ილუზია

აივანი. რკინის მოაჯირი ცივია და თითებიც გამეყინა… ცაზე ძლივს მოჩანს ვარსკვლავები. მგონია, რამდენიმე მათგანს ძველი მეგობარივით ვიცნობ.

ახლა ალბათ რამდენი ადამიანი ზის ჩემსავით და აკვირდება იგივე ვარსკვლავებს. რაღაცნაირად მომწონს ეს მომენტი, თითქოს გვაახლოვებს…

იქაც ეს ვარსკვლავებია…

…უკვე ღამეა. დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან. როგორი დაღლილი იცი? რომ გშია და ვერ ხვდები რა გაწუხებს.

ვიბანაოთო. რამით არასდროს შევსულვარ ზღვაში. ამიტომ, არ მინდოდა ასე ექსპრომტად, უფრო ლამაზი შესავალი მინდოდა ჰქონოდა.

თურმე ეს ყველაფერი მაშინვე კარგავს მნიშვნელობას, როგორც კი ზღვის შეხებას იგრძნობ.

პლიაჟი ცარიელი, ცა ვარსკვლავებით სავსე. ზღვა ძალიან ახლობელი და ჩემიანი. შედიხარ ნელა, ზღვის შეხების წამები უფრო რომ გაიხანგრძლივო.

მერე ეშვები თავით სიღრმეში. რაღაცნაირია, სულ სხვანაირი. თავს თევზად გრძნობ და გინდა გაყვე ზღვას სადღაც შორს. მიყვები კიდეც, ნელი მოძრაობით და ტალღების დახმარებით. ხედავ განათებულ ბულვარს და როგორც არასდროს, ისე გინდა გახვიდე თითქოს უსასრულობამდე, ჰორიზონტს იქით.

წვები ზურგზე, აკვირდები ვარსკვლავებს და ემორჩილები ტალღების მოძრაობას. ამ დროს საკუთარი თავი მსუბუქი მოტივტივე ნავი გგონია, ნიჩბებიანი. ხოდა, ხელებსაც ნელა, ნიჩბებივით ამოძრავებ და ზურგზე დაწოლილი მიცურავ ნაპირისკენ. რაც უფრო სწარაფად მოძრაობ, მით უფრო კარგავ მოძრაობის შეგრძნებას და ვარსკვლავები ისე ცხადად დარბიან, გიკვირს კიდეც. თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ შენ კიარა, ვარსკვლავები გადაადგილდებიან.

უკვე ნაპირთან ახლოს ხარ. ტალღები განაგრძობენ ნელ მოძრაობას და ისევ იმ ნავივით ირწევი. თითქოს საიდანღაც ჩაგესმის:

“გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა –
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.”

თვალებს ხუჭავ და ჩუმად, ძლივს გასაგონად აყოლებ ხმას…

… ისევ აივანი, ისევ ის ვარსკვლავები. გაბრაზებული ვარ, საკუთარ თავზე…

ხელი ავიღე და ლოყა ცივ მოაჯირს მივაბჯინე.
“გაგონდება თუ არა, კარაკეთის დღეები…”

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/06, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ილუზია რატოა? ან თუ არის რატომ გინდა რომ იყოს რეალობა?🙂

  2. ძალიან კარგია❤
    როგორც ყოველთვის მოკლე, ადვილად წასაკითხი❤
    რაც მთავარია ლამაზი❤

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ლამაზი და გულში ჩამწვდომი🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: