წერილი მშობლებს

თქვენ ალბათ ვერასდროს ნახავთ ამ წერილს და თუ მაინც მოხდა საოცრება, გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ამას მე ვწერ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რასაც აქ ვიტყვი, მაგაზე იშვიათად ვსაუბრობ (საერთოდაც, ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ). მეორეც, ალბათ არც იცით რა არის ბლოგი და მით უმეტეს ვერ იფიქრებთ, რომ მე რარაცეებს ვწერ (გარდა სტატიებისა🙂 ), თან ასე “საქვეყნოდ”.

თუ თქვენ ახლა ამას კითხულობთ, ე.ი. ძალიან, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემში და ზოგადად…

მოკლედ, დავიწყებ თავიდან – ეს ბლოგია, ჩემი პირადი ბლოგი. არ შეშინდეთ, ანონიმურია🙂 ბლოგი სხვადასხვა სახის არსებობს, ჩემი პერსონალურია, დღიურივით. ბავშვობაში რომ მქონდა დღიური და საგულდაგულოდ ვმალავდი, დაახლოებით ისეთი. ოღონდ აქ ყოველდრიურობაზე არ ვწერ. ხანდახან მომაწვება რარაც ყელში და უნდა ამოხეთქოს. ხოდა, მოვდივარ და ვიწყებ ამ რაღაცის ბლოგზე გადმოტანას. გითხარით უკვე, რომ ანონიმური ბლოგი მაქვს, თუმცა ჩემდაუნებურად დავუმეგობრდი რამდენიმე ბლოგერს (ბლოგერი – ის, ვინც ბლოგზე წერს, ბლოგი აქვს, რავი…). ხოდა, ბლოგერებში ერთი ვირუსია გავრცელებული, სახელად “თეგ თამაშები”. დაიწყებს ერთი წერას რამე საინტერესო თემაზე და აყვება მთელი საბლოგეთი. “თეგ-თამაში” კიდე იმიტომ ქვია ამ ყველაფერს, რომ ერთმანეთს თაგავენ. დათაგვა მონიშვნას ნიშნავს. როგორ ხდება ნუ ამახსნევინებთ ახლა, არაა ეს თქვენთვის საინტერესო.

ხოდა, მეც დამთაგეს. კონკრეტულად მელმოჰოლიკმა. მის ბლოგს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ კაი ადამიანი ჩანს. საერთოდ, ვირტუალურ სამყაროში ბევრი კაი ადამიანი ვიპოვე. არ უნდა ახლა გაოცება🙂 ამაზე მერე😉 მოკლედ, მელმოჰოლიკმა დაწერა პოსტი (პოსტი – ის, რაც ბლოგზე იწერება. ახლა რასაც კითხულობთ პოსტია) – “წერილი მშობლებს” და მე დამთაგა. ახლა ჩემი რიგია, უნდა გავაგრძელო მარათონი და რამე მოგწეროთ.

რა მოგწეროთ? მაშინ, როცა ვთვლიდი, რომ ბევრი გვქონდა სალაპარაკო, უფრო მარტივად დავწერდი ალბათ ამ წერილს. ახლა ყველაფერი მეტ-ნაკლებად დალაგდა. პრინციპში, არც ადრე იყო აურზაური, ჩემ გამო პრობლემა რომ არ შეგქმნიათ, ჩემზე უკეთ იცით. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ბავშვის სტატუსი სულ ტყუილად მქონდა, დებილი ვიყავი და მეტი არაფერი! აბა უპრეტენზიო ბავშვი გაგონილა?!

რა მინდა გითხრათ იცი? მადლობა! მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად არ გეთანხმებოდით, არ მომწონდა თქვენი “აღზრდის მეთოდები”, მერე მივხვდი, რომ ასე იყო საჭირო. ერთია მხოლოდ – ის, რაც თქვენ თეორიულად მასწავლეთ და ცდილობდით პრაქტიკულად არ შევჯახებოდი, მოგვიანებით ხომ მაინც მოხდა. არ ჯობდა თავიდანვე თვითონ მივმხდარიყავი რა იყო კარგი და რა ცუდი? იქნებ მერე არარ მტკენოდა, როგორმე დამეზღვია თავი ამისგან.

ეს არაფერი, მაგაზე ნუ ინაღვლებთ თქვენ. მე ხომ ვიცი, რომ გინდოდათ დაგეცავით. რთულია იყო მშობელი, ახლა უფრო ვხვდები. მაგრამ ბავშვმა თავიდანვე უნდა ისწავლოს ბრძოლა, გვიან რომ არ შეეჯახოს ელემენტარულ სირთულეებს, რომლებიც ბავშვობაში უნდა დაეძლია.

მიყვარხართ! ეს ალბათ ისედაც იცით, მაგრამ მე ხომ არ მითქვამს არასდროს ხმამაღლა. საშინლად მერთულება გრძნობების გამოხატვა და იმიტომ. ხოდა, ახლა გეუბნებით – ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ ჩემი მშობლები თქვენ ხართ და არა სხვა.

მადლობა იმისთვის, რომ დღეს პრანჭია, უტვინო და უგრძნობი ადამიანი არ ვარ. მადლობა, რომ მხარში მიდგახართ დღემდე და მაქსიმალურად მეხმარებით დასახული მიზნის მისაღწევად. ხომ ვიცი, როგორ არ გინდოდათ ჟურნალისტიკა ამერჩია, მაინც არ შემზღუდეთ. ისიც ვიცი, რომ არ ნანობთ ამას და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია ეს ამბავი.

მადლობა, რომ მასწავლეთ ცოდნის ფასი. არ ვყოფილვარ განებივრებული ბავშვი ოფიციალურად მირებული კრიტერიუმებით, მაგრამ იმდენი რამ გავიგე ბავშვობაში, იმდენი ვისწავლე, ეს თავისთავად მანებივრებდა.

მიხარია, რომ თქვენი წყალობით მე ვიცი ადამიანობის, ურთიერთობების ფასი. მართალია, თეორიულად არ გისწავლებიათ ეს ყველაფერი, მაგრამ რასაც ვხედავდი, ის თავისთავად ჩაინერგა.

ვიცი, რომ თქვენთვის რთულია ძირითადად თქვენგან შორს რომ ვარ. მაგრამ ისიც ვიცი, როგორ გიხარიათ ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი, თქვენ “წარმატებას” რომ ეძახით. ხოდა, სწორედ ამისთვის ვარ მტელი დღე გარეტ, სწორედ ამიტომ ვარ სახლში სტუმარივით…

მიხარია, რომ თქვენნაირი მშობლები მყავს, მართლა…

P.S. ნუ ნერვიულობთ, ვერავინ მიხვდება, რომ ამას მე ვწერ და ადრესატები თქვენ ხართ🙂 ბევრი რამ გამომრჩა ალბათ. მაგრამ ხომ იცით ჩემი გრაფიკის ამბავი, სულ გადარბენებზე ვარ. ხოდა, ჩაწერაზე უნდა გავიქცე ახლაც. ხო, არ უნდა ახლა გამეორება, ვიცი რომ სტატია უნდა მოვიტანო და გაჩვენოთ🙂 წავედი ახლა მე და მთლად ყველაფერსაც ნუ წაიკითხავთ, დამიტოვეთ ცოტა რამ. კომენტარებს თუ დაწერთ, სახელი არ მიაწეროთ ცემი, არ იცის უმრავლესობამ🙂 ხო მართლა, სახელისთვისაც მადლობა😛

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/09/16, in გესტ-პოსტი and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 15 Comments.

  1. კარგი პოსტია❤
    პირველი შთაბეჭდილებით რატომღაც მგონია, რომ მარიამი გქვია :დ
    აი ესე უაზროდ მგონია :დ
    არ მიპასუხო, სწორი ვარ თუ არა :დ❤

  2. ძალიან კარგი იყო,გვირილიკო,ძალიან თბილი პოსტია.

    შენს მშობლება ნამდვილად შეუძლიათ შენით იამაყონ❤

  3. kargi iyo gviril : ) ^^ dasrulda chemi tageebi da namdvilad ar vnanob shenc rom mat shoris iyavi:)) madlobt chemi mokle daxasiatebistvis mixaria rom ase ggonia :))

  4. კლასიკაა : კარგი შვილის წერილი კარგ მშობლებს.🙂

  5. რა კარგია..
    აქსიომას +8მილიარდი.. < 3333

  6. რა კარგი ხარ ♥

  7. კარგი შვილი + კარგი მშობლები = იდეალურობა (ან რავი როგორც გინდათ :დ) მომეწონაა გვირიილ : )) <3<3

  1. Pingback: წერილი მშობლებს « K e t u s i ' s .. B l o g

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: