BNG

რამდენიმე თვის წინ თეასთან და აქსიომასთან საუბარს ტრადიციულად, გვიანობამდე შემოვრჩი. ამიტომ დილითაც ტრადიციულად ჩამეძინა და ფეისბუქში მხოლოდ სამსახურში მისვლის შემდეგ შევიხედე.  ნოტიფიკაციებმა შემაშფოთა! აღმოჩნდა, რომ მოუსვენარ აქსიომას რაღაც ჯგუფი გაუკეთებია, სადაც ერთ-ერთი ადმინი ვარ.

ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა გვირილას პროფაილი, ჩემი ვინაობა კი სულ რამდენიმე ადამიანმა (ბლოგერმა ანუ) იცოდა. მათ შორის აქსიომამაც და პირადი პროფაილით გავხდი ჯგუფის ადმინი. აღარ მოვყვები იმაზე, კინაღამ ყველამ რომ გაიგო ვინ იყო გვირილა🙂 ამიტომაც გადაწყდა ახალი პროფაილის გაკეთება, სპეციალურად BNG-სთვის. კ სტაწე, ჯგუფს თავიდან NEO ბლოგე(რე)ბი ერქვა.

ადრე ჯგუფში სულ ცოტანი ვიყავით, რამდენიმე ადამიანი. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვკამათობდით, ფილოსოფიური მსჯელობებიც გვქონდა.  დროის გასვლას ვერ ვგრძნობდით და ბევრჯერ განთიადს შევხვედრივართ ერთად.

ჯგუფს ნელა, მაგრამ ახალი წევრები ემატებოდა. წამოვიდა ახალი იდეეები, შეიქმნა საერთო ბლოგიც. მერე პიარ-პროექტები გავაკეთეთ, გადავინაწილეთ ათ-ათი ბლოგი და დღის განმავლობაში ვაშეარებდით. რაღაცნაირი, შინაურული განწყობა იყო.

დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ თურმე სრულიად უცხო ადამიანებთან კარგად ვგრძნობ თავს, რომ არაა აუცილებელი საუკუნოვანი ნაცნობობა სითბოს გამოსახატავად, რომ შეიძლება ენდო და არც ინანო… და კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი – მაშინ მე ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი სრულიად მარტო უცხო გარემოში და უცხო ხალხში, ძალიან გამიჭირდა. ვთვლი, რომ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ რომ გადავიტანე, BNG-ის დამსახურებაცაა.

მერე მოვიდა ზაფხული და ყველა მიმოიფანტა. თითქოს გაცივდა აქაურობა. მაგრამ მოვიდნენ ახალი წევრებიც, მათ შორის ბევრი სკოლის მოსწავლე. მათ თავისებური მხიარულება შემოიტანეს ჯგუფში. რომ არ მოვიტყუო, თავიდან ცოტა გამიჭირდა შევგუებოდი რაღაც ცვლილებებს, ბევრი ახალი წევრი ერთგვარ გაუცხოებას ნიშნავდა თითქოს…

მაგრამ მოხდა საპირისპიროდ. ნელ-ნელა ყველა შეეგუა ერთმანეთს და ჯგუფში კვლავ დაბრუნდა ერთგვარი ოჯახური გარემო. ოღონდ ამჯერად ადმინის უფლება-მოვალეობების გამოყენებაც გახდა საჭირო რამდენჯერმე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს რამდენიმე ადმინი ჰყავს, თავიდანვე ყველა ერთნაირად გრძნობდა თავს და ასეც უნდა იყოს. BNG ყველა წევრისაა და არა ადმინების, ჩვენ უბრალოდ რაღაც მოვალეობები გვაკისრია. ეს აუცილებელია ჯგუფში სიმშვიდისთვის.

ძალიან მიხარია, როცა ვგრძნობ, რომ ახალ წევრს ჯგუფში მოსწონს. რაღაცნაირად, მასპინძელივით ვგრძნობ თავს იქ და როგორც კაი დიასახლისს უხარია კმაყოფილი სტუმარი, ისე ვარ მეც.

ყველაზე მთავარი, რაც აქ მომწონს, სითბოა. ვეხმარებით ერთმანეთს, ვუზიარებთ რაღაც შთაბეჭდილებებს, ვერთობით, ვკამათობთ ან უბრალოდ ვსაუბრობთ… რამდენჯერმე ითქვა, რომ ჯგუფში ზედმეტი სითბოა,  ყველას “უყვარს” ერთმანეთი და ა.შ. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს სიყვარულები მართლაც შეიძლება ყოფილიყო თამაში, მაგრამ მერე რას მივხვდი იცი? თუ მე შემიძლია მიყვარდეს ჯგუფის წევრები, მართლაც კარგად ვგრძნობდე აქ თავს, რატომ არ უნდა დავიჯერო, რომ სხვაც ანალოგიურადაა?

მომწონს, რომ ჯგუფში ბევრი ახალბედა ბლოგერია, მომწონს, რომ მათ ეხმარებიან. მომწონს დილით ბევრი ნოტიფიკაცია რომ მხვდება და მომწონს კიდევ რომ ათენებენ ჯგუფში საუბრისას. მომწონს ჯგუფში ბევრი მკითხველიც რომაა. კიდევ რა მომწონს იცი? აქ ყველა რაღაცნაირად, თავისუფლადაა, არ თამაშობს “ძაან ბლოგერს” და თუ ვინმეზე მეტი იცის, უზიარებს ამ ცოდნას.

ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ სრულიად ექსპრომტად მოფიქრებული ფრაზა – “თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ ვოლზე”, ამართლებს.

ფაქტია, რომ გვირილას პროფაილი BNG-სთვის შეიქმნა და ამ ჯგუფის გარეშე წარმოუდგენელია პროფაილის არსებობაც.

მიხარია, რომ ეს თეგ-თამაშია და ჯგუფის ერთ-ერთმა ახალმა წევრმა, მელომოჰოლიკმა დაიწყო. არავის დავთაგავდი, ჯგუფის შექმნის იდეის ავტორის, აქსიომას აზრი რომ არ მაინტერესებდეს. ხოდა, აქსიომ, გისმენ😉

შენ კი, თუ ამას კითხულობ და არ ხარ BNG-ში, გეპატიჟები: welcome!

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/09/19, in (თეგ) თამაშები :-) and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 33 Comments.

  1. თბილი და საყვარელი პოსტია. თუმცა მე ვერ ვამუღამებ FB ჯგუფებს.

    • თავიდან ვერც მე ვამუღამებდი, მაგრამ ამ ხალხს რაღაცნაირად შევეჩვიე.
      მგონია, რომ შენც მოგეწონება აქ😉

  2. ბნგ❤
    რა ვთქვა, რომ მიყვარს და ამ სიყვარულებში კიდევ ასრაღაც ადამიანის გვერდით ვარ საიდუმლო არ უნდა იყოს მემგონი. : ))
    მე აქსიომამ გამაწევრიანა და ძალიან კარგად მახსოვს ის დრო🙂
    მაშინვე გამომეხმაურა ნინიტო და მითხრა რომ ჩემი ბლოგის ჩუმი მკითხველია, რითაც ძალიან გამახარა. აქსიომამ მითხრა რომ ახალი მკითხველები არ მაწყენდა და ეს ჯგუფი ბევრ რამეში დამეხმარებოდა. მე ვკითხე, ანონიმური ბლოგი მაქვს და ამ ჯგუფში რამე ხო არ ხდება ისეთი რო დავიწვა თქო :))) აქსიომამ თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ ვოლზეო და ასე შემოგრჩით აგერ უკვე 5 თვეც იქნება, მემგონი მეტი…

    • მე შენი პირველი ბლოგი მახსოვს და ზალიან გამიხარდა როცა ვნახე, რომ ჯგუფში ხარ. მეც აქსიომამ მომათრია, კი ვთქვი უკვე. მარა ძლივს გადავურჩი ვინაობის გამჟღავნებას😀

  3. girliekiddy

    martalia,bng-shi aktiuri ar var,magram yoveldge shemovdivar da tkvens postebs vkitxulob❤

  4. გვირილააა გვირილაა : )) მომეწონა შენი პოსტი ყველაზე მეტად : )) ფაქტიურად ისტორია მოყევი.. ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ არავინ უყურებს ზემოდან არავის და არც ძაან ბლოგერობას ცდილობენო და მართლაც მასეა : )) მომეწონა მესიამოვნა ^^

    • მეც ეს მომწონს ყველაზე მეტად და თუ ოდესმე ჯგუფი ამ თვისებას დაკარგავს, ჩემი აზრით, მის არსებობას აღარც ექნება აზრი.

      შეფასებისთვის მადლობა ^_^

  5. ვაიმე,გვირილიკო,რა კარგად მოყევი ყველაფერი,რომ ვერაფრს დაამატებ,რა.სრულად ვიზიარებ შენს მიდგომას,მეც ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი.
    მეც მაქვს გეგმაში ამ თემაზე პოსტის დაწერა.

  6. სრულიად გეთანხმები გვირილა, მე მართლაც საკუთარ ვოლზე ვგრძნობ თავს ამ ჯგუფში, და როგორც ტამტამ აღნიშნა ფბ, მართლაც აღარ წარმომიდგენია ამ ჯგუფის გარეშე. ყველაზე მაგარი და საყვარელი ჯგუფია! მე ბევრი რამ ვისწავლე ამ ჯგუფიდან, ისე თავიდან მეც ეგრე მეგონა რომ თითქოს რაღაცნაირად ვერ გავიხსნებოდი და “თამაში” – თავის მოჩვენება მომიწევდა არა ესეთი ვართქო, მაგრამ აქ ყველა მართლაც თავისუფალი და ერთია, თითოეულის დახმარება გულწრფელი და აზრების გაცვლა-გამოცვლა ხო ვაფშე საინტერესო.🙂🙂🙂

    • ძალიან მიხარია შენი კომენტარი და მით უმეტეს ასეთი. მაგრამ ერთია მთავარი – გარემოს ყველა ქმნის და არა რამდენიმე ადამიანი. შესაბამისად, თუ ჯგუფში თბილა, ყველა წევრის დამსახურებაა😉

  7. მე პირველი დღე მახსოვს კარგად. სამი, თუ ოთხი ადმინი ვიყავით. იმდენი პოსტი დავდე ბნგ-ს ვოლზე, მეორე დღეს თითები მტკიოდა. ^^
    ძველი დრო მენატრება.. < 3333
    ყველა ჩემი იყო… აი, რაღაცნაირად სხვა იყო.. < 3333

    • თავიდან მეც მასე ვიყავი მაც, მარა მერე შევეჩვიე. შენ დიდი ხნით წასული იყავი და იმიტომ გეუცხოება, ცოტა ხანში დალაგდება ყველაფერი😉

  8. ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ერთდროულად რამდენიმე ბლოგერული ჯგუფის წევრი ვარ ფბ-ზე… ჰოდა ყველადან გავედი და დავრჩი მხოლოდ ერთში.

  9. კაი, კაი… კი იცი შენ როგორ არ მიყვარს ტეგ თამაშები, მაგრამ ისეთ ტკბილ მოგონებას ეხება, რომ სირცხვილია მეც არ დავწერო საკუთარი დამოკიდებულების შესახებ. მადლობა გვირილიკო! ძალიან საყვარელი ვინმე ხარ! ჰო და ეხლა დავწერ🙂

  10. მმმ გვირილიკოო დეიდააა<3 მმმ… <3<3<3<3 (ამოვიდა კაცო ყელში ეს გულები :დ) მაგრამ მაინც❤

  11. sweet memories ^_^

  12. მე ვარა მანდ მე ვარ და მიხარიხართ ^_^

  1. Pingback: რატომ გავხდი ბლოგერი « Phantom

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: