ქარის მოტანილი წერილი…

“არაუშავს, კალენდარს გადავწევთო.. და მეც ვწერ!… ”   ^_^

მოდი, ვიფიქროთ, რომ დღეს ქარის მოტანილი წერილების დღეა...  და წერილი უნდა მისწერო ადამიანს, რომელსაც არ იცნობ..

სიტყვებს არჩევ.. ფრთხილობ…

ცდილობ, მოაწონო, დააფიქრო…  გააღიმო და..

უბრალოდ რომ ვთქვათ, იპრანჭები!

ამიტომაც, ვივიწყებ, რომ ვწერ…

…და უბრალოდ ვწერ!   ^_^
…………………………………………………………………………………………..

“-ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ.. .

ვუყვარვარ,  არ ვუყვარვარ…

ვუყვარვარ!.. “

ხშირად ვაცლიდი გვირილას თეთრ ფურცლებს და მიხაროდა…

და თან მიკვირდა – ყოველთვის “ვუყვარვარ” ფურცელი მრჩებოდა უკანასკნელი…

მერე გავიზარდე.

დავუჯერე გვირილას მაშინ.. მერე მტკიოდა.

და აღარ მიკვირდა საკუთარი ლოგიკური დასკვნების იმედად დარჩენილს: ყველა გვირილას კენტი რაოდენობის ფურცელი აქვს, ამიტომაც ყოველთვის რჩება “ვუყვარვარ!..”

ყველაფერი იყო ჩვეულებრივ. ვაცლიდი ფურცლებს და უკანასკნელი თეთრი ფურცლის ქარს გატანებისას, როცა გულში რაღაც ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გამკრავდა რაღაც, მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ლოგიკური, და ყველა გვირილას კენტი რაოდენობის ფურცები ჰქონდა…

ყველაფერი იყო ჩვეულებრივ.

მაგრამ მე რაღაც მაკლდა…

მერე უფრო მეტად გავიზარდე…

და ერთხელ, როცა ჩვეულებრივ მომიშვირა თავისი ყვითელი გული და მე ხელი ისევ მისი თეთრი ფურცლებისკენ გავაპარე… მივხვდი.

და გამეღიმა ჩემს ბავშვურ სისულელეზე…

   თუნდაც, ყველა გვირილას კენტი რაოდენობის ფურცლები ჰქონდეს!

ის მაინც სიყვარულის ყვავილია.. 

იმიტომ, რომ გჩუქნის და გაჯერებს!

მიწის მზე…

ჩემი…

სუფთა და წრფელი…

………………………………………………………………………………………….

არ ვიცი რა მინდოდა ამით მეთქვა..

უბრალოდ შენ მის სიყვარულში ასე აშკარად და სახალხოდ მეცილები🙂

არ მწყინს.. პირიქით!

გვაახლოვებს ^_^

 

Posted on 2011/09/23, in გესტ-პოსტი. Bookmark the permalink. 21 Comments.

  1. აუუუ რა თბილიიიაა :)))❤ რა ნაზიი და ნატიფიაა❤ რა კარგიააა❤

    • ააჰ.. მადლობა : )) არც ისე კარგია, მარა მაინც🙂 შევეცადე გვირილასთვის ^_^

  2. სალო ^_^
    სალოლასეული პოსტი გვირილას ბლოგზე, თბილი და ახლობელი ^_^

    სიყვარულში როგორ შეგეცილები, ეს ის გრძნობაა, რომელიც დიდი რაოდენობით გვჭირდება დღეს, თუნდაც იყოს ეს გვირილას სიყვარული🙂
    ამიტომაც, მიხარია რომ გიყვარს, მიხარია, რომ თბილი ხარ და მიხარია, რომ აქ ხარ :-*

    • ვაიმეე როგორ მიხარია რომ მოგეწონაა.. ^_^ თან ისეთი რო არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა😐
      ხო, ხო ბეეევრს,, ბევრს უნდა უყვარდეს გვირილები და მერე აღარ იტყვიან ხოლმე, ფუფ რა სუნი აქვსო😐
      და კიდე.. მე შენზე მეტად მიხარია, აქ რომ ვარ.. ^_^

  3. როგორ მომეწონა! მიყვარს ესეთი პოსტები

  4. რა თბილია…. მომენატრა ასეთი სალოლა, ნაზი და მსუბუქი..❤ მიყვარს ალუბლების დედოფალი🙂

    • რუსაა :* :* გენაცვალეე… ერთხელ შენც უნდა გესტუმრო ჩემი ალუბლებიანად🙂

  5. აუუუ თბილი და საყვარელიიიი ^_^ მომეწონა !

  6. ,,მიწის მზე”… ჩემი მზე… ჩე–მზე… მზეზე… შეყვარებული ჩემი გვირილა… 🙂

  7. სალო, მოდი აქ. რა კაი რაღაცეებს წერს ხალხი, პოსტი შენია😉

  8. კარგი სტუმარი გყოლია, გვირილა🙂

    • კი, ნამდვილად ^_^

      შენ კვლავაც სასურველი სტუმარი ხარ, ავტორებიდან ამოგშალე მხოლოდ იმიტომ, რომ არ მცალიაო და თან ვიფიქრე, რომ შეგაწუხებდა ყოველ დღე თავის შეხსენება ვორდპრესში😀 თუ გექნება სურვილი, აუცილებლად ჩაგამატებ😉

  9. რა ნამდვილი და ლამაზი სიტყვებია..მე ახლაც ვაცლი გვირილებს ფურცლებს..ვუყვარვარ , არ ვუყვარვარ..უყვარხარო ბოლოს მითხრა . ნეტა მართალია?

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: