გამოუსადეგარი

მებაღე ახლად დაკრეფილი ყვავილებით დატვირთულიყო და მაღაზიისკენ მიემართებოდა. ბაღიდან გამოსულმა, ღობის კუთხეში, ზედ ასფალტთან, გვირილაც შენიშნა, მტვრიანი იყო და აქა-იქ ფურცლებიც აკლდა. თუმცა ცოცხალად და მყარად იდგა. “იყოს, ამასაც წავიღებ” _ გაიფიქრა მებაღემ და უკვე მოგლეჯილი გვირილა სხვა ყვავილებთან ერთად მოათავსა.

მეყვავილე გოგონამ მებაღეს ფული ჩაუთვალა და თაიგულების შეკოწიწება დაიწყო. მინდვრის ყვავილებიანმა თაიგულმა დიდი საფიქრალი გაუჩინა – თითქოს სრულყოფილებისთვის რაღაც აკლდა. გვერდით გადადებული, ასფალტიდან მოგლეჯილი უხეშღეროიანი გვირილა ერთი შეხედვით უხდებოდა თაიგულს, დიდი ყვითელი გული ტონალობებსაც ავსებდა. მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. არდა, ამ ყვავილის გარეშე თაიგული თითქოს უფერულდებოდა, ფერს კარგავდა.

პრობლემა არა მთლიანად თაიგულში, არამედ იმ ერთ გვირილაში იყო. კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა, არადა, თითქოს აუცილებელი იყო ამ თაიგულისთვის.

… ეს გვირილაც ოდესღაც, სხვებთან ერთად, გაშლილ მინდორში იზრდებოდა. იქ ხშირად დადიოდნენ ლაშქობებზე და გვირილებით ერთობოდნენ – თაიგულებს აკეთებდნენ, გვირგვინებს ან სულაც “ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ”-ს თამაშობდნენ.

ლაშქრობიდან დაბრუნებულ მეგობრებს ყოველთვის მოჰქოდათ გვირილების დიდი თაიგულები. იმდენად დიდი, რომ ხელში ვერ ატევდნენ და უკვე ასფალტზე ტოვებდნენ გვირილებიან კვალს.

… ერთ-ერთმა გვირილამ ასფალტის კუთხეში მიწა იპოვა და ნელ-ნელა ფესვები გაიდგა. მინდვრის ყვავილი ასფალტს რთულად, მაგრამ მაინც ეგუებოდა. უფრო გაიზარდა და გაუხეშდა კიდეც, ქალაქის მტვერი და სიბინძურე რომ აეტანა. თეთრი ფურცლები თანდათან კარგავდნენ ფერს, ზოგი დაცვივდა კიდეც. მაინც მყარად და ამაყად იდგა.
ბევრჯერ გადაუარეს და გადათელეს, ისე, რომ უკან არც მოუხედავთ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც უვლიდა, წყალს უსხამდა და ეფერებოდა. მერე მათ ეჩვეოდა, ისინი კი უცერემონიოდ მიდიოდნენ. უცერემონიოდვე ბრუნდებოდნენ და სახეშევცლილი რომ ხვდებოდათ ყვავილი, ვეღარ იტანდნენ.
ეთამაშებოდნენ კიდეც, იმ სხვების მსგავსები რომ ყოფილიყვნენ, ვისაც მართლა უყვარდა. ჯერ გადაუვლიდნენ და შემდეგ მობრუნდებოდნენ, წელში გაასწორებდნენ და ფოთლებზე უხეშად გადაუსვამდნენ ხელს.

გვირილა არც აქამდე იყო ნაზი და სუსტი, მაგრამ თანდათან უფრო გაძლიერდა, შეიცვალა. ყვითელი გული გამაგრდა და გაუხეშდა. თუმცა ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა.

თითქოს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, არადა მებაღის ერთი ძალდაუტანებელი მოძრაობით ძირიანად ამოიგლიჯა.

… მეყვავილე გოგონამ მაინც მოახერხა მინდვრის ყვავილებისგან ლამაზი თაიგულის შეკვრა და გამოუსადეგარი, უხეში გვირილა ფანჯრიდან მოისროლა.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/30, in ვითომ "ჩანახატები" :-), Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 38 Comments.

  1. ragacnairad guli chamwyda:(

    • ხდება ხოლმე🙂
      თუმცა, ყველაფერს აქვს პლიუსი – გული რომ ჩაგწყდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე გასაგებად გადმოვეცი და შენ გაიგე.

      მიხარია შენი კომენტარი, პირველად ხარ ჩემთან ხო?
      ხოდა, გელოდები კვლავაც😉

  2. ki absolturad gasagebad gadmoeci risi tqmac gindoda:)pirvelad davtove komentari torem ise shens blogs sul vkitxulob da dzalian dzalian momwons:)

  3. ki mgonia imas ambob risi tkmac me minda xolme da ver vambob:)

    • აჰ, არ გამოვა მასე😛
      კონტაქტი აუცილებელია😉
      თუ არ მოგეწონება იქაც მათ შორის😉

  4. ყოველთვის არსებობს ქვეყანაზე ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც გაქელილ გვირილას გვერდზე გულგრილად არ ჩაუვლის

  5. არც კი ვიცი რა დავწერო, ალბათ კარგია, როდესაც გაუხეშება და გარემოს გავლენა ვიზუალურად არ გეტყობა, თუმცა მზად ხარ მოვლენების შესაძლო და სავარაუდო განვითარებისთვის.

  6. ხოო, გაუჭირდება პატარა მინდვრის გვირილას დიდი ქალაქის ქუჩებში, მაგრამ… მაგრამ ეს თავიდან, გვირილა რისი გვირილაა რომ ვერ გაიხაროს😉

  7. ლიზიკუნა

    გვირილასავით პოსტია)))

  8. ლიზიკუნა

    მიყვრას ეს ყვავილი, მიყვარს შენი ბლოგი და ზუსთად გაქვს გადმოცემული რისი თქმაც გინდოდა))

  9. ვაიმე :((( რა სევდიანი იყოოო😦

  10. რა კარგად იცი ხოლმე მნიშვნელოვანის ჩაქსოვა🙂
    კი, სევდიანი,მაგრამ რაღაც კარგი წასაკითხი იყო🙂

  11. momewona da shemomekitxa🙂

    • კი არ წაიკითხა, შემოეკითხა🙂
      მადლობა შეფასებისთვის.

      ვაფშეტა, პირველად ხარ ჩემთან და მოგესალმები, დაგელოდები კვლავაც😉

  12. sheni postebi sul shemokitxuli maqvs. Shemogivli xolme🙂

  13. უი, არ ვიცოდი ^_^
    კაი, შემომიარე😉

  14. მარი

    გვირილააა :))) რა საყვარელი ხაარ!!! :))))))) …
    პ.ს გული დამწყდა😦

  15. რეალურია, როგორც სხვა ყველა პოსტი. ლამაზად მოყოლილი ისტორიაა.
    შეიძლება სულ არაა შუაში რასაც ვიტყვი, მაგრამ მე ეს გვირილა რაღაცნაირად მოხუცებს მაგონებს. ყველას არა რა თქმა უნდა.
    ზოგიერთ მათგანს ზოგჯერ ძალიან უსამართლოდ ვექცევით. გვავიწყდება ან არ ვიცით რა გამოიარეს, როგორ მოვიდნენ აქამდე. მთავარია დღეს ისეთები აღარ არიან, როგორიც ადრე და მორჩა, ვისვრით ჩვენი ცხოვრებიდან…

    • იმიტომ გაგონებს, რომ მოხუცებს ყოველთვის ბევრი აქვთ მოსაყოლი😉

      ხო, სამწუხაროდ მართალი ხარ…

  16. ♥ Miss.Catalan.. ♥

    sawyali gvirilaa :((

    • არაუშავს, გვირილა ძლიერი უნდა იყოს, ქოთნის ყვავილი ხომ არაა კაცო, ტყეშიც იზრდება და ხარობს🙂

  17. MisterRomantic

    თუკი გვირილა მებრძოლია, ფანჯრიდან გადაგდების მერეც შეძლებს მიწა იპოვოს და გაიხაროს🙂

    • აშკარად მართალი ხარ😉

      ვაფშეტა, მოენატრა გვირილას ბლოგს შენი კომენტარები ^_^

  18. ობიანი

    მეც მევასები :ხართ:😀

    მართლა ^^

    • კაი, შევიფერებ მაშინ😀

      ხოდა, მოგესალმები ჯერ ერთი, პირველად შემოიხედე და…😛
      დაგელოდები კვლავაც😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: