ფობიათფობია და მეგრელოფობია

* * *

“კურსზე 26 ვართ და 24 მეგრელია!”

“აფერისტი მეგრელი!”

“წალეკეს ქვეყანა ამ მეგრელებმა!”

“მეგრელი ხარ?!”

“არ მევასება მეგრელები!”

* * *

“სვანი ხარ რააა…”

“ორსიტყვიანი ანეგდოტი გითხრა? – სვანი ბიბლიოთეკაში!”

* * *

გამარჯობა. ეს საქართველოა, XXI საუკუნე. თურმე აქ დაირწა პირველი ევროპელის აკვანი და ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხიც აქ ცხოვრობს.

მთელი ქვეყანა სავსეა ლიბერალებით. ყველას აწუხებს ჰომოფობია, რასიზმი, ქსენოფობია… მოკლედ, აქ ფობიათფობია სჭირთ.

უმცირესობებს იცავენ და უმრავლესობის უფლებებს არღვევენ. სამაგიეროდ, ამ თემაზე ყველა ლაპარაკობს და შენც, გესმის თუ არა მისი არსი, უნდა იქადაგო. მერე რა, რომ ერთი მხარის უფლებების დაცვისას მეორე მხარეს გადაუვლი. მთავარი თანასწორუფლებიანობა ხომ არაა? მთავარია ყველამ იცოდეს, რომ შენც არ ხარ უმცირესობების წინააღმდეგი და რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცის უფლება თუ დაირღვა შემთხვევით? მერე რა, რომ სხვა სარწმუნოების მიმდევრების “დაცვისას” მართლმადიდებლებს შეურაცხყოფა მიაყენე? ერთის უფლების დაცვა აუცილებლად გულიხმობს მეორეს უფლების შელახვას!

… ჩინელებს “კიტაიოზებს” ვეძახით და შავკანიანებს “ზანგებს”. ლიბერალები ვართ, მაგრამ “ჩვენს ქვეყანაში” სხვას ვერ ვეგუებით, “საქართველო ქართველებისთვის!”.

… არადა, ამ მეგრელებსაც ვერ ავუდივართ კაცო! რამდენი არიან? თან “თავიანთ ენაზე” საბრობენ და ლ-ს არბილებენ! წაგვლეკს, წაგვლეკეს! იტყუებიან, მეტიჩრობენ და არის ერთი ამბავი. გაგონილა, კურსზე 26 ადამიანი იყო და აქედან 24 მეგრელი?! ნწუ-ნწუ-ნწუ!!!

… რომელ ლიბერალიზმზე მელაპარაკებით?! საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა ვერ აგვიტანია და ჩვენ სომხებს, შავკანიანებს, ჩინელებს და მით უმეტეს რუსებს ავიტანთ?! მაშინ, როცა თუ კონკრეტული კუთხიდან ხარ წარმოშობით, სირცხვილია; როცა მეგრელი უდრის “აფერისტს”; როცა სვანი “დებილია” და ა.შ. 

ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიგებ:

რა მნიშვნელობა აქვს გვარი ძე-თი მთავრდება, შვილი-თ, ია-თი, ვა-თი, იანი-თ და ა.შ.?

რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიაში ვლოცულობ, სინაგოგაში თუ მეჩეთში?

რა მნიშვნელობა აქვს კაცები მომწონს თუ ქალები?

აი, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/10, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 79 Comments.

  1. აუჰ, ძაან ცუდია ადამიანების ეგრე გამოყოფა, კუთხეების, მის ფერის და ათასგვარი სისულელის მიხედვით… ისედაც ერთი მუჭა ერი ვართ ეს ქართველები და კიდევ ერთმანეთზე გადაკიდება…
    ჰო, მეგრელების რა თვისება არ მომწონს იცი? ერთხელ ახალმა კლასელმა (რომელიც მეგრელი იყო) დამპატიჟა თავის დაბადების დღეზე. ჰოდა, რადგან იქ მყოფთა 90% ასევე ამ კუთხიდან იყო, თავს “მეზობლის ბავშვივით” ვგრძნიობდი, რადგან საერთოდ არ მესმოდა მათი ლაპარაკი. არ შეიძლება წრის ასე ჩაკეტვა. რატომ უნდა ილაპარაკო მეგრულად, როცა იცი, რომ ყველას არ ესმის და ქართულიც მშვენივრად იცი?

    • მესმის სრულიად. მაგრამ სამეგრელოში ყოფილხარ? იქ გაზრდილი ბავშვი უკვე მიჩვეულია, რომ ყველამ იცის მეგრული და ისინი არ თვლიან, რომ ვიღაცას არ ესმის და უცხოდ თვლის.
      არც მე ვიცი მეგრული (მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მეგრელია) და გეთანხმები, ეს ამბავი მეც მიქმნის დისკომფორტს. მაგრამ ამას აგრესია კი არ უნდა, უბრალოდ, უნდა უთხრა შენს გვერდით მყოფს, რომ არ გესმის მისი საუბარი და უხერხულად გრძნობ თავს. ჩვენთან კიდე პირიქით ხდება – “საქართველოში ვართ და ყველამ ერთ ენაზე ვილაპარაკოთ!”, თითქოს მეგრული ქვეყნის დასალიერიდან მოდის.

      • გასაგებია, მაგრამ სამეგრელოში არ ყოფილა ეს ამბავი, თბილისში იყო😀 მეც მაგას ვამბობ, რომ მეგრელი ისეთივე ქართველია, როგორც ყველა დანარჩენი, არ ვიცი რამდენად დამეთანხმები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თვითონ ცდილობდნენ თავიანთი თავისა და კუთხის გამოყოფას დანარჩენებისაგან. ერთ მაგიდასთან, 10 ადამიანიდან რომ 6 მეგრულად ლაპარაკობს და იცის, რომ სხვებს არ ესმით, ესეც ისეთ რამეზე მეტყველებს, რაც ძალიან არ მინდა ვინმეზე ვიფიქრო, მაგრამ, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უხერხული მომენტია. ესაა და ეს. აფერისტობაზე და რაღაც სისულელეებზე ლაპარაკი ზედმეტია. აფერისტი ყველა კუთხეში მინახავს და ყოველგვარ იარლიყს მწარედ უარვყოფ.

  2. შურიანები ვართ!

  3. მეც მყავს მასე ჯგუფში მეგრელები და მშვენივრად გადავეწყვე იმათ საუბარზე.რაღაც სიტყვებს ვამუღამებ … :))) ისეე მეგრელებთან დაკავშირებით არც მეორე მხარეა სწორიი.ბევრი მეგრელისგან გამიგია,რომ მე ვარ მეგრელი და არა ქართველიო,ეროვნება რომ კითხოს ვინმემ ეტყვის მეგრელიო…რავი ყველაფერს აქვს ორი და მეტი მხარე,იავიცი იავიცი… რა ვართ რა ეს ქართველები…

    • მე არც ერთი მეგრელისგან არ გამიგია მსგავსი რამ და თუ რომელიმე იტყვის, უბრალოდ სულელია!
      სულ სხვა წარმოდგენა აქვთ მეგრელებზე, არადა, არაა მასე. უხეში ნათქვამია, მარა ისინი სხვებზე მეტად გრძნობენ თავს ქართველებად.

      • ააიიი მე რომ გავიგე ნამდვილად გამიკვირდა.კიდევ კარგი ყველა მეგრელი არ ფიქრობს ასე უბედურად

        • გვირილ,მართლა მასეა, ერთხელ კუტსელმა გოგომ მკითხა:მეგრელი ბიჭები მოგწონს თუ ქართველებიო?–შოკში ვიყავი,მაშინ პირველად წავაწყდი მეგრელის მზხრიდან დისკრიმინაციას.სამწუხაროდ მერეც ბევრჟერ გამიგია, რომ თვითომ მეგრელი არ აიგივებს თავს ქართველთან–მაგრამ ეს მაინც იშვიათი შემთხვევაა,თუმცა გულდასაწყვეტი.
          საერთო ჯამში პოსტის პათოსში ვერ დაგეთანხმები,არც მასეა საქმე.

  4. ერთი კარგი ადამიანის სიტყვები გამახსენდა: “ოღონდ კარგი კაცი იყავ და სადაც გინდა იქ ილოცეო.” ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი საიდანაა წარმოშობით, რა რელიგიის მიმდევარია და ა.შ. მაგრამ, mari-ს დავეთანხმები ეს საშინელი ჩვევა ძალიან მაღიზიანებს და თავი ერთხელ მეც ასე შეურაცხყოფილად ვიგრძენი… თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება, ეს ადამიანის თვითშეგნებაზეა დამოკოდებული და არა მეგრელობაზე, ის თუ ვერ აცნობიერებს რომ გასაგებ ენაზე უნდა ილაპარაკოს შენი თანდასწრებით, როცა შენ ის “სხვა” არ გესმის, გინდ მეგრელი იყოს და გინდ კახელი, შეუგნებელი ყველგან შეუგნებელია.

    • გეთანხმები სრულიად.
      თუმცა, ეს ყველაფერი მიეწერებათ მხოლოდ მეგრელებს, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში სხვა “უცხო” ენა უბრალოდ არაა🙂

  5. ყველაფერში გეთანხმები გვირილ ძალიან ცუდია რაც ახლა ხდება. მე მყავს ათეისტი მეგობარი, რომელსაც ფბ-ზე ყველა ლანძღავს და აგინებს თავისი განსხვავებული აზრის გამო. მე ვფიქრობ ეს ძალიან საშინელებაა აქ ხომ მის პირადულს ეხები ან საერთოდ სხვისი რა საქმეა, მას ღმერთის წამს თუ არა მას?!

    • აი, ესაა მთავარი პრობლემა სწორედ – პირადი ცხოვრება. როცა ყველას პირადი იქნება დაცული, ბევრი რამე მოგვარდება. უნდა ვიცოდეთ რომ ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება და მერე ბევრ რამეს მივხვდეთ იქნებ.

  6. არ მიყვარს მსგავსი გამონათქვამები…
    თუ ვამბობ, მხოლოდ ხუმრობით და ისიც მეგრელოფობებს დავცინი
    მე არ ვარ მეგრელი, მაგრამ არც მათი “დისკრიმინაციის”(ლოლ :დ) მომხრე ვარ ^_^

  7. ჩვენ არ გვაწუხებს ჰომოფობია, ქსენოფობია ეტს… ჩვენ ვიცით, რომ მოდური თემებია და თუ ამაზე ვისაუბრებთ/დავწერთ, ლიბერალ “პრადვინუტი” ტიპებად ჩავითვლებით.

    მთელი ერის უდიერად მოხსენიება უპირველესი უზრდელობაა და მხოლოდ ერთ რამეზე – მომხსენიებლის სრულ გაუნათლებლობაზე მიუთითებსო, მე ასე მასწავლეს.

    ჰოდა, სხვა ერს ვინღა ჩივის, შენს სისხლს და ხორცს აფერისტს, ჩლუნგს, ხისთავიანს და კიდევ ათას სისულელეს რომ ეძახი?

    აფერისტი არსებობს ადამიანი. რამდენიც გინდა. მთელი კუთხე აფერისტი როგორ იქნება?

    • მაგას არ ვამბობ მეც?! მეგრელები ყოფილან თურმე მხოლოდ აფერისტები და მატყუერები. ჩემი ბიძაშვილი ყველაზე მაგარი მატყუარაა მთელს მსოფლიოში, მარა რად გინდა, აჭარელია😀

  8. bavshvobashi megrelebis meshinoda imit ro damesizmra ro momitaces )))))))))))

  9. მე მიხდება პერიოდულად მეგრელების მიმართ არსებული სტერეოტიპების მოსმენა და როცა უხერხულად ვიშმუშნები, “მამშვიდებენ”, რომ მე სხვა მეგრელებს არ ვგავარ. თითქოს ეს ძალიან დიდი ნუგეში იყოს. მეგრელები კი არიან ყველანი აფერისტები ჩემი 7 თაობის წინაპრების და მეგობრების ჩათვლით, მაგრამ მე მათ სულაც არ ვგავარ. რა სასიამოვნოა ამის გაგონება, არა?🙂

  10. მართალი ხარ გვირილიკო
    კარგი და ცუდი ყველგან არის, რა იმერლები გურულები და რაჭველები ანგელოზები არიან?
    მაგრამ მეგრელებმა მართლა წამლეკეს :DDD :შ

  11. გეთანხმები ყველაფერში.ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს წარმომავლობას,მრწამსს და ა.შ.
    უხ ეს ბლოგი რა კარგ ხასიათზე მაყენებს სულ(ეს რომ არ აღმენიშნა არ შემეძლო :დ)გვიყვარს ფერიებს ყვავილები ^^

    • დღეს ვცადე დიზაინის შეცვლა, ისევ ეს დავაბრუნე. ჯერ ეს იყოს, სანამ უკეთესს არ მოვიფიქრებ, თან, ვგრძნობ, რმ ჩმია🙂

      პოსტს რაც შეეხება, მიხარია რომ მასეა და მადლობა შეფასბისთვის კიდე :-*

  12. MisterRomantic

    მე მეგრელი ვარ, მაშასადამე მე ვარ ქართველი🙂 სისულელეა იმის თქმა, რომ მეგრელებს ცალკე გამოყოფა სურთ… ჩადით სამეგრელოში და ნახავთ ეს კუთხე თუ საქართველოს სხვა კუთხეს რამენაირად ჩამოუვარდება პატრიოტიზმში( თუ არსებობს ასეთი რამე საქართველოში საერთოდ). ორიოდე სულელი კი ყველგან ურევია. თუნდაც სოფლელი ვიყო, თუნდაც რბილი “ლ”–ით ვლაპარაკობდე ეს რამენაირად მაკნინებს როგორც ქართველს? ქართველებმა ჯერ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ < თუ გვინდა რომ სხვებმაც გვცენ პატივი…

  13. გეთანხმები ყველაფერში გვირილა, მაგრამ რატომღაც გვიყვარს ყველა თემის ცალმხრივად განხილვა, ზოგადად კი აბსოლუტურად ყველა საკითხს აქვს ორი მხარე, ჰოდა ძალიან მნშივნელოვანი მგონია ის მომენტი თუ რას ფიქრობს ან რა დამოკიდებულება აქვს მეორე მხარეს. იცი ძალიან ბევრ მეგრელს ვიცნობ, რომელიც თავადაც ხუმრობს საკუთარ ”აფერისტობაზე”, ასევე საკმაოდ ბევრს ვიცნობ, რომელიც რაჭველებს განსაკუთრებით ნელებად და ქალებს კაპასებად მიიჩნევს, მაქვს რეაქცია ამაზე? არა, მეცინება და მორჩა🙂
    ჩემი აზრით ყველაზე მისაღები არა ყველას სიყვარული იქნება (ეს ყველა ვარიანტში იძულებით ხასიათს ატარებს), არამედ ის, რომ საკუთარი დამოკიდებულების ჩვენთვის შენახვა შეგვეძლოს.
    რაც შეეხება სხვა ერების სიყვარულს ან/და ატანას, ამასაც ვერ მოსთხოვ ყველას, ისევე როგორც ამერიკელებს ვერ მოსთხოვ უკლებლივ ყველა იტანდეს არაბებს, ან ებრაელებს ვერ მოსთხოვ ამას, ან რატომ უნდა იტანდეს ყველა ქართველი მაგ. რუსს, ამის ვალდებულება არ გააჩნია, უბრალოდ მთავარია ეს დამოკიდებულება თავისთვის შეინახოს, გამოხატვის ფორმაშია პრობლემა.
    სხვათაშორის მეგრელებს საკმაოდ საინტერესო დამოკიდებულება აქვთ, თავს მეგრელებად მოიხსენიებენ დანარჩენი კუთხეების წარმომადგენლებს კი ”ქორთუდ” ანუ არსებობენ მეგრელები და დანარჩენი ქართველები… ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი პრობლემა არ არის ცალმხრივი.
    შავკანიანებს რაც შეეხებათ, საქართველოში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, მაგრამ ამ ეტაპზე მათი დამოკიდებულება თეთრკანიანებისადმი უფრო გამაღიზიანებელია ვიდრე პირიქით და უმეტესად ”რასიზმია”-ს ყვირილი ხელს ძალიან აძლევთ.
    მე სამსახურიდან მქონდა შემთხვევა ერთხელ, რაღაცას ვუხსნიდი კლიენტს, მომიტრიალდა და მეუბნება ”იმიტომ, რომ სომეხი ვარ ხომ?” არადა ეს საერთოდ არაფერ შუაში იყო, იმ სიტუაციაში კი ქსენოფობიის ბრალდებით მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით მარტივი იყო (თუმცა რა თქმა უნდა ამით არაფერი შეცვლილა). დიახ, ძალიან ხშირად მეორე მხარე უსვამს ხოლმე ამას ხაზს.
    მოგატყუებ, რომ გითხრა ზემოთ ჩამოთვლილი ერები, მიმდინარეობები და ა.შ. ყველა თავდავიწყებით მიყვარს მეთქი, მაგრამ თუ არ მიყვარს ამის აფიშირებას არ ვაკეთებ. დამახინჯებულ გამოხატვაშია პრობლემა.
    აკრძალვებით ვერაფერს მივაღწევთ, ვერც მხოლოდ ერთი მხარის უფლებების თავგამოდებული დაცვით, ბალანსია საჭირო, მე მაქვს იმის უფლება მიყვარდეს ყველა, მაქვს იმის უფლება ვიცავდე მათ უფლებებს, იმის უფლებაც მაქვს, რომ არ მიყვარდეს, არ მქონდეს მათი დაცვის სურივილი.

    • ფინიკი, გამონაკლისები რომ არსებობს ეს ჩემზე უკეთ იცი.
      არ ვამბობ, რომ მეორე მხარე მართალია, მაგრამ როცა უჩნდებათ ეჭვი, რომ შენ ქსენოფობი ხარ, ე.ი. ჰქონიათ მსგავსი პრობლემა სხვასთან. მესმის, რომ ხშირად ეს მართლაც მოჩვენებითია. ეს რად გინდა, მე ვიცნობ ხალხს, ვინც იბრალებს, რომ დევნილია. ასე უფრო მარტივია და იმიტომ.

      სწორად თქვი, ყველა ვერ გეყვარება, მაგრამ გამოხატვის ფორმები უნდა შეარჩიო. მე მაგალითად, ზოგადად მუსლიმების მიმართ არ ვარ სიმპათიით განწყობილი. რელიგიის გამო კი არა, უბრალოდ, ეს ქვეყნები და მათი მოსახლეობა დიდად არ მომწონს. ოღონდ არასდროს შევიმჩნევ ამას, მით უმეტეს პროფესიიდან გამომდინარე. თან ხშირად მიწევს ისლამის წარმომადგენლების ჩაწერა.

      მეგლელებს რაც შეეხება და “ქორთუ”-ს, აჭარაშიცაა მსგავსი მაგალითი – არსებობს აჭარელი და ქართველი, ხშირია ფრაზა – “ცოლად ქართველი შეირთო”. თუმცა, ამ შემთხევაში ეს ალბათ თურქეთის გავლენიდანაა შემორჩენილი. მეგრელების შემთხვევაში რა ხდება ვერ გეტყვი. თუმცა, მე არც ვაპირებ ისტორიას ჩავეძიო. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ უნდა შეგვეძლოს ავიტანოთ “განსხვავებული”, მით უმეტეს, რომ მეგრელებისადმი ასეთი მასობრივი სიძულვილის მიზეზს, სიმართლე გითხრა, ვერ ვხედავ.

      • გვირილა🙂 მიყვარს შენი პოზიტივი, ისიც კარგად მესმის რას გულისხმობ, მაგრამ ეს ყოველივე ასე მარტივად არ აღმოიფხვრება, ან კანონის ძალით უნდა დაავალდებულო, რაც უფრო დიდ აგრესიას გამოიწვევს და დამრღვევებიც მრავლად გამოჩნდებიან და ან უნდა ჩათვალო, რომ ეს უტოპიაა, ისევე როგორც მშვიდობა მთელ მსოფლიოში🙂
        რაც შეეხება განსხვავებულის ატანას, ჩემი აზრია, რომ ამასაც გააჩნია და აი რატომ, არსებობს ”განსხვავებული” რომელიც დღემუდამ გაჰკივის განსხვავებული ვარ და მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარო, რაც გამაღიზიანებელია, ჯერ მთხოვს რომ ჩვეულებრივ ადამიანად ჩავთვალო შემდეგ მიკივის მეო უმცირესობაში ვარ და განსხვავებული ვარო, ჩემი პასუხი ამ ყველაფერზე ”იქნებ ჩამოყალიბდეთ”😀 არსებობს მეორე ვარიანტი რას ნიშნავს განსხვავებული? სხვა აღმსარებლობის ადამიანისთვის მე ვარ განსხვავებული და პირიქით (ეროვნების შემთხვევაშიც ასეა), ანუ ორივე განსხვავებულები ვართ და აქ უკვე ურთიერთპატივისცემაზეა საუბარი. ამას მაშინ ეშველება ვიკილიქსის მოლოდინი, რომ ახდება და უცხოპლანეტელების თავდასხმის მოგერიება მოგვიწევს, მაშინ გავერთიანდებით და იქნება ასეთი დაყოფა ”დედამიწელები” და ”ისინი”😀
        ჰოდა როდის უნდა შევხვდეთ მე და შენ, წერაზე უკეთ საუბარი შემიძლია :დ

        • “სხვა აღმსარებლობის ადამიანისთვის მე ვარ განსხვავებული და პირიქით (ეროვნების შემთხვევაშიც ასეა), ანუ ორივე განსხვავებულები ვართ და აქ უკვე ურთიერთპატივისცემაზეა საუბარი. ” – გეთანხმები სრულიად😉

          ხო, მეც საუბარი მირჩევნია ვაფშეტა😉
          შევხვდეთ უახლოეს დღეებში, შეგეხმიანები მალე😉 :-*

  14. მეგრელები და სვანები მიყვარს იმიტომ, რომ მეგრელებს გემოვნება აქვთ მაგარი– აი სვანი მამაკაცი კიდე საწოლში არ იცი რა ნეტარებაა.😀
    კარგი ხუმრობა იქეთ იყოს და ვერც ზანგებს ვერ ვიტან, ვერც ჩინელებს და საერთოდ ვერცერთ სხვა რასას.
    სარწმუნოებაზე კი იცი რასაც ვფიქრობ: მართლმადიდებლების იქეთ უბრალოდ ვერ ვაღიარებ ვერცერთს და ვთვლი, რომ ერთ ერთი ნაკლია თუ სხვა რელიგიურ კონფესიას განეკუთვნება.🙂 კარგი პოსტია ! :*

    • ჩემო საყვარელო აქსიომა, მინდა გითხრა, რომ შენ ჰომოფობი ხარ😛
      ჩემთვის ჰომოფობიაა ნაკლი, მაგრამ შენ იმდენად მიყვარხარ, ამასაც კი გპატიობ. ისე, ზოგადად ვერ ვურთიერთობ ხალხთან, რომლებსაც განსხვავებულების შიში აქვთ. მაგრამ შენ სხვა ხარ :-*

      პოსტის შეფასებისთვის მადლობა, ძალიან გამახარე :-*

      • ჩემო საყვარელო გვირულუკა –არ ვარ ჰომოფობი, ვერ ვიქნები იმიტომ რომ ბისექსუალი ვარ. აი ფობია რატომ არის ნაკლი ვერ ვხვდები: ფობია –შიშია, რადგან განსხვავებულის მეშინია ეს ნაკლად უნდა აღიქვას ვინმემ? ანუ პირველი ღამის მეშინოდა უაზზროდ და ეხლაც რომ მახსენდება ჟჟრუანტელი მივლის. ანუ მე პირველღამეფობიაც მჭირს? შიში ნაკლი არ არის. სპაიდერფობია, კლაუსტროფობია და აგორაფობიაც ნაკლია? ვის , რატო და რანაირად ებრძვით ვერ ვხვდები. იქნებ შენ და შენი თანამოაზრეები ხართ ჰეტეროსექსუალფობიით შეპყრობილი? ნუ იცავთ არაეროვნულს, გაუგებარი ტერმინით მონიშნულ ადამიანებს– მითუმეტეს, როცა ამისთვის მყარი არგუმენტაცია, მაგ ტერმინის მშობლებსაც არ გააჩნიათ! :*

        • აქსიომ, შენ თქვი, რომ განსხვავებული რელიგია ნაკლია შენთვის. მე ვთვლი, რომ ასე რომ ფიქრობ, ესაა ნაკლი.
          საბოლოო ჯამში ორივეს საკუთარი მოსაზრებები გვაქს და რეალურად იქნებ არც ერთია ნაკლი და არც მეორე, მაგრამ საკუთარი აზრის დაფიქსირებაა😉

  15. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აი ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს🙂 ჩემი საუკეთესო დაქალი მეგრელია ნუ მერე? :დ ჩემი გვარიც იან-ზე მთავრდება და ამიტო დებილი ვარ? :დ ნწნწნწნწ :დ სვანი არ ვარ მაგრამ იანი ხომ ვარ? :დ კარგი პოსტი იყო გვირილ :* ფურცლებს მოურფთხილდი :*

    • არანაირი დებილი! ვაფშეტა, ვისაც ვიცნობ, ყველა სვანი ძალიანაც ჭკვიანია😉

      ისადა, ფურცლებს რას ერჩი? ^_^

      • ♥ Miss.Catalan.. ♥

        :დ ფურცლები მიფარფატებენ ხოლმე როდესაც ქარი დაუბერავს,ჰოდა შენს ფურცლებს მოუფრთხილდი,არ მინდა ეგენიც გაფრინდნენ :*

        • შენი სიტყვები მუქარას გავს და ხომ მშვიდობაა?😀

          • ♥ Miss.Catalan.. ♥

            ვაიმე არა,არანაირი მუქარა კლიანუს !!!! :დ მშვიდობაა მშვიდობა🙂 მართლა არანაირი მუქარა :დ ა’მ სორი იფ აი აფსეთ იუ ! :* :დ

  16. ზუსტად ამსეთები გამო მთელი ბავშვობა პრობლემა მქონდა ჩემს სახელთან დაკავშირებით, ხალხი ვერ ეგუებოდა როგორ შეიძლებ არ მქრმეოდა ნათია ან თამუნა ან მარიამი და მერქვა რაღცა სხვა და ამის გამო ებვრჯერ დავუცინივარ ხალხს და ყველანაირად ცდილობდნენ შეეცვალათ ჩემი სახელი და სხვა რამე მოეგონებინათ თან “იუმორის გრძნობით დაჯილდოებული” ქართველების ლოგიკით მასე ძაღლებს ჰქვია…..
    რუსულეონოვანი ხალხიც როგორ ეზიზღებოდათ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ხალხს რუსულად საუბრის რომ ეშინოდა , მეც მეშნოდა და მახოსვს თავისუფლად მე10 კლასში დავიწყე საუბარი სხვებთან ერთდ, როდესაც უვკე რუსულის არ ცოდნა ტეხავსო და ყველამ რომ დაიწყო რუსულის სწავლა

    ხოო საქართველო ქართველებისთვისაა ძახილით შორს წავალთ აბა რა, დემოკრატიული ქვეყანააარისო ვიძახით. მერე მთავრობას ვაგინებტ რომ დემოკრატია არ გვაქვს ქვეყანაში და თვითონ უარესად ვიქცევით… რას ვითხოვტ მთავრობისგან როცეა ერთმანეთს ვლანძღავთ და ვაგინებთ
    კიდე “სოფლელობის ” ტერმინი, აუ შენ სოფლელი ხარ მე კდიე “კარენოი” თბილისელი. გოიმი ხალხი რა.. ყველანი ოდესღაც სოფლებიდან ვართ ჩამოსულები და ქალაქები ადრე არც არსებობდა და რადგანაც ვიღაცაზე უფრო დიდხანს ცხოვრბო ქალაქში თავი გგონია მაგარი…. და “ვეიქელი ვარო” რა მერე, ვაკე ადრე არც შედიოდა თბილისში და ცალკე ჭაობი და დატბორებული ადგილი იყო და რადგანაც ახლა უფრო “ახალი” უბანია თბილისში ამითაა მაგარი?

    სტერეოტიპებზე გაზრდილია ეს თაობაც და მისი წინამორბედებიც, სანამ ერთმანეთთან არ დავიწყებთ ნორმალურ ურთიერტობას მანამ არც ნორმალური ქვეყანა გვეღირსება…

    ძალიან ძლიერი პოსტია ჩემო ყვავილო.. რესფექტ :)) ^_^
    აუ

    • ეჰ, რა ცუდი ხალხია😦 ძაღლი რაღამ მოაფიქრათ? ეს იმის ბრალია, რომ ვერაფერ განსხვავებულს ვერ ეგუებიან, სახელსაც კი. არადა, ყველა ლიბერალია რომ ჰკითხო😀
      მე კიდე რუსულად საუბრის არასდროს მრცხვენოდა, აჭარაში ძალიან ბევრმა იცის რუსული და ალბათ ამიტომ. თბილისში მართლა ცოტაა ხალხი, ვისაც რუსულად საუბარი შეუძლია. არადა, ერთ-ერთი უცხო ენაა, მხოლოდ ამ ჭრილში ვუყურებ მე.

      პოსტის შეფასებისთვის და ასეთი კომენტარისთვის კიდე მადლობა :-*

  17. სვანი და ადამიანი დაძმობილდნენ.

  18. მეც დედა მეგრელი მყავს. პირველი კონფლიკტი კი რაც სამეგრელოში სტუმრობისას მომივიდა (ისევ პატარაობაში) სწორედ მაგ მეგრელ-ქართველობის გამო იყო. კონკრეტულად კი მაშინ გამიჩნდა პროტესტი როცა ერთმა მეზობელმა განაცხადა “ხოხ, ქართველები გვესტუმრნენ”-ო. პროვინციალური ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლენის წინააღმდეგი ვარ. ერთი პრობლემა ისაა რომ ყოველთვის გვინდა ვიყოთ ვიღაცაზე მეტნი და ღირებულნი. ეს კუდაბზიკობის გენი იმდენად ღრმად გვიზის რომ ძალიან ძნელია მისი მიყუჩება, მოშთობაზე რომ არაფერი ვთქვა. ბევრჯერ გამიგია: “ეგ კოწიაა(გურული),მაგას არ გავყვები”, “მეგრელი მინდა ახლა სახლში?”, “იმერელი? იმერული მარტო ხაჭაპური ვარგა”, “სვანია ეგ”. ჩემის აზრით ძალიან მაგარი რამაა ის ფაქტი რომ ამ ერთიციდა ქვეყანაში ამდენი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული კუთხე არსებობს. ადამიანის არა პიროვნული, არამედ კუთხური მიკუვნების ნიადაგზე დაწუნება-გაჭორვა და ათვალწუნება კი უბრალოდ პროვინციალური ნაციონალიზმის ყველაზე მდარე ხარისხსი გამოვლინებაა(თუ კი შეიძება რაიმე ხარისხი ქონდეს საერთოდ). გარდა ამისა მაღიზიანებს ის ინფორმაცია, რომელსაც უცხოეთში მყოფი ქართველი პროვინცია ნაციონალისტები ავრცელებენ და მერე ამ იფორმაცია მონასმენი უცხოელი აქ რომ ჩამოდის და მეკითხება. “საქართველო ლამაზია, სამეგრელო თქვენგან შორსაა? ახლა მისი ნახვა მინდა” ან “აჭარელი ეგ ქართველია?” . აი ასეთ რაღაცეებზე ვცოფდები და მზად ვარ გავულაწუნო იმ ადამიანს ვინს ეს ასე გაავრცელა და მიაწოდა…

    • დათო, ჯერ ერთი, გამიხარდა შენი კომენტარი🙂 მეორეც, სულ მიკვირდა შენი ავატარი ვიღაც შაშვმა რატომ მოიპარა და მხოლოდ დღეს მომივიდა აზრად გადმოვსულიყავი კომენტარის ლინკზე – შენ არ ყოფილხარ კაცო?😀

      კონკრეტულად კომენტარს რაც შეეხება, ფაქტია, რომ ვერ შეგეკამათები. გეთანხმები და თან – “ჩემის აზრით ძალიან მაგარი რამაა ის ფაქტი რომ ამ ერთიციდა ქვეყანაში ამდენი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული კუთხე არსებობს. ადამიანის არა პიროვნული, არამედ კუთხური მიკუვნების ნიადაგზე დაწუნება-გაჭორვა და ათვალწუნება კი უბრალოდ პროვინციალური ნაციონალიზმის ყველაზე მდარე ხარისხსი გამოვლინებაა” – აქ რაღა უნდა დავამატო?😉

  19. 🙂 ხო, ვორდპრესსზეც მაქვს ბლოგი და ამიტომ ავტომატურად შაშვთან მაიგივებს:) დანარჩენს რაც შეეხება – მართლაც ძალიან ცუდი რამაა ეგ ყველაფერი. ამის შემყურე ვხდები რომ კარგახანს ვიქნებით ჭაობში.

    • მთავარია შენ ხარ კაცო და პლაგიატს არ აქვს ადგილი🙂

      ჭაობს რაც შეეხება, მე მაინც იმედი მაქვს, რომ გვეშველება რამე, თუმცა რთულია.

  20. მიყვარს ეს გოგო… იმაზე მეტს ვეღარ ვიტყვი, რაც შენ უკვე თქვი და რაც კომენტარებშიც ითქვა.
    ქართველებს რატომღაც თავი “უმაღლეს რასად”მიაჩნიათ. თავის დროზე ეგეთი დამოკიდებულება ჰქონდათ აფხაზების მიმართაც.
    მაგრამ ისე მეგრელები ბევრ რამეში მაღიზიანებენ. მათი გვარი და წარმოშობა არაფერ შუაშია. უბრალოდ ბევრს გონია რომ სამაგრელო ცალკე “ფენომენია”, რომ მეგრული ცალკე ენაა… არ ვაღიარებ მე მეგრულს როგორც ენას. ესაა დიალექტი. დავფიქრდეთ: ინგლისური, გერმანული და მეგრული ენები??? ზედმეტი განდიდების მანია..

    • ეს ენათმეცნიერების საკითხია, დამიჯერე😉

      პოსტის შეფასებისთვის მადლობა :-*

    • Chiamaria : “უბრალოდ ბევრს გონია რომ სამაგრელო ცალკე “ფენომენია”, რომ მეგრული ცალკე ენაა… არ ვაღიარებ მე მეგრულს როგორც ენას. ესაა დიალექტი. დავფიქრდეთ: ინგლისური, გერმანული და მეგრული ენები??? ზედმეტი განდიდების მანია.. – shen ggonia rom megruli qarTuli enis dialeqtia, ara? dafiqrdi shvilo kargad: dzveli kolxebi qartul enis dialeqtze laparakobdnen? 4000 wlis winat qartuli enis dialeqtze laparakobdnen kolxetshi? dafiqrdi aba kidev ufro: es rogor sheidzleboda mashin roca qartuli 1500 wlisac ki ver aris?

      • :)) ჯერ ერთი ენათმეცნიერი არ ვარ, სულ თავისუფლად შეიძლება რამეში ვცდებოდე. მაგრამ, ძალიანს აგულისხმო ფრაზა კი მიმიწერე , რასაც უბრალოდ ვერ დავტოვებ უკომენტაროდ. 1500 წლის წინ დაახლოებით 1497 წელია. შენი აზრით, მეგრულად წერდა ვახუშტი ბატონიშვილი 1490 წელს? მე შეიძლება ვცდები და მეგრუული დიალექტი არ იყოს ან რამე მსგავსი მეშლებოდეს. მაგრამ, ქართული ენა გუშინ წინ რომ არ მოგვიგონია, იმედია ამაში არ ვცდები🙂 ” ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თავსთა რჩეულთა მეფენი იმერნი და კახნიდა კუალად ათაბაგისა სამცხელნი, აქმისთვის არა განვიზრახთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მერე ვექმნეთ ამასა, არღარა მოქვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფოვასავე შენსა”. ეს რა ენაა შენი აზრით, ბერძნული?🙂

  21. ლიზიკუნა

    ყველამ ერთმანეთს პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ მიუხედავად ეროვნებისა, ვინ რომელ კუთხეში და ქალაქში ცხოვრობს, არააქვს მნიშვნელობა რაიონში ცხოვრობს თუ დედაქალაქში, მეგრელია თუ რაჭველი თუ გურული. ჩვენ მაინც ყველა ქართველები ვართ. ეს პირველ რიგში საკუთარ აზროვნებაზე, კულტურაზე და აღზრდაზე მიუთითებს. ადამიანი თუ ადამიანად არ ვარგა იმას ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა თბილისელია, “სოფლელია”, თუ მეგრელი თუ სხვა კუთხის. არ მიყვარს ადამიანების დაყოფა და ისე არჩევა.

  22. ლიზიკუნა

    გვირილა შენის ნებართვით გამოვიწერ , რომ მეილზე მომივიდეს ხოლმე შენი ახალი პოსტები))))

  23. ჩემი საუკეთესო მეგობარია 1–სომეხი, 2–მეგრელი , 3–ქართველი :დ მართლა არ მესმის რა განსხვავებაა წარმოშობისა და ეროვნების მიხედვით ადამიანებს, შორის. და სტერეოტიპები კიდევ–არ ამართლებს ყოველთვის😉 ჩემი მეგობრების მაგალითით ვიცი ეს.😉 ძალიან ძალიან რასისტები ვართ სამწუხაროდ და ევროპა კიდევ შორსაა😦

  24. კარგი პოსტია გეთანხმები, რამდენიმე კვირაა თბილისში გადავედი საცხოვრებლად და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ იქ უფრო წავაწყდი ამ პრობლემას. ვინმე მეგრელი თუ აღმოაჩინეს, (პრინციპში რა აღმოჩენა უნდა) იმ წუთას აკრავენ აფერისტის იარლიყს. ლექტორი თუ მეგრელია , ესეიგი ნიშანს იმიტო გაუფუჭებს ბავშვს, რომ მეგრელია და არა იმიტო რო არ სწავლობს🙂

    • ბოლო კარგად თქვი🙂 ხო, “დამპალი მეგრელია” და იმიტომ, თორემ რა სისულელეა კაცო, არ სწავლობენ?! ყველაფერი იციან😀

  25. ლიზიკუნა

    კარგით რა მე მგონი ნამეტანი “საწყლებად და დაჩაგრულებად” გამოიყვანეთ მეგრელი ხალხი)) არც მასე მგონი რა და ვაზვიადებთ)))

    • პრინციპში, მეგრელების მაგალითზე ვისაუბრე, თორემ, არამარტო მათ შესახებ.
      ისე კი, არ ვთვლი, რომ ნამეტანი საწყლებად და დაჩაგრულებად გამოვიყვანე. არარეალური დავწერე რამე და სინამდვილეში მასე არ ხდება?

  26. ლიზიკუნა

    ჩემთვის ყველა ერთია ქართველი)) მე არ ვყოფ, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ თვითონ გამოიყოფენ თავს. მაგალითს მოგიყვანთ სადაც მე ვცხოვრობ ჩემს წინ არის საბავშვო ბაღი სადაც შესახლებულები არიან. ჩემი შვილი თამაშისას გადავიდა ბავშვებტან ერთად საბავშვო ბარის ეზოში, ხოდა სწორედ ჩემი შვილი თავისი მეგობრებიანად გამოაგდეს იქედან, და როცა ტირილით ამოვიდა ბუნებრივია ვიკითხე რა მიზეზით გამოყარეს ბავშვები იმ ეზოდან , ხოდა ასე ძალიან მარტივად ამიხსნეს “ეს არის ჩვენი ტერიტორია და აქ სხვა ეზოს ბავშვი არ შემოვაო” ეხლა მითხარით ეზო საერთოია მაგრამ დღესაც იმ ეზოში არავინ არ შედის თუ იქ არ ცხოვრიობს. თუ ეს ნორმალურია შემეკამათეთ. მე არ ვყოფ , მაგრამ თვითონ გამოყვეს. ეს ერთი, მეორე. ვაღიარებ არ ვყიდულობ მეგრელ გამყიდველთან არასოდეს არაფერს, და რატომ… არ არსებობს წონაში იმდენად არ მოგატყუილოს რომ მერე საკუთარ თავზე არ გაბრაზდე. აქაც შეგიძლიათ შემეკამათოთ, დაძალიან ბევრი მაგალითი მოყვანა შეიძლება ყველანაირის, ყველა კუთხის ადამიანზე,. ეს არ იფიქროთ რომ მე რამე საწინააღმდეგო მაქ, მაგრამ სიმართლეც უნდა დაიწეროს.

    • შენ აშკარად დევნილებზე ამბობ და ეს სხვა შემთხევაა. არ ვამართლებ არანაირად, მეც არ მომწონს მსგავსი რაღაცეები. მაგრამ დევნილები სხვა შემთხევაა, მერწმუნე.

      მეგრელებთან ყიდვას რაც შეეხება, ვერ შეგეკამათები, გამომდინარე იქედან, რომ მაგ სფეროში არ ვარ გარკვეული და არ ვიცი ვინ იტყუება და ვინ არა. თუმცა, როცა გავსულვარ რაღაცის საყიდლად, არასდროს დავკვირვებივარ სადაურია გამყიდველი და არ ვთვლი, რომ არასწორად ვიქცევი🙂 ალბათ, გამომდინარე იქედან, რომ თავი მოტყუებულად არ მიგრძვნია.

      ასეთი დეტალები კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და მეეჭვება ზოგადი იყოს.

  27. ლიზიკუნა

    არა ზოგადია რა თქმა უნდა, განა სხვა კუთხის ადამიანი არ აკეთებს მსგავს. მე მაგალითი მოვიყვანე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარტო. და მაინც იცი რა მიმაჩნია ჩვენნაირი კარგი , კეთილგანწყობიანი ასე ვთქვათ ნებისმიერ ეროვნებასთან დამოკიდებულებაში მე არ მომეძებნება. ამას არამარტო იმიტომ ვიძახი რომ ქართველი ვარ და ვამაყობ კიდეც. მერწმუნეთ ძალიან ბერვრ ადამიანტან მიწევს ურთიერთობა, ბევრ ეროვნებასთან, და ასეთი ერი ჩვენ რომ ვართ არ არის დედამიწის ზურგზე))) უფ რა რეჩია))))) და ასეთი პატარ-პატარ მაგალითები კიდე ყველგან არის, მაშინ კახელებმა და სვანებმა რა თქვან მაგათზე ანეგდოტების შემდეგ)) ან გურულებმა ერთხელ ინსტიტუტში მკითხეს სადაური ხარო და გურული მეთქი და ისეთი გაოცებული სახით შემომხედა იმ გოგომ, მერე ასეთი მშვიდი რატომ ხარო)))) აი ასეც ხდება. მიყვარს შენი ბლოგი და რა ვქნა))))) კარგი ტემები გაქვს შერჩეული)))

    • მეც ზუსტად მაგას ვამბობ, მარტო მეგრელებზე კი არ მაქვს სუბარი. სვანებიც მეწერა შესავალში. ყველაზე “გავრცელებული” ვარიანტები შევარჩიე, თორემ საქმეც მაგაშია, რომ ყველა კუთხეს ეხება ეს და ერთგვარი გამოყოფები გვაქვს, რაც საშინლად არასასიამოვნოა.

      ბოლო ფრაზით ძალიან გამახარე ^_^

  28. მიხარიხარ გვირილიკო )) :inlove:

    ამ აქსიომამ კიდევ ლოგინი რომ არ ახსენოს, არ შეუძლია🙂

    მოკლედ, მომწონს ეს პოსტი❤

  29. Chiamaria : “უბრალოდ ბევრს გონია რომ სამაგრელო ცალკე “ფენომენია”, რომ მეგრული ცალკე ენაა… არ ვაღიარებ მე მეგრულს როგორც ენას. ესაა დიალექტი. დავფიქრდეთ: ინგლისური, გერმანული და მეგრული ენები??? ზედმეტი განდიდების მანია.. – shen ggonia rom megruli qarTuli enis dialeqtia, ara? dafiqrdi shvilo kargad: dzveli kolxebi qartul enis dialeqtze laparakobdnen? 4000 wlis winat qartuli enis dialeqtze laparakobdnen kolxetshi? dafiqrdi aba kidev ufro: es rogor sheidzleboda mashin roca qartuli 1500 wlisac ki ver aris?

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: