ორი დღე

როცა მთელი დღეები გარეთ ხარ, ზოგჯერ არასამუშაო საათებშიც კი მუშაობ (რატომღაც) და სახლში დაღლილი და ისეთი მოშიებული მიდიხარ, რომ მადა აღარ გაქვს, შაბათ-კვირა სოფელში სამოთხედ გეჩვენება. უკვე ორშაბათიდან ითვლი დღეებს შაბათამდე და პარასკევს, მთელი კვირის ტვირთჩამოხსნილი, მშვიდად მიემგზავრები ქალაქიდან არც ისე შორს, მაგრამ მაინც სოფელში.

აქაური ძილი მთელს მსოფლიოში ყველაზე გემრიელია. იძინებ და იღვიძებ მაშინ, როცა გინდა. არანაირი გეგმები, მთელი დღე დამოკიდებულია შენზე.

სოფელში ჩემი დილა 12:00 – 13:00 საათზე იწყება. საუზმედ რამე გემრიელობა მელოდება, რის შემდეგაც აუცილებლად ბაღჩას ვსტუმრობ და რომელიმე ხილს ვესხმი თავს. ამ შაბათ კვირას ყურძნის და ლეღვის გარდა არაფერი დამხვდა, მაგრამ არაუშავს.

ესეც ყურძენი ჩემი სოფლიდან :-)

ესეც ყურძენი ჩემი სოფლიდან🙂 გადასარევი ხარისხის ვერაა, მარა გემრიელია ^_^ "ადესას" ეძახიან ამ ჯიშს.

მერე იწყება კალათბურთი. ვთამაშობ ძირითადად ჩემს ძმასთან ან ბარსასთან ერთად, ჩემი ძმა მითმობს და ბარსას ისედაც ვუგებ😀 ხანდახან მარტოც ვთამაშობ, თამაშის წესები მაინც არ ვიცი და არც ბურთისთვის ბრძოლა შემიძლია, ამიტომ დიდი განსხვავება მაინც არაა. ფარში ჩაგდება ჩემდა გასაკვირად გამომდის, ამიტომაც ჩემი ღრმა რწმენით, კალათბურთში სწორედ ესაა მთავარი. ხოდა, დავსდევ მთელი დღე ბურთს🙂

“კალათბურთს” რამდენიმე მიზეზით ვანებებ თავს – კითხვა/წერა მინდა, ჩემი და მეხუთედ მეუბნება, რომ სადილის დროა ან სტუმრები მოვიდნენ. ეს უკანასკნელი ამბავი ძალიან ხშირად ხდება (არადა, საშინლად არასტუმართმოყვარე ადამიანი ვარ), ძირითადად ჩემი დის გადაპატიჟება-გადმოპატიჟების წყალობით (როგორ არ ბეზრდება!). მეც ვაგდებ ბურთს და ვიწყებ ბავშვებთან თამაშს, რომლებიც აუცილებლად იქნებიან სტუმართა შორის. თუ გამიმართლა და ჩემი ბავშვობოს მეგობრის ოჯახი მოვიდა, ბავშვთან ერთად ვიპარები გარეთ და ვცეკვავთ. რატომ ვცეკვავთ არ ვიცი, ერთხელ ვერ იყო კაი განწყობაზე და ცეკვა მოეწონა, ხოდა, ახლა ისე მიეჩვია ამას, როგორც კი მხედავს, ცეკვას იწყებს, თან თმას იშლის და ფეხსაცმელებს იხდის, გამომდინარე იქედან, რომ მე მსგავს ფორმაში მხედავს🙂 მერე ვრთავთ რამე მხიარულ მელოდიას და ვცეკვავთ მანამ, სანამ ორივე იატაკზე არ დავეყრებით (სხვათაშორის, ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი უკვე არსებობს და მისი ოპერატიული განადგურებისთვის საჭიროა ჩემი დის ტელეფონის ხელში ჩაგდება :-D). ზოგადად, ბავშვების გართობაში მონაწილეობის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს ბავშვი განსაკუთრებით მიყვარს, ჩემი ბავშვობის მეგობრის და პარალელურად “რაღაცნაირი ბიძაშვილის” შვილი რომაა ალბათ იმიტომ.

საღამოს ისევ ვუბრუნდები კალათბურთს და ახლადდამწიფებული ყურძნის სურნელის თანხლებით ვთამაშობ მანამ, სანამ ფარის დანახვა შესაძლებელია. მერე ბარსას ვათავისუფლებ (ვინაიდან და რადგანაც ძაღლი საკმაოდ დიდია, მეზობლებს ეშინიათ და დღის განმავლობაში ბარსას თავისუფლება აღკვეთილია უმეტესწილად) და მთელი სისწრაფით გავრბივარ სახლისკენ, რადგან მადლიერების ნიშნად აუცილებლად ჩამეხუტება.

ესეც ჩემი ბარსა. სავარაუდოდ მეუბნება - "გადი ქალო იქით, დამანებე თავი!" :-D

ესეც ჩემი ბარსა. სავარაუდოდ მეუბნება - "გადი ქალო იქით, დამანებე თავი!"😀

ბარსას ხვევნა-კოცნას გადარჩენილი შევრბივარ სახლში, სადაც ყველა უკვე ტელევიზორთან მოკალათებულა. თუ რამე სასაცილოა, მეც ვრჩები, თუ არადა, ვიღებ წიგნს/ბლოკნოტს, ტელეფონს და გადავდივარ სხვა სამყაროში, რომელიც სადღაც ძილსა და სიფხიზლეს შორის მდებარეობს.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/09/20, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 49 Comments.

  1. ასეთი “ადესა” მქონდა ეზოში… უტკბილესი იყო.

    კალათბურთში სამქულიანებს მიაწექი, შორიდან ესვრი, ჩალიჩი არ გჭირდება და ქულაც მეტია. მე ზუსტად ასე ვიქცევი (კომპიუტერში ოღონდ) და არა მიშავს, შედეგი მოაქვს🙂

  2. ოოო მეც მინდა სოფელში😐

  3. videom damainteresa😀😀 cali tvalitac ar shemaxedeb?😀😀😛

  4. yvelaze dzn sofelshi dilit gagvidzeba da mzis amosvlis yureba miyvars, tanac zafxulshi gansakutrebuli suni trialebs, namiani balaxic momwons… mokled sofeli kargia, magram 2 dgeze metxans ver vcherdebi… : )

    • მე ერთ კვირას ვქაჩავ, მეტს ვერა🙂

      დილით მზის სხივი რომ გაღვიძებს ყველაზე მეტად ეს მომწონს ^_^

  5. xo mec Dzalian.. magis gamo tu waval xolme sofelshi… : ) : ***

    • არამარტო. ზოგადად სოფელი არ მიყვარს, მაგრამ ახლა ისეთი გრაფიკი მაქვს, დასვენება მჭირდება ძალიან და ეს ორი დღე სულიერად და ფიზიკურად ვისვენებ🙂

  6. აუფ, რა მაგარია🙂

    პოსტთან არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ პოსტის სათაური, რომ წავიკითხე, რატომღაც გამახსენდა 3 დღე (ანუ 2 დღე, მერე 3 დღე და მერე 3 ბედნიერი დღე, მერე ალა პუგაჩოვა) შედეგად ამეკვიატა ეს სიმღერა http://www.youtube.com/watch?v=dAkW2eZeRLA

    ისიც ვიცი, რომ გავრეკე, არ უარვყოფ😐

    • საყვარელი ხარ ^_^
      არაფერიც არ გარეკე, მაგისთანა მითქვამს და გამიკეთებია?!🙂
      მოვუსმენ ახლა და ამოვიჩემებ მგონი იმ მელოდიასავით, შენს ფან პეიჯზე რომ იყო და დღემდე ფინიკთან ასოცირდება🙂

      • მთელი დღეა ვღიღინებ Три счастливых дня было у меня, Было у меня с тобой😀

        ჰო, ის მელოდია ჩემთვისაც ჩემ თავთან ასოცირდება შივარის სიმღერები ფინიკიზეა საერთოდ ^^ :დ

  7. რა საყვარელი პოსტია : ) მეც ძალიან მიყვარს სოფელში ყოფნა, მაგრამ მერე მეც მბეზრდება😀 P.S მეც მაქვს ასეთიი ადესსააა :*:*:* ^_^

    • ჯერ ერთი, მიხარია რომ მოხვედი ^_^

      სოფელს რაც შეეხება, უკვე იმდენად გადავიღალე, არც მბეზრდება ის მოწყენილობა. წიგნი, ბლოკნოტი და თავი მაქვს, მეტი არც არაფერი მინდა🙂 ნუ, ჩემებიც იქ არიან🙂

      მიყვარს მე ადესა, ან უბრალოდ მივეჩვიე🙂

      შენ სად გაქვს სოფელი?

  8. ძაღლი რომ დავინახე, გული შემეკუმშა..
    ძაღლები განსაკუთრებულად მიყვარს.. <333
    რა ტკბილი პოსტი იყო, გვირილიკო… სოფელში მომინდა რატომღაც.. < 33

  9. ადესა მეც მაქვს სოფელში :დ მაგრამ უპირატესობას თეთრ ყურძენს ვანიჭებ ^^
    ვაიმე, ბარსა ადამიანი მეგონა მე :დ:დ მაპატიე ეს :დ
    ოო, კალათბურთი მეც შემიყვარდა ამ ზაფხულს :დ ნუ, ისე ძაან არა, მაგრამ ვთამაშობდი ხოლმე :დ

    • ნუ, შენგან არცაა გასაკვირი ბარსა ადამიანი რომ გეგონა😀 ყველა ფოტოში ბარსას მაიკით მყავხარ ნანახი😛

      • :დ ხო, ალბათ მაგის გამოც :დ მაგრამ ერთ პოსტში გიწერია ამ ბარსაზე ისე, რომ ვიფიქრე, ვინმე მეზობელია მეთქი :დ

        • რა ჩემი ბრალია ადამიანივით რომ მიყვარს ^_^

          • ისა და , ბარსა რატომ ქვია? :დ (რა დებილი კითხვაა :დ)

            • არა, არაა დებილი კითხვა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩემი და რეალის მწარე გულშემატკივარია🙂

              რატომ ბარსა? არ ვიცი. ჩემმა ძმამ დაარქვა და მამაჩემმა, თუმცა არა ბარსელონას გამო, თვითონაც არ იციან მიზეზი🙂

  10. ეს მარინეს სამყაროა :პ

  11. ra kargia rogor miyvars chemi sofeli ogond mxolos zafxulshi :))

    • ჩემი სოფელი ზამთარშიც კაია ^_^
      გარეთ თოვლი, შენ სახლში თბილად და გვერდით კიდე წიგნი ^_^

      პ.ს. მიხარია რომ მოხვედი კვლავ :-*

  12. ზუსტად ახლა ვჭამ “ადესას”. ასეთი არომატი, მგონი, არც ერთ სხვა ჯიშის ყურძენს არ აქვს ❤

    • გეთანხმები, სულ სხვანაირია.
      სოფელში ახლა მაგის სუნი იქნება ეზოში. ეჰ, იქ მინდა ვიყო ახლა😦

  13. სასიამოვნო პოსტია🙂 :* ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი,კახეთში რთველი მიყვარს უზომოდ :)))

    • კახეთთან ჩემი საწყალი ადესა რა მოსატანია აბა🙂

      კახეთში ერთხელ ვარ მგონი ნამყოფი და რა თქმა უნდა არა რთველზე. მაინტერესებს ისე საშინლად. ერთხელაც უნდა ვეწვიო ^_^

  14. რა იდილიაა ღმერთმანი ^_^

  15. ბარსა მაგარია, ადესას ვერ ვიტან!😛

  16. მმმ…სულ სოფელში ვიქნებოდი : )) ნუ ათასში ერთხელ თუ გავიდოდი სადმე(ეს ისე ოცნება :დ) თბილი,ტკბილი,გემრიელი… <3<3

  17. ნეტაც მეც შემეძლოს სოფელში წასვლა.. ძალიან დავიღალე უკვე : (
    სხვათაშორის ადესა მეც მაქვს, აქ თბილისში, ეზოში. უკვე დამწიფდა, ისეთი სუნი აქვს❤ მალე ალბათ რთველიც გვექნება : )

    • ჩემთან უკვე იყო რთველი, უჩემოდ ოღონდ🙂
      მეც გადავიღალე და ეს შაბათ-კვირები წამალია ნამდვილად🙂

  18. როგორ მინდა სოფელში :X მეც დიდი სიამოვნებით ჩავიტკბარუნებდი პირს “ადესით”… მეც ძალიან მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემთან, რაჭაში, მარტო ყველას ეს ყურძენი აქვს და შევეჩვიე…

    წამიყვანეთ რა სოფელში :S

    • მარტო რა შუაში იყო😀

      • 😀😀
        არაუშავს😉
        მიხარია რომ აქ ხარ, ამასწინათ აღმოგაჩინე და მეთქი კიდევ ერთი გვირილა ^_^
        ხოდა, გელოდები კვლავაც😉

        სოფელს რაც შეეხება, მაგარია რაჭაში რომ გაქვს სოფელი. არასდროს ვყოფილვარ რაჭაში, მაგრამ ფოტოები ვნახე ზღაპრული! შემოდგომის განსაკუთრებით.

  19. რომ გეწერა არასტუმართმოყვარე ვარო, ჩემი თავი გამახსენდა🙂 არადა ხმამაღლა ვერც ვიძახი, ხო ჩამქოლავენ 😀 ერთი გამონათქვამია – სტუმრები ყოველთვის გვახარებენ – თუ მოსვლით არა, წასვლით მაინც😀 არ ეთანმხები? =))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: