To be :)

მაშინ, როცა რომელიმე ენის მასწავლებელი დროებზე გვესაუბრებოდა, მეგონა ეს მხოლოდ სიტყვებს შეეხებოდა, იმას, თუ როგორ დაწერ და ისაუბრებ ამა თუ იმ დროში. ხოდა, მეც ქართულად, რუსულად თუ ინგლისურად ვიმახსოვრებდი შესაბამის სიტყვებს.

არ ვიცი როდის და როგორ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, ჩვენი მდგომარეობაა. მდგომარეობა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში.

წარსული მაგარია! ყველაზე მაგარი, თუნდაც მაშინ, აწმყოში არც არაფერი ყოფილიყო. გახსენდება კონკრეტული დრო, ადამიანები და რაღაცნაირი სიამოვნება გეღვრება გულში. იქნებ მერე ის ადამიანებიც გაქრნენ და დრო ხომ თავისთავად, მაგრამ იყო რაღაც, რაც გიზიდავს და გაიძულებს მათი გახსენებისას შენდაუნებურად გაიღიმო.

მაგრამ ეს რაა, მომავალში უკეთესი იქნება! აი, იმ მომავალში, როდის დადგება რომ არ იცი. ხოდა მიდიხარ მისკენ, ხან ნელა და შეფერხებით, ხანაც პირიქით. ამ დროს ერთადერთი, რაც იცი, არის ის, რომ იქ, სადღაც უკეთესია. უკეთესია წარსულზე და აწმყოზეც, იმაზე, რაც ახლა გაქვს.

ახლა რა გაქვს? არაფერი! გარდა პრობლემებისა, დაულაგებელი პირადი ცხოვრებისა, აწეწილი გეგმებისა და რავი, კიდევ ათასი უბედურებისა. ამ დროს ერთადერთი, რაზეც ფიქრობ, დასვენებაა და ამ ყველაფრისგან გათავისუფლება.

რამდენიმე დღის წინ თითქმის ერთი თვის მუშაობა წყალში ჩამეყარა – “ფლეშკა” დამივირუსდა და დედლაინის წინა დღით ყველა ფაილი წამეშალა. მაშინ, როცა მასალის დასკვნით ნაწილზე ვფიქრობდი არხეინად, აღმოჩნდა, რომ შესავალიც აღარ მაქვს.

იმ საღამოს მივხვდი, რომ სუსტი ვარ, იმდენად სუსტი რომ შემიძლია დავყარო ყველაფერი, შევეშვა და უბრალოდ ვიტირო. ვიტირე კიდეც, მთელი ნახევარი საათის განმავლობაში🙂 მაგრამ ამით რა? ცოდო ვარ? შემიცოდებს ვინმე? თუნდაც ლექტორი?

ყველაზე ცუდად მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავი გეცოდება. მეც შემცოდებია საკუთარი თავი. იმ დღესაც შემეცოდა. საზიზღობაა! საკუთარი თავის შეცოდება დანებების ტოლფასია. დანებდები ერთ წაშლილ მასალას, მერე ცუდ შეფასებას, ყოველდღიურობას და ბოლოს მთლიანად ცხოვრებას.

… მაგარი შეგრძნებაა, როცა განთიადის მოახლოებას იგრძნობ, ღამე გაფერმკრთალდება და მონიტორზე უკვე მზა მასალა გეგულება. წელში გაიმართები, ოდნავ გაიღიმები და რამდენიმე საათით დაიძინებ.

მერე ახალი დღე იწყება, მზიანი. დილის სუსხი სასიამოვნოდ გაფხიზლებს, მზის სხივი კი სითბოს გიღვრის მთელ სხეულში. ხვდები, რომ ყოველ დღეს აქვს თავისი პლიუსი, პოზიტივი და რატომ არ უნდა დაინახო? რატომ უნდა გაუშვა ხელიდან მარტივად და რატომ არ უნდა მიიღო სიამოვნება მათგან?

ხოდა მეღიმება… მეღიმება, იმიტომ, რომ ჭადრის ფოთლების ფერის ჩიტი ძალიან ლამაზია; მეღიმება, იმიტომ რომ სასიამოვნო მუსიკას ვუსმენ; მეღიმება, იმიტომ რომ დილა სასიამოვნოდ იწყება; მეღიმება, იმიტომ რომ იმ მოხუც ქალს გაეღიმა, ადგილი რომ დავუთმე ავტობუსში; მეღიმება, იმიტომ რომ ხელები თბილად მაქვს და მეღიმება იმიტომ, რომ სითბოს ვგრძნობ;

მეღიმება, იმიტომ რომ წამის შეგრძნება შევძელი… და მიხარია… მიხარია, რომ შემიძლია ვიცხოვრო აწმყოთი.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/12/11, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 30 Comments.

  1. საინტერესოა :დ ასე ამაზე არასდროს მიფიქრია, LiKE❤

  2. რამხელა პოზიტივია🙂 ზოგჯერ საკუთარი თავის შეცოდება დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხოლმე, თუმცა ეს მუდმივ მდგომარეობად არ უნდა იქცეს🙂
    აწმყოს შეგრძნება და აწმყოთი ტკბობა ძალიან იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი, თუმცა ძალიან მაგარია.

    • მიხარია თუ პოზიტივია, თან “რამხელა”🙂
      ხო, საკუთარი თავის შეცოდების პროცესი რაღაცნაირი სიამოვნება კია, მაგრამ შედეგი არც თუ ისე კარგი.
      აწმყოს რაც შეეხება, შეიძლება მთლად ტკბობა არ გამოგივიდეს, მაგრამ უბრალოდ შეგრძნება მაინც უნდა შეძლო პოზოტივების.

  3. ამას რა წაიკითხვას (სორი)

    • არა, რას ამბობ, მარა შემოსვლის მიზანი ვერ გავიგე მაშინ🙂 და ისე, მოცულობა არ მოგწონს თუ წინასწარ განჭვრიტე რა ეწერა?🙂
      ხო, პირველად ხარ ჩემთან და welcome, შემოიარე კვლავაც😉

  4. Sunny.. ♥

    მე სულ უკან ვიყურები:\ თურმე უნდა დავფიქრდე და შევძლო აწმყოთი ცხოვრებაა❤

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მე კიდე მიხარია რომ არსებობ და მეღიმება,როცა შენს პოსტებს ვკითხულობ..❤

  6. გვირილიკო, შენ ხარ ნამდვილი გვირილიკო..
    უფუფუფ…
    რაღაცნაირად დამაფიქრდა, იცი?❤

    • ნამდვილი გვირილიკო რას ნიშნავს მაცო?🙂
      მიხარია თუ ჩემმა პოსტმა ვინმე დააფიქრა, მართლა :* ხოდა, შეეცადე დაინახო პოზიტივები ყოველდღიურობაში😉

  7. ყველაზე სწორი პოზიციაა. მეც დიდი ხანი არაა, რაც ეს შევძელი და ძალიან მიხარია- ვცხოვრობ აწმყოთი🙂

    • აწმყოთი, რომელიც სულ არ გულისხმობს მომავლის ფეხებზე დაკიდებას😉
      უბრალოდ, პატარ-პატარა პოზიტივების დანახვა და “შერგება”, მეტი არაფერი🙂

  8. რა გვირილური პოსტია ^^
    აუ მეც რამდენჯერ შემცოდებია ჩემი თავი.ბევრჯერაც მიტირია და მართლა საზიზღრობაა.
    კარგიაა წამს რომ იჭერ და იღიმი,რა ჯობია მაგას…
    აწმყოთი ცხოვრება…მართლაც კარგია.

    • კარგია და რაც მთავარია, შესაძლებელია ნენსი😉
      გვირილური პოსტი როგორია?😀

  9. კი,შესაძლებელია ნამდვილად.
    აი დადებით ემოციას რომ ტოვებს ^^
    კითხვის დროს გვირილებით გვირგვინი იწნება და თავზე გედგმევა პოსტის ბოლოს ^^
    გვირილურია რა :დ

  10. ახლა დავაკვირდი რა აწერია კომენტარს…🙂 ხოდა რას ვიტყვი და იმას რომ არსებობს წამები როცა საკუთარ თავს ვეღარ ვერევით, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სისტემატიური ხასიათი დანარჩენს მოევლება😉 მთავარია გააზრებული გაქვს ეს და თუნდაც ის სისუსტე როცა გჭირს არ ატარებ მას და კონტროლის ქვეშ გყავს! #

    • გადი იქით კაცო😀

      ხო, ეს ხუმრობით. ისე კი, გეთანხმები. თავისთავად არსებობს ასეთი წამები, აბა რობოტები ხომ არ ვართ და პოზიტივზე დაპროგრამებულები. მაგრამ უნდა ვეცადოთ ამ წამების დაძლევა და არ შევუშინდეთ.

  11. ertaderti blogia sadac mtlianad postis wakitxva ar mezareba:)

  12. შინაური

    დრო და დრო, უფრო და უფრო მომწონს ეს გოგო…. მიხარიხარ !

    • ძალიან გამახარე ^_^
      ჯერ ერთი იმიტომ, რომ ისევ შემომიარე, კაი ხანია აღარ ყოფილხარ. თუმცა, მეც კაი ხანია არ დამიწერია არაფერი🙂
      და დიდი მადლობა, გამოგიტყდები და მეც მიხარიხარ🙂

  13. უბრალოდ მიყვარს შენი პოსტები<3 იმდენი დადებითია შიგნით შეუძლებელია მკითხველიც არ გაათბოს:)

    • არადა, შენი კომენტარი პირველადაა ჩემთან მგონი. სად იყავი აქამდე? მით უმეტეს, ასეთი თბილი სიტყვების თქმას თუ აპირებდი😛

      მადლობა დიდი, ძალიან გამიხარდა შენი სიტყვები. ყველაზე უფრო მაინც ის მიხარია, სითბოს გადაცემა თუ შევძელი.

  14. დავფიქრდი ^^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: