ია ვსიო არგანიზუიუ!

“კოკისპირულად კი არა, ვედრისპირულად წვიმს!”, “ფეხსაცმელში წყალი შედის და გამოდის…” – ეს ფრაზები რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ჟურნალისტის სიუჟეტში გაჟღერდა, რესპოდენტების მიერ რა თქმა უნდა (სხვათაშორის, ამავე სიუჟტის დასასრულს, ჟურნალისტმა ქალაქის მერს პირველ შეკითხვაში მოსალოდნელი ამინდი ჰკითხა). შორს წავედი🙂 არადა, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მატარებლიდან სადგურისკენ მიმავალს, სოწრედ ეს ფრაზები გამახსენდა. ბათუმში ბათუმურად, ანუ გრანდიოზულად წვიმდა!

გზაშივე მივხვდი, რომ ჩემი რაღაც ნაწილი აქ რჩებოდა. თუმცა, ჩანთების სიმძიმემ და ჩემების საუბარმა არ მომცა ფიქრის საშუალება. 22:50-ს უჩვენებდა საათი და მატარებელიც ნელა დაიძრა, მერე კი უკვე მონოტონურად გაგრძელდა “ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…”

მარტო მგზავრობის დროს კუპეს არასდროს ვიღებ. ახლაც ე.წ. “პლაცკარტი” ვარჩიე. ჩემი “მეზობლები” პოლონელი ტურისტები აღმოჩნდნენ, რაც საინტერესო საუბრის გარანტი უნდა ყოფილიყო.

ბათუმში იყვნენ ერთი დღით, ახლა კი კახეთისკენ აპირებენ, თბილისის გავლით. სულ შვიდი ადამიანი იყო და ქართული ღვინის და ლუდის დაგემოვნებასაც მგზავრობისას გეგმავდნენ.

როგორც კი ალკოჰოლი ახსენეს, საიდანღაც გაჩნდა 20-22 წლის ბიჭი. საწოლებს შორის ვიწრო გასასვლელში ბარბაცით მოაბიჯებდა და ქართულ აქცენტიანი რუსულით გამოხატავდა პატივისცემას პოლონელების მიმართ. პირველი გაოცებული სახე მაშინ დავინახე, როცა ერთ-ერთი პოლონელი დაჯილდოვებულ იქნა მთვრალის გულითადი ხვევნა-კოცნით. მეორე იყო გენიალური ფრაზა – “მაია ჟინა ინგლიშ თიჩერ!”. კარგა ხანს ვერ გავარკვიეთ რა იყო ამ სიტყვების მიზანი. გენიოსმა ალბათ დაფიქრებულ სახეებზე შეგვატყო რაღაც და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა – “ატტუდა იდიომ პრიამა კამნე, ია ვსიო არგანიზუიუ!”. მერე განწირული თვალებით მიმოიხედა და იკითხა – “ხალხი არ ხართ? მითხარით ვინმემ ცოლი რაფერაა ინგლისურად”. მგონი ბოროტი ვარ🙂 ამიტომაც, გენიოსს ისევ დამტვრეული რუსულით მოუხდა იმის ახსნა, რომ მისი ცოლი ინგლისურის მასწავლებელია და ყველაფერი ესმის. ამით სავარაუდოდ, ენობრივი ბარიერის პრობლემის მოხსნას ჰპირდებოდა სტუმრებს.

აშკარა იყო ისიც, რომ გენიოსის ცოდნა პოლონეთის შესახებ ვარშავათი შემოიფარგლებოდა. როგორც კი პოლონელები თავით ქვეყანას ახსენებდნენ, ეს ბედნიერი სახით ჩაეკითხებოდა – “ვი იზ ვარშავ და? ვარშვა…”, ისე მრავალმნიშვნელოვნად აგრძელებდა ამ ფრაზას, ვიფიქრე კიდეც რამე განსაკუთრებული ხომ არ აკავშირებდა ამ ქალაქთან.

ბოლოს საკმაოდ ტაქტიანად დასმულ შეკითხვაზე – “რატომ არ იძენებ?”, უფრო შთამბეჭდავი პასუხი მიიღეს – “პოეზდ შატაეტსია ი ნი მაგუ სპატ”.

დარწმუნებული ვარ, ფრაზის – “я все организую” ამ ხალხს საქართველო გაახსენდება. ვერც ღვინო, ვერც ლუდი, ვერც წვიმიანი ბათუმი და ვერც კახეთი ალბათ არ იქნება იმდენად შთამბეჭდავი, ვიდრე ყოველი წინადადების ბოლოს ნათქვამი – “ია ვსიო არგანიზუიუ!”

დაცვის პოლიციის პირველი გაფრთხილების შემდეგ გენიოსი ისეთ სერიოზულ გამომეტყველებას იღებდა მათი ყოველი გამოჩენისას, საკუთარი თვალით რომ არ მენახა ვერ დავიჯერებდი რამდენიმე წამის წინანდელ ამბებს. შემდეგ სახე კვლავ იცვლებოდა და იწყებოდა იმაზე ლაპარაკი, რომ “მაია ჟინა ვსიო ზნაიეტ”, რომ “უ მენია დომა ჩიტირი სარტა ვინა”, რომ “ია ზაკონჩილ რუსკუიუ შკოლუ, აბა?!”, რომ “დაჟე ფრანცუსკი ზნაიუ: ენ, დე, ტყვა…”

და როცა ერთ-ერთ მგზავრს შესთავაზა “პამენიაემსია მესტამი”-ო, ყურში “ტა-და-და-დააამ”-ის მსგავსი მელოდია ჩამესმა🙂 მივხვდი, რომ გენიოსი რამდენიმე წამში კიდევ აქ თუ იქნებოდა, ცუდი რამე მოხდებოდა და ინიციატორიც მე ვიქნებოდი.

… მატარებელი ისევ თავის მელოდიას ღიღინებს მონოტონურად. წვიმის წვეთებიანი ფანჯრის მიღმა კი ხეები და შენობები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბიან. ძილი მომინდა. წარმოვიდგინე, რომ თეთრი ჭერი ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა. მუსიკა ჩავრთე, ხელები თავქვეშ ამოვიწყვე და დავაკვირდი “ცას”. ვარსკვლავებმა და ჯონ ლენონმა წამიყვანეს უსიზმრო ძილში…

თბილისს სხვანაირი, მხოლოდ მისთვის დამახასითებელი სუნი რომ აქვს იცოდი?

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/10/02, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 22 Comments.

  1. საყვარელია დადამ ტატამ🙂

  2. თბილისს და ბათუმს ამ შემთხვევაში ერთი გვარის სუნი აქვს😉

  3. შენ მართლა ჩემი დაქალი ხომ არ ხარ :))) ახლა ჩამოვიდა ბათუმიდან და ლენონიც უყვარს :)) ( ეს რა თქმა უნდა ხუმრობით:))) როგორც ჩანს მხიარული მგზავრობა გქონდა :დ

  4. ,,ია ვსიო არგანიზუიუ” ისე ძალიან მომეწონა ეს ფრაზა აწი ხშირად გამოვიყენებ…😀 ,,თბილისის სუნი”_ ეხ მოგონებებო, თუკი არ გაიღალეთ?!

  5. ამის შემდეგ კიდევ გაუკვირდებათ, რატომ მძულს მთვრალი კაცები :):)

  6. რა კარგად გიწერია❤

  7. კეთილი იყოს შენი ჩამოთბილისება ^ ^ საინტერესო მგზავრობა გქონია რა გინდა :დ

    • უჰ, საშინლად საინტერესო თან😀 “თრალი კაცი, კი კაცი!” – ეს ფრაზა აკლდა იქაურობას😀

  8. პოლონეთზე სენტიმენტემი მეძალება🙂

  9. ბავშვობაში წავიკითხე სადღაც, ძველი ბერძნები მონებს სპეციალურად ათრობდნენ და შვილებს აჩვენებდნენ – აი, ასეთი საზიზღრობააო.

    მხიარულად გიმგზავრია🙂 საუკუნეა, მატარებლით არსად წავსულვარ😦 ხანდახან ისე მენატრება😦

    პ.ს. ჟურნალისტები ჩვენი თანთია და არა და, ტკივილია. ყველა არა, რა თქმა უნდა.

    • ჟურნალისტები რა შუაში იყო მომკალი და ვერ მივხვდი😦

      ხოდა, ძველი ბერძნები რომ მაგრები იყვნენ, მარტო ამ ერთი დეტალიდანაც ჩანს😉

      • უჰ, მე მაპატიეთ, რესპოდენტების ფრაზები ყოფილა.

        • უიმე😀 ისეთი გათიშული ვარ, არც კი მახსოვდა პოსტის შესავალში რა მიწერია. ვაიმე, ცუდადაა ჩემი საქმე😀

          ისე კი, ახლა გადავხედე და არც ჟურნალისტების მიმართ ხარ უსამართლო ამ შემთხვევაში😀 ამინდის პროგნოზი ჰკითხო დატბორილი ქალაქის მერს პირველივე შეკითხვაში, ამას გამბედაობა არ უნდა?😀

          • მე რესპოდენტები ვერ შევამჩნიე და ამინდის პროგნოზმა კი დამაეჭვა, მაგრამ ვიფიქრე, მანდაც არაფერი შემეშალოს, იქნებ ასე იყო საჭირო თქო🙂🙂🙂

            ხომ გეუბნები, ჟურნალისტები ჩვენი თანთია. ავლაბრის პრეზიდენტის სასახლე და ასე შემდეგ🙂

            • ეჰ…😦
              აშკარად დიდი ტვირთი მაწევს ზურგზე – ან საერთოდ შევეშვები მაგ სფეროს, ან როგორმე უკეთესი ვიქნები😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: