ბედნიერება

ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

… შემოდგომაა. სუსტი, მაგრამ თბილი სიო იგრძნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლები ხრაშუნებენ. ცა ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ცის ფერი. ვუსმენ გემრიელ მელოდიას და მინდა მეც ვიღიღინო.

… პლიაჟზე მივსეირნობთ უხმოდ, ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გვესმის. ზუსტად ის დროა, როცა მზეც ზღვაში ჩახტომას გადაწყვეტს და ცა წითელ შეფერილობას იღებს. ორივე ერთდროულად ვჩერდებით და მზეს ვაკვირდებით. ვგრძნობ, რომ სადღაც სხვა სამყაროში გადავდივარ და ხელზე ხელის მოჭერა მაფიქრებინებს, რომ იქ მარტო არ ვარ.

… ვხედავ შენს სახეს, მიხარია ღიმილს რომ ვერ იკავებ ჩემი დანახვისას და მეც მეცინება. ვუსმენ შენს ძველებურ, ვითომ საქმიან ტიტინს და რაღაც მიხარია.

… ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ და ათას სისულელეზე ვსაუბრობთ. ერთ ხელში რბილ და ფაფუკ ხელს ვგრძნობ, მეორეში თითქმის ძვლებს🙂 ორივე ხელი თბილია, ძალიან თბილი და თითქოს ძალას მმატებს.

… ვსეირნობთ. გრანდიოზულად გაწვიმდა, სეტყვასაც ურევს. საკმაოდ ცივა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სასიამოვნოა. ადამიანები ფანჯრებს მიღმა დგანან, ჩვენ კი გავრბივართ და რატომღაც ვიცინით.

… ვკითხულობ და თან მწარე ყავას ნება-ნება ვწრუპავ. გარედან წვიმის ხმა მესმის, ალბათ ცივა კიდეც, ჩემი პლედი ძალიან თბილია და ვერ ვგრძნობ სიცივეს. ფანჯრიდან ვიხედები. ვიღაცეები გარბიან და იცინიან. მეც რატომღაც მეღიმება…

… მზის სხივი მაღვიძებს, თვალებს ვიფშვნეტ და ფეხებს რატომღაც კედელზე ვაწყობ, ვაკვირდები თითების განლაგებას და ვფიქრობ არაფერზე.

… პატარა, მყუდრო ზღვისპირა ქალაქში ვარ. მსუბუქად წვიმს და ვიწრო ქუჩებში დავსეირნობ.

… ქუჩაში დავბოდიალებ და მუსიკას ვუსმენ. ვიტრინებში საკუთარ თავს ვათვალიერებ და ჩემდაუნებურად მეღიმება. რატომღაც ნაბიჯს ვუჩქარებ, ცაში ვიხედები და თითქოს გული იბერება, მოცულობაში იზრდება.

… გვიანი გაზაფხულია. ბათუმის პარკი იისფერია, რადგან დეკას მაგვარი ყვავილები აფეთქებულა. ფეხაკრებით მივდივარ ერთ-ერთ ბუჩქთან, “ვპარავ” ერთ ცალ ყვავილს, თმაში ვირჭობ და რატომღაც მიხარია.

… ღამეა. პლიაჟზე ვყრივართ. ვუსმენთ ზღვას, თან ერთ კონკრეტულ ვარსკვლავს მივჩერებივართ და ვფიქრობთ კვლავ არაფერზე.

… შემოდგომაა. ბათუმის ქუჩებში იმ ყვავილის სუნი ტრიალებს, მხოლოდ ამ ქალაქში რომაა და თამამად შეიძლება ეწოდოს ბათუმის სურნელი. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და იმ ხეს ვეძებ, საიდანაც ეს სურნელი მოდის.

… ისე ვარ, თითქოს შუშანიკის შვილმა ჩამიარა – რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა (მარტო ამ ფრაზის გამოც ღირდა “შუშანიკის შვილების” წაკითხვა).

… ვრწმუნდები, რომ ვიღაცას შეუძლია ჩემთვის რაღაც, თუნდაც ელემენრატული გააკეთოს.

… დამშვიდობების დროა. ახლა გვახსენდება ყველა ძველი თუ ახალი ამბავი და მოყოლას ვიწყებთ. მერე ყველა სახის დასამშვიდობებელ სიტყვას ვამბობთ და რაღაცნაირად, თითქოს უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც ბედნიერები ვშორდებით ერთმანეთს.

კი, ნამდვილად, ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/26, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 38 Comments.

  1. ტოლსტოიმ თქვა, ბედნიერება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისი ციაგი, დაიჭირეთ ის და იცხოვრეთ იმითო. ძღვაზე ყოფნა და ზაფხული ჩემთვის ერთი ასეთი ციაგია🙂

  2. და ბედნიერება საკამოდ ბევრია მთავარია დაინახო🙂

  3. კი, მთავარია დაინახო🙂

  4. ცუდად ვგრძნობდი თავის და კომპთან დავჯექი რამდენიმე წუთით.
    აქ კი ეს დამხვდა-სასიამოვნოდ წერ.. გამეღიმა…: )

    მაგრამ… რაც გიწერია, დიდი დოზით უკვე ბედნიერება ვეღარაა, მხოლოდ წამით თუ გაგრძნობინებს. წამით ან წუთით.: ))

    ბედნიერება ასე მესმის: თუ გინდა-ხარ, თუ არა-არა.
    ახლა არ მინდა და არ ვარ😀
    ის ერთ ღრმა ჩასუნთქვაშიცაა და 7სთიან მეცადინეობაშიც (ჩემი გასაჭირი:დ), მთავარია განწყობა, მიდგომა….

    და დაყოფას რაც შეეხება, გარკვეულწილად გეთანხმები.
    მე ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი ბედნიერებაც უკვე ბედნიერებაა, როცა მისკენ იღწვი, რადგან სიამოვნება ხომ უფრო მეტად შენებაშია და არა შედეგში.
    ანუ შეიძლება მწველი მიზანიც ჩავთვალოთ ბედნიერებად🙂

    • მერედა, ყოველთვის შეგიძლია წამებში იგრძნო ბედნიერება? საქმეც მაგაშია, რომ ძალიან შორს გვგვონია ბედნიერება და თან აუცილებლად სრულყოფილი უნდა იყოს. არადა, სანამ მაქამდე მივალთ, ხომ შეიძლება აწმყოთიც ვიცხოვროთ?

      მართალი ხარ, მთავარია განწყობა და მიდგომა😉

      “სიამოვნება ხომ უფრო მეტად შენებაშია და არა შედეგში” – ნამდვილად, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ხშირად შენებისას არ ვფიქრობთ ამაზე, მთავარია შედეგი და გვგონია მერე ვიქნებით ბედნიერები. აბა შენებისას რომ ვიყოთ ბედნიერები, მაგას რა სჯობს🙂

  5. ბედნიერება პირობითი რაღაცაა. მცირდემა ისევე შეიძლება გაგაბედნიეროს, როგორც მცირედმა უბედურად გაგრძნობინოს თავი…მე მგონია რომ ჩემს პატარა ბედნიერებებს ვიჭერ ხოლმე.. ბოლო დროს რაღაც ისე ვეღარ გამომდის, თიტქოს სულ პრობლემას ვეძებ, მაგრამ გამოსწორებადია

  6. შინაური

    ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ…. ხო ხო ეგ ლექსია :]] დანახვაა მისი ძნელი. ამ დანახვასაც ნიჭი უნდა. ბედნიერების ნიჭი

    • რაღა გიპასუხო მე აქ?🙂

      ისე კი, შენი ბლოგი მაინტერესებს და ლინკს რატომ არ ტოვებ? თუ არ ხარ ბლოგერი და უბრალოდ მითხველი ხარ?

  7. ლიზიკუნა

    სათაური რო წავიკითხე მაშინვე ვასაძის ეგ ლექსსი გამახსენდა მეც.
    საერთოდ გააჩნია ადამიანს ვისთვის რა არის ბედნიერება და რას შეუძლია ბედნიერი გახადოს. დამიჯერეთ შეიძლება ძალიან მცირედმაც კი გაგაბედნიეროთ. უნდა შეიგრძნო და დააფასო ის რაც გაქვს. ხშირ შემთხვევაში კიდე როცა ვკარგავთ მერე ვაფასებთ “თურმე ბედნიერება აქვე ყოფილა და ხელიდან გაუშვიო”. მე ხშირად გამიგია ასეთი სიტყვები.

    • კაია თუ გაგიგია და არ გითქვამს. ანუ წარსულშივე თუ ხვდებოდი მაგას🙂

      ხო, ისე გეთანხმები, მეც მაგას ვამბობ ზუსტად. უნდა შევძლოთ ვიცხოვროთ აწმყოთი.

  8. გვირილა შეყვარებულია❤

    • აბა, აბა, გაგიჟებით თან😀 წითელი გულები დაფრინავენ თავის ირგვლივ😀
      საიდან დაასკვენი?😀 შეყვარებული გვირილა არ არსებობს😛

  9. ♥ Miss.Catalan.. ♥

    gvirila ras gvimalaaav? :******* Sheyvarebuli postia(mgoni avtoric ) :***

  10. ლიზიკუნა

    მხოლოდ სიყვარული და რაც სიყვარულს მოსდევს ბედნიერება დაგაწერინებს ადამიანს. შეიძლება არც იყო შეყვარებული და წერო სიყვარულზე და ბედნიერებაზე ისიც საკმარისია ერთხელ მაინც თუ გაქვს გამოცდილი ეგ გრძნობა და შეთვისებული)) თუ შეყვარებულია კიდე , მარტო რედ ბული კი არ აფრთიანებს))

    • “შეყვარებული არ ვიყავ… მე სხვანაირად გახლდით ბედნიერი…” -ო ამბობს თავადი მიშკინი, დოსტოევსკის “იდიოტში”. კი ეძახდნენ იმას იდიოტს, მაგრამ მშვენივრად აზროვნებდა მე თუ მკითხავ და არაფერი დაშავდება მგონი “მის” სიტყვებს თუ მივიწერ.
      შეყვარებულობის გარეშეც შეიძლება იგრძნო ბედნიერება, მით უმეტეს წამებში🙂

  11. 🙂 პოსტი კი არა განწყობაა მშვენიერი !! შემოდგომის მზით გამბარი… კარგიაა.. ახლა მთაარია ახალ წლამდე მიიტანო ეგ🙂 მერე ისევ დაიმუხტები

    პ.ს. ყოველივე ამის საგრძნობლად სრულებითაც არ არის აუცილებელი იყო შეყვარებული… ეს სიყვარულისთვის მზაობას ნიშნავს უკვე… 😉

    • გაიხარე დათო🙂 ბოლო ფრაზამ განსაკუთრებით მომხიბლა, მართალი ხარ სრულებით. სიყვარულის გარეშეც შეიძლება შეიგრძნო წამები😉

      გპირდები, ახალ წლამდე მივიტან!🙂

      განწყობის შეფასებისთვის მადლობა, მარა პოსტი კი დამიწუნე ოსტატურად😀

      • 🙂 როგორ გეკადრება. მშენიერი პოსტია მაგრამ იქედან გამომდინარე რომ .. დარწმუნებული ვარ გრძნობ გაცილებით მეტს ვიდრე წერ აქ… განწყობა უფრო მეტად მშვენიერი გექნება-თქო. ვოტ ტაკ !!!

  12. დადებითი ემოციაა ^^

  13. რა საყვარელი პოსტია, პოზიტივით გაჟღენთილი.
    კი, ერთი დიდი ბედნიერება ბუნებასი არ არსებობს,არ არსებობს მისი მუდმივი განცდა.
    ბედნიერება შედგება წამოერი და წუთიერი სასიამოვნო მომენტებისგან და რაც უფრპ მეტია ასეთი მომენტი ცხოვრებაში, მით უფრო ბედნიერია ადამიანი.ბედმიერების მიზეზი კი ისიც სეიძლება იყოს, რომ უბრალოდ, წიტელი მზის ჩასვლის ყურება გსიამოვნებდეს.
    როგორ მესმის შენი,გვირილ
    უამრავ ასეთ ბედმიერ წუთებს გისურვებ

  14. ლიზიკუნა

    ხოდა მოვაგროვოთ, მოვაკოწიწოთ თითო ეს ბედნიერების წუთები და წამები და ვიყოთ ბედნიერები. ძალიან მარტივია))

  15. ბედნიერებას წვრილმანებში უნდა ვეძებდეთ, არ არსებობს დიდი და პატარა ბედნიერება ორივე ერთნაირად უნდა გვიხაროდეს და უნდა ვტკბებოდეთ იმ წუთებით <3<3<3

  16. დავაკოპირებდი რამდენიმე აბზაცს კომენტარისთვის, მაგრამ მაშინ მთელი პოსტი უნდა გადმოვიტანო. ერთი მეორეზე უკეთესი აბზაცებია. განსაკუთრებით ის მომეწონა, წვიმაში რომ გარბიხართ და იცინით და მერე ფანჯრიდან რომ ხედავ, როგორ გარბიან და ეცინებათ და გეღიმება.

    ბედნიერება მართლა ორნაირია და პირველის მიღმა ზოგი მეორეს ვერ ხედავს და ძალიან ცუდია ეს.

    • ხო, გეთანხმები, კარგია თუ ცოტა რაღაცას აწმყოშიც დავინახავთ.
      “ერთი მეორეზე უკეთესი აბზაცებია.” – მადლობა ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: