სითბო

დიდი, თეთრი ფიფქები ლამპიონის ირგვლივ ტრიალებენ და შუქზე მაგიურ ეფექტს იძენენ, მერე ზანტად ეშვებიან ჩემს თმაზე.

იმდენად ლამაზია დათოვლილი პატარა ქუჩა, ჩემდაუნებურად მეღიმება.

ვიღაც ბიჭმა ჩამიარა, შემომხედა და გაეღიმა. მივხვდი, რომ გაბადრული მოვდივარ შუა ქუჩაში და კინაღამ ხმამაღლა გამეცინა.

უცებ ზურიკელა მახსენდება და –

“ღამე არის მთვარიანი,

თოვლიანი, ქარიანი…

ცრემლი მომდის სიხარულის,

მიყვარს ღამე სიარული,

მთელი ღამე უძილო ვარ,

სულ მთლად გადარეული ვარ!”

… და მეშინია. მეშინია საკუთარი თავის, მეშინია შეჩვევის, მეშინია “ავტონომიის” დაკარგვის… მერე ვხვდები, რომ სისულელეა ამაზე ფიქრი საერთოდ, მით უმეტეს, რომ ჯერ არ მჭირს ზურიკელას “სენი”.

უბრალოდ… უბრალოდ კარგად ვარ, მგონი…

… გაყინული ხელებიც მოვიდა აზრზე. თბილად ვარ და გულისცემა მესმის, ჩემი არა ოღონდ🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/11/27, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 54 Comments.

  1. girlwithumbrella

    ძალიან საყვარელი და თბილი პოსტია❤ :**** : )

  2. ფინალი მომეწონა🙂

  3. როგორც ყოველთვის გვირილა❤
    დასასრული გვაინტრიგებს :დ❤

  4. “სიყვარულს რას გოუგებ ჩემო ოლღააა” :)))

    • ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ, ილარიონ😀 თუ ილიკო ამბობს მაგას? კი აღარ მხსოვს, შემირცხვა ნამუსი😀

      • ქე ვიცი მე მაი ამბავი ნენა… გაფაჩუნდა რაცხა გულში? იცის მასე, არაა სავალდებულო ვინმე არსებობდეს🙂 უბრალოდ გულმა ბუდე გეიკეთა და ახლა ჩიტს ელოდებაა😉 აი საიდან მოფრინდება და როის ეგაა საქმე.. მთავარია გუგული არ იყოს

  5. ისე კარგ ხასიათზე დავდექი, რომ ხმამაღლა გამეცინა.
    ოჰ ჩემო გვირილავ…
    რომ იცოდე, როგორ მომენატრე : ))

    პ.ს. სიყვარული ვერტიალურია და თანაც ბრუნვადი😀

    • მეც მომენატრე ნინიკო🙂
      სიყვარული როგორია არ ვიცი მე, ოდესღაც თუ გავიგებ, აუცილებლად გეტყვი😉

      • ოჰოჰოჰო😀
        არ გინდა ახლა!
        როდის გიხილონ თვალმან ჩემმან?

        • ნუ, შენ თუ ჩემზე უკეთ იცი რას ვგრძნობ, გავჩუმდები მაშინ😀
          არ ვიცი როდის, ეს კვირა უსაშინლესი მაქვს:/ თუ გამოჩნდა თავისუფალი დრო, შეგეხმიანები😉

  6. რა კარგია🙂
    მომწონს.. რაღაცა ვიეჭვე. 😛

  7. ჩემი გვირილიკო…..❤ რამდენი ხანია ასე უსინდისოდ რომ მივატოვე :(( ჩემი თბილი და კარგი❤

  8. მთავარია გულისცემა რას ამბობს, რომ გესმის ის😉

  9. როგორ მიყვარხარ გვირილა…
    რად გინდა ავტონომია, თუ არ არის პეპლები მუცელში…
    ამ ტალღაზე ვარ ეხლა))))
    ბოლოს ჟრუანტელმა დამიარა ))))) ძალიან კარგი ხარ ****************

    • ნინია, საშინლად მესიამოვნა შენი ეს კომენტარი ^_^
      მართალი ხარ, მეტს ვერაფერს ვიტყვი😉

  10. გამიხარდა შენი დაბრუნება, მომენატრა შენი პოსტები🙂

    • დაბრუნებაც არ ჰქვია ამას, არც იმას ერქვა მთლად წასვლა🙂 მოკლედ, რაცაა, რას ვბოდიალობ?! მიხარია, რომ გიხარია :-*

  11. მიყვარს თოვლი, ბუნების თეთრი მოსასხამი.. ყველაზე რომანტიულია ❤
    ლამაზი პოსტი იყო :*

    • მადლობა :-*
      ზოგადად არ მიყვარს თოვლი, იმიტომ, რომ იშვიათად თოვს ჩვენთან ლამაზად. გაზაფხულზე იყო ბათუმში რომ გათოვდა უმაგრესად და ახლა თბილისში. მიყვარს დიდი ფანტელები რომ მოდის და სახეში ან თმებზე მეყრება. თოვლის ბაბუას ვგავარ ხოლმე🙂

  12. შინაური

    იშვიათად ვთბები ხოლმე, და ეხლა ის იშვიათი მოვლენაა. = ]]

  13. ძალიან მოწონს, ხო იცი შენ : ))

  14. გვირილიკო, გვირილიკო, გვირილიკო..
    სითბო არის.. ჰო, პოსტში არის სითბო…
    ისეთი სითბო, გაყინულ ფეხებზე რომ გიღუტუნებს და იმდენს გაცინებს, რომ ბოლოს გათბობს..❤
    ღუტუნის მოყვარული სითბო..❤
    რა სითბოა..❤

  15. საყვარელი გვირილიკო ^^
    უსაყვარლესიი ^^
    საყვარელიი ^^
    თბილი პოსტია
    შენსავით თბილი ^^
    და კიდევ უზომოდ საყვარელი ^^

  16. ზურიკელა❤
    მეც ხშირად მახსენდება ხოლმე : ))
    ჰოდა, რა უნდა მეთქვა?
    მომენტარე გვირილიკო, ხო იცი… და გამიხარდა, რომ დამხვდი, თან ასეთი საყვარელი პოსტით…

    • მეც ხშირად მახსენდება ცემი ზურიკელა🙂
      მეც მომენატრე სხვათაშორის და გამიხარდა რომ დამხვდი, თან ასეთი საყვარელი კომენტარით😛

  17. გვირილუუკ :** შენმა სითბომ გამათბო.. : ))

  18. ♥ Miss.Catalan.. ♥

    :** მომენატრე😦 მეც მინდა გულისცემა მესმოდეს..ჩემი არა ოღონდ :))

  19. შენი პოსტი მომენატრა… თბილი და უშუალო… და გვირილაც მომენატრა.
    ძალიან მომენატრა

  20. სულაც არ ცივა შენთან,აი ასე ძალიან თბილა.❤ ცხელა..

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: