“სიყვარულები და უწი პუწები”

როცა თითქმის უცნობი ადამიანი თავისით, ყოველგვარი თხოვნის გარეშე მოდის და მხარში ამოგიდგება, ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე იმ თანადგომის შედეგი.

ბევრი ნეგატივის და აგრესიის შემდეგ, ხანდახან ჩემდაუნებურად ვფიქრობ, რომ ისე, მშვიდად ვერაფერს მიაღწევ. პირიქით, დაიჩაგრები კიდეც. მაგრამ ფიქრი დასრულებული არ მაქვს, როცა საწინააღმდეგოში ვრწმუნდები.

ვრწმუნდები იმაშიც, რომ დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს.

ჩვენ, ადამიანებს, ყველაფერი შეგვიძლია თანადგომის შედეგად.

არ მესმის, რატომ არ უნდა დაეხმარო ადამიანს, როცა ეს შენთვის არაფერია, არანაირ სირთულეს არ უკავშირდება. კაი, ქუჩაში მათხოვარს ფულს არ აძლევ, არ გაქვს, ან პრინციპია შენი ასეთი. მესმის. მაგრამ რა გიშლის ხელს მოხუცს ადგილი დაუთმო ან ავტობუსში ამოსვლაში დაეხმარო?

იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს სითბო ვაჩუქოთ, გავუღიმოთ და შევეცადოთ პოზიტივები შევიტანოთ ხშირად ძალიან რუხ ცხოვრებაში, პირიქით ვიქცევით. დავდივართ მოღუშულები, მხარს ვკრავთ გამვლელებს, ვილანძღებით და ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში რომ არ გვყოფნის, ვირტუალურშიც გადაგვაქვს. ხშირად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და ლამისაა მტრებად მოვიაზრებით. და ყველაფერი იმიტომ, რომ კონკრეტული პოსტი არ მოგვეწონა ფეისბუქზე, მერე რა, რომ ჩვენ არ გვეხებოდა და არც ზოგადად შეურაცხყოფდა ვინმეს, აზრის დაფიქსირებისგან თავი რომ ვერ შეგვეკავებინა.

“სიყვარულები და უწი პუწები” არ მოგვწონს და იმის დამტკიცებას, რომ მაგრები ვართ, სხვისი შეურაცხყოფით ვცდილობთ.

მესმის, რომ ყველა სუბიექტური არსებაა, სხვაგვარად ვერც იქნება. მეც არ მომწონს ბევრი ვინმე, მაგრამ მის კედელზე არ ვაკომენტარებ პოსტს, რომელიც სულ არ მეხება მე და არც სხვას შეურაცხყოფს, ჩემი გამოსარჩლება რომ გახდეს აუცილებელი.

მე არაფერი მაკლდება ვიღაცის პოსტის ქვემოთ კომენტარად სტილისტური შეცდომის შესახებ თუ არ მივუთითებ. თუ ნამეტანი ავღელდი, პირადად მივწერ. არც ისაა ჩემი საქმე, ვიღაც ჩემი აზრით უგემოვნო მუსიკას თუ უსმენს და თავის კედელზე აშეარებს.

ეს თითქოს უწყინარი მოქმედებები მართლა ტკენს ადამიანებს გულს, რომ არაფერი ვთქვათ უფრო სერიოზულ რაღაცეებზე. ხოდა, რატომ? როცა შეგიძლია ადამიანს პოზიტივი აჩუქო, რატომ მიდიხარ ნეგატივისკენ?

უბრალოდ, რას ვერ ვიგებ იცი? რატომ უჩნდებათ ადამიანებს აგრესიის სურვილი. არა, ღრუბლებში არ დავფრინავ და ყველას არც მე ვეფერები, მაგრამ საიდანღაც მოსული აგრესიების არ მესმის.

ძალიან მინდა ქუჩაში რომ გავივლი გაღიმებული, სხვასაც გაეღიმოს და წარბშეკრულმა არ შემომხედოს, სახეზე რომ აწერია – “რა აცინებს!”.

ბევრი ღიმილი მინდა და ბევრი სითბო.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/12/16, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 22 Comments.

  1. !!!მეც მეც მეც :)))) ბევრი ღიმილი მინდა და ბევრი სითბო ;)))

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥

    eh gviriliko,neta yvela shennairad fiqrobdes… im dges mivdiodi,vigimodi,cxovreba mixaroda,da xalxi iseti amazrzeni saxit miyurebda kinagam gavgijdi.. ras vizamt .. :**❤

    • გაიღიმე, უფრო მაგრად და ხალისინად. იქნებ გადაედოთ და თვითონაც გაიღიმონ😉

  3. კიდევ ერთი გვირილური პოსტი ^^
    ჩემი აზრით ამას იმიტომ აკეთებენ რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ,ყოველშემთხვევაში ხშირად ასეა.
    ღიმილი და სითბო მიყვარს.ასეთი ადამიამნებიც,ძალიან.
    სამწუხაროდ იშვიათია რომ ვინმემ ღიმილით შემოგხედოს ქუჩაში მიმავალს.
    მე კი ძალიან მიყვარს,როცა სახეჩამომჭკნარ მოხუცს ვუღიმი,ყველაზე მეტად მოხუცებს უხარიათ და არასოდეს გიყურებენ “ამას რა აცინებს” სახით.

    • ნენსი, მგონი მართალი ხარ და საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით აკეთებენ, მაგრამ სხვა საქმეა ასე როგორ წარმოაჩენენ თავს🙂

      ხო, იშვიათია, მაგრამ ხომ იცი, ღიმილი გადამდებია. ხოდა, გაიღიმე და იქნებ გაგიღომონ😉

  4. მესაფლავე

    ვრცელი თემაა, მარა ზოგად ორ ზირითდ მიზეზს გამოვყოფ.

    ყველა ადამიანშია პირველობისადმი\გამორჩეულობისადმი ლტოლვა, პირად სრულყოფაზე მარტივი კი სხვისი მ*ღნერში ამოვლებით საუთარი მეს უკეთ წამოჭიმვაა.

    მეორე მიდგომა, მე არ მაქვს და შენც არ უნდა გქონდეს, ან შენ თუ გაქვს მეც უნდა მქონდეს და რაღაც მსგავსი, ანუ შურის მომენტი (გინდ თეთრი დაარქვით, გინდ შავი, გინდ იასამნისფერი). რაც თავის მხრივ ზოგადად პიროვნული აღზრდისა და ცხოვრებისეული ტრამვების (სულიერი, ფიზიკური…) შედეგია.

    • კი, ვრცელი თემაა ნამდვილად და უფრო საფუძვლიანად უნდა დამეწერა, ვიდრე ეს პოსტია. მაგრამ ასე, მსუბუქად და უმტკივნეულოდ ვამჯობინე დასაწყისისთვის🙂

      შენს მიერ დასახელებულ მიზეზებს რაც შეეხება, პრინციპში, გეთანხმები. მაგრამ არც ის მესმის, საკუთარი გამორჩეულობა რატომ უნდა დავუმტკიცო სხვას ან ვიღაცის რატომ უნდა მშურდეს, თუნდაც იასამნისფერი შურით. თუ რამე მინდა, შევეცდები მოვიპოვო, შურს რა აზრი აქვს, ასე თავისით მოვა?🙂

      ხო, თუ სწორად მახსოვს, შენ პირველად უნდა იყო ჩემთან, რაც ნამდვილად მიხარია ^_^
      თან ასეთი საინტერესო და ვრცელი კომნტარით. კიდევ დაგელოდები მე😉

      ოღონდ შენთან არ გადმოვყავარ კომენტარის ლინკს და რაშია საქმე ხომ არ იცი? ბარემ მეც ვნახავდი შენს ბლოგს🙂

      • მესაფლავე

        არა, პოსტი კარგია, უბრალოდ ამდენ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზე ძნელია.

        ადამიანის ერთგვარი ფსიქოლოგია, როცა ერთს ეზარება რაიმ ქმედება ან არ შეუძლია, ცდილობს მეორესაც ჩაუშხამოს წინსვლა, დ აიდეაში ის კარგ პონტში გამოცნდება .. ეს ყველაფერი კი დაფუძნებულია შურზე, შურს კი იწვევს პირველობის თუ არა ლიდერის სურვილი მაინც. ყველა ადამიანში ეგ მეტ-ნაკლებადაა.

        სურათს დაკლინკე და მანდ წერია მისამართი :დ

        გზადაგზა შემოვიხედავ ხოლმე )

        • “ადამიანის ერთგვარი ფსიქოლოგია, როცა ერთს ეზარება რაიმ ქმედება ან არ შეუძლია, ცდილობს მეორესაც ჩაუშხამოს წინსვლა, და იდეაში ის კარგ პონტში გამოცნდება” – სწორედ ეს არ მომწონს🙂

          ხო, სურათიდან გადადის🙂
          გადავხედავ მერე შენს ბლოგს😉

  5. როგორც ყოველთვის გვირილური პოსტი❤
    გაგათბობს ამ ზამთარში❤

  6. გაიღიმე !
    მე თუ გამიღიმე, ნამდვილად უკან შემოგცინებ🙂
    ძალიან დადებითი ხარ!

    • აჰა, გასაგებია როგორ უნდა გამოვიცნო შენი ვინაობა :მზაკვრულიღიმილი:😀😀

      მადლობა ჭიამაია, ამდენი დადებითი ემოციის და კომენტარის მერე დადებითი გავხდები მეც, აბა რა :*

  7. სიყვარულებიიი..უსუპუსუები..ჩახუტობანა..ჰაგუშკებიიიიიი ^_^
    ,მეც მინდა მასე იყოს ჩემო ყვავილო….. ბოლო ორი თვეა თითქმის სულ კარგ გუნებაზე ვარ და გაღიმებული სახით ქუჩში დავდივარ… რამდენი გოიმი ნაროდია გარეთ რა… იმენა ისეთი სახით მიყურებენ ზოგიერთები თითქოს მართლაც ფსიქოპათს ხედავენ… მე არც ვმალავ ღიმილს.. გაიღიმეე. მე ტუ შემხვდები მეც ღიმილით შემოგეგებებიიი ^_^
    მიყვარხარ ყვავილოოო❤

  8. eg mec minda mara sad aris? D: rodesac vicinivar an cudad agzrdilivit miyureben an gijivit😀 tu originalurad da gansxvavebulad gamoviyurebi vinmem sheidzleba sheuracxyofac momayenos gonebashi😀 cudia rom asea😀 yvelaze ubedur erebshi davsaxeldit qartvelebi (dges wavikitxe)😀 ratom?😀 roca shegvidzlia gavigimot da cxovrebit davtkbet😀 me sul gimilit davdivar da p.s giji ar gegonot😀

    • არ ვიცოდი, ყველაზე უბედურ ერებში თუ დავსახელდით. რა გასაკვირია, ისეთი სახეებით დავდივართ ქუჩაში:/
      მარა მგონია ნელ-ნელა ეშველება ამ ამბავს, მე და შენ თუ გავიღიმებთ, კიდე სხვაც გაიღიმებს და ასე, ნელ-ნელა გავრცელდება ღიმილი. თან ღიმილს სარკის ეფექტი აქვს🙂

  9. გვირილიკო, ამ რამდენიმე დღის წინ, მეგობართან მივდიოდი. თან მეჩქარებოდა, ამიტომაც მეტროთი სარგებლობა გადავწყვიტე. ჩემმა წკპ–მ დამირეკა და რაღაცას მიყვებოდა. რა სასაცილო ადამიანია.. ძალიან გამამხიარულა. გაცისკროვნებული სახით მივადექი კონტროლიორ ქალს. თავისუფლებაზე ყოველთვის მთხოვენ პირადობას.. ჩანთაში ქექვა დავიწყე, თანაც წკპ–ს მოყოლილ ამბავზე მეცინებოდა.. ამ დროს კონტროლიორი მეუბნება, რა კარგია შვილო, ასეთ ბედნიერს რომ გხედავ. დავიღალე ამდენი მოღუშული სახის ყურებით. თანაც როგორ ჭრელ ფერებში გაცვია. შენ გაიხარე და დიდი გოგო გაიზარდე, ერთი შემოგხედე და შენი კარგი ხასიათი მეც გადმომედოო.. უფ, ისე მასიამოვნა ამ ქალმა. თან პირადობა არც ამომაღებინა.. გეტყობა, რომ ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ხარო. კარგა ხანია ეს არავის უთქვამს ჩემთვის. ჰოდა, ამის მერე, სულ გაბრწყინებული დავდივარ. იქნებ ჩემმა გამომეტყველებამ, ვინმეს სიხარულის მაგვარი ემოცია მაინც მიჰგვაროს.

    • გაიხარე მაც, მეც მაგას ვამბობ – ღიმილი გადამდებია.
      ხოდა, გავიღიმოთ და სხვებიც გავაღმოთ. წარმოგიდგენია რა მაგარი იქნება ქუჩაში გაღიმებული ხალხი რომ ივლის? ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: