გაზაფხული (?)

ცივა, საშინლად ცივა. მოკუნტული ვზივარ თბილი პლედის ქვეშ, მაგრამ სითბო არ მეკარება. ყველაფერს ორპირ ქარს ვაბრალებ, მაგრამ უკან მდებარე ნახევრად ღია კარის ბოლომდე დახურვა მიჭირს, წინა კარის დახურვა კი რატომღაც არ მინდა, თან იქედან თბილი ქარი მოდის და რაღაცნაირად მსიამოვნებს კიდეც მისი შეხება.

არა, ორივე თუ არა, ერთი მაინც უნდა დაიხუროს! – ვფიქრობ და პლედიდან ვძვრები. ჯერ უკანა კართან მივდივარ, გარეთ ვიხედები. ცივი ქარი ქრის და ჭადრის ფოთლებს ჰაერში ატრიალებს. მიმზიდველია აქაურობა და შთამბეჭდავი, წამით გარეთ გასვლაზეც ვფიქრობ…

მაინც ვბრუნდები, მაგრამ კარს ოდნავ ღიად ვტოვებ და მეორე კართან გადავდივარ, რომელიც აივანზე გადის. აივანს მიღმა ახლად აყვავებული იები და ყოჩივარდებია, რამდენიმე გვირილაც და საიდანღაც აკაციის სურნელიც მოდის. მოაჯირს ვეყრდნობი და კარგად ვაკვირდები გარემოს. ეზოში ჩასვლა ვერ გადამიწყვეტია, მეშინია ყვავილებთან ახლოს მისულმა არ აღმოვაჩინო, რომ ეს ილუზიაა, არარსებულია. აბა ვის გაუგია შუაგულ შემოდგომაზე გაზაფხული და სითბო?

… რამდენიმე წლის წინ, შუა ზამთარში, სოფელში ახლად ამოსული იების მთელი ჯგუფი შევნიშნე. თბილოდა იმ ზამთარს და გაზაფხული ეგონათ ალბათ. ვიცოდი, რომ მალე თოვლი იქნებოდა და იებიც ვერ გადარჩებოდნენ. არადა, იმ წელს თოვლი საერთოდ არ მოსულა, ის ზამთარი ყველაზე თბილი იყო მათ შორის, რაც მახსოვს.

…ახლაც ვზივარ აივანზე, ვაკვირდები თითქოს უდროოდ მოსულ ყვავილებს და მეშინია ზამთრის მოახლოების. იქნებ წელსაც არ იყოს თოვლი, მაგრამ ოდესღაც ხომ მოვა? მე კიდე მეშინია, რომ შევეჩვევი ამ ყვავილებს, გარემოს, ამ სამყაროს მთლიანად და მისი დამსხვრევა ტკივილს მომაყენებს. თან არამარტო მე…

მაგრამ მგონი მომწონს ეს სამყარო და სანამ შესაძლებელია მისი არსებობა, რატომაც არა? მარადიული ხომ არაფერია და ერთ დღეს ჩვენც აღარ ვიქნებით. ხოდა, სანამ ვართ და სანამ შეგვიძლია შევიგრძნოთ რაღაცეები, რატომ უნდა დავკარგოთ? ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ დღეს ვცხოვრობთ? – ვუსვამ ამ კითხვებს საკუთარ თავს და დამაჯერებელ საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ვპოულობ.

ვბრუნდები ოთახში და კარს თითქმის ბოლომდე ვტოვებ ღიად. ვეხვევი ჩემს პლედში და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შევიგრძნობ სითბოს. უკანა კარიდან ქარი კიდევ უბერავს, მაგრამ წინა კარი უფრო ფართოდაა ღია და სითბოც საგრძნობლად აღწევს.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/11/06, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 40 Comments.

  1. ისე მომეწონა, რომ მეც მომინდა ერთი დღე მქონდეს შემოდგომის ისეთ ცივი…
    რომ არაფერზე ვიფიქრო..

  2. მიყვარს ესეთი ჩანახატები : )) ეჰჰ.. მე უბდეურს პლედი სიცივე და სიტბოც კი მომენატრა :დ

    • სიცივე და სითბო ერთდროულად როგორ მოგენატრა?🙂 კარგად ყოფილხარ და ეგაა, არც ერთი გაწუხებს და არც მეორე😛

  3. პ.ს ვაბოდებ შენს ჰეადერზე :დ

  4. მადლობა ^_^
    შევიფერებდი, მარა ჩემი დამზადებული არაა🙂

    • მაინც ვაბოდებ :დ ანუ სადღაცას შუაში ვარ რა არც მცივა არც მცხელა.. ყველაზე საშინელი ეგაა :დ

      • კაი, მადლობა მაშინ🙂

        ხო, ეგ არ ვიცი… შეეცადე გათბე მაშინ, შეციებას არ გისურვებ😉

  5. ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ დღეს ვცხოვრობთ? < დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს ხვალინდელ ქათამსო🙂 მომეწონა, პერფექტო გვირილ :*

    • ხო, აწმყო ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და თუ გაგვეპარა ხელიდან, მომავალი ბედნიერების ლოდინი დიდხანს მოგვიწევს.
      მადლობა შეფასებისთვის კახი :-*

  6. :):):):)

  7. ara dagcine ki aara gamagima am postma:)gmertma damifaros vinmes davcino

  8. მაგარია მომენტით ცხოვრება, იშვიათადაა შესაძლებელი, მაგრამ მაგარია🙂

  9. ლიზიკუნა

    ვაიმე კაი იყო) მომეწონა

  10. სწორი გადაწყვეტილებაა, მომავალზე ფიქრი ზოგჯერ აწმყოს გაკარგვინებს.

    • მართალი ხარ კატერინა, ამიტომაც უკეთესია დავფიქრდეთ ჯერ, სანამ ბრმად და ზომბებივით წავალთ მომავლისკენ, ისე, რომ სულ არ ვიფქრებთ აწმყოზე.

  11. მარი

    მომეწონა❤ …
    კარგი ხაარ!!! მიყვარს შენი პოსტების კითხვა ძალიან,ძალიან :*!

  12. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აააააამმმ…. მინდა ზაფხული..😦

  13. წარმოსახვითი და რეალური სამყარო გამახსენდა:))
    სჯობს? ალბათ სჯობს კიდეც ტკბობა, თუნდაც ირეალური ყვავილებით. მთავარია არც ის დაგვავიწყდეს, უკან რომ კარია… კარი, საიდანაც სიცივე შემოდის.
    მომენატრე:))

    • ნინიკო, ზუსტად გაიგე რაც მეწერა🙂 უკან რომ კარია ის ვერ დამავიწყდება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ წინა კარიდან რომ გავიხედავ ერთხელაც, რეალური სამყარო დამხვდება, მთლად მასეთი ლამაზი თუ არა, ცოტათი მაინც🙂

      აბიტურიენტის და მაგისტრანტის თავისუფალი დროები დაემთხვევა ერთმანეთს ალბათ მალე😉

  14. გაზაფხული მომენატრა..😦

  15. გვირილ გვირილ გვირილ :*:*:*

  16. მომენატრე გვირილა❤

  17. ძალიან მოუხდა დღევანდელ თოვლიან დღეს🙂 მე პლედი არ მაქვს გათბობა ჩავრთე და ცხელი ჩაი მოვიდგი გვერდით🙂 ასე მეგონა ყვავილების სურნელი მოვიდა🙂

    • მაგარია, მიხარია თუ მასეა!
      კაია ყვავილების სურნელი😉

      ხო, შენი პირველი კომენტარი ჩემთან😉 კიდევ დაგელოდები ^_^

  18. მომეჩვენა ალბათ, მაგრამ სიმბოლორბს წავაწყდი…. მგლი შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? *************8

  19. ძალიან გთხოვთ ამ გვერდზე შედით, მოიწონეთ და დამიკომენტარეთ, კონკურსში ვღებულობთ მონაწილეობას და თქვენი დახმარება გვჭირდება. http://batumelebi.ge/2011/11/29/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90/#more-4290 წინასწარ დიდი მადლობა.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: