Dancing

“თბილისის დროით 18 საათი და 25 წუთია და შეგახსენებთ, რომ დღეს გარეთ საკმაოდ ცივა, მოგვიანებით მოსალოდნელია წვიმაც” – ლაპარაკობს ყურსასმენში ერთ-ერთი რადიოწამყვანი.

გარეთ მართლაც საკმაოდ ცივა. მოულოდნელი, თუმცა ალბათ დროული სიცივე ძვლებში ატანს. ავტობუსის გაჩერებაზე თავმოყრილი ხალხი პირიდან ორთქლს უშვებს. ერთი ქალი ცდილობს ქარს წინააღმდეგობა გაუწიოს და დაუმორჩილებელი თმა დაიმორჩილოს; წყვილი ერთმანეთს ეხუტება და ასე ცდილობს გათბობას; ახალგაზრდა ბიჭი ფეხების მოძრაობით ცდილობს გახურებას; მოხუცი კაცი ხელებს იფშვნეტს და საყელოს ბოლომდე იწევს; ახალგაზრდა გოგოს ხელის მტევნები თხელი “მაიკის” სახელოებით დაუფარავს და პირთან მიაქვს მონაცვლეობით; მეც წამებში ვახერხებ მარცხენა და მარჯვენა ფეხის შენაცვლებას და ცეკვის მაგვარი მოძრაობა გამომდის.

ცივი ქარი ქრის და ცდილობს ჭადრებს ნაადრევად ჩამოაცალოს არც ისე ყვითელი ფოთლები. ფოთლები კი მტვერთან ერთად დაფრინავენ და გაჩერებას როგორც კი უახლოვდებიან, იქ მდგომნი მაშინვე თვალებს ხუჭავენ და ზურგს აქცევენ.

“ახლა კი იმისთვის, რომ ცოტა გავმხიარულდეთ ამ სევდიან ამინდში, ერთ ძველ სიმღერას შემოგთავაზებთ. მაშ ასე, ჯგუფი “აბბა” სიმღერით “Dancing Queen”. ”

ამის ჩართვა აუცილებელია პოსტის გაგრძელებისთვის😉

ქუჩაზე მოხუცი კაცი გადმოდის, ცდილობს მწვანეზე მოასწროს და ჯერ ნაბიჯს უჩქარებს, შემდეგ მორბის, ბოლოს კი ჰაერში ხტება და ცეკვას იწყებს.

შუქნიშანთან გაჩერებული “ჯიპიდან” ღიპიანი კაცი გადმოდის და ყვირილს იწყებს, თან ხელების მოძრაობას აყოლებს. მალევე ცალი ხელის საჩვენებელი და შუა თითი სახესთან მიაქვს და ნელი მოძრაობით ატარებს თვალების ირგვლივ.

შუქნიშანზე უკვე წითელი აენთო ფეხით მოსიარულეთათვის, თუმცა მანქანები მაინც გაჩერებულან და იქედან მგზავრები ნელ-ნელა გადმოდიან. ცეკვა-ცეკვით მიდიან შუა ქუჩისკენ და ყველა ერთად ცეკვავს.

გაჩერებაზე მდგომი გოგონა მაიკის სახელოებს იდაყვებამდე იწევს და შეკრულ ხელებს ერთმანეთის ირგვლივ ატრიალებს. ნელ-ნელა სხეულის სხვა ნაწილების ამოძრავებასაც იწყებს და მოცეკვავეებისკენ გარბის.

მოხუცი კაცი საყელოს იხსნის, ძველებურ ქუდს ჰაერში იქნევს და თითქოს ახალგაზრდობა გახსენებული და ახალი ძალებით გარბის ქუჩის შუაგულისკენ.

ქალი თმის დამორჩილებას აღარ ცდილობს და თავს ხან მარჯვნივ გაწევს, ხან მარცხნივ. მოძრაობას ნელ-ნელა რიტმი ემატება.

მხრებში მოხრილი ახალგაზრდა ბიჭი აგრძელებს ფეხების მოძრაობას, მაგრამ უფრო რიტმულად და სხეულის სხვა ნაწილებსაც რთავს.

წყვილი ისევ ისე, ჩახუტებული მიდის ქუჩისკენ და ასევე ცეკვავს.

მეც ვუერთდები ხალხს და ყველა ერთად, რიტმულად ვცეკვავთ. ქურთუკები, ქუდები და “კაშნები” ჰაერში მოფარფატე, მტვერშერეულ ყვითელ ფოთლებს უერთდება.

… “და ჩვენ კვლავ დაგიბრუნდით… იმედია შევძელით სასიამოვნო განწყობის შექმნა.”

… ავტობუსის კარები გაიღო, ბილეთის აღებით გამოწვეული სუსტი წრიპინი გაისმა და დახურული კარის მიღმა კვლავ ჰაერში მოფარფატე ფოთლები გამოჩნდა.

 

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/21, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 32 Comments.

  1. წამს, როგორც ყოველთვის, ვირტუოზულად აჩერებ.

    რამდენიმე ასეთი პოსტი მაქვს შენთან წაკითხული და არ მეჩვენება.

    და კიდევ იცი, რა? შენი პოსტები ფოსტით მომდის. ჰოდა, აქ ჯერ მეილზე ვკითხულობ და აქ მერე გადმოვდივარ🙂

    • 🙂 იქ კითხვას უფრო აქვს მუღამი?🙂

      შეფასებისთვის დიდიზე დიდი მადლობა მოლი :-*

      • არა, მუღამის ბრალი არ არის.

        უბრალოდ, რომ ვხსნი, პირველ აბზაცს ხომ ისედაც ვხედავ, კითხვას ვიწყებ და ბოლომდე სანამ არ გავალ, გადასვლა არც მახსენდება.

        • ჩავთვლი, რომ ეს კომპლიმენტია და ჩემს ნაწერს თვალს ვერ წყვეტ😀

          კაი, ვხუმრობ. ვიცი მე კითხვით გატაცების ამბავი როგორია, თუნდაც ყველაზე უინტერესო რამეს კითხულობდე🙂

          • საინტერესო რომ არის, იმიტომ ვკითხულობ მაშინვე, თორემ უინტერესოზე დროს ნამდვილად არ დავკარგავდი.

            რაღაც არასწორად ვთქვი ალბათ.

            • სწორად თქვი ყველაფერი კაცო, მე გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩემს ნაწერს თვალი ვერ მოწყვიტე🙂
              მადლობა ^_^

  2. მე ძირითადა მზიან ამინდში მესმის რიტმიც და მუსიკაც და მეცეკვება, აი ქარიანში ვერა… მაგრამ პოსტი მომეწონა და მიგნებაც🙂

  3. ^_^ შუქნიშანთან გაჩერებული “ჯიპიდან” ღიპიანი კაცი გადმოდის და ყვირილს იწყებს, თან ხელების მოძრაობას აყოლებს. მალევე ცალი ხელის საჩვენებელი და შუა თითი სახესთან მიაქვს და ნელი მოძრაობით ატარებს თვალების ირგვლივ.<< ეუ რა მაგარი პონტი აიწეოდა: დ

  4. შესანიშნავი პოსტი დღის დასაწყებად ^ ^ მიყვარს აბბა და შენი პოსტები🙂

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ვაიმე გვირიიიილლლ :*:*:* რა კარგი პოსტი იყო ჩემო კარგოო :*

  6. გუშინ მაინც წამეკითხა წასვლამდე :))) მაგარია!!!

  7. გვირილიკო, არ მეპატიება, ასე რომ დაგვივიწყე..
    გუშინ იმდენად გადაღლილი ვიყავი, ორი წუთითაც ვერ მოვახერხე კომპიუტერთან დაჯდომა.. სახლში რომ მოვდივარ, იმ წუთშივე სწავლას ვიწყებ და როდის ვრჩები ხოლმე, ღმერთმა უწყის…
    ძალიან დავიღალე.. თან ყოველდღიურად დეპრესიები მჭამს.. ფფფ.. **
    გვირილიკო, შენ რომ იცი ხოლმე ზე-პოსტები, აი, ისეთი იყო.. :*
    ყოჩაღ!

    • მე ვიცი რაცაა დებილი გრაფიკი, ასე რომ, სულ არ მიკვირს და მით უმეტეს არ მწყინს. მთავარი ახლა სწავლაა, ეს ყველაფერი კი მეორეხარისხოვანი. ასე რომ, როცა მოახერხებ და შემოხვალ, თუნდაც საუკუნის მერე, მაინც გამახარებ :-*
      შეფასებისთვის კიდე დიდზე დიდი მადლობა :-*

  8. შინაური

    მხოლოდ ,,ყურებშიყურსასმენებმუსიკისმომსმენი” გოგო თუ აღიქვამს მოხუცი კაცის სიცივისაგან კანკალს ცეკვად…

  9. ძალიან სასიამოვნო პოსტია… ძალიან…
    რეალობად ვაქციოთ, გვირილა, რას იტყვი?
    თუნდაც ხვალ: )

  10. ბრავო გვირილ❤
    კინაღამ სკამზე დავიწყე ცეკვა :დ

  11. MisterRomantic

    კარგია გვირილა, მოღრუბლულ ამინდზე მზესავით რომ ანათებ ხოლმე🙂 ABBA–ზე არაფერს ვამბობ :* მე ალბათ მოფარფატე ფოთლებს გამოვეკიდებოდი🙂

    • უი, მადლობა, ფაქტიურად კომპლიმენტია🙂 სასიამოვნოა ძალიან, მით უმეტეს შენგან🙂

      მოფარფატე ფოთლებს ვერ დავეწეოდი, შორს მიდიან მაგენი🙂

  12. რაღაც გული გამითბა, რომ წარმოვიდგინე ასე გაერთიანებული ხალხი ^^ ახლა უკვე ვიცი როგორ შევხედო დადებითად ავტობუსის მოწყენილი ფანჯრებიდან ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს )))❤

    • აბბა მოიმარჯვე😉 ზოგჯერ მართლა მაგარია, განწყობა მოაქვს და ცეკვის სურვილი კიდე🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: