. Bookmark the permalink. 26 Comments.

  1. რაზე ფიქრობ? :)))))))))))

  2. დღევანდელ ჩემს განწყობაზეა მორგებული ეს პოსტი ..

  3. ზებუნებრივი 😀

  4. სოუ თბილინგ❤

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მნაჰ…🙂 გვირილიკური პოსტია ნამდვილად :*

  6. რაკარგია როცა გული აჩქარებულია ბედნიერებით ❤ სიყვარულით❤

  7. კარგია კარგია კარგია კარგია :):)<3

  8. ააჰ,ან შეგიძლია კი ასეთი გულისცემით რამეზე იფიქრო?🙂

  9. მმმმმმმმმმ❤

  10. გვირილ❤

  11. rogor momewona :*

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: