22:25 !!!

სადგურში მისულს მატარებელი წასული დაგხვედრია? უცებ ჰოლივუდის ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი გამხდარხარ საკუთარ წარმოსახვაში? მატარებელზე მანქანით გამოკიდება გიცდია?

… 10 წუთით ადრე მივედი მატარებელთან მეთქი უნდა გამხარებოდა “კაკ რაზ”, როცა მანქანამ მოუხვია და ცარიელი სადგური დავინახე. ბილეთს მაშინღა დავხედე და 22:45 კი არა, 22:25 ეწერა. საქმე იმაშია, რომ ამ 22:45-ს იმდენად მივეჩვიე, ერთხელ რომ შევამოწმე დილით და 22 დავლანდე, აღარ გავაგრძელე კითხვა. ამიტომაც მომიწია მგზავრობა ძლივს ნაპოვნი “მარშუტკით”, სიცივეში და დიდი ბოდიში მაგათთან, მარა მოდებილო კომპანიაში.

ჯერ იყო და მძღოლმა გასვლა ვერ გადაწყვიტა, მერე ყველა ფანჯარა თამამად ჩამოსწია და მიაქროლებდა ამ თავის “მარშუტკას”, კი იყო “მერსედესის” ფირმის და ეამაყებოდა ალბათ. სანამ ეს ბოლო ხმაზე უსმენდა ნინო ჩხეიძეს და მსგავს ღირსშესანიშნაობებს, ყველა ათ წუთში ერთხელ ეწეოდა და გვერდით მჯდომ მისივე ასაკის ბიჭს მამამისის ბიზნესზე ელაპარაკებოდა, ამ ყველაფრის პარალელურად კი ვიღაცას “ეგონკავებოდა”, უკან მგზავრები იყიდებოდნენ ამ სიტყვის პირდპირი მნიშვნელობით.

როცა სიცივემ უკვე მეოთხედ თუ მეხუთედ გამაღვიძა ძლივს ჩაძინებული და სიმწრის ცრემლების სიახლოვე ვიგრძენი, გამახსენდა, რომ იმდენად მაგარი ვარ, თუ მოვინდომე მძღოლს მანქანიდან ჩამოვაბრძანებ.

ასეც მოხდა. ეწევინებოდა და აჩერებდა მანქანას.

იქ, სადაც თბილისისკენ მომავალი თითქმის ყველა “მარშუტკა” აჩერებს და ძირითადად მძღოლი საუზმობს, სადილობს ან ვახშმობს, ამჯერადაც გავჩერდით. აღმოჩნდა, რომ ე.წ. “დისპეჩერი” და მამაჩემი ნაცნობები ყოფილან და ამ “დისპეჩერს” დაუბარებია მძღოლისთვის ყურადღება მიაქციეო. მაგრად კი გაოცდა საბრალო, როცა მიხვდა, რომ მისი ყურადღების ობიექტი მე უნდა ვყოფილიყავი. არც მე მქონია დიდად სურვილი ამ სტატუსის ტარების, მაგრამ ღამის სამ საათზე ყავა მაინც დამალევინეს, ყურადღების ნიშნად. უარის თქმა უშედეგო აღმოჩნდა და ქაბაბის ჭამას კიდევ ყავა ვარჩიე. თან ფრიად სასიამოვნო საუბარი მელოდა წინ:

–      გათბობა რომ ჩავთო მეძინება, გეიგე? ორი ღამის უძინარი ვარ და აქ რომ დემეძინოს…

მერე ჩემი საქმიანობით დაინტერესდა და რომ გაიგო, ჩაიბურტყუნა:

–      კი გამოვა შენიდან ჟურნალისტი ისე…

აქვე გამიმხილა ერთი საიდუმლო – წინ უფრო თბილად იქნები და გადმოდიო. იმ უცნაური დაწესებულებიდან რომ გავედით, მართლაც გადავბარგდი წინ, სადაც ერთ სკამზე 20-25 წლის ბიჭი დასკუპებულიყო უკვე. მეც მეორე სკამი დავიკავე და სანამ ძილისთვის ვემზადებოდი, ის თუთიყუშივით იმეორებდა მძღოლთან “საუბრის” დროს გამოყენებულ ჩემს სიტყვებს და თბილად მიღიმოდა.

მანქანა დაიძრა და მეც შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოვკლათდი, სადაცაა ძილს ვეგებები ხელგაშლილი, რომ ჩემი აწ უკვე თანამგზავრის ხმა ჩამესმის – “მართალია ხომ?” და “მარშუტკის” მაგნიტოფონისკენ მითითებს თავით, საიდანაც ნინო ჩხეიძე სიყვარულისთვის დამახასიათებელ ვაი-უბედურებებს უჩივის.

დილით ექვსის ნახევარზე უკვე თბილისში ვიყავი და კიდე კაი, რომ ჩემს გვერდით მჯდომ ნინო ჩხეიძის სიტყვებით მოხიბლულ ყმაწვილს “ღირსეული” პასუხი არ გავეცი, რადგან ჩანთა საშინლად მძიმე აღმოჩნდა და მაგ დროს ვერავის გავაღვიძებდი. იმანაც შეიფერა და დიდის ამბით გამოთქვა დახმარების სურვილი, ჩანთა მომათრევინა და დამშვიდობებისას სხვათაშორის იკითხა – “ტელეფონის ნომერი არა ხო?”. მე შევაქე მისი მიხვედრილობა და დავემშვიდობე.

სახლში მისულმა სასწრაფოდ დავიძინე, რადგან რამდენიმე საათში ლექცია მქონდა. ტელეფონის გაუცნობიერებლად გავთიშე და დილით მგონი ყველა ნათესავისგან შემოსული ზარი დამხვდა. არ ვიცი რა იფიქრეს, მაგრამ კაი არაფერი აშკარად.

მოკლედ, ერთ-დღე ღამეზე ცოტა მეტ ხანში მოვასწარი ბათუმში ჩასვლა და მატარებელში ვიღაც ბავშვის კივილის მოსმენა, აქედან გამომდინარე უძილობა და დაღლილობა; მშობლების აფორიაქება, მატარებელზე დაგვიანება და “მარშუტკაზე” ძლივს მისწრება; უაზრო და ნერვების მომშლელი მგზავრობა, “სასიამოვნო” ნაცნობობა და ბოლოს დავაგვირგვინე ჩემების ნერვიულობით.

სამაგიეროდ – მატარებლიდან ჩამოსულმა დავინახე ზღვა, დილის ნიავის თანხლებით ვიბოდიალე და სახლის დანახვისას სიარულს ისევ ქვეცნობიერად და ჩემდაუნებურად მოვუჩქარე. კიბეებზე ავირბინე და კარებთან შევისვენე, მერე ზარი ისე დავრეკე, ვითომ მშვიდად და აუჩქარებლად მოვდიოდი; ბათუმში ის ყვავილები კიდევ დარჩენილა, შემოდგომის და ბათუმის სუნი რომ აქვს და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ეს სურნელი; და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ამჯერად იყო მეორეხარისხოვანი, რადგან ვიგრძენი, რომ იმას ვჭირდებოდი, ვის გამოც ჩავედი და შემეძლო იმ მომეტში მასთან ერთად ვყოფილიყავი.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/11/03, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 28 Comments.

  1. dasasrulma damaintriga😀

    • ნათი ^_^
      როგორ გამიხარდა შენი კვლავ გამოჩენა :-*

      დასასრულს მოვეშვათ, მაქ არ იყო დასაინტრიგებელი არაფერი😛

  2. საღოლ შენს გაძლებას!!! გოჩა გვაძლიერებს😉

  3. ჰაჰ, ჩემი იმერული ”ვოიაჟები ” გამახსენე გვირილა🙂

    • ჰაჰ, გამიხარდა შენი მოსვლა ოთიუს😛

      ისე, მგონი ეს ვოიაჟები რაღაცით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუნდაც შეგრძნებებით🙂
      მიყვარს იმერელი ხალხი ^_^

  4. ჰაჰ, მეც საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს ბათუმიდან ^_^

    ისე სექტემბერში არაჩვცეულებრივი დრო გავატარე აჭარაში, 10 დღიანი პროექტი გვქონდა ჩაქვში🙂 აი ფანტასტიურია აჭარა ^^^

  5. რა კარგია ანონიმი რომ ხარ, პოსტი უკეთესი გამოვიდა❤

    • ხო?😛 ^_^
      ისინი მაინც ვერ ნახავდნენ პოსტს😀 თუმცა, ფბ-ზე რექვესთის ხილვა სავსებით შესაძლებელია ამ დღეებში😀

  6. მომეწონა შენი თავგადასავალი🙂
    (მაგრამ აი ბოლოს მატარებელი რომ არის ნახსენები მაგას ვერ მივხვდი…)

    • თავგადასავალი მე დიდად არ მომწონებია 😀

      “მოკლედ, ერთ-დღე ღამეზე ცოტა მეტ ხანში მოვასწარი ბათუმში ჩასვლა და მატარებელში ვიღაც ბავშვის კივილის მოსმენა, ” – ამაზე ამბობ? ჩასვლა მიწერია მაქ, მატარებლით ჩავედი და “მარშუტკით” მომიხდა წამოსვლა. ანუ მაქ მატარებელზე რაც წერია, ჩასვლის ამბავია.

  7. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ვიზიარებ,შენს მოდებილო აუდიტორიასთან ერთად მგზავრობას (მგონი წინადადება ვერ დავალაგე მარა მიხვდიალბათ). ისე,წარმომიდგენია იმ ბიჭის თვითკმაყოფილი იდიოტური მზერა ჩანთის ჩამოთრევაში დახმარება რომ შემოთავაზა :დ

    კარგი პოსტიკო იყო,ბოლო აბზაცი მომეწონა ძაალიან🙂

    • 😀 კი, აშკარად გაუხარდა, მარა როგორ არ მანაღვლებს ეს ამბავი რომ იცოდე😀

      მადლობა პოსტის შეფასებისთვის, ბოლო აბზაცში კიდე განსაკუთრებული არაფერი ხდება😀

  8. ვის გამო ჩახვედი, გოგო? ამას გვიმალავდი? : ))

    • 😀😀 მეგობარია და თან მდედრობითი სქესის, თორემ რავა გაკადრებდით დამალვას😀

  9. სულ გულს მიფორიაქებს შენი პოსტები, გვირილიკო..❤

  10. MisterRomantic

    მეც ვიყავი წინა კვირას სამეგრელოში დ ზუსტად იგივე ხდებოდა: მძღოლმა თქვა, გათბობა რომ ჩავრთო ჩამეძინება საჭესთანო, თან წინ ვიჯექი, გვერდით გოგო მეჯდა🙂 არა მე არ ვიყავი ის ბიჭი , მე იქით მივდიოდი დასავლეთში🙂 ჩემს გვერდთ მჯდომი გოგოც კი აღმოჩნდა ლაქლაქის მოყვარული ისე🙂

  11. ლიზიკუნა

    უიმე მგზავრობას ნუ მიხსენებთ რა. თან მარშუტკით) გმირი ხარ::::) ისე სახლში დაბრუნება ძაან მაგარია. იქ სადაც სულ გელიან.სადაც არუნდა კარგად იყო. შენი სახლი სულ სხვაა

  12. რამდენჯერ დავწევივარ მატარებელს მახინჯაურში… მაშინ ბათუმში იყო სადგური.

    ფრიად ექსტრემალური მგზავრობა გქონია.

    • მეც ვიფიქრე ქობულეთში ჩასვლაზე, მარა ნამეტანი გვიანი იყო🙂
      მაშინდელი სადგური არ მახსოვს ისე, მარა ვიცი სადაც იყო🙂

      კი, ექსტრემალური მგზავრობა მქონდა ნამდვილად🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: