მატერიალური სიყვარული (?)

როცა ამბობ, რომ მთავარი ადამიანობაა და არა ფული; რომ ყველაფერს ვერ იყიდი; რომ ფული სინამდვილეში მეორეხარისხოვანია და ა.შ. – მართლა ასე ფიქრობ? თუ ეს  უბრალოდ საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზების გადამღერებაა?

ექსპრომტად, უცებ წარმოიდგინე, როგორია შენი ოცნების სახლი?

სწორედ ამაზე ვსაუბრობდით არც ისე დიდი ხნის წინ, როცა ერთ მეგობარს ჩემი პატარა და მყუდრო ოცნების სახლი დავუხატე და თან ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ფული მექნება. თუ არადა, საყვარელ ადამიანთან ერთად ოთხ კედელშიც შემიძლია ვიხოვრო, სადაც მხოლოდ აუცილებელი რაღაცეები იქნება მეთქი. ჩათვალა, რომ არარეალურად ვსაუბრობ, რომ ამას აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ახლა ვერ ვხვდები.

მისი ოცნების სახლი როგრია იცი? დიიიდი, ფეშენებელური, გარდერობის დიდი ოთახით და ა.შ. გულწრფელად გამეცინა, წარმოვიდგინე როგორ დარბის ამ უშველებელ სახლში, სადაც სამოსს, ფეხსაცმელს და პარფიუმერიას ცალ-ცალკე ოთახები აქვს გამოყოფილი, როგორ არჩევს დიდი რაოდენობით სახელობით სუნამოებს შორის ერთ კონკრეტულს, როგორ ტრიალებს დიდი სარკის წინ… კი, ჯერ გამეცინა, მაგრამ მერე დავფიქრდი… ეს ხომ ოცნებაა და აქ მაინც უნდა მისცე თავს ყველაფრის უფლება, იოცნებო თუნდაც არარეალურზე, მაგრამ სასურველზე.

მაგრამ… რა ვერ გავიგე იცი? რისთვის მჭირდება ყველაფერი ეს? სამოსი, პარფიუმერია, აქსესუარები ალბათ ყველა ქალს უყვარს, მაგრამ ეს მთავარია? ეს მომანიჭებს ბედნიერებას? რად მინდა იმხელა გარდერობი, რისთვის ან ვისთვის?

სიყვარული მატერიალურია? – ეს კითხვა გამიჩნდა მაშინ, როცა ამ საუბრის მერე მეგობარმა სხვათაშორის აღნიშნა, რომ მისთვის აუცილებელია სიმპათიის ობიექტთან ერთად ყოველ დღე სხვადასხვა კაფეს სტუმრობდეს, იღებდეს საჩუქრებს და ა.შ. იმის გამო, რომ კაფე წარმოადგენს მისთვის სასურველ გარემოს შეხვედრებისთვის, ბევრჯერ თვითონაც დაუპატიჟებია შეყვარებული. არა, ამაში კი არაა საგანგაშო არაფერი, უბრალოდ, ვერ ვიგებ რა ყრია იმ კაფეში ამისთანა, რომ მის გარეშე ვერ გაძლო? კაფე ჩემთვის კვების ობიექტია და არა გასართობი ადგილი. ნებისმიერ პარკში უკეთ გავატარებ დროს, ვიდრე კაფეში. მინიმუმ სუფთა ჰაერი იქნება🙂 და საერთოდაც, რა შუაშია სიყვარულთან სადღაც დაპატიჟებები? სულ ესაა სიყვარული?!

არ ვიცი, ალბათ მე ვიყურებ სხვაგვარად ამ ყველაფერს. სხვაა, როცა მივდივართ კაფეში იმიტომ, რომ ვთქვათ მეგრული ხაჭაპური არ მიჭამია არასდროს და უნდა გამასინჯოს. ეს პლიუსია. იმიტომ კიარა, რომ ამ ხაჭაპურის გარეშე მოვკვდები ან რამე. უბრალოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ იცის რაღაცეები, რომ ყურადღებიანია. ხო, ყურადღებაა ყველაზე მთავარი. ვიცოდე, მაგრძნობინოს, რომ ვუყვარვარ, რომ სულ ერთი არ ვარ მისთვის… სიყვარულის და ყურადღების გამოხატვა კიდე მინდვრის ყვავილითაც შეიძლება. უფრო მეტადაც კი, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ვარდებით. მეცოდინება, რომ ჩემთვის დაკრიფა ეს ყვავილები და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქარში გადახდილი ნებისმიერი თანხა. როცა მიყვარს, მთავარია მასთან ერთად ვიყო, ვისეირნო, ვიბოდიალო… რა დამრჩენია კაფეში?! არ აქვს მნიშვნელობა გაქვს ამისთვის ფინანსები თუ არა. საერთოდ რა შუაშია ფინანსები, რატომ ვსაუბრობთ და ვფიქრობთ ამაზე?!

მე ვამბობ, რომ არ მყვარებია და ასეცაა. მაგრამ თქვენ რა უფლებით მელაპარაკებით სიყვარულზე, გრძნობებზე, როცა ყველაფერს ფულს უკავშირებთ?!

იტყვიან, რომ ეს არარეალურია, რომ ასე ყოველთვის ვერ იქნება… იცი რა, საკუთარი თავის სხვებზე უკეთ მესმის და ვიცი რა შემიძლია და არა. თუ მიყვარს, ყველაფერი მატერიალური მნიშვნელობას კარგავს. ერთია ოღონდ – თუ მხოლოდ მე ვიფიქრებ ასე, არაფერი გამოვა. ხომ ვამბობ, ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, ალბათ არ არსებობს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/03, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 95 Comments.

  1. არ ვიცი, ალბათ ამიტომ მომწონს ეს ბლოგი…
    ალბათ იმიტომ, რომ ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია…
    და რაც მთავარია იმიტომ, რომ ყოველ წინადადებას ვეთანხმები…
    მეც იგივე აზრზე ვარ…
    ძალიან კარგი პოსტია :*
    წარმატებები გვირილა❤

  2. სიყვარული– მატერიალურია! გაიზრდები და ინანებ რომ არ დამიჯერე!😀

  3. წესით უნდა დაგეთანხმო და ოცნებებში თითქოს საყვარელ ადამიანთან ერთად მეც თოხის ტარზე შემიძლია ცხოვრება. მაგრამ შეუძლებელია მატერიალურობა მომავალში ურთიერთობაზე არ აისახოს. ძალიან ძლიერები, დიდბუნებოვნები და ყოველივე მიწიერზე ამაღლებულები უნდა ვიყოთ მაშინ.

    “ასე ყოველთვის ვერ იქნება”, იმიტომ რომ, თუნდაც გათხოვების მერე, როცა ბავშვებს გააჩენ და აღმოაჩენ, რომ უფულობის გამო სკოლის წიგნებს ვერ უყიდი და დღეები შეიძლება ჩაიზე და პურზე უნდა გადააგორებინო, შენი “სიყვარულის” მიერ მორთმეულ მინდვრის ყვავილებს ფასი აღარ ექნება🙂 რაღაც დონემდე იქნებ არც არის სიყვარული მატერიალური, მაგრამ რაღაც დონის მერე არის. იზოლირებულად რომ ცხოვრობდეს წყვილი ქოქოსებიან კუნძულზე და სიყვარულის მეტი დარდი არ ჰქონდეს, ფული ფეხებზე ეკიდებოდათ, მაგრამ საზოგადოებაში მაინც წნეხის ქვეშ ცხოვრობ. მინიმუმ ერთხელ მაინც გაივლებ გულში ფიქრს, რომ შენ ყოველთვის გაკლია ის, რაც სხვებს აქვთ და შეიძლება ამ სამწუხარო მოვლენის ერთ-ერთ მიზეზად შენი რჩეული მიიჩნიო.

    შენ თვითონ ამბობ, “საყვარელ ადამიანთან ერთად ოთხ კედელშიც შემიძლია ვიხოვრო, სადაც მხოლოდ აუცილებელი რაღაცეები იქნება”ო, მაგრამ თუ ოთხი კედელი და ის აუცილებელი რაღაცეებიც არ გექნა? მაშინ დაუკავშირებ სიყვარულს ფულს? მგონი, სიყვარული მაინც მატერიალური გამოდის, საზღვრები გვაქვს განსხვავებული ოღონდ თითოეულს. ვიღაცისთვის მდიდრული სახლის ფასი ადევს, ვიღაცისთვის ერთოთახიანი ბინის. ძალიან თუ ვიდემაგოგებთ, შენთვის მორთმეული გვირილებიც პატარა ინვესტიცია გამოდის, შენი სიყვარულის ფასი :)))

    • ჯერ ერთი, welcome!!! შენი პირველი კომენტარი ჩემთან ^_^ მიხარია რომ აქ ხარ და დაგელოდები კვლავაც😉

      რაც შეეხება პოსტს, ოჯახზე არ მაქვს მე საუბარი. ზუსტად მაგიტომაც მიწერია იქ “აუცილებელი რაღაცეები”. მე ვსაუბრობ უბრალო ურთიერთობებზე, თუნდაც მეგობრობაზე და თუნდაც სიყვარულზე. მკიდია ამ შემთხვევაში ფინანსები, ჩემთვის მთავარია მისი არსებობა ჩემს გვერდით.
      კი, გვირილებზე მართალი ხარ ალბათ, მაგრამ ამას მატერიალურად არ ვთვლი მე. და თუ გინდა ჩავთვალოთ მატერიალურად, არ მჭირდება ეს გვირილებიც! ადამიანი მჭირდება გვერდით და არა ფულის ტომარა.
      არარეალურია-თქო იმიტომ მიწერია, რომ შენ არ ხარ პირველი და ალბათ არც უკანასკნელი, ვინც ამას მეუბნება. მაგრამ მართლა ასეა…

      • თუ ოჯახი და “მერე” არ იგულისხმება, მაშინ კი ბატონო, ზამთარში კი შეგცივდებათ პარკში, მაგრამ ერთმანეთის ხელებში გაითბობთ თითებს : ) მოჩანდა პოსტშიც, ოჯახზე რომ არ საუბრობდი, მაგრამ სიყვარული ძალიან ზოგადია და გაგრძელებებიც ვიგულისხმე შიგნით.

        • ოჰ, შენ გაიხარე!🙂
          ოჯახი სხვა რამეა, აქ ფული რომ საჭიროა არავინ კამათობს. და ეს არცაა “მატერიალური სიყვარული”, ეს უბრალოდ აუცილებლობაა.

  4. თითქოს ერთმანეთთან სულაც არ არის კავშირში, სად სიყვარული და სად ფული, მაგრამ თუ ურთიერთობა სერიოზულ სახეს იღებს, მაშინ მატერიალური შესაძლებლობები სწორედაც რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ოცნება ერთია და რეალობა მეორე. შეიძლება ახლა ასე ჩანს, რომ მთავარია საყვარელი ადამიანი და სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. ამ პოსტმა ჩაპლინის Modern Times გამახსენა, მთავარ გმირებს ერთმანეთი უყვართ და რაღაც დროით სრულიად საოცარ “სახლში” ცხოვრობენ და ერთმანეთის გამო ყველაფერს იტანენ. მაგრამ მაგ შენს იდეალურ სამყაროს როგორც კი ბავშვები დაემატება მაშინვე აირევა მონასტერი : ))

    • ლევან, მიხარია რომ შემოიხედე ჩემთან ^_^

      აშკარად გაურკვევლად და ზერელედ დამიწერია რაღაცეები, რადგან უმრავლესობამ ოჯახზე გააკეთეთ აქცენტი. ოჯახზე არ ვსაუბრობ მე, აქ ფინანსები რომ საჭიროა ვიცი, არახალია🙂
      უბრალო ადამიანურ ურთიერთობებზე მაქვს საუბარი. აი, ვთქვათ გოგო რომ მოგეწონება და პაემანს კაფეში უნიშნავ, დაახლოებით მაგაზე🙂

      • ხო მეც ცოტა გაურკვევლად მიწერია :დ ეგ ცოტა სხვა რამეა, ჩვეულებრივ ადამიანურ ერთიერთობებში ფულს არ ვთვლი გადამწყვეტ მომენტად, თუ კი რომელიმე გოგოს მიაჩნია რომ ბიჭთან ვერ იქნება იმ შემთხვევაში თუ ყოველდღე კაფეებში არ იარეს, მაშინ ამას სიყვარული კი არა მარაზმი ქვია :დ ესე იგი კი არ უყვარს, უბრალოდ ერთობა ადამიანებით.

        • ზოგადად მართალი ხარ, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ასე ცხოვრობენ და სხვაგვარად არ შეუძლიათ. იგივე მეგობარი, რომელზეც პოსტში მიწერია, თვითონ პატიჟებდა იმ ბიჭს, ოღონდ კაფეში წასულიყო. მსგავსი რაღაცეების გამკვირვებია სწორედ. რატომ უნდა იყოს ამდენად მნიშვნელოვანი კაფე?!

  5. აქსიომას ვეთანხმები სრულიად. მეტადაც გავნაგლდები და ვიტყვიო რომ სიყვარული კი არა ყველაფრის თავი და თავი ფულია მაგრამ…. მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ არ უნდა უყურებდე ამას როგორც რაღაც საოცარს და ტრაგედიას… მოკლედ რომ ვთქვა გააჩნია რა კუთხით უყურებ ამ რაღაცის როლს ცხოვრებაში და როგორ ხედავ მას.. ვარიანტი 1: ეს პრობლემაა
    ვარიანტი 2: ეს ცხოვრებაა (მატერიალური)

    • ხოდა, გაუმარჯოს მარტოობას!!!
      ფეხებზე მკიდია ფული, რაზე მელაპარაკებით?! ოჯახზე არ ვლაპარაკობ პოსტში და თუ უბრალო ურთიერთობაში ფულია საჭირო, ყოჩაღ!

  6. თი თქოს არ ვფიქრობთ მაგაზე მაგრასმ ბოლოს მაინც ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული და არა სიყვარულზე : )

  7. უფულოდ ვერფერსაც ვერ იცხოვრებ, ელემენტარული ფულიც საჭიროა ნუ ურთიერთობაში არა ქარალდის ნაგლეჯზე დაწრილი სიტყვა მიყვარხარ-ს ისეთი ფასი აქვს ალბათ ოქორს არ ექნება მარგამ მერე მერე ფულიც თმაშობს დიდ როლს : ))))))

  8. მატერიალურია ჩემთვის, ოღონდ სხვანაირად – უნდა შევეხო აუცილებლად და სუნიც უნდა შევიგრძნო ^^

  9. გვირილა🙂

    ორი ძალიან თემატური სიმღერა პირველ რიგში😀 :

    არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ვინმე ან უნდა დაგეთანხმოს ან არ დაგეთანხმოს, არ შეიძლება ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება მისი პირადი ცხოვრების მიმართ შეიძლება იყოს სადავო.
    თუმცა (!) აქედან არც ერთია საკმარისი ბედნიერებისთვის ალბათ – არც მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა და არც მხოლოდ სიყვარული.
    მგონია, რომ უთვალავი მაგალითი საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მხოლოდ სიყვარულით ვერ იცხოვრებ, ისევე როგორც ბედნიერი ვერ იქნები მხოლოდ ფულით. აუცილებელია რაღაც დოზით იყოს ორივე.
    გააჩნია შენ რას გულისხმობ ოთხ კედელში ცხოვრებასა და მხოლოდ იმის ქონაზე რაც გჭირდება, თუ საშუალო ფენასავით ცხოვრებას გულისხმობ გადასარევია, ასე შეიძლება იყო ბედნიერი, აი თუ გაჭირვებაზე გვაქვს საუბარი აქ ვეჭვობ, რომ არა. განა შეიძლება იყო ბედნიერი მაშინ როდესაც მაგ. ორსულად ხარ და ხელის კანკალით იხდი ექოსკოპიისა და კონსულტაციის ფულს, შეიძლება იყო ბედნიერი მაშინ, როდესაც ავად გახდებით და მკურნალობა ფუფუნება იქნება, შეიძლება იყო ბედნიერი როდესაც შვილი გთხოვს არ ვიცი სადმე წაყვანას და შენ ვერ წაიყვან იმიტომ, რომ არ შეგიძლია, შეიძლება იყო ბედნიერი როდესაც ფინანსურ პრობლემებზე უფრო ხშირად ფიქრობთ ვიდრე ერთმანეთზე?
    შეუძლებელია მუდმივად გიყვარდეს თავდავიწყებით, იმას კი არ ვამბობ, რომ არ გეყვარება, როგორ არა, უბრალოდ სხვანაირად, მშვიდად. მოგბეზრდება ყველაფერი თუ იმას ვერ შეძლებ, რომ ახალი კაბა იყიდო (თუნდაც ისევ იმისთვის, რომ მას გაეპრანჭო)…. კაფე/ბარი/რესტორანი კი სიტუაციის შესაცვლელად იდეალურია, ადამიანებს ფუფუნებაში ცხოვრებაც კი ყირჭდებათ და აბა წარმოიდგინე 4 კედელი, როდემდე შეიძლება იწვევდეს ბედნიერებას.

  10. რა გეკამათები არც ერთ ფრაზაში. გეთახმები სრულიად. ოღონდ მე ხომ ოჯახზე არ მაქვს საუბარი🙂
    მაგალითად, იმისთვის, რომ ბიჭმა შენი ყურადღება მიიქციოს, აუცილებელია კაფეში დაგპატიჟოს? აუცილებლია ფული დახარჯოს რაღაცეებში, რომ მიხვდე მის გრძნობებს? ვფიქრობ რომ არა. არც ჩემთვის და სწორედ მაგას ვამბობ. ის მეგობარი კი, ვისზეც მაქვს პოსტში საუბარი, ვერ ძლებს ამ რაღაცეების გარეშე. მაგას ვამბობ ზუსტად, რომ თუ მიყვარს, მასთან ერთად სეირნობა უფრო დიდ სიამოვნებას მომანიჭებს, ვიდრე კაფეში წასვლა და ა.შ.

    პ.ს. სიმღერებისთვის მადლობა :-*

    • ოჰ საწყის ეტაპზე? კი ბატონო რატომაც არა, სეირნობა იდეალურია. თუ იმის მიხედვით აფასებ მხოლოდ ფულს ხარჯავს თუ არა ეს უკვე პრობლემაა. გარდა ამისა, თუ მხოლოდ ამას ანიჭებ მნიშვნელობას, ეს შენ კომპლექსებზე მიუთითებს მხოლოდ, რატომღაც ასე მგონია. უბრალოდ ურთიერთობის დასაწყებად ალბათ კომფორტულია ხოლმე ”ყავა დავლიოთ” და ა.შ.
      ამასთან, ყველაფერი დამოკიდებულია წყვილის ასაკზე.

      • ვერ ვიტან ფრაზას “ყავა დავლიოთ”!😀 ვაფშეტა, მართალია ხარ, ეს ურთიერთობის დასაწყებად ყველაზე მარტივი, თუმცა ამავე დროს ბანალური გზაა😀 ხოდა, ვინ თქვა, რომ აუცილებელია მარტივი იყოს? იყოს რთული და არამატერიალური😀

        ასაკი სხვა საქმეა კაცო🙂

        • გეთანხმები მერე, ვერც მე ვიტან ვერაფერ ბანალურს და ყელში ამოსულს🙂
          რატოა კაცო სხვა საქმე, პატარა გოგოების უმეტესობა ზუსტად იმაზე ოცნებობს, რომ ”ყავა დალიონ”. დროთა განმავლობაში იცვლება პრიორიტეტები, მე ასე მგონია, ხოლო ზრდასრულ ასაკში, რომ კაფეში ჯდომის იქით ვერაფერზე ფიქრობ ეს უკვე პრობლემაა :დ

          • სწორედ ზრდასრულ ასაკზე მეგონა ამობდი. ალბათ ამ დროს ცოტა რთულია სეირნობაზე ფიქრობდე, არ ვიცი…
            პატარა გოგონებს რაც შეეხება, სწორედ ესაა პრობლემა, რომ კაფის იქით ვერ მიდის მაგათი გონება🙂

  11. გული მერევა “მატერიალური აქტივების” ჩარევაზე იქ, სადაც ისეთ რამეებს ეხება საქმე, როგორიც სიყვარული და მეგობრობაა.
    ფული საჭიროა რამეა, მაგრამ არა ყველაზე საჭირო. სადაც უფრო მაღალი ფასეულობები არ არსებობს, ვერანაირი ფული ვერ მოიტანს ბედნიერებას. ზოგადად ვამბობ ამას. კონკრეტულ შემთხვევებზე არ დამიტესტავს😀😀😀

  12. ამ ქვეყნად ყველაფერი მატერიაა გარდა გრძობებისა! გვეყოს და ამ სიყვარულსაც ნუ მივაკრავთ მატერიის იარლიყს!
    ალბათ ვისთვისაც ფული გადამწყვეტ როლს თამაშობს ურთიერთობაში, ვერც ვერასოდეს გაიგებს სიყვარულის ,,ფასს”…ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება! და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ლაპარაკობს მხოლოდ და საქმე–საქმეზე რომ მივა დაუფიქრებლად ,,სქელჯიბიანს” აირჩევეს….

    ძალიან მომწონს აზრიანი პოსტები რომ აქვს გვირილას…🙂

    • “ამ ქვეყნად ყველაფერი მატერიაა გარდა გრძობებისა! გვეყოს და ამ სიყვარულსაც ნუ მივაკრავთ მატერიის იარლიყს!” – +1

      მე სიყვარული ცოტა სხვა რამე მგონია. სულ მცირე რამ მჭირდება საყვარელი ადამიანისგან – ვუყვარდე. თუმცა, ეს მცირე კი არა, ბევრია ალბათ🙂

      მადლობა შეფასებისთვის ^_^

  13. კარგი გოგო ხარ შენ და ალბათ ლოგიკურია, რომ ასე ფიქრობ…მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს,თუმცა არც მარტო ფულით გამოვა საქმე, როცა გრძნობაზე ვსაუბრობთ.შეიძლება ეს არაა მთავარი, მაგრამ უამისობა ერთობ ართულებს საქმეს… კარგი პოსტია.

    • საქმეს რომ ართულებს სხვა ამბავია, მაგას ვამბობ სწორედ🙂 არ უნდა ართულებდეს უბრალო ურთიერთობების დროს ფინანსები საქმეს.

      გავწითლდი შენი შექებით ^_^ მადლობა :-*

  14. ჩემთვის სიყვარული სამგვარია: (ხორციელი, სულიერი, ანგარება)

    და რა არის ხორციელი სიყვარული ? ეს უამრავ ვარდში ამოსული ცოტა განსხვავებული ვარდია, რომელიც იზიდავს სხვა ვარდებს და სრულ გარეგან თვისებებს ემყარება. ამ დროს ბაღში, მასზე განსხვავებული ვარდი შეიქმნება, შემდეგ კი ის აღმოჩნდება სხვების ეპიცენტრში და ა.შ. (მსგავსი სიყვარული, ბერდება-ჩკნება და კვდება), ჩემი გადმოსახედიდან (ხორციელი სიყვარული) ჭარბობს მთელს სოფლიოში.

    და რა არის ანგარება ? ანგარებააა მატერიალური ღირებულებით მოპოვებული სიყვარულია, მაგალითად (კონკრეტულ პიროვნებას) გააჩნია: (კარგი მანქანა, კარგი სახლი, ბევრი ფული და შეძლებისდაგვარად უამრავი მატერიალური მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია. შეუძლია დაბადების დღეზე აჩუქოს (ოქროს ძვირად ღირებული სამკაული) და ა.შ. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მას მისი ყურადღება და მისთვის გაღებული “რაღაც – რაღაც” დაინახაო და ამიტომ შეიყვარა. მსგავს სიყვარულს მე “სიყვარულს” ვერ ვუწოდებ.

    და რა არის სულიერი სიყვარული ? კარგი იქნებოდა არა? სულიერიც, ხორციელიც, ანგარებაც, გაქვს ბევრი ფული ყველა სურვილის ასრულების შესაძლებლობა, გყავს გვერძე “ულამაზესი” და ა.შ ადამიანი, იმდენად ლამაზი, რომ სხვებს შურთ თქვენი, და დარჩა სულიერება: ადამიანებს ის ხშირად აკლიათ, მაგრამ მისი პოვნა, ძიება და ეს პროცესი არც ისე ადვილია. მაგრამ რა არის სულიერი სიყვარული მაინც?

    ჯერ საერთოდ ვიტყვი რა არის სიყვარული ჩემთვის. მე მიმაჩნია (ჭეშმარიტი სიყვარულია) მაშინ, როცა მზად ხარ მეორე ადამიანისთვის, თავიც კი გაწირო. “კონკრეტულად აგარ გავაგრძელებ” იმედია მთლიან იდეას მიხვდებით. ეს ჩემი მოსაზრებაა.

    და მაინც რა არის ეს სულიერი სიყვარული? დავიწყოთ იმით, რომ ეს მარადიულია აქაც და იქაც, “სულიერება” სულაც არ ნიშნავს პირდაპირი გაგებით სულში წვდომას და მასში სხვა და სხვა ღირებულებების დათესვას. ის მარტივად და “გულწრფელობით” მოდის.

    მოდის მაშინ როცა არსებობს: ( გაგება, ნდობა, სიმართლე, პატივისცემა, ერთგულება ) ეს ჯაჭვურად აწყობილი (ჭეშმარიტებაა), რისგანაც შედგება რიგი ინდივიდიზმი. რომელიმეს დაკარგვის შემთხვევაში, ჩნდება ნაპრალები, ჩნდება უთანხმოება და ა.შ. რადგან (გაგების გარეშე ნდობა არ არსებობს, ნდობის გარეშე სიმართლე, სიმართლის გარეშე პატივისცემა და ერთგულება ). და სულიერებაში რა არის სილამაზე ? სილამაზე 1 კონკრეტული “ობიექტია” რომელიც გიყვარს შენ ყველგან და ყოველთვის. ეს არის 2 სული 1 სხეულში, ეს არის 2 ხელი ერთ მუშტად.

    ვეთანხმები გვირილას: (მინდვრიდან მოწყვეტილი ყვავილი უფრო ღირებულია ვიდრე “პრესტიჟულ მაღაზიაში” ნაყიდი ტიტა.

    სახლის სახურავზე დამშეულები, შოთის პურს რომ მიირთმევთ და ისე უყურებ მზის ჩასვლას ეს უფრო რომანტიკულია ჩემთვის , ვიდრე “ჯეკ დენიელსზე და ნაცხვრებზე” ვიჯდე.

    ეს 2 მხრიდან დანახული (იდეალური სამყაროა) სადაც მთავარი თვალთ-გულთ წვდომააა შინაგან სამყაროში. ეს იგივეა ვიღაცა (ბინძურად და ზიზღით უყურებს მეეზოვეს), მე კი მისი თვალით ვუყურებ ჩემს უბანს, მისი თვალით ვიღებ მუზას ჩემს სახლზე, დილაზე, ჩიტებზე, ცაზე, ბინდზე, ჰაერზე, ნამზე, ნისლზე და ა.შ.

    სულიერება (სიბინძურის სილამაზად აღქმაა) “სიბინძურე ხალხისთვის”, სულიერება ცა და მიწაა და არა (შეკიდული ჭერი და მუხის პარკეტი). სულიერება “ვარდის მოკრეფაში” დაგლეჯილი ხელებია და არა მზად ნაყიდი და მისთვის გაღებული მსხვერპლი” ლარის ვალუტა”

    ჩემთვის, ჩემთან, ჩემსკენ ჩემს გონებაში და …. ასე ხდება, ასე ვფიქრობ, ასე მიმაჩნია.

    ყველაზე ცუდი სიყვარულში “ეჭვი და მარიონეტობაა” არსებობს ასევე მიბაძვითი სიყვარული, სხვისი “მომენტალური კადრის” გადაღება თავისში ან რაიმე მსგავსი. არა და ეს უნდა იყოს 1 სამყარო, 2 ადამიანი. (3) ყოველთვის ზედმეტია. რადგან როცა დუმილი საჭიროა მაშინ ამოიღებს ხმას და როცა ხმა არის ამოსაღები მაშინ დადუმდება. სხვა როცა ვერასდროს ვერ ჩაწვდება შენს სამყაროს, წარმოიდგინე და უკვე (შექსპირის ცნობიერში ხართ).

    რამდენი ვილაპარაკე, რამდენი ვწერე და მდაჰ… xD (გვირილ❤ ! ძალიან მომეწონა პოსტი ) =* x)))

    და ბოლოს:

    მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;
    მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;
    მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;
    მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;
    მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
    მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;
    მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამი;
    მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;
    და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.

    ეს არის ჩვენი ცხოვრება რისი დანახვაც ხშირად არ გვინდა. = )

    • ვან, მიყვარხარ!!! :-*

      “სულიერება “ვარდის მოკრეფაში” დაგლეჯილი ხელებია და არა მზად ნაყიდი და მისთვის გაღებული მსხვერპლი” ლარის ვალუტა”” – +1

      აი, ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა.

      ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი კომენტარი და თან ასეთი. მადლობა :-*

  15. პოსტი მომეწონა,კომენტარებში ნაწილობრივ ჩემი სათქმელიც ითქვა.ერთს დავამატებ–იდეალიზებული არაფერი ვარგა!არ უნდა იყო ზედმეტად რომანტიული,რაც გინდა ხიბლი ქონდეს სიყვარულს!
    და კაფეებს და ფულის ხარჯვას რაც შეეხება ერთს ვიტყვი(ფსიქოლოგიური ასპექტიდან გამომდინარე)
    არ არსებობს გოგო,რომელიც შეყვარებულში (რაღაც პროცნტით მაინც) პოტენციურად მომავალ მეუღლეს რომ არ ხედავდეს! და ფაქტი ,რომ ამ ადამინას დღეს აქვს საშუალება წაიყვანოს გოგო კაფეში და გარკვეული თანხა დაახარჯოს–არის გარანტი იმისა,რომ თუკი გოგო მას ამოირჩევს–ის გახდეს ღირსეული ქმარი და მამა–ანუ მატერიალურად უზრუნველყოს ოჯახი! ასე რომ ქალის ქვეცნობიერი მამაკაცში მაინც ფინანსურ დამოუკიდებლობას ეძებს!(ნუ,იყო დრო,ათადსწლეულების წინ,როდესაც ფული სულ არ არსებობდა,სამაგიეროდ ფიზიკურ მონაცმებზე დაფუძნებით აკეთებდა ქალი არჩევანს!)

    დაეთანხმები ამას,თუ არა,ერთია,მაგრამ ასე აზროვნებს ქალი!და ეს არის ის,რაც კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
    ხო, კომენტარებში ახსენე,რომ ოჯახზე არ ვფიქრობო,შეიძლება შენ არ ფიქრობ, მაგრამ აი ის გოგოები კი ფიქრობენ–ყველა სხვა და სხვა დროს ’მწიფდება’ ოჯახის შესაქმნელად🙂

    • ქეთუსი, არ მითქვამს ოჯახზე არ ვფიქრობ-თქო, პოსტში არ ვგულისხმობდი უბრალოდ ოჯახს. ჩვეულებრივ ურთიერთობებზე მქონდა საუბარი, ოჯახამდე🙂

      პოტენციურად მომავალ მეუღლეს რაც შეეხება, ფაქტია, რომ ოჯახს როცა ქმნი, აუცილებელი მინიმუმი გჭირდება. თუმცა, ვინ თქვა, რომ ფულის ტომარა ოჯახის შექმნამდე არ გაკოტრდება ან კიდევ უფულო არ გამდიდრდება? ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არ ვთვლი საჭიროდ ამაზე ფიქრს. როცა ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, კი ბატონო🙂

      იდეალიზებულს რაც შეეხება, კი, ვაღირებ, რომ იდეალისტი ვარ. თუმცა, ოცნებებში არ დავფრინავ და რაც აქ მიწერია, არაა ოცნება. არსებობენ ასეთი ადამიანებიც და სწორედ ეს მიმაგრებს ზურგს.

  16. gvirila me shen miyvarxar. sad aris aq materializmi? =)))))))) martla miyvarxarr ai ar vici roggor ogond😀

    siyvarul-ze amboben, magasac nichi undao, da rogorcyvelasss ar sheudzlia xatva(vtqvaT) ise ar sheudzlia yvelas siyvarulio. xoda visac siyvaruli ar shegvidzlia, sxva ragacas vedzaxit siyvaruls, rac sinamdvileshi martla materializmia. =)

  17. წავიკითხე პოსტი და მერე კომენტარები და გამიხარდა, რომ ვიღაც მაინც მეთანხმება:/ მე კარგად მესმის, რისი თქმაც გინდა, გვირილა, ფულის მნიშვნელობის უარყოფა სისულელეა, მაგრამმმმ…

    ისე, ეს ბიჭები რომ ასე ხალისიანად ჭიკჭიკებენ ფულის მნიშვნელობაზე, თუ ახსოვთ, რომ მაგ ფულის უდიდესი ნაწილი მაგათი საშოვნელია??🙂🙂🙂

    • 😀😀 რავი, ალბათ ახსოვთ, რახან ასე ჭიკჭიკებენ და ფულის ზე-მნიშვნელობებზე საუბრობენ😀

      ხო, მაგრამ… მიხარია რომ გესმის :-*

  18. mec zustad igive azris var am temaze😀 da gamexarda gvirila rom shenc ase fiqrob chemsavit❤ kargia rom kidev arseboben chemnairebic :D:D❤ :*:*:*

  19. მე ზუსტად ის ადამიანი ვარ, ვინც ეგრე მიიჩნევდა ყოველთვის და სხვაგვარად აღზარდეს, ასწავლეს,რომ მხოლოდ ემოცია არაფერია…
    აბა თუ გამოიცნობ რას ვეძებდი ინტერნეტში ასე გამალებით? უანგარო სიყვარულს! მეგობრული იყოს თუნდაც.
    მატერიალიზმია ვიზუალი, აბა რა არის? საცხოვრებელი ადგილი და კიდევ უამრავი. მინდოდა დამენახა მხოლოდ მისი სული და მეტი არაფერი, სულ არაფერი.
    არ ყოფილა მთლად მასე. გავიცანი ანონიმი, მხოლოდ იმეილით ვკონტაქტობდით. საუბრისას ავადმყოფურმა სურვილმა შემიპყრო გამეგო, დამენახა მისი გარეგნული მხარე და მაშინ მივხვდი – აი სად დამერხა. ვერ შევძელი უგულველყოფა.
    რატომ დავიწყე ასე… ფულის უარყოფა ვერ გამოვა, მაგრამ სიყვარულის მასზე დაფუძვნებაც სისულელეა. 99 ფრანკი ავიღოთ… ხომ მაგარი ტიპია ოქტავი, დარწმუნებული ვარ რამდენი ოცნებობს მის მდგომარეობაზე, მაგრამ რა? არც არაფერი. სიყვარულს სულ სხვა დატვირთვა აქვს.
    ჩემი ოჯახის მაგალითი ავიღოთ, ადრე იყო პერიოდი, როცა ჩავარდნა იყო ეკონომიურად, 1 წელი(მე კი ვერ ვგრძნობდი), მაგრამ ვხედავდი როგორ კრეფდა მამა ყაყაჩოებს და დედასთვის ისე მიჰქონდა, კიდევ ბევრს რამეს…გრძნობა რომ არ ყოფილიყო, არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ამის გაძლება დიდი ხნით შეუძლებელია. მამაჩემმა კი ისევ მოაგვარა ყველაფერი.
    მე შუალედურ პოზიციას დავიჭერდი: რაც შეეხება თანხებს– გვერდით მჭირდება არა ფულის ტომარა, არამედ ადამიანი, ვინც ყოველთვის შეძლებს მის მოპოვებას, ამას მაშინ ვაქცევ ყურადღებას, როცა სიყვარულის სტადიას ჯერ არ მიახლოვებულა და ძლიერ სიმპატიებში მერყეობს. უბრალოდ, ერთი რამ არასდროს დაგავიწყდეს. არაფერია ისეთი კაშკაშა, როგორც თავიდან. ყველაფერი ხუნდება და სხვა სტადიაში გადადის, მაშინ კი ვეღარ შეძლებ ასე მარტივად შეხედო ამ ყველაფერს.

    • ნინიკო, მართალია აქ ოჯახზე არ ვსაუბრობ, მაგრამ თუნდაც ასე იყოს. თუ გიყვარს, შეეცდები რაღაცეებს, მეეზოვედ იმუშავებ ბოლოსდაბოლოს. ვიცი, რომ ოჯახის შემთხვევაში მატერიალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი.

      მადლობა დიდი და საინტერესო კომენტარისთვის :-*

  20. MisterRomantic

    კარგი პოსტი იყო, მომეწონა:) ძლივს ჩემნაირი “დარტყმული” ადამიანი ვნახე, ვინც სიყვარულს ასე აღიქვამს:) მართალი ხარ, მაგრამ დასასრულში ვერ დაგეთანხმები: სიყვარული, როგორიც შენ გინდა არსებობს, უბრალოდ შენ უნდა იპოვო ან გიპოვოს ეს დროის საკითხია უბრალოდ. რაც შეეხება ფინანსებს,სასაცილოა რომ ადამიანები ამას უსვამენ ხაზს, რომ ეს აუცილებელია, ანუ “სიყვარული ვაჭამო შვილებს?!” პრინციპია რატომღაც. ადამიანს ყოველთვის შეუძლია აუცილებელი იშოვოს, აი სიყვარული კი შეიძლება ერთხელ იყოს და არ განმეორდეს. ადამიანები ისედაც რაღაც საცოდავი წლების განმრავლობაში ვცოცხლობთ და მაშინაც ჭამაზე რატომ უნდა ვიფიქროთ, ეს არ მესმის. სიყვარულს მიხედეთ ხალხნო, მხოლოდ მას შეუძლია რომ შენი ამქვეყნად გაჩენის მიზეზი გაამართლოს. თუ არ გყვარებია, ჩათვალე რომ არ გიცხოვრია:)

  21. “ადამიანს ყოველთვის შეუძლია აუცილებელი იშოვოს, აი სიყვარული კი შეიძლება ერთხელ იყოს და არ განმეორდეს.” – +1.

    ამას რომ ვამბობ, ჰგონიათ მე მილხინს და ფუფუნებაში გაზრდილი ვარ. შრომა არ იცის უმრავლესობამ. რომ გეყვარება, მეეზოვედაც იმუშავებ და შეინარჩუნებ ოჯახს. ვიცი რომ რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

    რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა ისეთი ურთიერთობები, როგორიც მე მინდა, “ალბათ” იმიტომ მიწერია, რომ არც დადებით და არც უარყოფით პასუხში არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული.

    საშინლად გამიხარდა შენი კომენტარი. ჯერ ერთი, პირველად ხარ ჩემთან, მეორეც, საინტერესო ნიკი გაქვს და მესამეც, თქვი ის, რისი მოსმენაც ასე მინდოდა. მადლობა.

  22. უიჰ. მშვენიერი პოსტია. აქვე ჩემს აზრსაც მოგახსენებთ.
    მე მაგალითად ხელჩაკიდებული აღმა-დაღმა სიარული ყვეაფერს მირჩევნია. განსაკუთრებით ზაფხულში. ზამთარში ოთხ კედლიანი შენობებისკენ მიმიწევს გული, გნებავთ სითბოს, გნებავთ შიმშილის გამო (ზამთარში მიმძაფრდება🙂 )
    მე დედაჩემს მადლობას ვუხდი იმისთვის რომ ყოველთვის სიყვარულს, ნდობას და ადამიანობას მასწავლიდა და “მეშჩანური” რაღაცეებისგან შორს ვიყავით.
    მატერიალური მხარე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მაგრამ არა გადამწყვეტი, და არა ყველაზე მთავარი. სადაც სიიყვარული, ნდობა და პატივისცემაა, ტველაფერს ეშველება იქ.

  23. ♥ Miss.Catalan.. ♥

    შეიძლება არსებობს კიდეც ეგეთი სიყვარული..ნუ შეიძლება კიარა,არსებობს🙂 არ მიმაჩნია,რომ ეგეთი სიყვარული ,,რჩეულთა ხვედრია”🙂 თუ გიყვარს,უკვე რჩეული ხარ🙂 ძალიან კარგი პოსტი იყო.უკვე მერიდება კიდეც ამდენი ,,ძალიან კარგია”-ს დაწერა,მე ხომ შენი ყველა პოსტი მომწონს..

  24. გვირილაააა…. როგორ მომეწონა , იმდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ამ კომენტარების მერე აღარაფერს ვიტყვი🙂 განსაკუთრებით ვანის კომენტარის მერე, რა შეიძლება დავამატო? არც არაფერი… უბრალოდ ძალიან, ძალიან გეთანხმები და ძალიან მომეწონა პოსტი🙂 :*

    • ხო, ვანმა მეც დამამუნჯა😀
      უბრალოდ, ძალიან მიხარია მეც, რომ მეთანხმები და თუ მოგეწონა ესეც ^_^

  25. ლიზიკუნა

    “მინდვრიდან მოწყვეტილი ყვავილი უფრო ღირებულია ვიდრე “პრესტიჟულ მაღაზიაში” ნაყიდი ტიტა. “-არ ვეთანხმები, რადგან თუ შენთვის საყვარელი ადამიანი თუნდაც პრესტიჟულ მაღაზიაში ნაყიდ ტიტას გაჩუქებს ცუდია? თუ არ მიიღებს ვინმე?)))
    “სახლის სახურავზე დამშეულები, შოთის პურს რომ მიირთმევთ და ისე უყურებ მზის ჩასვლას ეს უფრო რომანტიკულია ჩემთვის , ვიდრე “ჯეკ დენიელსზე და ნაცხვრებზე” ვიჯდე. “-არც ამას დავეთანხმები)) არამგონია უარი თქვას ვინმემ და მაინცდამაინც დამშეულმა და შოთის პურით გიხაროდეს))) მთავარია შენთვის საყვარელი ადამიანი რას გააკეთებს და რა ფორმით) ყველაფერი კაია რომანტიკაც მათ შორის, მაგრამ მთავარია ვისგან გინდა ეს ყველაფერი)) შეიძლება ძვირადღირებული თაიგული მოგართვას ვინმემ გაგიხარდეს კიდეც, მაგრამ შენთვის საყვარელი ადამიანის მორთმეული უბრალო თაიგული უფრო სასიამოვნო იყოს, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს რომ მაგის მეტის ღირსი არ ხარ)) ყველა თავისებურად გამოხატავს სიყვარულს.და მარტო რომანტიკაც არაფერია თუ ის არ გაალამაზე. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს. ძირითადად ყველა ერთნაირად ფიქრობს მაგ ასაკში>>> მთავარია სიყვარული და არაფერს მეტს მნიშვნელობა არ აქვს. მართალია ეგაც, მაგრამ მარტო სიყვარულით ყველაფერი არ გვარდება სამწუხაროდ.

  26. ლიზიკუნა

    ძალიან მინდა ყვალასათვის სიყვარული ისეთივე ლამაზი იყოს როგორც აქ აღწერთ ხოლმე)) და რაც შეიძლება მეტი გულწრფელი სიყვარული სადაც ნაკლებადაა ანგარება და მხოლოდ მატერიალური მხარე))

    • ლიზიკუნა, მე არ მითქვამს, რომ მაღაზიაში ნაყიდი ტიტა ცუდია და სავარაუდოდ არც ვანი გულისხმობდა მაგას.
      შოთის პურს რაც შეეხება, შენც ხომ ამბობ აგერ – “მთავარია შენთვის საყვარელი ადამიანი რას გააკეთებს და რა ფორმით”, მაგას ვგულისხმობდი მეც და ალბათ ვანიც. არავის უთქვამს, რომ თუ დიდ ფულს დახარჯავს ვინმე, ეს არაა სასიამოვნო. მე იმის თქმა მინდოდა, რომ სიყვარული ამ დიდი ფულის გარეშეც შეიძლება.
      მარტო სიყვარულით რომ ყველაფერი არ გვარდება ესეც ვიცი, მაგრამ თუ სიყვარული იქნება, სხვა რააღაცეების მოსაგვარებლად სტიმული არის უკვე.

      “მაგ ასაკში”-ო თქვი. შენი აზრით 17 წლის ვარ და ღრუბლებში დაფრინავ? 22 წლის ვარ და მერწმუნე, ფუფუნებაში არ მიცხოვრია და ცხოვრებისეულ პრობლემებს დაბურული მინიდან არ ვუყურებ. ამიტომაც ვამბობ, რომ თუ მეყვარება, ბევრ რამეს შევძლებ. სიყვარული ყველაფერი არაა, მაგრამ მას შეუძლია მომცეს ყველაფერი.

      • ლიზიკუნა

        არ ვიძახი ვინმე 17 წლის ასაკში ღრუბლებში დაფრინავს))) ასაკს ვგულისხმობ რომ ყველა ასაკში სხვადასხვანაირად აფასებს მოვლენებს და ადამიანებს. და ყველაფერი მოდის გამოცდილებიდნ, თუმცა შეიძლება დაბერდე და ჭკუა მაინც ვერ ისწავლო. მაგაზე არ მაქ ლაპარაკი. მე ვთვლი რომ ნებისმიერ ურთიერთობას შელამაზება და გახალისება სჭირდება, თორემ თუ ადამიანისაგან არ გინდა არაფერი და ის შენ არ გიზიდავს, იმისი ოქროს ციხე კოშკებიც არ გინდა)) იმაში რომ სიყვარულის შემთხვევაში ყველაფერი ადვილად გვარდება სრულებით გეთანხმები.))))))

  27. ფული საჭიროა იმისთვის, რომ ფულზე არ იფიქრო.

    ან კიდევ უფრო მარტივად – იმისთვის, რომ გარანტირებული არჩევანი გქონდეს, სუფთა ჰაერზე ისეირნო თუ კაფეში შეხვიდე და ყავა დალიო. ყოველთვის სეირნობის ხასიათზე ხომ არ იქნები.

    ფულზე და ფულისთვის აწყობილი ურთიერთობა ღრმა მარაზმია, არაბუნებრივი, ხელოვნური და დიდხანს ვერ გაძლებს და სანამ გაძლებს, უსიამოვნო იქნება, მაგრამ საყვარელი ადამიანი რომ გაახარო და გაანებივრო, ამისთვის ფული ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული საშუალებაა.

    • მაგას არც უარვყოფ მოლი, ეს გვინდა თუ არა, ასეა. მაგრამ იქნებ ამ “ყველაზე კომფორტული საშუალების” გარეშეც შეიძლება ასიამოვნო საყვარელი ადამიანი? ამას ცოტა ფანტაზია და მონდომება სჭირდება, ფულით კი ყველაფერი მარტივია.

      “ფული საჭიროა იმისთვის, რომ ფულზე არ იფიქრო.” – გეთანხმები, თუმცა შეიძლება ბევრი გქონდს, მაგრამ მაინც იფიქრო ფულზე. ეს ადამიანზეა დამოკიდებული🙂

      • ეს ის შემთხვევაა, გვირილა, როდესაც მარტივი ცუდს არ ნიშნავს.

        უბრალო მაგალითი – მე სანთებელები მიყვარს. სიგარეტს ლარიანი კრიკეტითაც მშვენივრად ვუკიდებ, მაგრამ ჩემმა მეგობარმა იცის, რომ მიყვარს და ირლანდიურ სტილში გადაწყვეტილი ზიპო მაჩუქა, მწვანე და ზედ სამყურათი (ზუსტად ჩემი ბლოგის სიმბოლიკით). იცოდა, რომ გამიხარდებოდა და გამახარა. აი, ასეთი რაღაცებისთვის არის ფული საჭირო. თორემ, სიყვარულს რომ ვერ იყიდი და არც ღირს ყიდვა, ფაქტია.

        • ეს სხვა საქმეა მოლი. პოსტში მსგავსი მაგალითი მეგრულ ხაჭაპურზე მქონდა. ეს ყურადღებაა და ყურადღება კაი რამეა😉

          • აჰა, მეც მგონია, რომ ერთ აზრზე ვართ. ყურადღება (გულწრფელი და ნამდვილი) ყველაზე ღირებულია და ყურადღების გამოხატვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. მათ შორის ისეთიც, სადაც ფული საჭიროა.

            მე ის მეგრული ხაჭაპური (ან დონატები, ან პიცა) იმიტომ მსიამოვნებს, რომ საყვარელი ადამიანი მიმასპინძლდება. და სულ არ არის აუცილებელი რაღაც გრანდიოზული იყოს. შინ, სპეციალურად ჩემთვის გაკეთებული მხლოვანაც არანაკლებ გამახარებს, მეტად თუ არა.

  28. ყველაფერი, რაც შემეძლო მეთქვა, უკვე გითხრეს. გისურვებთ წარმატებებს.

  29. ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებიც მითხრეს და შენ რომელს ემხრობი?

    მადლობა ისე.
    მიხარია, რომ აქ ხარ. პირველად უნდა იყო ჩემთან თუ არ ვცდები, ხოდა, კიდევ დაგელოდები მე ^_^

  30. ვაიმეეე ხალხო რად უნდა საუბარი იმას რომ ფულია მთავარი ხალო? ეხლა მე პირადად პირველი რომაა სახელად სიგარეტი იმისი ფულიცკი არ მაქ არც საჭმელის არ სასმელის მამენტ გული მიფრიალებს შჲმშჲლით და ლომკა მაქ სიგარეტის და შეყვარებულის ხელის გულის გათფობა მიშველის მე? იანვრის 45 გრადუზ ყინვაში? თუ მერე აქ თქმული აზრის არ იყოს ბარანას პამპერსიზა მშობლებს ვეღრიტინო? სულ მცირე მილიონებს რომ თავი დაამნებებო საჭმლის ფული, წელიწადში სეზონურად გართობის და მინიმუმი ოჯახის ნორმალური ყოფიერების საყოფი ფული….თვეში 2000ს ლარზე ადის……..და ეს ფული საიდან? იმუშო პატისნად და არ იყო მილიონერი? კი ბატონო წახვალ გადაიტყვებ ხელებს მოხვალ დაეგდები დაიძინებს ბაღანას ვერცკი ნაცავ ისე ….მერე აღზრდაში სააღმზრდელო გაკვეთილი ჩაგივარდება ზნეობრიობის……მერე სკოლის გაკვეთილს გაგიოცდენს შენ რომ გამოთაყვანებული მოხვალ მშენებლობიდან მერე დიპლომს ვერ აიღებს მერე ცუდ საქმეს ჩაოიდენს …და წავიდა მტელი კასკადი სდებილის და დამღუპველობის რეგენერაციის……….სულ მცირე რამე ხო უნდა ჭამო ტოო რომ არ დავარდე ფიზიკურად ძირს? და ჭამო თხო რომ ვამობობ ღორი ხო არა ხარ რომ მარტო თქვლიფო და თქვლიფო უთფო დიდითა სიყვარულითა ხელისა გული მიჯნურსა და ასე იყო? გასეინრებე გინდა რამე გართობა და ასე შემდეგ……..და ამისთვის მილიონი დოლარი სულ მცირე გინდა ბაკში რომ ისე იყო მძლავრად ოჯახშჲ რომ არც ხორცილირად დაეცე და არც დრო დაგეკარგოს და მოიცალი იმისთვის რომ ბავშვს ზნეობრიობის დისციპლინები უტარო …….წელიწადში რომ ერთხელ ნახავ ან შვეში ორჯერ ბავშვს მშობელი დსო? კი ბატონო ზდიან შენი ახლიბელბი მარა დედა და მამა სხვააა …….სულ მცირე სანამ ოჯახს შექმნი ხომ გინდა კვალიფიკაციის ამაღლება სექსში დებილივით ვაჟი შვილი ხომ არ ცებარდები აბა ქალს? და ამისთვის სულ მცირე ქალი წამიერი სიყვარულით რომ ჩაიგორი ლოგინში …სულ მცირე საჭმლის ფული ხომ უნდა გედოს ისე რომ ეს ცოტა ხანი ლოგინიდან არ ადგე და ჭამო მაინც 2რი სამი რღე და ლაზათიანად იმუშაო თან ისე რომ შეძლო? ამ დროს ოჯახზეც ფიქრობ თუ არა გყავს უკვე ამ დრო და …..კაროჩე რააა? არ ვეთახმები ადამიანზე მაღლა ფულს მაგრამ ეს ორი მომენტი მარჯვენა და მარცხენა ხელებივითაა ხალხო! ერთი მეორეს მოითხოვს საქმის საწარმოოდ…..ოღონდ აქ მარჯვენა ხელი ფულია ფულია და მაშველი მარცხენა პალევოია სიყვარული ……….სიყვარული სიტყვებშია ვირტუალურია……გაქრება წავა ასევე ფულიც წავიდეს იქნებ მაგრამ მე მჯერა ფაქტების და არა სიტყვების …….ვაიმეე ამაზე მთელი ცხივრება შემიძლია საუბარი! მთელი ცხოვერაბ გაუცერბლად ……

  31. ცხოვ რება ეს ყოფილა ზრდმეტ სახელი წამების!!!!!!!!!როცა ფული არ გაქ? და ვახმეეეე? რა კარგია 100 დოლარიენბის შეკვერებით ტასავი? მერე სულ ………..მკიდია ყოფილიფერი რაც მიკიდებს

  32. ვეცკი წარმომიდგენია რა ზნეობრივ და სიტყვირ თუ ფქიპოლოგირ ასპექტებში და დილემების გადალახვებშჲ შეიძლება გავიჭედო ურთიერთობისას? გარდა იმისა რომ შესაძლოა ეს ყოველი უკუღმა დამემართოს როცა გაჭჲრვებული ხარ? შარიანი უნდა იყო ფინანსულის რარდა რომ რამე ახიპიშდე ……ამით იწყობა და ინგრევა ყველაფერი ……კონტრულია საჭირო ……….

  33. მეც ასე ვფიქრობ და ბევრჯეარც მიფიქრია, მაგრამ რა გავაკეთო? ჩემს გარშემო ხომ ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ. . . (მე ბიჭი ვარ, და შეყვარებულიც არასდროს მყოლია, იმის გამო რომ არ მაქვს იმდენი ფული რომ კაფეში დავპატიჟო, ყვავილები ვუყიდო, და ასე შემდეგ, აბა რა ვქნა მაშინ? რა გავაკეთო? ჩემნაირი მოვძებნო, მეეჭვება არსებობდეს ჩემნაირი გაგების ხალხი, (მარტო ამ საკითხში არა))

  34. თქვენი ხელები არაა შექმნილი დოკუმენტების საბეჭდად. ან ფაქსში ქაღალდის ჩასადებად. ან იმისათვის, რომ ტელეფონის ყურმილი გეკავოთ იმათთან სასაუბროდ, ვინც არ მოგწონთ. 100 წლის შემდეგ თქვენი ხელები მტვრად იქცევა სამარეში. თქვენ ვალდებული ხართ, ხელები შესანიშნავი ქმნილებების შესაქმნელად გამოიყენოთ. ეამბორეთ საკუთარ ხელებს და შეაძლებინეთ ჯადოსნური საქმეების კეთება

    ფული არ არის ბედნიერება
    . გავრცელებული შეკითხვა, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც მისვამენ ჩემი ტვიტერის Q&A-ზე, არის: „რომელი სამსახური უნდა ავირჩიო, რომელიც მომწონს თუ სადაც მეტს მიხდიან?“ გვერდზე გადავდოთ შეკითხვა „უნდა მქონდეს თუ არა სამსახური საერთოდ“ და, ერთი წამით, ვისაუბროთ ფულის შესახებ. პირველ რიგში, მეცნიერება: კვლევები აჩვენებს, რომ ხელფასის ზრდა გარკვეული დონის ზემოთ ბედნიერების მინიმალურ ან ნულოვან ზრდას იწვევს. რატომ? იმიტომ, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი რასაც შოულობს, მთლიანად ხარჯავს. თუ თქვენი ხელფასი 5,000-ით გაიზრდება, თქვენ დახარჯავთ დამატებით 2,000-ს მანქანის მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, წამოიწყებთ რომანტიულ ურთიერთობას, იყიდით ახალ კომპიუტერს, უკეთეს დივანს, უფრო დიდ ტელევიზორს და მერე დასვამთ შეკითხვას: „სად წავიდა მთელი ფული?“ მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ზემოთხსენებული ნივთი არ გჭირდებოდათ, ახლა ერთადერთი რამ, რაც გჭირდებათ, არის ხელფასის კიდევ ერთი ზრდა. შესაბამისად, ისევ ბრუნდებით კორპორატიულ კაზინოში ხელფასის რულეტის კიდევ ერთხელ დასატრიალებლად. მე არასოდეს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც შესანახად გადადებდა მომატებულ ხელფასს. სხვა სიტყვებით, ნუ გაჩერდებით სამსახურში დროთა განმავლობაში ხელფასის სტაბილური მატების იმედით. ეს არასდროს მიგიყვანთ იქ, სადაც თქვენ გინდათ – ფინანსურ დამოუკიდებლობამდე. მხოლოდ თავისუფალი დრო, წარმოსახვა, შემოქმედებითობა და უნარი, ერთხელაც გაუჩინარდე ამ ადგილიდან, დაგეხმარებათ, გახდეთ ისეთი ღირებული, როგორიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არავინ ყოფილა.

  35. გვირილავ

    გვირილა, რამდენი წლის ხარ? უბრალოდ მაინტერესებს

  36. სალამი გვირილავ, გილოცავ ახალ წელს, გისურვებ ბედნიერებას, და ყველაფერ იმას რაც შენ გსურს, იყავი ბედნიერი, ჯანმრთელი, მოკლედ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ,

    ჰო ცოტახნით ისევ ფულზე ვიტყვი😀 მე მირჩევნია ვცხოვრობდე ტროპიკულ კუნძულზე, სადაც არ დამჭირდება :ფული, სამუშაო, სადაც არ მომიწევს იმაზე ფიქრი რომ აუჰ, დღეს ფული როგორ ვიშოვო ხვალისთვის, სადაც უბრალოება მაგრამ სიყვარული იქნება, აუჰ ეს მაქ საყიდელი ის, მირჩევნია ვცხოვრობდე საყვარელ ადამიანთან სადაც ფეხებზე დავიკიდებ ცივილიზაციას, აღარ დავინტერესდები რა ხდება ”ჩემს” ქვეყანაში, ვინ გაიმარჯვა ვინ დამარცხდა, მოკლედ უფრო თავისუფალი ვიქნები, ეს ჩემი ოცნებაა😀

    არაა ახაი წლის მუსიკა მაგრამ მგონი კაია: http://www.youtube.com/watch?v=RvtW-rCpFxI
    გისურვებ ყველა პრობლემა მოგეხსნას, ანუ ყველა პრობლემას უარი ეთქვას შენზე😀

    ესეც მეორე: http://www.youtube.com/watch?v=CZS1eMnCwy4

    ესეც მესამე: http://www.youtube.com/watch?v=bvI7EKz0K2k

  37. რა მაინტერესებს, გვირილავ შეყვარებული გყოლია როდისმე?

  38. ra azri aqvs?

    ეჰ, მოგცლიათ რა, დამიჯერეთ თუ ფული არ გაქვს, მერე იწყება ოჯახშიც კონფლიქტი და უთანხმოება, ასე რომ ის ნათქვამი: მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზე იცხოვრებსო ცოტა ზედმეტადაა ნათქვამი,

  39. ra azri aqvs?

    893401996 ეს კაცი თუ სიმართლეს არ ამბობდეს, უნამუსო ვიყო რაა

  40. კაროჩე რააა? არ ვეთახმები ადამიანზე მაღლა ფულს მაგრამ ეს ორი მომენტი მარჯვენა და მარცხენა ხელებივითაა ხალხო! ერთი მეორეს მოითხოვს საქმის საწარმოოდ…..ოღონდ აქ მარჯვენა ხელი ფულია, ფული და მაშველი მარცხენა პალევოია სიყვარული ……….სიყვარული სიტყვებშია ვირტუალურია……გაქრება წავა ასევე ფულიც წავიდეს იქნებ მაგრამ მე მჯერა ფაქტების და არა სიტყვების (სიმართლეა ვერაფერს იტყვი რა)

    ცხოვრება ეს ყოფილა ზედმეტ სახელი წამების!!!!!!!!! (ეჰ, სამწუხაროდ რომ, ესეც სიმართლეა)

    შარიანი უნდა იყო ფინანსულის გარდა რომ რამეზე ახიპიშდე
    (სწორია, ფინანსურად მყარად იდგე, და კიდევ რამეზე ახიპიშდე, მართლა შარიანი უნდა იყო რა,)

    ვიფიქრე, ვიფიქრე და მართლაც ფულია მთავარი ცხოვრებაში, რადგან ხომ ხედავთ რა ხდება დღეს? უფულო არავის ჭირდები, მშობლები არავის ჭირდება უფულო და შვილები კიდევ უმუშევარი. . .

    თფუი ეს რა დროს დავიბადეთ. . .

    აი ეხლა გეტყვით ჩემზე, მე მაგალითად ახლა მაგრად მჭირდება ფული, რადგან წესიერი საჭმელი მენატრება, მომბეზრდა სულ ეს გრეჩიხა, კარტოფილი და ცომეული, მაწონი მენატრება, ყველი, რძის ნაწარმი, ხილი, და ეს ყველაფერი საიდან, როგორ? ყველაფერს ვცდილობ რომ სამუშაო დავიწყო, მარა სადაა სამუშაო?

    როცა კუჭი მშიერი გაქვს და გცივა იქ, აღარც სიყვარული გაინტერესებს, აღარც გასართობი, და აღარც შენი არაფრის მომცემი რომანტიკა. . .

  41. კარგი ხარ ადამიანო . ფული არაფერ შუაშია ,მე წავიდოდი მთაში მეყოლებოდა ლამაზი ცოლი ლამაზი შვილები, მექნებოდა 2 გემრიელი ლუკმა , ჩემი ხელბით ნაშოვნი , გარე სამყაროს მოწყვეტილს , გაბზრდიდი შვილებს სუფთა გულისებს ,ყოველგვარ ბოროტებსგან და შურისგან შორს. ასე გავლევდი სიცოცხლეს ბოლომდე. ესაა ჩემი თეთრ მწყვანე ოცნება.

  42. არსებობს სხვაობა „მე მჭირდება“-ს და „მე მინდა“-ს შორის. ბევრი ადამიანი ეფლობა კრედიტებში და მათ ხელში მხოლოდ ბოლო მოდელის გაჯეტი უჭირავთ. სინამდვილეში კი ჩვენ არც ისე ბევრი გვჭირდება: საკვები, წყალი, ჭერი თავზე და საყვარელი ადამიანი გვერდით. ყველაფერი დანარჩენი – უბრალოდ ბონუსია.

  43. cimcima-ს ასე მგონია ჩემ გულისნადებს იძახი, მეც მაგას ვოცნებობ, სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ თუ ასე ფიქრობ, შენი გაგების ადამიანი უნდა იპვო, მეც მინდა ცივილიზაციისგან შორს ყოფნა, თანაც დროებით კი არა ს ა მ უ დ ა მ ო დ

  44. ჯიმი

    რომ იცოდეთ სიყვარული, ფულის გარეშე დიდხანს ვერ ცოცხლობს, მალე კვდება და ამაზე ნუ ვიკამათებთ. ეს იგივეა გქონდეს მანქანა და არ გქონდეს საწვავი. ოღონდ ამ შემთხვევაში მანქანა სიყვარულია და ფული კიდევ საწვავი. დაღმართზე სწრაფად დაეშვება მანქანა, და აღმართზე საწვავის გარეშე 1 მეტრსაც კი ვერ გაივლის. ეს ბუნებრივია და ნუ ვიკამათებთ

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: