“ქალი კუხნაში!” (?)

“ქალი კუხნაში ვიცი მე!” – ამ ფრაზას ძირითადად ხუმრობანარევი ტონით ამბობენ, თუმცა არაა საკამათო ის, რომ ბევრი მართლაც ასე ფიქრობს. იმას, რომ “კუხნა” ქალის ადგილია, მეც ვეთანხმები, თუმცა ქალი შეიძლება იყოს არამარტო აქ.

ზოგადად, გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ ჩვენთან ეს ცნებაც სხვაგვარად ესმით, ისევე, როგორც ვიღაცეებისგან გადმოღებული სხვა ნებისმიერი ცნება.

“თუ გინდათ გენდერული თანასწორობა, ავტობუსში ადგილი რატომ უნდა დაგითმოთ?” – მსგავსი ფრაზა არაერთი ადამიანისგან და არაერთ ადგილას მომისმენია.

რატომ? გეტყვი რატომაც – იმიტომ, რომ მე ქალი ვარ და შენ მამაკაცი. კი, ჩვენ თანასწორები ვართ, ერთნაირი უფლებები გვაქვს. მაგრამ შენ – მამაკაცი, ხარ ძლიერი და მე – ქალი, სუსტი სქესი. ჩემში, როგორც ყველა ქალში, არის რაღაც სილამაზე და მომხიბლველობა. მერე რა, რომ მეც შეიძლება ვიყო ძლიერი, შენთან შედარებით მაინც სუსტი ვარ. შენ უნდა იზრუნო ჩემზე, უნდა იყო ჩემი ზურგი, საყრდენი. როცა მე ავტობუსში ამოვდივარ, შენ ადგილი უნდა დამითმო, თუნდაც იმიტომ, რომ “მამაკაცი” გქვია. პირველ რიგში საკუთარი თავის უნდა გრცხვენოდეს, რომ მე – ქალი, ფეხზე ვიდგე და შენ – “მამაკაცი”, კომფორტულად იჯდე.

ავტობუსში ადგილის დათმობა, კარის გაღება და მსგავსი დეტალები, ცხადია, არ არის მამაკაცის ვალდებულება და საწინააღმდეგო მოქმედება არ ნიშნავს ქალის უფლებების შეზღუდვას. ეს უბრალოდ ეთიკის ამბავია, რომელიც ან გაქვს, ან არა. ზოგადად კი, ამას ქალები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას და ასეთი მამაკაციც უფრო მეტი სიმპათიით სარგებლობს.

მიუხედავად გენდერული თანასწორობისა, მამაკაცი ყოვლთვის ერთი ნაბიჯით წინ დგას ქალზე. ბუნებამ შექმნა სუსტი და ძლიერი სქესი და ასეც უნდა იყოს. ის, რომ ქალის ადგილი მხოლოდ “კუხნაშია” და ოჯახის შემოსავალზე მარტო მამაკაცი უნდა ზრუნავდეს, ცხადია, აფსურდია. ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და შესაბამისად, წარმატებისკენ სწრაფვა მისი უფლებაცაა. მას უნდა ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება და თავი რეალიზებულად რომ იგრძნოს, რაღაც თანხა თვითონვე უნდა გამოიმუშაოს. სასურველია, ოჯახის ბიუჯეტზე ქალმაც იზრუნოს და მამაკაცმაც, შესაბამისად, ერთობლივად განკარგონ ეს თანხაც.

რაც შეეხება “კუხნას”, ვაღიაროთ, რომ ეს ქალის სფეროა. არა, მე არ ვამბობ, რომ მამაკაცები ცუდი მზარეულები არიან და თვითონ არ უნდა ამზადებდნენ არაფერს. მაგრამ ზოგადად ეს ქალის საქმეა, ისევე, როგორც სახლის დალაგება, რეცხვა და ა.შ. რა თქმა უნდა კარგია, თუ მამაკაცი ეხმარება ამ ყველაფერში, მაგრამ მთლიანად “დიასახლისი” კაცი იყოს, მარაზმია.

კი, დღეს არავის ულხინს და ხშირად ქალები მუშაობენ, მამაკაცებს კი სამსახური არ აქვთ და სახლში არიან მთელი დღეების განმავლობაში. არ ვთვლი, რომ ეს ნორმალურია. კაცი იმიტომაა კაცი, რომ ძლიერი იყოს და გაითავისოს, რომ იდეაში ოჯახი მის მხრებზეა. ყველა ბანკირი ვერ იქნება, სახელმწიფოს მუშა, მეეზოვე, მცხობელი და სხვა პროფესიებიც ჭირდება.

გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ ქალმა კაცის ფუნქციები შეითავსოს. მას სუსტი სქესი ტყუილად არ ჰქვია, ერთგვარი ზურგი ყოველთვის სჭირდება და ეს ზურგი უნდა იყოს მამაკაცი, ძლიერი პიროვნება, ვინც იზრუნებს მასზე.

ზოგადად კი, “ქალი უფრო მაგარია თუ კაცი” – ს მსგავსი დისკუსიების მომხრე არ ვარ, რადგან ვთვლი, რომ ორივეს თავისი ადგილი აქვს.

ფინიკი ;)

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/23, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 78 Comments.

    • რა იყო ნიკა?😀

      P.S. მოიცა, პირველად ხარ ჩემთან? რატომღაც მეგონა აქამდეც იყავი. კაი, უკვე ბლოგიდან მოგესალმები მაშინ და დაგელოდები კვლავ😉

  1. რომელ გენდერზეა საუბარი როცა მამაკაცბს კორექტულობის მინიმუმი არ გაგვაჩნია! ძალიან ძალიან ბევრია სამუშაო საკუთარ თავზე :(((

  2. გვირილა სათაური წავიკითხე თუ არა მაშინვე ჩვენი იმ დღევანდელი საუბარი გამახსენდა😀 პრინციპში საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე მაშინ საკმაოდ ამომწურავად დავაფიქსირე🙂 გეთანხმები ბალანსი ყველაფერში საჭიროა, ჰოდა რა თქმა უნდა არსებობს რაღაც რასაც ადამიანს ვერ ასწავლი ან აქვს და ან არა🙂

    • მაგიტომაც მოგნიშნე პოსტის ბოლოს😀

      ხო, არსებობს და პრობლემაც სწორედ ისაა, რომ არ ისწავლება, არადა აშკარად ბევრს სჭირდება😀

      • ჰოდა ჩამოვაყალიბოთ ჯენტლმენების სკოლა ხელმისაწვდომ ფასებში😀

      • ორი ერთი და იგივე შინაარსის კომენტარი :დ განსხვავება მოგხვდება თვალში :დ ჰოდა ერთი წაშალე :დ

        • ვახ, მეთქი რამ გადარია ეს გოგო, სამი კომენტარი ერთად😀
          ხო, ერთი წავშალე და ჯენტლმენების სკოლის მომხრე ვარ ისე😉

  3. ” ზოგადად კი, ამას ქალები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას და ასეთი მამაკაციც უფრო მეტი სიმპათიით სარგებლობს.” – ეს ჩემი ნათქვამი მეგონა ^^ მაშინვე დადებითად ვენწყობი ასეთი მამაკაცის მიმართ თუნდაც არ მომწონდეს :)))))

  4. შინაური

    გეთანხმები გენდერული თანასწორობა უმეტეს შემთხვევაში არასწორად ესმით, რათქმა უნდა ქალს ააქვს ყველა ის უფლება რაც ჩამოთვალე საკუთარი თავის რეალისაზია საკუთარი შემოსავალი და ა.შ. მაგრამ იერარქია საჭიროა მართვისათვის, თუნდაც ოჯახში, ეს ფაქტორი თუ არ არის შენარჩუნებული ოჯახშიც და როლები თუ არეულია შესაბამისად ვერც ჯანსაღი ურთიერთობები იარსებებს და ოჯახიც ნაკლებად იქნება ოჯახი. ანუ ვთვლი რომ კაცი თავია ოჯახისა და მასზეა დამოკიდებული ქალიც(მატერიალურად არ ვგულისხმობ, თუმცა ესეც შესაძლებელია), ოღონდ კაცს უნდა ჰქონდეს იმის უნარი და შეგნება რომ ქალს თავი აგრძნობინოს ნამდვილ ქალად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კაცი უფრო მაგარია და ქალი არა🙂 მოკლედ ეს ძალიან დიდი და ზოგადი თემაა და საუსრულებლად შეიძლება საუბარი…

    • კი, ნამდვილად დიდი თემაა. ოჯახის თავი მამაკაცია თავისთავად, მაგრამ ეს არ გულიხსხმობს ზედმეტ უფლებებს, უბრალოდ, ასეა და მორჩა. ეს არ ნიშნავს, რომ ქალი მეორეხარისხოვანია ოჯახში. არანაირად! ოჯახს მართავს კაცი, თუმცა არა ერთპიროვნულად.

      • შინაური

        ნამდვილად გეთანხმები. რაც უფრო დიდი სიყვარული და ურთიერთგაგებაა მით უფრო ძლიერია ოჯახი. ურთიერთგაგება კი გულისხმობს იმას რომ ივე მხარეს თანაბარი უფლებები აქვს, ნუ რაღაც იმ დაწერელი კანონის გარდა რასაც მამაკაცის თავობა ქვია, თუმცა ეს ზედმეტ უფლებებს არ გულისხმობს. (ძაან ჩავიხლართე😀 )

  5. კაცს ყოველთვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ფიზიკურიც და თვისუფლების მხრივაც, ამიტომაც იყო წინ ქალზე ოდესღაც. მაგრამ მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ მათ გამორჩეულ მონაცემებს და ნიჭიერებას, უბრალოდ მათში უფრო მეტია ეგო და ამიტომაც მეტად შეუძლიათ საკუთარი სურვილების და მიზნების შესრულება, ეგაა და ეგ.

    • მე არ ვამბობ, რომ მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ და უფრო ნიჭიერები არიან🙂 მე ვამბობ, რომ მამაკაცი უფრო ძლიერი უნდა იყოს და ქალი, ზოგადად ძალიან ძლიერიც კი, მამაკაცთან შედარებით სუსტი.

    • შენც?😀
      მოიცა, ვნახო აბა😉

      ხოდა, მოგესალმები კ სტაწე, მგონი პირველად ხარ ჩემთან, არა?

  6. სამზარეულო ქალის სფეროა?? არამც და არამც🙂 მამაკაცები უკეთესი მზარეულები არიან, ამას მოწმობს როგორც სტატისტიკა, რომ მსოფლიოს რესტორნების უმრავლესობაში შეფ-მზარეულები მამაკაცები არიან, ასევე პირადი გამოცდილებას🙂
    ქალის წარმატებისაკენ სწრაფვის უკანა პლანზე გადაწევა პირადად მე იმის დამსახურება მგონია, რომ ქალების უმრავლესობისათვის რთულია ოჯახისა და კარიერის შეთავსება და ხშირ შემთხვევაში არჩევანს (ნებაყოფლობითს ვგულისხმობ) ოჯახის სასარგებლოდ აკეთებს… ეს რა თქმა უნდა, მის უფლებებს არაფერს აკლებს!🙂

    • ეს სხვა საქმეა თამარა. როცა თმობ შენივე სურვილით, ეს ნორმალურია. მაგრამ ნორმალურ ამბებზე არ ვამბობ მე🙂

      სამზარეულოს რაც შეეხება, არ ვამბობ, რომ კაცები ცუდი მზარეულები არიან. მაგრამ ყოველ დღე სადილი კაცმა მოამზადოს, არ მიმაჩნია ნორმალურად. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ხანდახან კაციც იყოს მზარეული ოჯახში.

  7. აუ გვირიიილ სგ სგ : )))) მაგრამ ნეტა ოდესმე იქნება ისეე,რომ ეს თემა სალაპარაკოდაც არ ღირდეს??და არც არავის გაახსენდეს???იავიცი იავიცი…ჰომ და კიდევ მამაჩემი მააგარ გემრიელ რაღაცებს ამზადებს ხოლმეე…მმმ…როგორ მომენატრააა ის კერძებიიი ^^

    • სხვათაშორი მამაჩემიც🙂 მარა ყოველ დღე სადილმ მამაჩემი არ მიმზადებს და მგონი ასეც უნდა იყოს იდეაში🙂

      • ჰო მასეც უნდა იყოს…ჩემთანაც ეგრეა და რავი…სხვასთან რა სიტუაციაა არ ვიცი🙂

        • 🙂 ზოგადად მასე უნდა იყოს იდეაში. თუმცა, ხანდახან კაცი რომ მოამზადებს სადილს, მაგარია! ხშირადაც შეიძლება პრინციპში, მაგრამ ეს მისი ყოველდღიურობა არ უნდა გახდეს.

  8. ჰმ :@ პირველაად?
    შეიძლება პირველად გავაკეთე კომენტარი მაგრამ ბლოგს ნამდვილად ხშირად ვსტუმრობ🙂
    ზოგადად კომენტარებს იშვიათად ვტოვებ😉 ეს შეგიძლიათ ნაკლად ჩამითვალოთ🙂

    • ააა, კაი მაშინ🙂
      კი, კომენტარი ნამდვილად პირველი იყო🙂
      ბლოგს თუ ხშირად სტუმრობ მიხარია😉

      “ეს შეგიძლიათ ნაკლად ჩამითვალოთ” – აქ მრავლობითია იმედია და ბევრ ადამიანს მიმართავ, და არა მე “თ”-ს დართვით😀

  9. რათქმაუნდა :*
    ,,თ” – მხოლოდ მრავლობითში :)))

  10. ბრავო ^_^
    გვირილა, ყოველთვის ამბობ ჩემ სათქმელს❤

    • გავაუქმოთ ერთ-ერთმა ბლოგი და ერთად ვწეროთ😛

      კაი, ვხუმრობ, მიხარია თუ მეთანხმები :-*

      • ხო, კარგი აზრი იქნება :დ
        მართლა კარგად წერ და ეს პოსტიც არაა გამონაკლისი❤

  11. ქალი კუხნაში არ ვიცი მე, მე ვიცი “ქუხნაში” :)))))))))) და სხვათა შორის მამაკაცები უფრო წარმატებით მოღვაწეობენ “ქუხნაში” და მათი მომზადებული კერძები უფრო მეგემრიელება ხოლმე :)))

    • 😀😀
      კაცო, ეს სხვა საქმეა და არ უარვყოფ ამას, მე უფრო ზოგად თემეტიკაზე მაქვს საუბარი და არა კონკრეტულად “ქუხნაზე”😀

  12. მიუხედავად გენდერული თანასწორობისა, მამაკაცი ყოვლთვის ერთი ნაბიჯით წინ დგას ქალზე. es ra debiloba moxie

    • ძალიან ცდები.
      სამყაროა თვითონ ორიენტირებული მამაკაცზე!
      და მერე კიდევ ოჯახს რომ შექმნი,მერე ამას აღარ იტყვი,რა თქმა უნდა თუ ლაჩარი ქმარი არ გინდა,რომ გყავდეს

  13. მოკლედ კატასტროფაა პოტი კიარა სრული მარაზმია კრახია სიტყვებიც არ მყოფნის არ გეწყინოს

    • არ მეწყინება🙂
      მარა გამახარებ, თუ დამისაბუთებ შენს მოსაზრებას. თუ არადა, იყოს🙂
      მადლობა რომ მესტუმრე და თუ სურვილი გექნება, კვლავაც შემომიარე😉

  14. აუ,აუ, აი ძალიან კარგი პოსტია!
    გეთანხმები 100% გვირილიკო :*
    მე,როგორც ემანსიპირებულმა და თვითრეალიზებულმა ქალმა(თან ოჯახური გამოცდილებით) შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძირითადად ქალი თვითონ ირჩევს ”კუხნაა” თუ სხვა რამ მისი საქმე.
    ყველა კაცს აქვს სურვილი(ნორმალურს),რომ ცოლი სახლში–ოჯახში,ბავშვებთან–იყოს.მაგრამ ქალმა უნდა იქონიოს ის ავტორიტეტი, რომ მამაკაცმა მისცეს საშუალება მან თავის თავის რეალიზება მოახდინოს!
    მართალია, ქალი თავისი ფიზიოლოგიიდან გამომდიმნარე სრულად ვერ იტვირტავს ოჯახის მარჩენალის მოვალეობას(ან სუსტია, ან თავის დროზე შესაფერისი განათლება ვერ მიიღო, ან ორსულადაა, ან პატარა ბავშვი ყავს) ამ შემთხვევაში აშკარაა მამაკაცის უპირატესობა.
    იმაში8ც გეთანხმები, რომ არის ცალკეული საქმიანობები,რაც მართლაც მიმაჩნია,რომ მხოლოდ ქალის გასაკეტებელია სახლში.და მამაკაცი ’დიასახლისის’ ამპლუაში ჩემთვის უფრო მიუღებელია,ვიდრე ტირანი კაცი, ვინც ცოლს ”კუხნას” მიუსჯის🙂
    მოკლედ ძალიან ბევრის თქმაც შეიძლება, თუმცა სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ,.
    ხოდა კარგი ქალი შეიძლება ისედაც ძირიტადად ”კუხნაში” იყოს მაგრამ ეს იმიტომ კი არა,რომ მის ქმარს უნდა–იმიტომ,რომ ამასაც ასწრებს რადგან მისი დიასახლისობა და ქალობა მოითხოვს.რავი მგობნი ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ იმედია მიმიხვდებით🙂

    • მგონი მიგიხვდი ქეთუსი🙂
      კარგია, თუ ქალი ამ ყველაფრის შეთავსებას შეძლებს😉

  15. ნეტავ როდის ვეღირსები, რომ ეს თემა სამუდამოდ მოკვდება ამ ქვეყანაშჳ და საერთოდ ყველგან. თუმცა, მგონი ისეთი ქალებიც არსებობენ, რომელთა ადგილიც მართლა მხოლოდ კუხნაშია.

    • რა პირდაპირი ხარ მარი😀
      კი, ალბათ არსებობენ, მაგრამ უკეთესია ისეთი კაცები არსებობდნენ, ამ ქალებსაც რომ დაფასებენ.

  16. ძალიან აზრიანად და ლამაზად გაქვს ყველაფეი ჩამოყალიბებული…

    • მადლობა ^_^

      ნინია, პირველად ხარ ჩემთან ხო? ხოდა, მოგესალმები და დაგელოდები კვლავ😉

  17. სამზარეულოში გინდ ქალი შეუშვი და გინდ კაცი. ნიჭი თუ არააქვს სქესი უშველის საქმეს!? ასევე ზრდილობა თუ არააქვს გინდ მამაკაცი იყოს და გინდ ქალი. თანასწორია სქესი თუ ეტიკეტი დაცულია და არც ერთი არ ჩამოდის ელემენტარული ზრდილობის ნორმებს ქვემოთ. რაც შეეხება კონკრეტულ “თანასწორობას”. ერთი ამბავი გამახსენდა ” ქალი პოლის ჯოხით ხელში მაგიდასთან დგას და აბრახუნებს – ახლავე გამოეთრიე მაქედან თვარა სულს გაგაბრთხობინებ – კაცი მაგიდის ქვემოთ იმალება და ჩურჩულებს- კაცი ვარ და მინდა გამოვალ და მინდა არა”. ყველაფერი პირობითია. ეგ ღრმადპატივცემული თანასწორობაც. და რაკი ხუმრობაზე მიდგა საქმე – ქალი კუხნაშიც ვიცი, ზალაშიც, საძინებელშიც, სააბაზანოშიც და აივანზეც.. თუ დაითანხმე – ეგ უკვე ფანტაზიის ამბავია :)))))

  18. ლიზიკუნა

    ბევრი რამ წავიკითხე, ბევრს ვეთანხმები, ზოგ ზოგიერთებს არა)) მარაზმი რატომ იყო ეს მარტო ვერ გავიგე და კაი ამას შევეშვათ. ქეთუსის ვეთანხმები რომ მხოლოდ “ქუხნას” ხშირ შემთხვევაში ირჩევს ისევ თვითონ ქალი.მე ვთვლი რომ ქალს და მამაკაცს თავ თავიანთი ადგილი უნდა ჰქონდეთ. ქალი პირველ რიგში ქალი უნდა იყოს სამზარეულოში იქნება ის თუ სხვა სამსახურში. ქალი კიდე მაშინ გრძნობს თავს ქალად , როცა ძლიერი მამაკაცი ყავს გვერდით. არ მიმაჩნია სწორად რომ ყველაფერში გაუთანაბრდე მამაკაცს. რაღა დარჩებათ მაშინ მამაკაცებს))) ასე რომ მე მირჩევნია გვერდით მყავდეს მამაკაცი და მე ვიგრძნო თავი ცოტა სუსტად და მის ფრტის ქვეშ, ვიდრე “კაცური” ქალი რომელიც მამაკაცს თავის ფრთის ქვეშ ამყოფებს. დანარჩენი კიდე ურთიერთშეტანხმებაზე და გაგებაზე

  19. ”როცა მე ავტობუსში ამოვდივარ, შენ ადგილი უნდა დამითმო, თუნდაც იმიტომ, რომ “მამაკაცი” გქვია. პირველ რიგში საკუთარი თავის უნდა გრცხვენოდეს, რომ მე – ქალი, ფეხზე ვიდგე და შენ – “მამაკაცი”, კომფორტულად იჯდე”- ამაზე გამახსენდა გუშინდელი შემთხვევა. მარშუტკაში ამოვიდა ასე 17-18 წლის ცოლ-ქმარი (ბეჭდები დავინახე : ) ). ეს ბიჭი დაჯდა და გოგო დატოვა ფეხზე. გავოცდი. ეს ამბავი მოვუყევი ჩემს ბიჭის და მოკლედ, კარგად შეუკურთხა მაგ ბიჭსაც და ყველა მისნაირსაც. საერთოდ მის გინებაზე ყოველთვის მაქვს რექაცია, ეს კი ის შმეთხვევა იყო როცა გინების ადრესატები ამის ღირსებად ჩავთვალე…
    ეს ერთი.
    მითხარით რომელ ქალს არ უნდა ძლიერი მამაკაცი გვერდით. ჩემი სათრევი ნამდვილად არ მჭირდება. მე ვარ “სუსტი” სქესი, რაც იმას ნიშნავს რომ იმ დროს, როცა სულიერად გამიჭირდება ( და არამარტო) გვერდით მეყოლება მამაკაცი, რომელიც დამიცავს, დამაშვიდებს და საშუალებას არ მომცემს დავნებდე.
    ეს მეორე.
    ეხლა რაც შეეხება თემას-სამზარეულო, კიარადა “კუხნა” (ასე უფრო გამოვხატავ ცინიზმს აზრისკენ “ქალი კუხნაში”) . ეს ორივე სქესს მშვენივრად ეხება. მეტიც, აღიარებულია რომ მამაკაცები ბევრად უკეთესი მზარეულები არიან ( ბაბუაჩემი მაგალითად, ვგიჟდები მის გაკეთებულ ხინკალზე და “ყაურმაზე” (!) ) ჩემი ბიჭიც მშვენივრად ამზადებს როცა სჭირდება და ძალიან გემრიელი ხელიც აქვს. სასწაულებს არ ქმნის, მაგრამ ელემენტარულ სალათსაც ისე მონდომებით აკეთებს, შეგშურდება.
    ქალი და კაცი ერთმანეთს ხელს უნდა უწყობდნენ ყველაფერში ესაა გენდერული თანასწორობა, ჩემი აზრით

    • ნუ მიაკვდით კაცო ამ “ქუხნას”, არ მითქვამს რომ მამაკაცები ცუდი მზარეულები არიან. მე მაქვს საუბარი ოჯახზე და ყოველდღიურად მოსამზადებელ სადილზე, რომელსაც ქალის მოვალეობად მივიჩნევ. თორემ ზოგადად კაცი რომ ამზადებს კარგად ამას რა ჯობია🙂

      “ქალი და კაცი ერთმანეთს ხელს უნდა უწყობდნენ ყველაფერში ესაა გენდერული თანასწორობა, ჩემი აზრით” – ხო, საქმეც მაგაშია.

      • მესმის, ვიცი რა მიზნითაც ითქვა აქ “კუხნის” თემა. მე იმ აზრის განმტკიცება უფრო მქონდა მიზნად, რომ კაცისთვის მზარეულობა არც სათაკილოა და მითუმეტეს არც “ქალაჩუნობის” მაჩვენებელი. თორემ ჩემთვისაც ქალი ასოცირდება სამზარეულოსთან და არა მამაკაცი, როგორ კარგი მზარეულებიც არ უნდა იყვნენ. ქალი და კაცი – სხვაობა მარტო სქესში არაა და ვერც იქნება, მოვალეობები განსხვავდება , მაგრამ უფლებები არა…

  20. ლიზიკუნა

    სწორედაც, სრულებით გეთანხმები))) აბა ვის მოსწონს “კაცური” ქალები’)))

  21. ♥ Miss.Catalan.. ♥

    როგორ ვერ ვიტან მაგ ფრაზას!!! ,,ქალი კუხნაში” არა ჰიპოგრიფი! გვირილ,მომეწონა პოსტიკო ძალიან და გეთანხმები ყველაფერში :**

    • გოგო, ერთი დღე შემეწინააღმდეგე, თორემ მოვიკლავ თავს!😀
      ვიკამათოთ რაცხაზე😀

      ეს ხუმრობით, ისე კი, მიხარია, რომ მეთანხმები და მადლობა შეფასებისთვის :-*

  22. ქალი ,,კუხნაში” ვიცი მე.

    ესაა ჩემი კომენტარი😀

  23. ჯიმ ჯარმუშმა უთხრა “ვერაიეთის” ქალ კინომოღვაწეებზე მისი აზრი როცა ჰკითხეს – დღეს ემანსიპაცია უკვე ისეა ფრთაგაშლილი, რომ ერთადერთი პრივილეგია, რაც მამაკაცებს შეგვრჩა – ნჟარაში ჩაფსმააო.

    (რაკოვინაში ანუ)🙂

  24. “ქალი კუხნაში ვიცი მე!” – ნებისმიერ შემთხვევაში ღრმად არასწორი ფრაზაა, იმიტომ რომ ძალიან ზოგადი ნიშნით – სქესით ოპერირებს. მნიშვნელობა ქალს/კაცს კი არა, კონკრეტულ ადამიანს აქვს. ზოგი ქალი “კუხნაშიც” არ არის შესაშვები. ისვე როგორც ზოგი მამაკაცი ლურსმნის მიმჭედებლადაც არ გამოდგება.

    “სუსტი სქესის” სისუსტის მუდმივი ხაზგასმის მოყვარულთ კი სოფია კოვალევსკაიას, მარია სკლადოვსკაია-კიურის, გოლდა მეირს და მარგარეტ ტეტჩერს შევახსენებდი. თუმცა, ესეც კერძო შემთხვევებია. ერთი სიტყვით, განზოგადება აქ არასწორი მგონია.

  25. გვირილ, მე მგონია, რომ ძლიერი და სუსტი სქესი საერთოდ არ არსებობს. მამაკაცს რომ უფრო დაკუნთული სხეული აქვს, ეგ არ ნიშნავს სიძლიერეს. ქალები ზოგადად უფრო ამტანი არიან ავადმყოფობის და ტკივილის მიმართ, ასე რომ, ნუ ვიტყვით, ვინ ძლიერია და ვინ- სუსტი ))

    არც სამზარეულოა ქალის სფერო , მაგას ვერ ვაღიარებ🙂

    ესეც ჩემი ფემინისტური კომენტარი :დ
    დღეს ჩამოვლაზე ვარ შენთან🙂

    • ოთიუს, გეთანხმები, ქალები უფრო ამტანები ვართ ზოგადად, მაგრამ იცი რა რთულია, როცა შენზე ძლიერი არ გეგულება? არადა მიუხედავად ამ ამტანობისა, ყველა ქალი მაინც სუსტია. კაცები ამას ვერ ხვდებით🙂 ძლიერება კიდე დაკუნთულ სხეულს არ ნიშნავს🙂

      სამზარეულოს რაც შეეხება, მე ყოველდღიური დიასახლისობა ვიგულისხმე მაქ და არა ზოგადად. ყოველ დღე მოამზადებ სადილს ოჯახისთვის? შვილებს საუზმეს ვინ უნდა უმზადებდეს ჩვეულებრივ? ხანდახან კაციც, მაგრამ ყოველ დღე?!

      მიხარია რომ ჩამოვლაზე ხარ ჩემთან, კიდე გააგრძელე თუ გინდა😛

  26. საფლავების თხრას და კუბოების მხრებით თრევას, პროდუქტით სავსე ”კუხნაში” მირჩევნია ტრიალი, ჯანდაბას ცარიელშიც გავძლებ, ვფიქრობ, კაცებს ეშინიათ იმის რომ”კუხნიდან” გამოსული ქალი დაფიქრდება საშიშ გარემოზე, დაავადებებზე, ომზე, სიბერეზე, სიკვდილზე და შვილის გაჩენა აღარ მოუნდება, უბრალოდ შეეცოდება.
    ან ყველაფერი პირიქით🙂

    • “საფლავების თხრას და კუბოების მხრებით თრევას, პროდუქტით სავსე ”კუხნაში” მირჩევნია ტრიალი” – მეც მაგის თქმა მინდა🙂 ყველას თავისი ადგილი აქვს, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ქალის ადგილი მხოლოდ “კუხნაშია”🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: