წამი

წამი გაგიჩერებია?

როცა ცა მთლიანად დაიფარება რუხი მასით და ერთგვარად ჩამობნელდება, სიოზე ოდნავ ძლიერი ქარი ქრის და ცოტა სუსხიცაა, მაშინ წამის შეჩერებისთვის საუკეთესო დროა.

ამ დროს ვერ გრძნობ, რომ შენ “შენ” ხარ და რომელიღაც ფილმის პერსონაჟი გგონია თავი, აი ისეთი, ყველაფერს შენელებული კადრით რომ ხედავს.

ხოდა, ნახევრად ყვითელი ჭადრიდან ერთი ცალი ყვითელი ფოთოლი მოფარფატებს და ქარი მიმართულებას ყოველ წამს უცვლის. თითქოს იმ ფილმის ის კადრია, დიდხანს რომ ამუღამებდნენ და ბოლოს დაიჭირეს.

გაზეთების ჯიხურში ქალს მაგიდაზე დაუწყვია ხელები და ნიკაპით დაყრდნობილი, ქუჩაში იყურება ცარიელი მზერით.

გოგო და ბიჭი ხელიხელჩაკიდებული მოდიან, ბიჭი უცებ ლოყაზე კოცნის გოგოს და იმას რაღაცნაირად ეღიმება.

ახალგაზრდა ქალს ბავშვი გულზე მიუხუტებია და თვალებში უყურებს.

სკამზე ჩაფსკვნილი კაცი ზის, ხელი ბეჭდებით აქვს დახუნძლული და ცილინდრის მაგვარი ქუდი ახურავს. გვერდით მჯდომ ქალს ერთი და იგივე ქსოვილის ლურჯი ზედა, ქუდი და ჩანთა ამშვენებს, ლურჯივე ჩექმები კი უკვე დასრულებულ იმიჯს ქმნის.

მწვანეთვალებიანი გოგონა 80-იანების ვარცხნილობით და დაახლოებით ამ დროინდელი სტილის მაგვარი ჩაცმულობით წინ მიდის და უკან ბიჭი მიყვება.

აღმართს ახალგაზრდა ქალი მიუყვება, გრძელ კაბაშიც კარგად ჩანს უნაკლო სხეული. მსუბუქი შარფი მსუბუქადვე შემოუხვევია და გაშლილი თმაც მოუყოლებია. ხელჩაკიდებული გოგონა რაღაცას ეტიტინება.

მოხუცი ქალი პირჯვარს იწერს.

სამი გოგო მოდის აჩქარებული ნაბიჯებით. ორი ირონიულად იღიმება, ერთი კი გაცხარებით საუბრობს, საუბრისას თვალებს ატრიალებს და სხვადასხვაფრად შეღებილ სახეს უცნაურად ჭმუხნის.

ერთ-ერთ სკამზე ის მწვანეთვალებიანი რეტრო გოგონა ფეხმორთხმით ზის და მუსიკას უსმენს.

ქალი ორი შვილით სადღაც მიიჩქარის. ყვავილების გვირგვინიანი ბავშვი “მაგთის” ოფისითან ჩერდება და “ბალი ბიჭს” ვერ აშორებს თვალს. დედა ხელზე ექაჩება და ბავშვს თვალები უკან რჩება.

“მაგთის” ოფისში კი სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდება და თანამშრომლები მორჩილად ელოდებიან შვიდ საათს. ერთ ბიჭს ყველა პროგრამა გამოურთავს და ცარიელი, ზედმეტად მოწესრიგებული დესკტოპი მოჩანს, ყველანაირი ფოტოს გარეშე. სკამიც ოდნავ გამოუწევია სამუშაო მაგიდიდან და ტელეფონს ჩაჰკირკითებს.

ორი მოხუცი ქალი სხვადასხვა ფერის გეორგინების დიდი, ერთნაირი თაიგულებით მოსეირნობს. ალბათ სამსახურში თუ აჩუქეს რამე დღესასწაულის ნიშნად.

პატრულს ქერად შეღებილი, ჩაფსკვნილი და ოქროებით დახუნძლული ქალი ეკამათება.

ნახევრად ყვითელი ჭადრიდან ერთი ცალი ყვითელი ფოთოლი მოფარფატებს და ქარი მიმართულებას სურვილისამებრ უცვლის…

წამი გაგიჩერებია?

P.S. სიმღერა აღებულია მერაბ ნუცუბიძის soundcloud გვერდიდან.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/17, in Uncategorized. Bookmark the permalink. 44 Comments.

  1. პატრულს ქერად შეღებილი, ჩაფსკვნილი და ოქროებით დახუნძლული ქალი ეკამათება.

    ნახევრად ყვითელი ჭადრიდან ერთი ცალი ყვითელი ფოთოლი მოფარფატებს და ქარი მიმართულებას ყოველ სურვილისამებრ უცვლის…

    გვირილა წამს აჩერებს…

    წამი გაგიჩერებია?

  2. გვირილას ბლოგს ახალი მორთულობა აქვს.

    გვირილა ლამაზ პოსტებს წერს.

  3. რამდენი რამ ხდება ხოლმე ერთ წამში 🙂
    საყვარელი პოსტი იყო❤

  4. აუ რა კარგი იყო❤
    კი, გამიჩერებია ^_^

  5. მეც! მეც! მეც!🙂🙂🙂

  6. გაღიმებულს რომ დაგტოვებს, ლამაზად გაღიმებულს, რომ ამოისუნთქავ, ჩაისუნთქავ და წამის მშვენიერებას კი არ დაუფიქრედები, არამედ შეიგრძნობ, ემოცია გაგიჩნდება და გვირილას მადლობას ეტყვი, აი ასეთი პოსტი იყო❤

    • უიმე, მადლობა შენ ^_^
      ძალიან მესიამოვნა შენი კომენტარი.

      თუ სწორად მახსოვს, პირველად უნდა იყო ჩემთან. დაგელოდები კიდევ😉

  7. როგორც ყოველთვის ლამაზი პოსტია. გვირილა სტილს არ ღალატობს- სასიხარულოა!
    გამიჩერებია, თან არაერთხელ🙂
    ეს პოსტი გამახსენდა ჩემი
    http://unacoccinella.wordpress.com/2011/06/04/შეჩერდი-წამო/

  8. თეგ თამაშისთვვის მაგარი თემაა )))

  9. გვირილა კარგი დეიდაა❤ საყვარელ პოსტებს წერს❤ გვირილა წამს აჩერებს თუ დროს თუ რაც არის :დ:დ

  10. რა კარგია… (მმ) შეჩერდი წამო ;))

  11. ძალიან მომეწონა და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი სიმღერა ადევს. უცნაური გრძნობაა.

    • მე კიდე გამიხარდა, რომ მოგეწონა და გაგიხარდა🙂
      ხოდა, ერთი მელოდია კიდე დავამუღამე იქ და ერთ-ერთ პოსტს დავურთავ😉
      ნუ, შეგატყობინებ რა თქმა უნდა.

      და კიდევ, ეს შენი პირველი კომენტარია ჩემთან და welcome!😉
      თუ გეცლება, შემომიხედე ხოლმე, დაგელოდები კვლავაც ^_^

  12. აუუ ^^ ავივსე დადებითი ემოციით….
    წამი გავაჩერე:
    ნენსი ზის კომპთან და მონიტორს შესცქერის გაღიმებული სახით,რატომღაც სულ დადებითად იმუხტები ამ ბლოგზე შემოსვლისას ხომ?–ეკითხება საკუთარ თავს.ყრუდ ესმის ბებიამისის ხვრინვა,გარედან კი მანქანების ხმა და ძაღლების ყეფა.
    მოკლედ,ერთი დიდი დადებითად დამუხტული გვირილა ხარ ^^

    • ძალიან გამახარე ნენსი, მადლობა ^_^
      მიხარია, რომ თუნდაც სულ პატარა დადებითი მუხტი გამოვიწვიე, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია :-*

  13. ახალი დიზაინი ძალიან მოუხდა აქაურობას.. ძალიან ლამაზია, ისევე როგორც შენი პოსტები :* :*❤

  14. მარი

    ძალიან საყვარელი პოსტია😉 ….
    შემომხედე ხოლმე:)))) ,,,
    მიხარიხარ ❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: