ე.წ. “ზრდილობა”

როცა ზოგადი უნარები ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო და “რაცხა უბედურებას” ნიშნავდა, მაშინ მთელი საქართველო ლაპარაკობდა იმ ერთ კითხვაზე ტესტში, ავტობუსში ადგილის დათმობას რომ ეხებოდა.

“დევიღუპეთ”

“ესენი ააშენებენ ქვეყანას?!”

“რას ასწავლიან ბავშვებს?”

მსგავსი ფრაზები ისმოდა ყველგან – სახლში თუ ქუჩაში, მაღაზიაში თუ ბანკში, მეტროში თუ ავტობუსში. ლამის “ზოგადი უნარების თაობა” დაგვერქვა. ალბათ ტრანსპორტში მოხუცისთვის ადგილის არ დათმობა ამ ტესტთან ასოცირდებოდა ავტომატურად, ითვლებოდა, რომ მთავრობამ “გააფუჭა” ბავშვები და ათასი უბედურება ასწავლა.

ზოგადად, ცხადია, რომ ამ ტესტის პასუხი მართალი იყო და მგზავრობის საფასურსაც ვიღაცაზე ზრუნვისთვის არ იხდი.

მაგრამ!

… დილაა. მეგობარი მელოდება. ვაგვიანებ და საშინლად ვნერვიულობ. “მარშუტკა” გადაჭედილია სამსახურში, უნივერსიტეტში თუ სკოლაში მიმავალი ადამიანებით. ყველას სადღაც ეჩქარება, ზოგი მაჯის საათს უყურებს ყოველ წამს, ზოგი ტელეფონს, ზოგიც უბრალოდ ფშვინავს. ერთი ბიჭი წამოდგა და ადგილი დამითმო. დიდი არაფერი ვთქვათ, მერე რა? მაგრამ იმ მომენტში ნერვიულობა გადაფარა ამ ფაქტმა და მუსიკის ფონზე, მშვიდად მივედი დანიშნულების ადგილას.

საღამოა. დაღლილი მოვდივარ ლექციებიდან. მკვდარივით ვაგდივარ სკამზე და “მარშუტკის” ფანჯრიდან ვიყურები, თუმცა ვერაფერს აღვიქვამ. ჩანთებით დატვირთული ქალი ამოდის, 60-მდე წლის იქნება. სახეზე აწერია რომ მთელი დღე მუშაობდა და ახლა ვალმოხდილი მიდის სახლისკენ. თვალებს სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობათ, არანაირი სხივი არ კრთის. პარკები ძირს დააწყო, საფულიანი ხელი სკამის საზურგეს ჩასჭიდა, მეორე, ცხვირსახოციანი ხელი შუბლზე გადაისვა და უემოციოდ მიაშტერდა არაფერს. საშინლად მომინდა როგორმე, ოდნავ მაინც გამეხარებინა ეს ქალი, წამოვდექი და ღიმილით ვანიშნე რომ დამჯდარიყო უკვე თავისუფალ სკამზე. მხოლოდ თავი დამიქნია მადლობის ნიშნად და მის თვალებში ის სხივი დავინახე, რომელიც აქამდე არ ჩანდა. რაღაცნაირად გამიხარდა, თითქოს ძალებიც მომემატა.

პიკის საათია. ის დროა, როცა ყველა სადღაც გარბის და ტრანსპორტი ხალხით, ხოლო ქუჩები ამ ტრანსპორტითაა გადაჭედილი. საშინელ განწყობაზე ვარ. ისეთზე, რომ ვგრძნობ წარბშეკრული დავდივარ, მაგრამ არ შემიძლია გამოსწორებ. ვიწრო ქუჩაზეც საშინელი საცობია, შუქნიშანი არაა და გადაკვეთაც ჭირს. რამდენიმე წუთია ვდგავარ და უიმედოდ ველოდები გადასვლის შესაძლებლობას. ერთი მანქანა ჩერდება და მითმობს გზას, ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მიმავალმა მეორე მანქანამ გამოსასვლელი იპოვა და ძლივს გამოძვრა. მძღოლმა შუა ქუჩაში რომ დამინახა, რაღაცნაირად, გემრიელად გაიღიმა და გზა დამითმო. იმ ბიჭის ღიმილზე მეც გამეცინა და მთელი დღე რატომღაც დადებითად დაიმუხტა.

არც მე ვიღებ დიდ მსხვერპლს, როცა ვიღაცას ტრანსპორტში ადგილს ვუთმობ, არც ისინი, ვინც მე მითმობენ ადგილს და არც ის ბიჭი დაზარალდებოდა, თავისდაუნებურად მთელი დღის სასიამოვნო განწყობა რომ მომიტანა.
ხოდა, მერე რა, რომ წესით ეს ადგილი მე მეკუთვნოდა? ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელი ადამიანისთვის მესიამოვნებინა. მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც გააკეთე რაღაც კარგი და ვიღაც დადებითად დამუხტე.

…და რა დაშავდება, ათი წუთით ფეხზე რომ იდგე “მარშუტკაში”, კარებში ჯერ ქალი გაატარო და მერე გახვიდე, ვიღაცას რიგი დაუთმო როცა არ გეჩქარება და ა.შ.?

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/14, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 46 Comments.

  1. buchashvili1

    მაგარი პოსტია < — მეტის თქმა არ შემიძლია, აღმაფრთოვანა :X

  2. აუ ხანდახან მოხუცები ისე საშინლად იქცევიან სულ რომ არ ვიყო დაღლილი მაინც არ დავუთმობ ხოლმე. ამოდიან და იყურებიან ისეთი სახით თიტქოს ვალდებული ხარ ადგე და დაუთმო, ვერ მივართვი :დ

    • ნუ, ეს თავისთავად. ვალდებული რა თქმა უნდა არ ხარ, მეორე საკითხია თვითონ რას გადაწყვეტ. ისე კი, ეს სახეები არც მე მხიბლავს🙂

  3. 100%-ით გეთანხმები და ბონუსად პატარა აბზაციც..
    გუშინ გათანგულები მოვდივართ ლექციებიდან ჩვენზე გათანგული ავტობუსით და მოხდა პაწია სასწაული – მარიამი (რძალუკა) დაჯდა ახლო-მახლო არც არავინ იყო შემცილებელი… შენს სახლთან რომ გაჩერებაა, ქალი ამოვიდა შუახნის, 5-6 წლის ბავშვით და პირდაპირ აქეთ დააწვა…
    – დასვი რა შენ შემოგევლე, პატარაა
    -დაბრძანდითო- მარიამმა პირდაპირ დაუთმო ადგილი
    -არა როგორ გეკადრებათ, ბავშვი… – და ამ სიტყვებს უკვე დასკუპებული ამბობდა
    :@:@:@:@

  4. მარტალი ხარ გვირილოკო,მართალია,ჭირს,როდესაც შენ თვიტონ დაღლილი ხარ–ამ დროს კი სხვას უთმობ ადგილს,მაგრამ მართლაც რარაც სასიამოვნო შეგტრძნებაა.\
    ნათიასაც ვეთანხმები წინა კომენტარში,ზოგჯერ მარტლაც ისე აგიშლიან ნერვებს, რომ გულში იტყვი–დატეულიყავი მერე სახლში,ემ ხარჯზე რას მოდიოდი–ო,მაგრამ ისიც ხომ კარგი ჩვენ რომ გვითმობენ ადგილს! განა ისინი არ არიან დაღლილები?აბა ფეხზე დრომა ტრანსპორტში ვის სიამოვნებს?
    მოკლედ მრავალფეროვანი სიტუაციებია….
    მე იცი რას ვნატრობ! აი როგორც საზრვარგარეტაა–ფეხზე მდგომი მგზავრები არ ყავთ,მძღოლი უბრალოდ არ აგიშვებს ავტობუსში ან მიკროავტობუსში,თუ თავისუფალი ადგილი აღარაა.
    აი ასე რომ იქნება ჩვენთან–დავისვენებთ ყველა(პირდაპირი გაგებიტაც🙂 )

    • ეს თავისთავად, მაგრამ მე მაინცდამაინც ტრანსპორტს არ ვგულისხმობ ამ პოსტში, უბრალოდ, კარგი მაგალითია🙂

  5. არაფერი გვირილიკო, პირიქით…
    მაგრამ ამას მაშინ აკეთებ, როცა ხალისი გაქვს
    ვიღაც ავტობუსში ახალგაზრდების და თაობების ლანძღვით რომ ამოდის, ეგ ხალისი გეკარგება…
    შეიძლება, მაგ დროსაც დაუთმო (იქნებ გაჩუმდეს) მაგრამ სიკეთე აქ არცერთ მხარეს აღარ ჩანს

    • კი, მართალი ხარ, ზოგჯერ მეტისმეტად რთულია წამოდგე და ადგილი დაუთმო ვიღაცას. მაგრამ ამ სირთულეს თუ გადააბიჯებ, რაღაცნაირი, სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება.

      იმ სახეებს რაც შეეხება, მეც საშინლად მაღიზიანებს, მაგრამ მეორე მხარეც უნდა დავინახოთ – მოხუცია, მას რეალურად უჭირს ფეხზე დგომა და იქნებ ვერც აკონტროლებს იმ მიმიკას. ჩვენ კიდე, როგორი დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, ათ წუთს გავძლებთ როგორმე🙂

  6. კარგი პოსტია!🙂

    • მადლობა, სასიამოვნოა ^_^

      შენი პირველი კომენტარი ჩემთან ხო? მიხარია ^_^
      დაგელოდები კვლავაც😉

  7. საინტერესო პოსტია,ისე მარშუტკებში რას ვაკვირდები იცი? მამრები უფრო არხეინად სხედან როცა მდედრს არ აქვს მნიშვნელობა გოგოა და თუ ქალი უფრო შეუძლია უთანაგძნოს და ადგილი დაუთმოს ვინმეს.2დღის წინ გადატენილ მარშუტკაში მოხუცი კაცი ამოვიდა წინა სავარძლებიდან არცერთი ბიჭი არ გაინძრა,შემეცოდა, დავუთმე ადგილი და მთელი გზა მლოცა,სახლში ისეთი დადებითი მუხტით დავბრუნდი,დაღლილობა ვის ახსოვდა.არ შეიძლებოდა რომელიმე ვირს დაეთმო? მოკლედ ადამიანობაზეა რა.
    აი შენ კარგი ხარ :*

    • გეთანხმები სრულიად. ყოფილა შემთხვევები, როცა მიფიქრია – “ჩემი ასაკის ბიჭები არ იწუხებენ თავს და მეც არ წამოვდგები!”, მაგრამ რაღაც არ მაძლევს საშუალებას ასე მოვიქცე. თან მაგარი შეგრძნებაა მაგათზე უფრო “ჯენტლმენი” რომ ხარ და ამაყად შეგიძლია გადახედო😀

      შეფასებისთვის მადლობა, გამახარე ^_^

  8. dzalian momewona es postii magrai magram mee eseti shmetvxevac mqonda roca moxuc qalbatons adgili davutme da man madlobis magier chxubi damiwyoo ratom aqmde ra mixvdioo da mas moayopla ratqmaunda mtavrobis landzgvaa ra gvaswavla da ase shmedge :D:D ai asetebi xdeba da lbat uaresebic :D:D

    • ხო, ეს ცუდია😦
      მაგრამ იცი რა? ეს ყველაფერი ხომ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული. შენ ხომ იცი რომ სწორად მოიქეცი? ვფიქრობ, მთავარი ესაა. როცა რაღაცას აკეთებ, უნდა გააკეთო იმიტომ, რომ ასე თვლი საჭიროდ და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ზრდილობიანად მიგიჩნიოს. ნუ, ჩემი აზრი ასეთია🙂

      შენი პირველი კომენტარი ჩემთან ხო? ^_^
      Welcome!!! გელოდები კვლავაც😉

      • chemi pirveli komentaria kii … sheni chemtan ki saertod ara :D:D: ici me arc mifiqria ro zrdilobianad mimichnios tqoo ubralod gamityda savit ra ar movelodi mags .. tumca kai roo bevri ara maseti (albat)

        • ხო, მესმის რომ მაგაზე არ გიფიქია, ეგ ისე ვთქვი, ზოგადად🙂

          შემოვიხედავ შენთან ამ დღეებში აუცილებლად😉

  9. ახალი დიზაინი ხომ მაგარია და მაგარია
    პოსტი ხომ საერთოდ❤
    მართლა გვირილა ხარ რა :დ აი რო შეხედავ და გესიამოვნება ^_^

    • ნინო ^_^
      იცი როგორ გამახარო რა :-*

      დიდი მადლობა პოსტის და დიზაინის შეფასებისთვის.
      “მართლა გვირილა ხარ” კიდე კომპლიმენტად ჩავთვალე რატომღაც😀

  10. გვირილიკო დიზაინი მომწონს შენი. ეს წეღანაც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. :)) რაც შეეხება პოსტს, მართალი ხარ, უაზროდ მსიამოვნებს როცა ვიღაც ასეთი წვრილმანით მასიამოვნებს ხოლმე და მეც არასდროს ვიშურებ სხვის მიმართ იგივეს. ხელი ხელს ბანს, ჰოდა გავუწოდოთ ჩვენც ერთმანეთს ხელი.🙂

    • მოიტა ქალო ხელი😀

      გაიხარე ნინაკა, მადლობა შეფასებისთვის და ასეთი კომენტარისთვის :-*

  11. ძალიან პოზიტიური პოსტი.🙂
    გეთანხმები ძალიან მარტივია ადამიანებმა ერთმანეთს სულ მცირე დადებითი ემოცია ვაჩუქოთ🙂

    პ.ს. ძალიან მომეწონა შენი ბლოგის განახლებული ვიზუალური იერი ^ ^

    • ხო, ძალიან მარტივია, მაგრამ რატომღაც არ ვჩუქნით. კი, ყველას საკუთარი პრობლემები გვაქვს თავზესაყრელად, მაგრამ ხანდახან ამ პრობლემებისგან ერთგვარი, წამიერი შესვენებაც კია სუუულ პატარა კაი საქმე🙂

      მიხარია რომ მოგეწონა ბლოგის ახალი სახე, მადლობა ^_^

  12. ლიზიკუნა

    მართლად დიზანიც კარგია და პოსტიც. მომეწონა ორივე)) ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით (ჩემტვის და მარშუტკაში მჯდომებისთვისაც სასაცილო იყო), ერთხელ მომიწია მარშუტკით სამსახურში წასვლა, და ისეთი დრო იყო რომ გადაჭედილი იყო მტელი მარშუტკა, როგორც იქნა ავიჭეჭყე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და დასაჯდომზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია დასადგომი ადგილიც რომ არ იქნება, ხოდა ავღმოჩნდი სკამტან სადაც ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. ნუ ეხლა ჩემს გარადა ქალი იქ არავინ იყო და სიმართლე გითხრა ეჭვი არ შემპარვია რომ ადგილს დამითმობდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე)))) იცით რა მითხრა ” მომაწოდეთ ჩანთა და დაგიჭერთო” ხოდა ეჭირა ეს ჩემი ჩანთა მთელი გზა. უნებიე გამეღიმა მეც და იქ მდგომებსაც. იმას წარბიც კი არ შეურხია))) აი ასეც ხდება. მე პრეტენზია მქონდა რომ ქალი ვარ და უნდა დაეთმო, მაგრამ როცა ასაკიანი ადამიანი ან ჯოხით ან მართლაც ასაკიანი ამოდის და დგას, ეს უკვე უზრდელობად მიმაჩნია რომ ახალგაზრდა იჯდეს))) ეს ჩემი პირადი აზრია რა თქმა უნდა

    • საყვარელი ^_^
      რა გინდა, ჩანთა ხომ დაგიჭირა?😀 ერთხელ მე მქონდა შემთხვევა, როცა “მარშუტკაში” ავედი და მგონი ერთი ბიჭი იჯდა სკამზე, ისიც პროცესორს მიათრევდა. რაღაცნაირად გამოიხედა, კი უნდოდა დაეთმო ადგილი, მაგრამ ფიზიკურად ვერ შეძლებდა. არც დავჯდებოდი პრინციპში. ნუ, ეს სხვა ამბავია🙂
      შენ რომ შეგხვდა ის ბიჭი მეტისმეტად საყვარელია😀

      პოსტის და დიზაინის შეფასებისთვის მადლობა ^_^

  13. ლიზიკუნა

    ხო ძალიან, რას ამბობ მაგაზეც მადლობელი ვარ)))

  14. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აჰ,,გვირილა🙂 ყოველთვის როცა შენს ბლოგზე შემოვწიოკდები,წიოკს ვეღარ ვბედავ,ჩემთვის,ჩუმად,უხმაუროდ დავბუნჩულებ აქა-იქ და გარინდული ვკითხულობ შენს პოსტებს🙂 ამ პოსტის კითხვისას მაგალითად,ძალიან კარგად დავიმუხტე.ჩათვალე რომ მისია შესრულებულია :*

  15. აჰ. ნაცნობი თემაა ძალიან.
    მაგ უნარების აჟიოტაჟის გამო, რამდენი რამე მახსენდება. ლომაიას თაობას დაგვძახოდნენ :)))
    რაც შეეხება დათმობას, ელემენტარაული ზრდილობაა, რომელიც ან გაქვს ან არა.
    ხანდახან ისეთი და დაღლილი და გადათიშული ვარ სხვისთვის დათმობის ნერვები აღარც მე მაქვს ხოლმე. ამის გამო ალბათ ბევრსაც უფიქრია ჩემზე უზრდელიაო, თუმცა როცა “მკვდარი” არ ვარ, მეც სიამოვნებით ვთმობ ადგილს.
    პ.ს როცა ტრანსპორტში ავდივარ ძირითადად იმაზე ვარ ორიენტირებული დანიშნულები ადგილამდე მივიდე, ჯდომაში გადავიხდი ფულს თუ დგომაში, ამაზე დიდად არ ვფიქრობ..

    უი კიდევ გამახსენდა რაღაც. :)) ადრე ერთ ბიჭს მოვწონდი და ისე მოხდა რომ ერთად მოგვიწია მგზავრობა. მეც ასე თუ ისე მომწონდა. გაივსო ტრანსპორტი. ეს ბიჭი მეუბნება ტელეფონი მათხოვე, ვითომ ვთამაშობო ან რამეს ვაკეთებო, თორე ადგილის დათმობა მომიწევსო :)))) წამსვე შთაბეჭდილება “ნოლი” გამიხდა ამ ბიჭის მიმართ. : )

    • ფუ, დებილი!:/

      მესმის შენი, მეც ანალოგიურად ვიქნებოდი🙂

      ხო, “მკვდარი” როცა ვარ, მართლა რთულია წამოდგომა. მარა ამ დროსაც კი მაგარი შეგრძნებაა, როცა საკუთარ თავთან გაიმარჯვებ, წამოდგები და ადგილს დაუთმობ ვინმეს.

  16. კარგია, ასეთი ადამიანები რომ არსებობენ🙂 თუმცა, რასაც მე ვხედავ, გულზე დიდად არ მეხატება. ჩემზე ბევრად პატარები სხედან და მე ვთმობ ხოლმე ადგილს. დიდია მშობლის წვლილი ამაში. მახსოვს, დედაჩემი ჩემი ბილეთის საფასურს იხდიდა ,,ბნელ 90-იანებში” (რა ვქნა, მაინც მეამაყება, ამ პერიოდს რომ ვეკუთვნი), მაგრამ ქალს რომ დაინახავდა და თუნდაც მოოხუცს, ხანდახან მახლობელ ქალაქამდეც მიწევდა ფეხზე დგომა🙂
    სულხან-საბას ლეონისეული აღზრდის პრინციპი :)))

    • ზუსტად დღეს ვსაუბრობდით მაგ თემაზე და გეთანხმები სრულიად – ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის.
      და იცი რა? მგონი ასეც უნდა იყოს და სულხან-საბას ლეონისეული აღზრდის პრინციპი ნორმალურია😉

      ეს რაც შეეხებოდა პოსტს, ისე კი, მგონი პირველად ხარ ჩემთან ხო? ხოდა, გამარჯობა შენი და შემომიარე კიდევ😉

  17. Jason Evans

    7 წელი ხალს ვუთმობდი ადგილს და მერვე წელს უკვე მოვტვინე რომ მადლობას რომა რ ამბობენ იმის ღირსნიც არ არიაან რომდ ასხვა !ფუფ.. დიდად რომ გითხრათვს არ ვიკლავ მაგათ დასმით.როდესაც რომელიმე ბავშვი ზის და ვინმე ამოვა ამავდროულად ადგილი აღარრ არის ყველა შენ გიყურებს და ფიქრებში გლანძღავს ფუფ რა თაობა მოდისო! მართლა ფუფ ლოგიკაში!
    პ.ს ნამეტანი გავაბუქე და სულ დამავიწყდა რომ კარ”ქ”ი პოსტიაა :დ : )

    • ხო, მესმის შენი. მაგრამ იცი რა? შენ ხომ ამას პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთებ? ხოდა, შენ იყავი ზრდილობიანი და მეორე მხარეზე შეეცადე არ იფიქრო, შენივე პლიუსი იქნება😉

      პოსტის შეფასებისთვის კიდე მადლობა დიდი ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: