კომა

მკერდიდან რომ ამოვიგლიჯე, ჯერ ისევ ფეთქავდა. მეჭირა ხელში თითქოს ცოცხალი არსება და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა პატარა ყოფილა სინამდვილეში, არადა რამდენ ნაგავს იტევს. ერთი წამით ისიც გავიფიქრე, რომ ნახატებში და წარმოდგენებში სულ სხვაგვარია, ასე კი ერთი უბრალო ორგანო, თითქოს არაფრით მნიშვნელოვანი, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი.

ჯერ მშვიდად ვუყურებდი, ვაკვირდებოდი როგორ მცირდებოდა მისი მოძრაობის რიტმი. თითქმის უსიცოცხლო რომ ვნახე, ერთგვარი სიამოვნებაც კი ვიგრძენი.

გადაწყვეტილება წამის მეასედში მოვიყვანე სისრულეში და თითქმის მკვდარი მთელი ძალით მოვისროლე. სანამ გაცრეცილ კედელს მიენარცხებოდა, იმის გაფიქრებაც მოვასწარი, რომ იქნებ ის შუშის იყო და წარმოვიდგინე კიდეც როგორ ცვიოდა ნამსხვრევები აქეთ-იქით.

არა, შუშის არ იყო. სულ ოდნავ დაზიანდა და სუსტად, მაგრამ მაინც ფეთქავდა. შემეცოდა. ხო, შემეცოდა… სანამ მე გადაწყვეტილების შეცვლაზე ვფიქრობდი, საიდანღაც გაჩენილმა ხალხმა გადათელა. რიგრიგობით გადაუარეს და ფეხები შეიწმინდეს მასზე.

მკერდში გამოთავისუფლებულ ადგილას რაღაცნაირი ტკივილი ვიგრძენი. “ალბათ ბოლომდე ვერ ამოვგლიჯე…” – გავიფიქრე და საშინლად გავბრაზდი საკუთარ უსუსურობაზე. ვხვდებოდი, რომ ტკივილისგან სახე მემანჭებოდა, მოვიკუნტე და ფეხზე დგომაც აღარ შემეძლო. მაინც მოვიკრიბე ძალები და უკანასკნელი დარტყმა სწორედ ჩემი იყო. ზედ შევდექი, გამალებით ვცდილობდი გამესრისა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ეს უფრო მამწარებდა და ძალებს არ ვიშურებდი საბოლოოდ განადგურებისთვის. ტკივილი იზრდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კიდევ ცოტაც და საბოლოოდ მოკვდებოდა ეს ტკივილიც და თითქმის უმოძრაო საგანიც ფეხქვეშ.

… ალბათ ტკივილმა თუ დამაკარგვინა გონი, მეტი აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს ეს დღე არც ყოფილიყოს. ვერც ვგრძნობდი, რომ სადღაც, მკერდთან სიცარიელე იყო. და როცა შემთხვევით აღმოვაჩინე კომაში მყოფი, მაშინღა მივხვდი, რომ ის ჩემი ნაწილი იყო.

არ ვიცი გადარჩება თუ არა. არც ის ვიცი, მინდა თუ არა მისი გადარჩენა. იქნებ უკეთესია ჰოლივუდის ფილმების სცენარის მსგავსად, ერთ დღესაც მივიპარო და სასუნთქი აპარატი გავთიშო?!

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/09/24, in ვითომ "ჩანახატები" :-), бывает и так... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 33 Comments.

  1. როგორი ისეთია, აი რომ წაიკითხავ და გულზე რომ მოგხვდება..

  2. მომეწონა. გულიდან ამოსული სიტყვებია… : )

  3. ^.^❤❤❤ გვირილიკოოოოოოოოოოოოოოო❤

  4. ასეთ გვირილა ჯერ არ წამიკითხავს :ო

  5. ერთ-ერთი საუკეთესო პოსტია! no words… ყოჩაღ!!!

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥

    გულიი…გული,ისევ გული .. ისევ ტკივა მწარედ .. სიყვარულით თუ??.. ,,გულს სიყვარულთან არაფერი ესაქმება,ის მხოლოდ ერთი საძაგელი,სისხლის ამოსაქაჩი ორგანოა” ..

  7. რაღაცნაირია… რაც წავიკითხე თითქოს ყველაფერი დავინახე და ვიგრძენი

  8. დეპრესირებული გვირილა.

    • რომელიც არ მომწონს! მაგრამ საინტერესოა🙂

      • დეპრესიული გვირილა არ არსებობს🙂
        ეს უბრალოდ დებილი ფანტაზიის ნაყოფია, მეტი არაფერი🙂

  9. მართლაც რაღაცნაირია…და სხვანაირი..
    ღრმა…

    მე მომეწონა! :*

  10. ისე ჩავიკითხე თითქოს მე ამოვიგლიჯე გული : ) რა კარგია.. ასე ვინ გაწყენინა?

    • კონკრეტულმა არავინ ლანკა, დებილ ფანტაზიას დავაბრალოთ🙂
      მიხარია, თუ ისე ჩაიკითხე, თითქოს შენ ამოგგლიჯეს გული, ე.ი., შევძელი გადმოცემა ^_^

  11. რამ გაგამწარა ასე ძალიან,გოგო,ჰა?🙂
    რა მაგარია ასე კარგად რომ იცი გადმოცემა,ასე მეგონა ფილმს ვუყურებდი(წარმოსახვის უნარი,კი, მაქვს )
    მიკაქალ(მითქვია?)<3

    • მგონი აქამდე არ გითქვამს ^_^

      არაფერმა არ გამამწარა ქეთუსი, რავი…🙂

      მადლობა შეფასებისთვის :-*

  12. magari postia gviriiilll :*:*:*****************************

  13. ძალიან კარგია ^.^ მომეწონაა❤

  14. აი მესმის პოსტი! მაგარია😉

  15. გადმომედო ემოციები…
    მიყვარს ძლიერი პოსტების წაკითხვა
    და ახლა რატომღაც მომინდა შენს ტვინში ჩაძვრომა მაშინ, როცა ამას წერდი : )

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: