“სტენკა” და “მადონას სერვიზი”

ვერ ვიტან: ტრაბახს, მეტიჩრობას, “მარიაჟობას”, “ბლატაობას” და თავის ისეთად წარმოჩენას, როგორიც არ ხარ.

“200 ლარზე ნაკლებს ჩანთაში ვერ გადავიხდი!”

“ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქტი არაფრად არ ვარგა!”

“150 ლარი კედებში არაა ძვირი”

“ფუ, ამას როგორ უსმენთ?!”

“ჯაზის გარდა ვერც ერთ მიმდინარეობას ვერ მოვუსმენ!”

“ფულია მთავარი, დანარჩენს ეშველება”

“უნივერსიტეტი წარმატებულად დავამთავრე, სამსახურის დაწყება არ გამიჭირდება.”

“აქაურობას შევეჩვიე, თორემ დღესვე ვიშოვი უკეთეს სამსახურს!”
და ა.შ., უსასრულოდ…

ჩემს ბავშვობაში ერთი “მოდა” იყო – სახლში აუცილებლად უნდა გქონოდა “სტენკა”, ამ “სტენკაში” თუ “მადონას სერვიზი” გედგა ხელუხლებლად, მაშინ ხომ საერთოდ, შემდგარი ოჯახი იყავი და მორჩა! ბავშვები “სტენკას” და მით უმეტეს პატენტ “მადონას” ვერ ეკარებოდნენ. ეს იყო ერთგვარი რელიქვია, ნიშანი იმისა, რომ შენც საზოგადოების წევრი ხარ. რა თქმა უნდა, დიასახლისები ამ ჭურჭელს არ იყენებდნენ, ალბათ კვირაში ერთხელ გადმოალაგებდნენ “სტენკიდან” და ფრთხილად ასუფთავებდნენ მტვერის სქელი ფენისგან. ასეთი შემთხვევაც ყოფილა: როცა ერთ დიასახლისს, ხუთი შვილის დედას მხედრიონის დროს იარაღი მიაბჯინეს და ამ “სერვიზის” ფრთხილად ჩალაგება უბრძანეს, მის შვილს გაეცინა თურმე. მერე ამ ისტორიას რომ ყვებოდა, ჰკითხეს სიცილის მიზეზს და იცი რა უპასუხა? – “სტენკას” თუ მივუახლოვდებოდით, დედაჩვენი პირდაპირ სახეში გვირტყამდა ბეჭდიან ხელსო. მე არ ვიცი კონკრტულად ეს ისტორია რამდენად შეეფერება სიმართლეს, მაგრამ არ მგონია, რომ შეუძლებელი და დაუჯერებელია.

ერთი ნაცნობი მიყვებოდა, მუსიკალურ შვიდწლედში რომ ვსწავლობდი, გზად სულ იმაზე ვოცნებობდი, იქ მისვლამდე მანქანას გამიტანოსო. მახსოვს როგორ ტიროდა ჩემი ერთი მეგობარიც მუსიკალურში წასვლამდე, მეორე კი თითებდაწითლებული მოდიოდა რატომღაც. თითქმის მთელმა ჩემმა თაობამ დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი და პიანინო დღემდე ეზიზღებათ.

ჩემს სოფელში ყველა ოჯახს კომპიუტერი აქვს. უმრავლესობამ მაუსის ფუნქცია იცის მხოლოდ, ისიც იმიტომ, რომ თამაშებს რთავენ ასე. ვორდის არსებობის შესახებ მხოლოდ ვიღაცეებისგან იციან, სამაგიეროდ ბავშვები “ჯეტეა”-ს და რაღაც საზიზღროებებს თამაშობენ ყოველ დღე.

ფულზე ადრეც მეწერა, გაკვრით… მის მნიშვნელობაზე არ ვკამათობ, არც ღრუბლებში დავფრინავ. უბრალოდ, რა ვერ გამიგია იცი? რატომ გინდა გამოჩნდე იმაზე უფრო “მდიდარი”, ვიდრე ხარ? რატომ გინდა თითქოსდა გაუსწორდე ვიღაცეებს მდგომარეობით, ამ დროს კი პურის ფული არ გაქვს? რად გინდა “სტენკა”, “მადონას სერვიზი”, კომპიუტერი (როცა არ გჭირდება), როცა სიგარეტის ფულს სხვას თხოვ?

არ მესმის, რატომ უნდა ვითხოვო ვიღაცისგან “mp3”, როცა ტელეფონს აქვს mp3 ფუნქცია.

არ მესმის, რატომ უნდა ვიყიდო კედი პეკინზე 150 ლარად, როცა ზუსტად იგივე ათი ლარი ღირს ბაზრობაზე.

არ მესმის რატომ უნდა ვთქვა, რომ “მაიკაში” 80 ლარი გადავიხადე, როცა 15 ლარად მაქვს ნაყიდი.

საერთოდაც, არ მესმის, რატომ უნდა ვეცადო გავუთანაბრდე ვიღაცას, ვაფიქრებინო, რომ მეც მისნაირი ვარ. იქნებ ვჯობივარ კიდეც, მერე რა, რომ შეიძლება გაცილებით მეტი ფული აქვს, ვიდრე მე; მერე რა, რომ მისი ან სხვების გაგებით უმაგრესი მანქანით დადის, მე კიდე “მარშუტკით”. მე სეირნობა შემიძლია და სილამაზის აღქმა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ დაბურული მინებიდან ხედავს. მერე რა, რომ ვიღაც შეიძლება თვლიდეს რომ მე “ღარიბი” ვარ და თვითონ “მდიდარი”. საშუალო ფენას ვეკუთვნი და ჩემი მთავარი მიზანი გამდიდრება ნამდვილად არაა. “რომ გავმდიდრდები…???” – არასოდეს მიფიქრია ამ თემაზე და არც ახლა ვაპირებ.

ფული რომ მნიშვნელოვანია, ეს ვიცი, ვთქვი წეღანაც. მაგრამ იმას, რომ მქონდეს “სტენკა”, “მადონას სერვიზი”, ნათხოვარი “pm3”, ვითომ “კონვერსის” კედები და ა.შ., მაგრამ პურის ფული არ მქონდეს, მირჩევნია იცოდეს იმ “საზოგადოებამ”, რომ “სტენკა” ვერ მექნება, რადგან ფული უფრო მნიშვნელოვან რაღაცეებზე მეხარჯება.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/07, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 61 Comments.

  1. ყოველთვის მეცინება ეგეთ “პაკაზუხობებზე”, თუმდა ჯანდაბას, ზოგს ეგ უხარებს გულს და დაე გაიხარონ😀😀😀

    • საზიზღრობაა ჩემთვის ეს და მეტი არაფერი🙂 ვერ ვიგებ რატომ უნდა მომწონდეს ასეთი მდგომარეობა. ნუ, ხო, ზოგს უხარებს გულს, მაგრამ იმ ქალის შვლის ჰკითხე ერთი, ბეჭდიანი ხელი რომ ხვდებოდა🙂

  2. ჩემი კურსელი მეუბნებოდა რამდენიმე დღის წინ მე მხოლოდ ძვირიან ტანსაცმელს ვიცვამო და დავცინე იმიტომ, რომ მალსის 15 ლარიანი ზედა ეცვა🙂 ამაში სასაცილო არაფერი იქნებოდა ასე რომ არ ებლატავა, თორემ მეორადის ტანსაცმელსაც მშვენივრად ვირგებ, როცა მომწონს და არც ვმალავ😀

    • აჰა😉 და სხვათაშორის, მეორადშიც არი კაი და ძვირიანი (თუ ფასზე მიდგა საქმე)😉 მთავარია მომეწონოს და მოვიხდინო, ფასს რა მნიშვნელობა აქვს? 😉
      ისე, ადვილი შესაძლებელია, რომელიმე სხვა მაღაზიაში ეყიდა მართლა ის ზედა და არა მალსში, ხო იცი, მთავარია სად იყიდი, თუნდაც მოტყუვდე. სათქმელი ხომ გაქვს? 😉😀

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ამაზრზენია ესეთი სიტუაცია🙂 აარადა მართლა ბევრია ეგეთი ადამიანი,ზემოთ რომ დაწერე🙂 ყოჩაღ,კარგი პოსტია.

    • მადლობა, მიხარია შენი შეფასება😉
      კი, ასეთი ადამიანი ბევრია ნამდვილად😦

      • ♥ Miss.Catalan.. ♥

        არაფრის,სამადლობელი მართლაც აარაფერიია🙂 ხანდახან მეცოდებიან კიდეც,ხანდახან მეცინება..ხანდახან არ მესმის..

  4. როგორ მძულს სერვისები ფაქ :@@@@@@@

    • “მადონა” არ მოგწონს კაცო? აუ, ეს რა მითხარი!😀

      • აუუ მაგ მხრივ დედაში გამიმართლა მაგრად თან. არასდროს არ ქონია ეგეთი ხელუხლებელი და ქალიშვილი ჭურჭელი🙂🙂🙂

        • არც მე🙂 საერთოდაც, ჩემები “ფუფუნების” საგნებს ნაკლებად ეტრფიან, რაც შეუძლიათ იმას ყიდულობენ და “სტენკისთვის” არა🙂

  5. აუ აუუ ზუსტად ეგეთებს ვერ ვიტან მე… ისე ქართველებს ძალიან ახასიათებთ და ძალიან სნობები არიან.. მარაზმია ჩემი აზრით.. ეგეთ ხალხთან ვერ ვიმეგობრებ

  6. მე ძალიან დიდი ტევადობის გული მაააქვს :პ ვერ ვიტან ვიწროგულიანებს😀

  7. შენ ის ფრაზა იცი? “მარშუტკით მოხვედიიი?” :)))))))))))))

    • არა კაცო, ტაქსით!😀

      • აარაა ვერ ერკვევი რაა………ეგეთი რეაქცია კიარ უნდა გქონდეს……. აი ნახე ” რაააა?მეეეეეე? აუ კაი რაა რა მარშუტკით,ტაქსიიიით…..აუ ეგ როგორ მითხარიიიიი ” განცვიფრება დამანახეე :დ

        • აი, სად გამოჩნდა რომ სინამდვილეში “მარშუტკით” დავდივარ😀 გავიყიდე რა😀 ვსიო, მომეჭრა თავი სახალხოდ😀

  8. დონალდოო საღოლ ბრატცი :))))))))))))))

  9. აჰმ. რაღაც მსგავსი მეც მეწერა ჩემთან. ამას მარტივი სახელი აქვს “მეშჩანობა”.
    ეს ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი, უმეტესობის.

  10. საშველი იცი სადაა?? განათლებაში.

    • მართალი ხარ, მეც ვფიქრობ, ომ განათლება გვიშველის თუ გვიშველის🙂
      ერთი ოდნავ მსგავსი თემა კიდევ მაქვს და მერე უნდა დავწერო😉

  11. MisterRomantic

    მეცოდება ყველა, ვისაც თავი ფინანსებით მოაქვს, ფული და “ფეშენ” მარკის ტანსაცმელი ვერასდროს ვერ გახდის ვერავის ადამიანად… სნობები რეალურად მარტო რჩებიან ხოლმე ბოლოს, როცა უკვე საბლატაო არაფერი ექნებათ. მე მყავს შეძლებული მეგობარი, მაგრამ მას თავი არასდროს მოაქვს მისი ფინანსური შესაძლებლობებით: დადის ფეხით, როცა გარაჟში 3 მანქანა უყენია, აქვს ჩვეულებრივი ტელეფონი, კომპიუტერი, არ უყვარს ყოყლოჩინობა. მას მე, როგორც ადამიანს ისე ვაფასებ… ასეთი ადამიანები კი იშვიათია. ჩვენი საზოგადოების პრობლემა მართლაც რომ სნობიზმია😐

    • იცი რა ხდება? ვისაც ფული ყოველთვის ჰქონდა და ეს მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, არცაა ყეყეჩი. აი, უცებ რომ იშოვის ადამიანი, მერე ეწყება თავში ავარდნები. საზოგადოების მინუსი კი ოსაა, რომ ხელს ვუწყობთამაში. დააკვირდი აბა რამდენი “მეგობარი” ჰყავს “მდიდარს”? ეხვევიან ფუტკრებივით და სულ რომ არ ყეყეჩობდეს, ძალით გააყეყეჩებენ. როცა საკუთარი თავის ფასი არ იცი და ვიღაცის ფულის ირგვლივ ტრიალებ, საშინელებაა.

  12. არ მიყვარს ესეთი ხალხი …
    ფული ყველაფერი არ არის, ნამდვილად არ არის…

    • ხო, მართალი ხარ. მაგრამ, ცუდია, რომ ერთეულები ფიქრობენ ასე. თქმით შეიძლბა ბევრმა თქვას იგივე, მაგრამ თვითონაც არ სჯერა🙂

  13. ეჰ, ასეთები არსებობდნენ, არსებობენ და სამწუხაროდ ყოველთვის იარსებებენ, მთავარია შენ არ იყო ეგეთი და ის ადამიანები ვისთანაც ახლო ურთიერთობა გაქვს და დანარჩენებს რაც უნდათ ის უქნიათ, ილაპარაკონ და იყვნენ, ორი ყური იმისთვის არსებობს რომ ერთში შეუშვა და მეორედან გამოუშვა ასეთი სისულელეები…😉

    • კი, მარა გულგრილობა და ინდიფერენტულობა იქნება, ყველაფერზე თვალს ვერ დახუჭავ. მართალია, მთავარია ჩემები არ იყვნენ ასეთები, მაგრამ რატომღაც არც საზოგადოების “ბედი–იღბალია” (საშინლად ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში) სულ ერთი ჩემთვის. მართალია, ასე ვერ გამოსწორდება ვერაფერი, მაგრამ ვიტყვი და გულს მოვიოხებ მაინც🙂

  14. გავაკეთო სკანდალური განცხადება???

    მე ვამაყობ ჩემი 10 ლარიანი მაისურებით!!! კედში 150 ლარს პრინციპულად არ გადავიხდი და ჯაზსაც არ ვუსმენ!!!

    აი ასე!!!

  15. 150 ლარს კედში მართლა არასდროს გადავიხდი🙂 კედის პლიუსი ისაა, რომ იაფია და მოსახერხებელი. ფაიფურის ხომ არაა კაცო😀

  16. მე ავტობუსით დავდივარ და თან უფასოდ… იიფ :დ

  17. რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ😦 შევიჭყიტები ახლა ყველგან🙂
    გვირილა, რომ იცოდე როგორ გეთანხმები… აი სულ , სულ ყევლაფერში…
    ძალიან კარგი პოსტი იყო, თან სამხილებელი… :დ

    • რუსა ^_^
      მიხარია, რომ აქ ხარ. შენი ავატარის გამოჩენა ძალიან მახარებს ზოგადად.
      მადლობა შეფასებისთვისაც :-*

  18. პიანინო მეც შემაზიზღა მასწავლებელმა😦 არადა მართლა მინდოდა სწავლა და დიდი ეინთუზიაზმით დავიწყე სიარული არ დაუძალებიათ😦 ახალი ბექი მომწონსსსს ^_^

    • მე ძალიან მინდოდა მესწავლა, მაგრამ მასწავლებელი წავიდა და სხვაგან წასვლას ვერ ვახერხებდი😦 დღემდე მინდა პიანინოზე და გიტარაზე დაკვრა ვისწავლო, მაგრამ ახლა უკვე იმდენი რამ მაქვს სასწავლი, მაგისთვის უბრალოდ არ მცალია.

  19. ლიზიკუნა

    საერთოდ მიმაჩნია ასეTებს აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. შეიძლება ძალიან ძვირი რამ გეცვას მაგრამ ტრიაპკასავით გეკიდოს ტანზე , რომლის ფასი მხოლოდ შენ იცი და სხვა ვერ ნახავს სანამ ჩეკს არ ანახებ)) შეიძლება ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმელი ისე ლამაზად მირგო რომ ქუჩაში გავლისას თვალი სწორედ მაგ იაფიანი სამოსის გამო გამოგაყოლონ.თუ ოდნავ მაინც ერკვევი ტანსაცმელში ვის სად რა აქვს ნაყიდი იმასაც გაარკვევ უცებ და ეგ უფრო სასაცილოდ მოგეჩვენება როცა მალსის ზედას გაასაღებ გუჩის არ ვალენტინოს სამოსად. იყო ისეთი როგორიც ხარ და უნდა შეირგო ის რაც გაქვს, დღეს გაქვს ხვალ არ გექნება და პირიქით შეიძლება ხვალ შემ უფრო მეტი გქონდეს. რას შეეხება ხელუხლებელ ჭურჭელს. თუ იმისაგან სიამოვნება ვერ მიიღე და მხოლოდ შორიდან ტკბები აზრი რა აქვს)) რად მინდა მე ძვირფასი და ლამაზი ნივთი თუ ვერ მოვიხმარე. ეს იგივეა როგორც გამოთმა “лизать мед через стекло” . აბსურდად მიმაჩნია

  20. ლიზიკუნა

    და ვინც ერთის ფასიც იცის და მეორესიც, ის ორივეს მშვენივრად მოირგებს. საინტერესო იყო ძალინა თქვენი შეხედულებები))

    • თუ სწორად მახსოვს, შენი პირველი კომენტარია ჩემთან, ხოდა, welcome!😉 მიხარია, რომ აქ ხარ და დაგელოდები კვლავაც😉
      და ისა, შენობით მომმართე ხოლმე, ხომ ხედავ მე როგორ უცებ გაგიშინაურდი🙂

      ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ კომენტარს. ნამდვილად გამახარე. სრულიად გეთანხმები, ზუსტად გაიგე რისი თქმა მინდოდა პოსტით.

  21. აააა ძალიან კარგია :)) ჩემი პოსტი გამახსენდა “მოდას აყოლილი ახალგაზრდობა”

    აბსოლუტურად გეთახნმები ყველაფერში🙂

    • ჯეს, მიხარია რომ აქ ხარ :-*

      ხო, თემატიკა ახლოა ნამდვილად🙂
      მიხარია, რომ მეთანხმები :-*

  22. როცა რეალური ღირსებები არ გაგაჩნია, იძულებული ხარ, რაღაცები მოიგონო🙂 ეს არის იმ ‘სწენკით”, სერვიზით, ორასლარიანი ჩანთებით, კეტებით და მზის სათვალეებით მარიაჟობის არსი.

    თორემ კომპიუტერში, მუსიკალურ შვიდწლედში, ხარისხიან ფეხსაცმელში, კარგ ტელეფონში და ჯაზში ცუდი არაფერია🙂

    მგონი, სწორად გაგიგე🙂

    • კი, ნამდვილად.
      მუსიკალური შვიდწლედის, კომპიუტერის და ჯაზის საწინააღმდეგო მართლაც არაფერი მაქვს, მაგრამ ნათამაშევი არაფერი ვარგა.

  23. ამ პოსტის კითხვისას ერთი ჩემი კლასელი მახსენდება, ზუსტად იგივე სიტუაციია, არადა ვიცი, რომ მის ოჯახს ფული საერთოდ არ აქვს (აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან), მაგრამ არაფერს არ ვეუბნები. ისე კი უნდა ვუთხრა ერთ დღეს რაში სჭირდება ამდენი ტყუილები.

    პ.ს. უძალიანმაგრესი და უძალიან უძალიან პოსტია :)))
    პ.ს II. მემგონი პირველი კომენტარია ჩემი შენს “არცისე ყვავილებიანი ბლოგი”-ზე, თუმცა აქ პირველად არ ვარ, უბრალოდ კვალს არ ვტოვებ ხოლმე.
    პ.ს III ძაან კაი პოსტია❤
    პ.ს IV გაგიწყალე გული ამ პს-ებით :დ ^_^

    • 😀😀 საყვარელი ხარ ^_^

      კი, ნამდვილად პირველი კომენტარია. მიხარია რომ აქ ხარ და “არც ისე ყვავილებიანი ბლოგი” კვლავაც დაგელოდება😉
      პს-ებით ნამდვილად არ გამიწყალე გული, პირიქით ^_^

      რაც შეეხება პოსტს და შენს კლასელს, იცი რა? ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის და ერთ დღესაც თვითონ თუ ვერ მიხვდება რომ სისულელეს აკეთებს, შენ უბრალოდ გულს ატკენ შენი სიტყვებით. თუ ახლო მეგობარია, სხვა საქმეა. მე მაგალითად არ მწყინს შენიშვნები მეგობრებისგან, მაგრამ უბრალო კლასელისგან შეიძლება არ მესიამოვნოს. აბათ ბევრია ანალოგიურად და ჩემი რჩევა იქნება, არ აწყენინო, მაინც ვერ შეცვლი ვერაფერს, თუ ახლო მეგობარი არ ხარ.

      ხო, მადლობა პოსტის შეფასებისთვის :-*

  24. აუუ რა დროოოს 180 ლარიანი კედიააა…დღეს ვნახეე მეორადებშიი კაიიი კედიიი 30 ლარად და ისე მომეწონაა უეჭველი გავივლი და ვიყიდიი ხვაააააააააააააააააააააააალ ^^

    • მე ძირითადად 10 ლარს ვიხდი კედებში😛 ნუ, 25 მაქსიმუმია. კედია რა, ზუსტად ისეთივე უნდა ვიყიდო ცოტა ხანში და რატომ მივათხრიშო იმხელა თანხა?!😀
      შენ წარმატებული შოპინგი😉

  25. ბევრი ადამიანია სნობი,სართოდაც ეს ზოგადად ადამიანებს ახასიათებთ.
    მე ვიცი შემთხვევა,როდდესაც დედამ შვილს ქვა ესროლა–ლარნაკი რატომ გაგიტყდაო(თუმცა ბავშვის მამამ მერე მთელი ჭურჭელი დაულეწა–ბავშვს ’ვაზის ’ გამომ მიკლავო? )
    ასე მარტო საქართველო0ში არ ხდებოდა–ეს ყველასთვის ერთნაირად არის დამახასიათებელი.

  26. სიმართლეს ღაღადებ, აბსოლუტურად გეთანხმები, მეც ვერ ვიტან ვითომ სნობებს, იყავი ის რაც ხარ და ნუ ითამაშებ ,,სნობობანას” …

    • ზოგადად ადამიანებს უჭირთ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან…

      პირველად ხარ ჩემთან? მგონი კი. ხოდა, welcome!😉 გელოდები კვლავაც😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: